ჰიპოთალამუსი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7 |
||
ხაზი 32: | ხაზი 32: | ||
* ა. ქორელი „ნეიროფიზიოლოგია ყველასათვის“, თბილისი, [[1984|1984 წელი]] |
* ა. ქორელი „ნეიროფიზიოლოგია ყველასათვის“, თბილისი, [[1984|1984 წელი]] |
||
==რესურსები ინტერნეტში== |
==რესურსები ინტერნეტში== |
||
*[http://www.endotext.org/neuroendo/neuroendo3b/neuroendo3b.htm The Hypothalamus and Pituitary at endotexts.org] {{En}} |
*[http://www.endotext.org/neuroendo/neuroendo3b/neuroendo3b.htm The Hypothalamus and Pituitary at endotexts.org] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20060514115805/http://www.endotext.org/neuroendo/neuroendo3b/neuroendo3b.htm |date=2006-05-14 }} {{En}} |
||
*[https://www.neuinfo.org/mynif/search.php?q=Hypothalamus&t=data&s=cover&b=0&r=20 NIF Search - Hypothalamus] via the Neuroscience Information Framework {{En}} |
*[https://www.neuinfo.org/mynif/search.php?q=Hypothalamus&t=data&s=cover&b=0&r=20 NIF Search - Hypothalamus] via the Neuroscience Information Framework {{En}} |
||
*Space-filling and cross-sectional diagrams of hypothalamic nuclei: [http://www.netterimages.com/image/8535.htm right hypothalamus], [http://www.netterimages.com/image/8584.htm anterior], [http://www.netterimages.com/image/8586.htm tubular], [http://www.netterimages.com/image/8588.htm posterior]. {{En}} |
*Space-filling and cross-sectional diagrams of hypothalamic nuclei: [http://www.netterimages.com/image/8535.htm right hypothalamus], [http://www.netterimages.com/image/8584.htm anterior], [http://www.netterimages.com/image/8586.htm tubular], [http://www.netterimages.com/image/8588.htm posterior]. {{En}} |
04:11, 30 დეკემბერი 2020-ის ვერსია
ჰიპოთალამუსი | |
---|---|
ჰიპოთალამუსი (მონიშნულია წითლად) | |
ლათინური | hypothalamus |
MeSH | A08.186.211.730.385.357 |
ჰიპოთალამუსი (ლათ. hypothalamus) — შუამდებარე ტვინის ნაწილი, რომელიც თავის ტვინის მესამე პარკუჭისა და თელამუსის ქვემოთ მდებარეობს და ერთ-ერთ ვეგეტატიურ ცენტრს წარმოადგენს. ჰიპოთალამუსი მჭიდროდა დაკავშირებული ჰიპოფიზთან და მასთან ერთად არეგულირებს ორგანიზმის წყლისა და მარილების ცვლას. ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზს შორის არსებული კავშირის გაწყვეტისას ან ეგრეთ წოდებული სუპრაოპტიკური ჰიპოთალამუსის დაზიანებისას ვითარდება უშაქრო დიაბეტი, რაც ხასიათდება წყლის უზომო სმით (პოლიდიფსია) და მოჭარბებული შარდვით (პოლიურია). თავის ტვინის სხვა უბნებისაგან განსხვავებით, ჰიპოთალამუსის ფუნქციათა ნერვული რეგულაციის გარდა, ნეიროჰორმონების გამომუშავებისა და გამოყოფის უნარიც აქვს. მის მიერ გამომუშავებულ ჰორმონებს მიეკუთვნებიან ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი, რომლებიც ჰიპოფიზის საშუალებით გამოიყოფა სისხლში.
აღნაგობა და ფუნქციები
ჰიპოთალამუსი მრავალი ბირთვისაგან შედგება, რომელთა ფუნქციებია შიმშილისა და სიმაძღრის, წყურვილისა და მისი დაკმაყოფილების შეგრძნებათა წარმოშობა, სხეულის მუდმივი ტემპერატურისა და სქესობრივი ქცევის რეგულაცია. ჰიპოთალამუსი მჭიდროდაა დაკავშირებული აგრეთვე თავის ტვინის ლიმბურ სისტემასთან, ამიტომ ის აწესრიგებს ძილისა და ღვიძილის მდგომარეობას, ემოციურ ქცევასა და მოტივაციებს. დადგენილია, რომ ჰიპოთალამუსის გვერდითი და უკანა ბირთვების ელექტრული გაღიზიანება ცხოველებში იწვევს ეგრეთ წოდებულ თვითგაღიზიანების რეაქციას, რომლის დროსაც ცხოველები თვითონ ცდილობენ განმეორებით გაიღიზიანონ ეს ბირთვები. ჰიპოთალამუსის ცენტრული ბირთვების გაღიზიანება, პირიქით, გაქცევასა და შიშის რეაქციებს იწვევს. ასეთი ქცევითი რეაქციები დაკავშირებული უნდა იყოს შიმშილისა და სიმაძღრის აგრეთვე, სქესობრივი ხასიათის შეგრძნებათა წარმოქმნასთან.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 667.
- ე. ბაბასკის რედ., „ადამიანის ფიზიოლოგია“, თბილისი, 1969 წელი
- ა. ქორელი „ნეიროფიზიოლოგია ყველასათვის“, თბილისი, 1984 წელი
რესურსები ინტერნეტში
- The Hypothalamus and Pituitary at endotexts.org დაარქივებული 2006-05-14 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- NIF Search - Hypothalamus via the Neuroscience Information Framework (ინგლისური)
- Space-filling and cross-sectional diagrams of hypothalamic nuclei: right hypothalamus, anterior, tubular, posterior. (ინგლისური)