ფრიზული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
 
ხაზი 17: ხაზი 17:
* [http://www.omniglot.com/writing/frisian.htm Omniglot links to various Frisian resources]
* [http://www.omniglot.com/writing/frisian.htm Omniglot links to various Frisian resources]
* [http://www.tresoar.nl/ Tresoar - ფრიზიის ისტორიისა და ლიტერატურის ცენტრი]
* [http://www.tresoar.nl/ Tresoar - ფრიზიის ისტორიისა და ლიტერატურის ცენტრი]
* {{Cite web|url=http://www.fa.knaw.nl/fa/3departments-and-disciplines/view?set_language=en|title=Research|publisher=Fryske Akademy}}
* {{Cite web|url=http://www.fa.knaw.nl/fa/3departments-and-disciplines/view?set_language=en|title=Research|publisher=Fryske Akademy|accessdate=2010-11-25|archiveurl=https://web.archive.org/web/20090205020204/http://www.fa.knaw.nl/fa/3departments-and-disciplines/view?set_language=en|archivedate=2009-02-05}}


[[კატეგორია:ფრიზული ენა]]
[[კატეგორია:ფრიზული ენა]]

უკანასკნელი რედაქცია 04:40, 29 დეკემბერი 2020-ის მდგომარეობით

პოლიციის ნიშანი გერმანულსა და ფრიზიულ ენებზე ქალაქ ჰუზუმში

ფრიზ(ი)ული ენები, ან ფრიზ(ი)ული ენა (თვითსახელრქმევა Fryske talen) წარმოადგენს მეტყველებების, ან დიალექტების საერთო კრებით სახელწოდებას.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიზიულად გერმანია-ნიდერლანდების საზღვარზე მცხოვრები ხალხები მეტყველებენ, რომელთაც ფრიზებს უწოდებენ. ძირითადად გავრცელებულია ისტორიულ ფრიზიაში — ფრისლანდიაში, დასავლეთფრიზიული კუნძულების ტერსჰელინგისა და სჰირმონიკოგის ჩათვლით ასევე გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში, ზატერლანდში — ქვემო საქსონია; უკიდურეს ჩრდილოეთში — შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარე ჩრდილოფრიზიული კუნძულების და კუნძულ ჰელგოლანდის ჩათვლით. ფრიზები რაოდენობრივად დაახლოებით დაახლ. 400 000 კაცია.

ნომინაციის პრობლემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვითსახელრქმევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავად ფრიზები თავიანთ თავს სხვადასხვა ფორმით მოიხსენებიენ; დასავლელი ფრიზები იტყვიან ფორმა Frysk-ს [ფრისკ], ჩრდილოელები - fresk-ს [ფრესკ], ან frasch-ს [ფრაშ] ამბობენ, ხოლო თვითსახელდების მეტ-ნაკლებად გავრცელებული, ან ყველა კუთხისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები ფორმებია Friisk [ფრიისკ], ანდა Fräisk [ფრეისკ].

ენა, თუ ენები, დიალექტი, თუ მეტყველება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინათ, ფრიზიული ენა საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული — ნიდერლანდების ეიოიდერსეს ყურიდან დანიის სამხრეთ ნაპირებამდე. XVI საუკუნეში ფრისლანდიამ დამოუკიდებლობა დაკარგა და ენაც ნიდერლანდურის მიერ განიდევნა ოფიციალური მოხმარების სფეროდან, რის შედეგადაც ფრიზიულმა ენამ მხოლოდ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო მნიშვნელობა შეინარჩუნა.

ფრიზიულ ენებს ყოფენ სამ ერთეულად, რომელთაც ზოგი ენათმეცნიერი სამ ენად განიხილავს, ხოლო ზოგიერთი კი ერთი ენის სამ დიალექტად მიიჩნევს მათ. ფრიზიული ენა ყველაზე ახლოს დგას ძველინგლისურთან, ამის მიუხედავად, თანამედროვე ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანს ფრიზიული ენის გაგება გაუჭირდება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ფრიზიულს ხშირად შეცდომით ნიდერლანდურთან აიგივებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]