იალუძიანგი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7: ხაზი 7:


[[კატეგორია:ჩინეთის მდინარეები]]
[[კატეგორია:ჩინეთის მდინარეები]]
[[კატეგორია:ჩრდილოეთ კორეის მდინარეები]]

16:08, 21 დეკემბერი 2020-ის ვერსია

იალუძიანგი (ჩინ. ტრად. 鴨綠江, გამარტ. 鸭绿江, ფინინი: Yālù Jiāng), იალუ, ამნოკანი (კორ. 압록강?, 鴨綠江?) — სასაზღვრო მდინარე ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის. სიგრძე 813 კმ, აუზის ფართობი 63 ათ. კმ². სათავეს იღებს ვულკან პექტუსანის ფერდობებზე, ღრმა ხეობით კვეთს ჩანბაიშანის ზეგნის სამხრეთ ნაწილსა და მანჯურია-კორეის მთების დასავლეთ განშტოებებს; ჩაედინება ყვითელი ზღვის დასავლეთ კორეის ყურეში, წარმოქმნის ესტუარებს. ძირითადად იკვებება წვიმის წყლით, წყალმოვარდნა იცის ზაფხულში. ზამთარში იყინება. ქვემო დინებაზე წყლის საშუალო ხარჯია დაახლოებით 900 მ³/წმ. მდინარეზე აგებულია უნბონისა და სუფუნის წყალსაცავები და ჰესები (ჩრდილოეთი კორეა). იალუძიანგზე მდებარეობს ქალაქები: ჰესანი (მდინარე აქედან სანაოსნოა), სინიიჯუ (ჩრდილოეთი კორეა), ლინძიანგი, ანდუნი (ჩინეთი). ანდუნამდე ადიან საზღვაო ხომალდები.[1]

1904 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის დროს, მდინარის ნაპირებთან გაიმართა სამხედრო დაპირისპირება რუსეთისა და იაპონიის არმიებს შორის.[1]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Ялуцзян // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 30 — М., 1978.