ბაზალეთის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32: ხაზი 32:
|ვიკისაწყობი = Category:Bazaleti Lake
|ვიკისაწყობი = Category:Bazaleti Lake
}}
}}
'''ბაზალეთის ტბა''' — ტბა [[საქართველო]]ში, [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]], ქალაქ [[დუშეთი]]ს სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. მ³. ტბის [[ქვაბული]] წარმოიშვა ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.<ref name="ქსე" />
'''ბაზალეთის ტბა'''<ref>{{სგსოლ|30}}</ref> — ტბა [[საქართველო]]ში, [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]], ქალაქ [[დუშეთი]]ს სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. მ³. ტბის [[ქვაბული]] წარმოიშვა ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.<ref name="ქსე" />


საზრდოობს [[ატმოსფერული ნალექები]]თა და დროებითი ნაკადებით. მაქსიმალური დონე — ივნისში, მინიმალური — ოქტომბერში. იანვარსა და თებერვალში ტბა დაფარულია [[ყინული]]თ, რომლის სისქე ზამთარში 0,5 მ-მდე აღწევს. ივლისში წყლის ტემპერატურა 25&nbsp;°C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება [[ლელქაში]] და სხვა წყლის მცენარეულობა; 5-6 მ სიღრმემდე [[დუმფარა]]. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს [[ქაშაყი]] და [[ნაფოტა]]; მოშენებულია [[ხრამული]], [[წვერა]] და [[კობრი]]. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.<ref name="ქსე">{{ქსე|2|142|აფხაზავა ი.|არა}}</ref>
საზრდოობს [[ატმოსფერული ნალექები]]თა და დროებითი ნაკადებით. მაქსიმალური დონე — ივნისში, მინიმალური — ოქტომბერში. იანვარსა და თებერვალში ტბა დაფარულია [[ყინული]]თ, რომლის სისქე ზამთარში 0,5 მ-მდე აღწევს. ივლისში წყლის ტემპერატურა 25&nbsp;°C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება [[ლელქაში]] და სხვა წყლის მცენარეულობა; 5-6 მ სიღრმემდე [[დუმფარა]]. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს [[ქაშაყი]] და [[ნაფოტა]]; მოშენებულია [[ხრამული]], [[წვერა]] და [[კობრი]]. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.<ref name="ქსე">{{ქსე|2|142|აფხაზავა ი.|არა}}</ref>

10:06, 19 დეკემბერი 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაზალეთი.
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთის ტბა
კოორდინატები: 42°02′15″ ჩ. გ. 44°40′42″ ა. გ. / 42.03750° ჩ. გ. 44.67833° ა. გ. / 42.03750; 44.67833
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 879 
ფართობი 1,22 კმ²
მოცულობა 4 კმ³
მაქსიმალური სიღრმე
ბაზალეთის ტბა — საქართველო
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთის ტბა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ბაზალეთის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ბაზალეთის ტბა[1] — ტბა საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოიშვა ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.[2]

საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და დროებითი ნაკადებით. მაქსიმალური დონე — ივნისში, მინიმალური — ოქტომბერში. იანვარსა და თებერვალში ტბა დაფარულია ყინულით, რომლის სისქე ზამთარში 0,5 მ-მდე აღწევს. ივლისში წყლის ტემპერატურა 25 °C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება ლელქაში და სხვა წყლის მცენარეულობა; 5-6 მ სიღრმემდე დუმფარა. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს ქაშაყი და ნაფოტა; მოშენებულია ხრამული, წვერა და კობრი. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.[2]

გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო წყალმცენარეები, რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.[3]

ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი 27 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც ულამაზესი ხეივნები სასტუმროს კოტეჯებსა და კორპუსებს ერთმანეთისაგან ჰყოფს და ჰარმონიულად აკავშირებს მათ. კომპლექსს განსაკუთრებულ ლაზათს ტერიტორიის შუაგულში მდებარე შადრევანი და ხეივნის პირას გაშენებული თეთრსვეტებიანი კოლონადა ანიჭებს, რომელიც სიმბოლურად ქართველი და ებრაელი ხალხის 2500 წლოვან მეგობრობასა და სიყვარულს მიეძღვნა.[3]

გალერეა

სქოლიო

  1. , თბ..
  2. 2.0 2.1 აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 142.
  3. 3.0 3.1 ბაზალეთის ტბა