ასლან ბჟანია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 3 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ოკუპირებული რეგიონი|აფხაზეთი|ტიპი=პიროვნება}}
{{ოკუპირებული რეგიონი|აფხაზეთი|ტიპი=პიროვნება}}
{{ინფოდაფა პოლიტიკოსი}}
{{ინფოდაფა პოლიტიკოსი}}
'''ასლან ბჟანია''' ({{lang-ab|Аслан Георги-иԥа Бжьаниа}}, დ. [[6 აპრილი]], [[1963]], [[ტამიში]], [[ოჩამჩირის რაიონი]]) — ე. წ. [[აფხაზეთის რესპუბლიკა|აფხაზეთის რესპუბლიკის]] დე-ფაქტო პრეზიდენტი [[2020]] წლიდან, უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ([[2010]]-[[2014]] წწ.).
'''ასლან ბჟანია''' ({{lang-ab|Аслан Георги-иԥа Бжьаниа}}, დ. [[6 აპრილი]], [[1963]], [[ტამიში]], [[ოჩამჩირის რაიონი]], [[აფხაზეთის ასსრ]], [[საქართველოს სსრ]], [[სსრკ]]) — ე. წ. [[აფხაზეთის რესპუბლიკა|აფხაზეთის რესპუბლიკის]] დე-ფაქტო პრეზიდენტი [[2020]] წლიდან, უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ([[2010]]-[[2014]] წწ.).


==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==

07:03, 28 ნოემბერი 2020-ის ვერსია

აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პიროვნებას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ასლან ბჟანია
აფხ. Аслан Бжьаниаq
დაბადების თარიღი 6 აპრილი, 1963(1963-04-06) (61 წლის)
დაბადების ადგილი ტამიში
მოქალაქეობა  აფხაზეთი
 სსრკ
განათლება Moscow State Automobile and Road University of Technology და Russian Presidential Academy of National Economy and Public Administration
ჯილდოები მეგობრობის ორდენი

ასლან ბჟანია (აფხ. Аслан Георги-иԥа Бжьаниа, დ. 6 აპრილი, 1963, ტამიში, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ) — ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტი 2020 წლიდან, უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი (2010-2014 წწ.).

ბიოგრაფია

ასლან ბჟანია სოფელ ტამიშში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები მასწავლებლები იყვნენ[1]. მამა, გიორგი ბჟანია, წლების განმავლობაში ტამიშის საშუალო სკოლის დირექტორი და სოფლის საბჭოს ხელმძღვანელი იყო. დედა, ვენერა ბჟანია, დაწყებითი კლასის მასწავლებელი. ხშირად მოიხსენიებენ ასლანის ბაბუას, აშხანგერი ბჟანიას, რომელმაც საბჭოთა პრესაში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად 148 წელი იცხოვრა[2]. ბჟანიამ ტამიშის საშუალო სკოლა 1980 წელს დაამთავრა[1][3]. თავდაპირველად მან ფრუნზეს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ახლანდელი ყირგიზეთის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი), „ინჟინერ-მშენებლის“ სპეციალობაზე ჩააბარა [1]. თუმცა, ორ წელიწადში, მან გადაიტანა საბუთები მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტში, რომელიც 1985 წელს დაასრულა [1][4][3]. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ერთი წლით, 1985-დან 1986 წლამდე, ის სამუშაოდ ქალაქ უგრაში, სმოლენსკის ოლქი, სატყეო მეურნეობის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოში გაანაწილეს [1][4][3].

1987 წელს, ბჟანია აფხაზეთში დაბრუნდა და 1989 წლამდე ინსტრუქტორად მუშაობდა ოჩამჩირის რაიონულ კომიტეტში (რაიკომი), სადაც ახალგაზრდა კომუნისტთა კავშირის (კომკავშირი), განყოფილების თავმჯდომარე იყო [1][4][3]. 1991 წელს მან სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კგბ) უმაღლესი კურსები დაამთავრა და 1991-1992 წლებში აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მუშაობდა [1][4][3]. აფხაზეთის ომის დროს ის ქალაქ გუდაუთაში აფხაზეთის უშიშროების სტრუქტურებში იყო. 1994 წლიდან ის ქალაქ მოსკოვში დაკავდა კომერციული საქმიანობით [3], რომელიც 2008 წლამდე გააგრძელა [1]. იქვე, 1997-1999 წლებში მან რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სახალხო მეურნეობის აკადემიაში ისწავლა და „ტოპ-მენეჯერის“ სპეციალობას დაეუფლა[5]. 2009-2010 წლებში ის რუსეთის ფედერაციაში ეკონომიკურ საკითხებში აფხაზეთის საელჩოს მრჩეველი გახდა[1][3].

პოლიტიკური საქმიანობა აფხაზეთში

2010 წლის 24 თებერვალს, სერგეი ბაღაფშმა ბჟანია უშიშროების სამსახურის უფროსად დანიშნა [1][3]. ბაღაფშის მოულოდნელი გარდაცვალების გამო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები გაიმართა და ეს პოსტი ალექსანდრე ანქვაბმა დაიკავა. ბჟანია პირველი პირის ცვლილების შემდეგაც 2014 წლამდე შეინარჩუნა დაკავებული პოსტი [3].

2015 წელს ის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევითი ფონდის „აპრა“-ს ხელმძღვანელი გახდა. მისი თქმით, ფონდის მიზანია:

ვიკიციტატა
„სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა და, ასევე, ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა“[6].“

2015 წლის 14 ივლისს სოხუმში ოპოზიციური ძალების ბლოკი შეიქმნა. მასში ოთხი სუბიექტი გაერთიანდა: პოლიტიკური პარტია „ამცახარა“, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ფონდი „აპრა“, სამოქალაქო ორგანიზაციები „ქალები პოლიტიკაში“ და „აბზანხარა“[7]. ბჟანია ამ ბლოკის თანათავმჯდომარე გახდა [1].

2017 წლის მარტში ის მეექვსე მოწვევის აფხაზეთის სახალხო კრების დეპუტატად აირჩიეს [1].

ოპოზიციაში და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა

2014 წლის მაისში ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ გადატრიალება მოაწყვეს, რასაც მოჰყვა პირველი პირის თანამდებობიდან გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა. ასლან ბჟანიამ საკუთარი კანდიდატურა პირველად მაშინ წარადგინა, პარტია „ამცახარამ“ კი მას მხარი დაუჭირა[8]. ვიცე-პრეზიდენტად ასტან აგრბა, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ბიჭვინთის ფილიალის დირექტორი, მოიაზრებოდა. საარჩევნო შტაბს ლეონიდ ლაკერბაია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ხელმძღვანელობდა. ბჟანიას კანდიდატურას მხარს ალექსანდრე ანქვაბიც უჭერდა[9].

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატის განაცხადი 2 ივლისს დაარეგისტრირა, ხოლო 14 ივლისს ის დაამტკიცა[4]. ცესკო-ს ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის ომის ვეტერანმა, „ლეონის ორდენის“ მფლობელმა, იგორ მიქვაბიამ, 21 ივლისს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. პროტესტის საფუძვლად მან კანონმდებლობით გათვალისწინებული ხუთი წლის განმავლობაში განუწყვეტლად აფხაზეთში ცხოვრების ვალდებულების დარღვევა მიუთითა. სასამართლომ სარჩელი არ განიხილა მოთხოვნის დაყენებისთვის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამის შემდეგ, 30 ივლისს მოქალაქეთა ჯგუფმა მიმართა პროკურატურას და წარმოდგენილი ფაქტების გამოძიება მოითხოვა. მიქვაბია ამტკიცებდა, რომ არსებობდა ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებდნენ ბჟანიას მოსკოვში ცხოვრებას 1994 წლიდან 2010 წლამდე [4]. საბოლოოდ, ბჟანიამ არჩევნებში მონაწილეობა მაინც მიიღო. მან ამომრჩეველთა ხმების 35, 91 % (35 860 ხმა) მიიღო[4], რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბჟანიამ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო რაულ ჰაჯიმბამ ხმების 50,6 %-ით გაიმარჯვა.

მოწინააღმდეგის გამარჯვების შემდეგ, ასლან ბჟანია ოფიციალური თანამდებობიდან გაათავისუფლეს და უშიშროების სამსახური ზურაბ მარღანიამ ჩაიბარა. ბჟანია მოსკოვში ბიზნესს დაუბრუნდა (2014-2019 წწ.), თუმცა აფხაზეთში პოლიტიკასთან კავშირი მაინც შეინარჩუნა. 2015 წლის 22 მაისს, პარტია „ამცახარას“ მეხუთე ყრილობაზე ის ოპოზიციის ლიდერად წარდგა, სიტყვით გამოვიდა და მკაცრად გააკრიტიკა მიმდინარე პოლიტიკური კურსი.

2016 წლის 3 დეკემბერს რუსეთის სასაზღვრო პოლიციამ ასლან ბჟანია ქალაქ სოჭში დააკავა, მაშინ როცა ის აფხაზეთში გადასვლას ცდილობდა. ამან ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ბჟანიასთვის თავისუფლების აღკვეთა მის პოლიტიკურ ოპოზიციურ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. მის დაკავებას მის მშობლიურ სოფელში, ტამიშში, სოლიდარობის საპროტესტო აქციით უპასუხეს. თავის მხრივ რაულ ჰაჯიმბა შეხვდა რუსეთის ელჩს აფხაზეთში და მიმართა მას თხოვნით ბჟანიას დაკავების მიზეზის ახსნა-განმარტების წარდგენის შესახებ[10]. ბჟანია მეორე დღეს გაათავისუფლეს და მან ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც დაკავების მოვლენები დეტალურად გააზიარა. მან თქვა, რომ რამდენჯერმე ჩაუტარეს ტესტი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ორგანიზმში არსებობის შესახებ. ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენეს. პარალელურად მოხდა მისი ავტომობილის ჩხრეკა, რის შემდეგადაც ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ბჟანია 2014 წელს დააჯილდოვეს და მას შემდეგ ის რეგულარად ატარებდა მას და პრობლემა არასოდეს შექმნია. და ბოლოს, მან განაცხადა, რომ პირდაპირი მტკიცებულებები მის დაკავებაში აფხაზეთის ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ მას არ გააჩნია, თუმცა ამის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს და რაც მთავარია, მისი ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს[11].

ასლან ბჟანიამ თავისი კანდიდატურა მეორედ 2019 წლის 25 აგვისტოს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წარადგინა. თუმცა, მან უეცრად მეტყველების უნარი დაკარგა და 18 აპრილს ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით მოსკოვის კლინიკაში აღმოჩნდა, რის გამოც მისი კანდიდატურა მოიხსნა. აფხაზეთში მიაჩნდათ, რომ ის მოწამლეს[12]. მოსკოვიდან ბერლინში გადაყვანილ ბჟანიას ჩაუტარდა შესაბამისი ანალიზები და მის სისხლში მძიმე მეტალების მაღალი კონცენტრაცია გამოავლინეს, რამაც მოწამვლის ვერსია დაადასტურა[13].

გამარჯვებულის გამოვლენა პირველ ტურში ვერ მოხერხდა და 2019 წლის 8 სექტემბრისთვის მეორე ტური დაინიშნა, რომელშიც რაულ ჰაჯიმბა და ალხას კვიცინია ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ჰაჯიმბამ ხმების 47,39 %, ხოლო კვიცინიამ 46,17 % აიღო, გამარჯვებულად კი კვლავ ჰაჯიმბა გამოცხადდა[14]. ოპოზიციამ ეს შედეგი გააპროტესტა და უკანონო უწოდა. მისი თქმით, კანონით გამარჯვებულს არჩევნებში მონაწილეთა ხმების საერთო რაოდენობის მინიმუმ 50 % +1 ხმა უნდა ჰქონოდა[15].

რაულ ჰაჯიმბამ დაიკავა თანამდებობა, მაგრამ 2020 წლის იანვრის დასაწყისში მოვლენებმა პოლიტიკური კრიზის ხასიათი მიიღეს. 9 იანვარს მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს. მეორე დღეს, უზენაესმა სასამართლომ 8 სექტემბრის არჩევნების შედეგები უკანონოდ ცნო. შეუჩერებელი დემონსტრაციებისა და პოლიტიკური ზეწოლის შედეგადად 12 იანვარს, საღამოს, რაულ ჰაჯიმბა გადადგა[16].

ახალი არჩევნები 2020 წლის 22 მარტისთვის დაინიშნა. მასში სამი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას: გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, მთავრობის ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაფშბა. მარტის დასაწყისში მოსკოვში აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრის შემდეგ სოჭში დაბრუნებული ასლან ბჟანია ისევ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იყო ვერსიები მისი ხელმეორედ მოწამვლის შესახებ. თუმცა, ის მალე გამოჯანმრთელდა და საარჩევნო კამპანია გააგრძელა. ამომრჩეველთა 56,5% ხმით ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. ამავე წლის 23 აპრილს მოხდა მისი ინაუგურაცია. ვიცე-პრეზიდენტად ბადრა გუნბა, ყოფილი კულტურის მინისტრი, ხოლო პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნენ.

პოლიტიკური შეხედულებები

ასლან ბჟანია თავს ვლადისლავ არძინბას, სერგეი ბაღაფშისა და ალექსანდრე ანქვაბის მიმდვერად მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ აქვს საკუთარი ხედვაც, რომლის იმპლემენტაციას შეეცდება პრაქტიკაში[17]. ის შესაძლებლად მიიჩნევს საკითხის შესწავლას რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით[18], რაც დღევანდელი მდგომარეობით კანონით აკრძალულია. ის სამომავლოდ შესაძლებლად მიიჩნევს პარლამენტისთვის უფლებამოსილებების გაზრდას და პრეზიდენტისთვის, შესაბამისად, მის შემცირებას, თუმცა, ამას, მისი თქმით, გარკვეული დრო და ინსტიტუციური მომზადება დასჭირდება [18].

ასლან ბჟანია და საქართველო

ასლან ბჟანიას სიტყვებმა საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის საჭიროების შესახებ ფართოდ განხილვადი თემა გახდა. მან „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში აღნიშნა: „ჩვენ დაინტერესებული ვართ იმაში, რომ საქართველომ გვაღიაროს“ და რომ ჟენევის საერთაშორისო ფორმატის გარდა უნდა ასევე არსებობდეს მოლაპარაკების სხვა პლატფორმაც[19][20].

ჯილდოები

2014 წლის მაისში ასლან ბჟანიას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა[1].

სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისთვის ვლადიმერ პუტინმა ბჟანია „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა[1].

ოჯახი

ასლან ბჟანია არის დაოჯახებული და ჰყავს ორი შვილი.

  • ცოლი - აელიტა ახიბა. მან 1985 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 1993 წლამდე იგი აფხაზეთის პრეზიდიუმის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას, მოადგილედ მუშაობდა[1].
  • ქალიშვილი - აელინა. დაიბადა 1987 წელს. დაამთავრა სეჩენევის სახელობის მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი. დაოჯახებულია[21].
  • ვაჟიშვილი - მაქსიმი. დაიბადა 1991 წელს. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა „მსოფლიო პოლიტიკა“. იქვე გააგრძელა სწავლა ასპირანტურაზე. ის, ასევე, ღია სააქციო საზოგადოება „იუგ-ინვესტბანკის“ (ЮГ-Инвестбанк) აქციონერია[4][22]

სქოლიო

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 Аслан Георгиевич Бжания
  2. В БОЙ ИДУТ ОДНИ ГЕНЕРАЛЫ
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 ასლან ბჟანია
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 Бжания Аслан Георгиевич
  5. Регистрация кандидатов в Президенты Республики Абхазия
  6. АСЛАН БЖАНИЯ ВОЗГЛАВИЛ ФОНД СОЦИАЛЬНО-ЭКОНОМИЧЕСКИХ И ПОЛИТИЧЕСКИХ ИССЛЕДОВАНИЙ
  7. В АБХАЗИИ СОЗДАН БЛОК ОППОЗИЦИОННЫХ СИЛ
  8. „Амцахара“ поддержала кандидатуру Аслана Бжания на предстоящих выборах Президента. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2014-08-08.
  9. Информационный прорыв
  10. РАУЛЬ ХАДЖИМБА ПОПРОСИЛ ПОСЛА РОССИИ В АБХАЗИИ ПРЕДОСТАВИТЬ ОБЪЯСНЕНИЕ ПРИЧИН ЗАДЕРЖАНИЯ АСЛАНА БЖАНИЯ НА РОССИЙСКО-АБХАЗСКОЙ ГРАНИЦЕ
  11. СОПРЕДСЕДАТЕЛЬ БЛОКА ОППОЗИЦИОННЫХ СИЛ АСЛАН БЖАНИЯ РАССКАЗАЛ ЖУРНАЛИСТАМ О ПОДРОБНОСТЯХ НЕДАВНЕГО ЗАДЕРЖАНИЯ ПРАВООХРАНИТЕЛЬНЫМИ ОРГАНАМИ В Г. СОЧИ
  12. აფხაზთა კარის თამაშები: ბჟანია მოწამლეს?
  13. ასლან ბჟანია ისევ მოწამლეს? აფხაზური ოპოზიციის ლიდერი საავადმყოფოშია
  14. ИТОГИ ВЫБОРОВ ПРЕЗИДЕНТА РЕСПУБЛИКИ АБХАЗИЯ 9 СЕНТЯБРЯ 2019
  15. რაულ ხაჯიმბა გადადგომას დათანხმდა, ახალი არჩევნები 22 მარტს გაიმართება
  16. პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
  17. Аслан Бжания: Я являюсь последователем и В. Г. Ардзинба, и С.В. Багапша, и Александра Анкваба. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-09. ციტირების თარიღი: 2014-08-09.
  18. 18.0 18.1 Аслан Бжания: политических преследований в Абхазии не будет
  19. „ორმხრივი დიალოგი საქართველოსთან, როგორც ჩანს, შეუძლებელია“- ბჟანია
  20. რას ცვლის ბჟანიას „პრეზიდენტობა“?
  21. „Амцахара“ поддержала кандидатуру Аслана Бжания на предстоящих выборах Президента. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2014-08-08.
  22. РАУЛЬ ХАДЖИМБА ПОПРОСИЛ ПОСЛА РОССИИ В АБХАЗИИ ПРЕДОСТАВИТЬ ОБЪЯСНЕНИЕ ПРИЧИН ЗАДЕРЖАНИЯ АСЛАНА БЖАНИЯ НА РОССИЙСКО-АБХАЗСКОЙ ГРАНИЦЕ