სოფელი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ წაიშალა კატეგორია:დასახლებული პუნქტები; დაემატა კატეგორია:დასახლებული პუნქტი გაჯეტ HotCat-ით |
მ წაიშალა კატეგორია:დასახლებული პუნქტი გაჯეტ HotCat-ით |
||
ხაზი 61: | ხაზი 61: | ||
* [http://www.ecotope.org/anthromes/v1/guide/villages/ სოფლების ტიპები] |
* [http://www.ecotope.org/anthromes/v1/guide/villages/ სოფლების ტიპები] |
||
[[კატეგორია:დასახლებული პუნქტი]] |
|||
[[კატეგორია:სოფლები]] |
[[კატეგორია:სოფლები]] |
||
10:55, 19 ნოემბერი 2020-ის ვერსია
სოფელი — დასახლების ერთ-ერთი უძველესი და საყოველთაოდ გავრცელებული ფორმა. ხალხმრავლობის მიხედვით არჩევენ პატარასა (რამდენიმე კაცი ან კომლი) და დიდ (რამდენიმე ათასი) სოფლებს. სოფლების გარეგნული იერსახე განსხვავებულია ქვეყნის ბუნებრივი პირობებისა და საწარმოო მიმართულების გამო, მაგრამ მათი საერთო დამახასიათებელი ნიშანია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით განაშენიანებისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების უპირატესი გავრცელება.
ისტორიულად ჩამოყალიბდა სასოფლო დასახლების რამდენიმე ფორმა:
- გრძივი განაშენიანება — როდესაც სახლები განლაგებული არიან ერთი გზის (ქუჩის) გასწვრივ.
- წრიული განაშენიანება — როდესაც სახლები განლაგებული არიან ცენტრალური საერთო მოედნის ირგვლივ წრიულად.
ეს ორი ფორმა არქაულია, ამჟამად იშვიათად გვხვდება, რადგან სოფლად მოსახლეობის ზრდამ მათი ტრანსფორმაცია გამოიწვია.
ურბანიზაციის საყოველთაო გაძლიერებას თან სდევს სოფლების საერთო რაოდენობისა და მოსახლეობის შემცირების ტენდენცია.
სოფლები საქართველოში
საქართველოში სოფელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ძირეული ერთეულია. სოფელში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა სოფლის საკრებულო. მცირე ზომის სოფლები გაერთიანებული არიან თემის საკრებულოში. კონფლიქტური რეგიონების გაუთვალისწინებლად საქართველოში 3668 სოფელია, რომლებიც მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით შემდეგნაირად ჯგუფდებიან:
ჯგუფი | ქვედა ზღვარი | ზედა ზღვარი | რაოდენობა |
---|---|---|---|
1 | < | 10 | 312 |
2 | 11 | 50 | 393 |
3 | 51 | 100 | 360 |
4 | 101 | 200 | 480 |
5 | 201 | 500 | 911 |
6 | 501 | 1000 | 621 |
7 | 1001 | 2000 | 373 |
8 | 2001 | 3000 | 124 |
8 | 3001 | 5000 | 64 |
9 | 5001 | > | 28 |
ეს სტატისტიკა არ ითვალისწინებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სასოფლო დასახლებებს, რადგან მათ შესახებ სარწმუნო ინფორმაცია არ არსებობს.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 477.