მცოხნელები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17: ხაზი 17:


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
{{ქსე|7|255|ავალიანი რ.}}
* ''ავალიანი რ.,'' [[ქსე]], ტ. 7, გვ. 255, თბ., 1984


[[კატეგორია:წყვილჩლიქოსნები]]
[[კატეგორია:წყვილჩლიქოსნები]]

21:08, 10 ნოემბერი 2020-ის ვერსია

მცოხნელები
Odocoileus virginianus
Odocoileus virginianus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ქვერიგი:  მცოხნელები
ლათინური სახელი
Ruminantia

მცოხნელები (Ruminantia), ძუძუმწოვრების ქვერიგი წყვილჩლიქოსნების რიგისა. უმეტესობას 4-განყოფილებიანი (ფაშვი, ბადურა, წიგნარა, მაჭიკი) კუჭი აქვს. საჭმლის მონელების პროცესში დიდ როლს თამაშობს ცოხნა. მცოხნელებთაგან ბევრს კარგად განვითარებული რქები აქვთ. ზედა საჭრელები არ აქვთ. კიდურებზე ყველაზე მეტად განვითარებულია მე-3 და მე-4 თითები, რომლებზეც დიდი რქოვანი ჩლიქები აქვთ. არსებობს მცოხნელების 6 ოჯახის (ირმულასებრნი, მუშკისებრნი, ირმისებრნი, რქახრახნილისებრნი, ჟირაფისებრნი, ძროხისებრნი) 180-მდე სახეობა. ველური მცოხნელები თითქმის ყველგან გვხვდებიან (ავსტრალია, მადაგასკარისა და ანტილის კუნძულების გარდა). უმეტესად ჯოგური, პოლიგამიური ცხოველებია. აქვთ დიდი სამეურნეო მნიშვნელობა (იყენებენ უმთავრესად ხორცსა და ტყავს).

ლიტერატურა