აბდულა-ბეგი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''აბდულა-ბეგი''', ''არჩილი'' — ქართლის მეფის [[იესე (ალიყული-ხანი)|იესეს]] ძე, [[ანტონ კათალიკოსი]]ს ძმა, [[ |
'''აბდულა-ბეგი''', ''არჩილი'' — ქართლის მეფის [[იესე (ალიყული-ხანი)|იესეს]] ძე, [[ანტონ კათალიკოსი]]ს ძმა, [[ქართლის სამეფო]]ს ტახტის პრეტენდენტი. |
||
==ბიოგრაფია== |
==ბიოგრაფია== |
08:09, 8 ნოემბერი 2020-ის ვერსია
აბდულა-ბეგი, არჩილი — ქართლის მეფის იესეს ძე, ანტონ კათალიკოსის ძმა, ქართლის სამეფოს ტახტის პრეტენდენტი.
ბიოგრაფია
1737 წელს აბდულა-ბეგი ირანელებმა ქართლის სამეფოს ნაიბად დანიშნეს, მაგრამ იმავე წელს უკან გაიწვიეს. 40-იანი წლების დამდეგს ნომინალურად ისევ ქართლის გამგებლად ითვლებოდა, ფაქტობრივად კი თბილისში მჯდომი ირანელი ხანის მრჩეველი იყო. 1744 წელს, ქართლში თეიმურაზ II-ისა და კახეთში ერეკლე II-ის გამეფების შემდეგ საუფლისწულოდ გადასცეს ქვემო ქართლი.
1747 წელს თეიმურაზ II სპარსეთში გაემგზავრა და ქართლის სამეფო მმართველობა ერეკლე II-ს დაავალა, ხოლო აბდულა-ბეგი დამხმარედ დაუტოვა. აბდულა-ბეგმა გამეფება მოინდომა, გამაგრდა თავის რეზიდენციაში - სამშვილდის ციხეში, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელი მოთარეშენი, მიიმხრო თბილისის ციხეში მყოფი ყიზილბაშები და ქართლის მეფობაზე პრეტენზია განაცხადა. ერეკლე II-მ სამშვილდის აღება ვერ შეძლო. აბდულა-ბეგი ციხიდან გამოვიდა და კოდასა და შინდისს შორის დადგა. მას შეუერთდა აზერბაიჯანის ხანი ამრ-ასლანის რვა ათასი ავღანელი მეომარი და საბარათიანოს ჯარი. ქართლის სხვა ფეოდალები ერეკლეს მიემხრნენ. ბრძოლა გაიმართა სოლოლაკის მთის ფერდობზე. ერეკლეს მარცხენა ფრთაზე განლაგებულმა ქიზიყელების ჯარმა უკუაქცია აბდულა-ბეგის ჯარი და იაღლუჯის კალთებამდე სიდა მას. აბდულა-ბეგი კვლავ სამშვილდეში გამაგრდა. ერეკლემ ძალისხმევა თბილისზე მიმართა, აიღო თაბორის კოშკი, მეტეხისა და ნარიყალის ციხეები. ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, 1748 წელს, აბდულა-ბეგი დანებდა. ერეკლე მას შეურიგდა და საუფლისწულო მისცა.
ოჯახი
აბდულა ბეგს ცოლად ჰყავდა ქეთევან ბატონიშვილი, ერეკლე I-ის ასული. ამ ქორწინებიდან მათ ჰყავდათ 5 ვაჟი და 1 ქალიშვილი:
- აღას ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1765), 1745 წელს, ცოლად შეირთო მარიამ ორბელიანი
- დავით ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1767)
- იესე ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1812)
- როსტომ მირზა (1736–1755)
- ასან მირზა (გარდაიცვალა 1736)
- მარიამ ბეგუმი, დაქორწინდა აზად ხან ავღანზე, შემდეგ კი რევაზ ანდრონიკაშვილზე.
ლიტერატურა
- მეგრელიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 26.
- მეგრელიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 23.
- ქიქოძე, გ., „ერეკლე II“, თბილისი: სახელგამი, 1942. — გვ. 84-88.
- ორბელიანი, პ., ამბავი ქართლისანი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854