ჯან გალეაცო სფორცა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |სახელი = ჯან გალეაცო სფორცა |სურათი = Gian Gale...
 
No edit summary
ხაზი 20: ხაზი 20:


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==
ჯან გალეაცო დაიბადა 1469 წლის 20 ივნისს. იგი იყო მილანის ჰერცოგ [[გალეაცო მარია სფორცა|გალეაცო მარია სფორცასა]] და მისი მეორე ცოლის, [[ბონა სავოიელი|ბონა სავოიელის]] პირველი ვაჟი. 1476 წელს შეთქმულებმა მამამისი 32 წლის ასაკში მოკლეს, რის გამოც ახალი ჰერცოგი 7 წლის ჯან გალეაცო გახდა, რომლის რეგენტიც დედამისი, ბონა სავოიელი გახდა. მან დროებით მოახერხა თავისი მაზლების მილანიდან გაძევება, რომელთაც თვალი მისი ვაჟის ტახტზე ეჭირათ. სულ მალე ჯან გალეაცოს ბიძა, [[ლუდოვიკო სფორცა]] დაუბრუნდა მილანს, რომელმაც მალე იმდენად დიდი ძალაუფლება მოიპოვა, რომ ფაქტიურად მილანის დე-ფაქტო მმართველად იქცა.
ჯან გალეაცო დაიბადა 1469 წლის 20 ივნისს. იგი იყო მილანის ჰერცოგ [[გალეაცო მარია სფორცა|გალეაცო მარია სფორცასა]] და მისი მეორე ცოლის, [[ბონა სავოიელი|ბონა სავოიელის]] პირველი ვაჟი. 1476 წელს შეთქმულებმა მამამისი 32 წლის ასაკში მოკლეს, რის გამოც ახალი ჰერცოგი 7 წლის ჯან გალეაცო გახდა, რომლის რეგენტიც დედამისი, ბონა სავოიელი გახდა. მან დროებით მოახერხა თავისი მაზლების მილანიდან გაძევება, რომელთაც თვალი მისი ვაჟის ტახტზე ეჭირათ. სულ მალე ჯან გალეაცოს ბიძა, [[ლუდოვიკო სფორცა]] დაუბრუნდა მილანს, რომელმაც მალე იმდენად დიდი ძალაუფლება მოიპოვა, რომ ფაქტობრივად მილანის დე-ფაქტო მმართველად იქცა.


1494 წლის 21 ოქტომბერს, 25 წლის ჯან გალეაცო გარდაიცვალა, რომელიც ბიძამისმა ლუდოვიკომ მოწამლა, ბონა სავოიელი და ჯან გალეაცოს ცოლ-შვილი კი გააძევა. საფრანგეთის მეფე [[შარლ VIII]]-ის მხარდაჭერით, ლუდოვიკომ მოახერხა და მილანის ჰერცოგი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯან გალეაცოს ვაჟი დარჩა.
1494 წლის 21 ოქტომბერს, 25 წლის ჯან გალეაცო გარდაიცვალა, რომელიც ბიძამისმა ლუდოვიკომ მოწამლა, ბონა სავოიელი და ჯან გალეაცოს ცოლ-შვილი კი გააძევა. საფრანგეთის მეფე [[შარლ VIII]]-ის მხარდაჭერით, ლუდოვიკომ მოახერხა და მილანის ჰერცოგი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯან გალეაცოს ვაჟი დარჩა.

21:21, 2 ნოემბერი 2020-ის ვერსია

ჯან გალეაცო სფორცა
მილანის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 26 დეკემბერი, 1476
მმართ. დასასრული: 21 ოქტომბერი, 1494
წინამორბედი: გალეაცო მარია სფორცა
მემკვიდრე: ლუდოვიკო სფორცა
რეგენტი: ბონა სავოიელი
(1476-1494)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 ივნისი, 1469
გარდ. თარიღი: 21 ოქტომბერი, 1494, (25 წლის)
მეუღლე: იზაბელა არაგონელი
შვილები: ფრანჩესკო
იპოლიტა
ბონა, პოლონეთის დედოფალი
ბიანკა
დინასტია: სფორცები
მამა: გალეაცო მარია, მილანის ჰერცოგი
დედა: ბონა სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჯან გალეაცო სფორცა (იტალ. Gian Galeazzo Sforza; დ. 20 ივნისი, 1469 — გ. 21 ოქტომბერი, 1494) — სფორცას დინასტიის წარმომადგენელი. მილანის ჰერცოგ გალეაცო მარიასა და ბონა სავოიელის უფროსი ვაჟი. მილანის ჰერცოგი 1476-94 წლებში. ცოლად ჰყავდა თავისი მამიდაშვილი იზაბელა არაგონელი, რომელთანაც ოთხი შვილი ჰყავდა, მათ შორის პოლონეთ-ლიტვის დედოფალი ბონა სფორცა.

ბიოგრაფია

ჯან გალეაცო დაიბადა 1469 წლის 20 ივნისს. იგი იყო მილანის ჰერცოგ გალეაცო მარია სფორცასა და მისი მეორე ცოლის, ბონა სავოიელის პირველი ვაჟი. 1476 წელს შეთქმულებმა მამამისი 32 წლის ასაკში მოკლეს, რის გამოც ახალი ჰერცოგი 7 წლის ჯან გალეაცო გახდა, რომლის რეგენტიც დედამისი, ბონა სავოიელი გახდა. მან დროებით მოახერხა თავისი მაზლების მილანიდან გაძევება, რომელთაც თვალი მისი ვაჟის ტახტზე ეჭირათ. სულ მალე ჯან გალეაცოს ბიძა, ლუდოვიკო სფორცა დაუბრუნდა მილანს, რომელმაც მალე იმდენად დიდი ძალაუფლება მოიპოვა, რომ ფაქტობრივად მილანის დე-ფაქტო მმართველად იქცა.

1494 წლის 21 ოქტომბერს, 25 წლის ჯან გალეაცო გარდაიცვალა, რომელიც ბიძამისმა ლუდოვიკომ მოწამლა, ბონა სავოიელი და ჯან გალეაცოს ცოლ-შვილი კი გააძევა. საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ის მხარდაჭერით, ლუდოვიკომ მოახერხა და მილანის ჰერცოგი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯან გალეაცოს ვაჟი დარჩა.

ქორწინება და შვილები

1489 წლის თებერვალში, ჯან გალეაცომ ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი იზაბელა არაგონელი, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა:

  1. ფრანჩესკო (1491-1512), გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  2. იპოლიტა (1493-1501), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ბონა (1494-1557), ცოლად გაჰყვა პოლონეთისა და ლიტვის მეფე სიგიზმუნდ I-ს, რომელთანაც შეეძინა უნგრეთის დედოფალი იზაბელა, პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ II, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია სოფია, პოლონეთის დედოფალი ანა და შვედეთის დედოფალი კატარინა იაგელონები;
  4. ბიანკა (1495-1496), გარდაიცვალა ჩვილობაში;

ლიტერატურა

  • Burckhardt, Jacob (1878). The Civilization Of The Renaissance in Italy. University of Toronto - Robarts Library: Vienna Phaidon Press. p. 23. Retrieved 28 February 2019.