პრიმატების ქცევა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 126: ხაზი 126:


=== აკუსტიკური ===
=== აკუსტიკური ===
არ არის საიდუმლო,რომ ძუძუმწოვრებს შეუძლიათ გამოსცენ სხვადასხვა ხმები, რომლებიც გამოხატავენ, როგორც სიამოვნებას, ისევე სიძულვილს რაიმეს მიმართ. არ არიან გამონაკლისები პრიმატებიც. დაკვირვების შედეგად აკუსტიკური და ხმოვანი კომუნიკაცია აქვთ საკმაოდ კარგად განვითარებული. ეს ბოლოს თქმული ეხება ყველა პრიმატების ქვეჯქუფს. ბგერებით ისინი არამხოლოდ გამოხატავენ სიამოვნებას ან სიძულვილს, არამედ ამ ქმედებით ისინი გადასცემენ ერთმანეთს ინფორმაციას კვების, საბრთხის და სოციალური სტატუსის შესახებ. პრიმატის ნებისმიერ ემოციურ მდგომარეობას მოსდევს ბგერების გამოცემა სხვადასხვა ტემბრით და ხმის სიძლიერით. უკვე დამტკიცებულია, რომ ადამიანის და პრიმატის ტვინებს აქვთ ერთნაირი განლაგება და სტრუქტურა, მაგრამ უფრო განვითარებულ პრიმატებს თავის ტვინის ქერქის ზონა, რომელიც პასუხობს აკუსტიკურ რეგულაციას, არის ჩანასახის მდგომარეობაში. აკუსტიკური კომუნიკაცია „მოთამაშე“ მაიმუნებისა შორეულად გავს ადამიანის მეტყველებას. არა ბგერათა მსგავსებით, არამედ მგერების ინტონაციით. ბგერათა ინტონაციით და ტებრის ტონით პრიმატებს შეუძლიათ იცნონ თავიანთი ჯგუფის წევრები და დაარეგულირონ პირადული ურთიერთობები. აკუსიტიკურ ფონს, რომელსაც ქმნიან „წვრილ ცხვირა“ მაიმუნები გამოიმუშავებენ 20-მდე  ბგერით სიგნალს. ამ ოჯახის წარმომადგენლები არიან „მაკაკები“. ძალიან საინტერესოა აკუსტიკური ურთიერთობა „გიბონებს“ შორის. ამ მაიმუნების ხმებს  ხშირად არქმევენ „გიბონების სიმღერას“, რადგან ეს ხმები შეიცავს ჰარმონიულ ბგერებს. გიბონებს შეუძლიათ „სიმღერა“. გიბონებს ეხერხებათ „სიმღერა“, როგორც სოლო-მაგ. როდესაც მამრი იკავებს ტერიტორიას, ასევე დუეტით, როდესაც აცნობებს სხვებს მეწყვილის შერთვას. „სიმღერის“ ინიციატორი შეიძლება იყოს როგორც მამრი, ისევე მდედრიც. უფრო მეტად შესწავლილი კომუნიკაცია მაიმუნებს შორის არის შიმპანზესი. დამტკიცებულია, რომ შიმპანზეებს შეუძლია იცნონ ერთმანეთი ხმით და გონიერად გამოიყენონ ბგერები. ხაზი არის გასმული, რომ უფრო დაბალი დონის პრიმატები იყენებენ ხმას აგრესიული თვალსაზრისით, ხოლო მაღალი დონის პრიმატები კი პირიქით- კეთილმოსურნედ. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კეთილმოსურნე ხმის გამოყენებით წარმოიშვა ადამიანური ენა. არსებობს კომუნიკაციის გავითარების რამდენიმე ეტაპი:
არ არის საიდუმლო,რომ ძუძუმწოვრებს შეუძლიათ გამოსცენ სხვადასხვა ხმები, რომლებიც გამოხატავენ, როგორც სიამოვნებას, ისევე სიძულვილს რაიმეს მიმართ. არ არიან გამონაკლისები პრიმატებიც. დაკვირვების შედეგად აკუსტიკური და ხმოვანი კომუნიკაცია აქვთ საკმაოდ კარგად განვითარებული. ეს ბოლოს თქმული ეხება ყველა პრიმატების ქვეჯქუფს. ბგერებით ისინი არა მხოლოდ გამოხატავენ სიამოვნებას ან სიძულვილს, არამედ ამ ქმედებით ისინი გადასცემენ ერთმანეთს ინფორმაციას კვების, საბრთხის და სოციალური სტატუსის შესახებ. პრიმატის ნებისმიერ ემოციურ მდგომარეობას მოსდევს ბგერების გამოცემა სხვადასხვა ტემბრით და ხმის სიძლიერით. უკვე დამტკიცებულია, რომ ადამიანის და პრიმატის ტვინებს აქვთ ერთნაირი განლაგება და სტრუქტურა, მაგრამ უფრო განვითარებულ პრიმატებს თავის ტვინის ქერქის ზონა, რომელიც პასუხობს აკუსტიკურ რეგულაციას, არის ჩანასახის მდგომარეობაში. აკუსტიკური კომუნიკაცია „მოთამაშე“ მაიმუნებისა შორეულად გავს ადამიანის მეტყველებას. არა ბგერათა მსგავსებით, არამედ მგერების ინტონაციით. ბგერათა ინტონაციით და ტებრის ტონით პრიმატებს შეუძლიათ იცნონ თავიანთი ჯგუფის წევრები და დაარეგულირონ პირადული ურთიერთობები. აკუსიტიკურ ფონს, რომელსაც ქმნიან „წვრილ ცხვირა“ მაიმუნები გამოიმუშავებენ 20-მდე  ბგერით სიგნალს. ამ ოჯახის წარმომადგენლები არიან „მაკაკები“. ძალიან საინტერესოა აკუსტიკური ურთიერთობა „გიბონებს“ შორის. ამ მაიმუნების ხმებს  ხშირად არქმევენ „გიბონების სიმღერას“, რადგან ეს ხმები შეიცავს ჰარმონიულ ბგერებს. გიბონებს შეუძლიათ „სიმღერა“. გიბონებს ეხერხებათ „სიმღერა“, როგორც სოლო-მაგ. როდესაც მამრი იკავებს ტერიტორიას, ასევე დუეტით, როდესაც აცნობებს სხვებს მეწყვილის შერთვას. „სიმღერის“ ინიციატორი შეიძლება იყოს როგორც მამრი, ისევე მდედრიც. უფრო მეტად შესწავლილი კომუნიკაცია მაიმუნებს შორის არის შიმპანზესი. დამტკიცებულია, რომ შიმპანზეებს შეუძლია იცნონ ერთმანეთი ხმით და გონიერად გამოიყენონ ბგერები. ხაზი არის გასმული, რომ უფრო დაბალი დონის პრიმატები იყენებენ ხმას აგრესიული თვალსაზრისით, ხოლო მაღალი დონის პრიმატები კი პირიქით- კეთილმოსურნედ. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კეთილმოსურნე ხმის გამოყენებით წარმოიშვა ადამიანური ენა. არსებობს კომუნიკაციის გავითარების რამდენიმე ეტაპი:
* კომუნიკაციის გავითარების ძირითადი ფუნქცია პირველ და მეორე ეტაპზე არის აგრესიის შეჩერება. (პირველი ეტაპი ეხება დაბალი დონის პრიმატებს, ხოლო მეორე კი-მაღალი) კომუნიკაციის კომპლექში ხმები დაკავშირებულია მიმიკასთან და პოზებთან. ნაკლები ყურადღება ექცევა ჟესტებს, ხოლო ოლფაკტორული კომუნიკაცია არ იხმარება. კომუნიკაციის ეს ეტაპი არის სოციალური ურთიერთობების მექანიზმის მაღალ დონეზე აწევა. სწორედ ამიტომ აკუსტიკური და ვიზუალური კომუნიკაციის ხერხები იხმარება მეგობრული თვალსაზრისით.
* კომუნიკაციის გავითარების ძირითადი ფუნქცია პირველ და მეორე ეტაპზე არის აგრესიის შეჩერება. (პირველი ეტაპი ეხება დაბალი დონის პრიმატებს, ხოლო მეორე კი-მაღალი) კომუნიკაციის კომპლექში ხმები დაკავშირებულია მიმიკასთან და პოზებთან. ნაკლები ყურადღება ექცევა ჟესტებს, ხოლო ოლფაკტორული კომუნიკაცია არ იხმარება. კომუნიკაციის ეს ეტაპი არის სოციალური ურთიერთობების მექანიზმის მაღალ დონეზე აწევა. სწორედ ამიტომ აკუსტიკური და ვიზუალური კომუნიკაციის ხერხები იხმარება მეგობრული თვალსაზრისით.
* მესამე ეტაპზე გონიერ ადამიანის კომუნიკაციის გავითარება მოხდა. ამ შემდგომმა გავითარებამ წარმოქმნა მეტყველების უნარი. სულ უფრო და უფრო მეტს იყენებდნენ ჟესტებს, რომლებსაც შეეძლოთ მნიშვნელოვანი დატვირთვა მიეღოთ. შესაძლოა ამ პერიოდში ადამიანმა დაიწყო ისეთი მაღალფარდოვანი ჟესტები გამოყენება, როგორიცაა: საჩვენებელი და წარმოსახვითი. შემდეგ ჰომინიდებს განუვითარდათ ურთიერთობა ახალი, განსხვავებული ბგერების კომბინაციით.მეცნიერების აზრით, აკუსტიკური სიგნალები გონიერ ადამიანს განუვითარდა ვიზუალური სისტემით.
* მესამე ეტაპზე გონიერ ადამიანის კომუნიკაციის გავითარება მოხდა. ამ შემდგომმა გავითარებამ წარმოქმნა მეტყველების უნარი. სულ უფრო და უფრო მეტს იყენებდნენ ჟესტებს, რომლებსაც შეეძლოთ მნიშვნელოვანი დატვირთვა მიეღოთ. შესაძლოა ამ პერიოდში ადამიანმა დაიწყო ისეთი მაღალფარდოვანი ჟესტები გამოყენება, როგორიცაა: საჩვენებელი და წარმოსახვითი. შემდეგ ჰომინიდებს განუვითარდათ ურთიერთობა ახალი, განსხვავებული ბგერების კომბინაციით.მეცნიერების აზრით, აკუსტიკური სიგნალები გონიერ ადამიანს განუვითარდა ვიზუალური სისტემით.

21:47, 26 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

პრიმატების ქცევა იყოფა ხუთ ნაწილად: სექსუალური ქცევა, ახალშობილზე ზრუნვა, დავარცხნა და გასუფთავება, ძალადობა და კომუნიკაცია.

სექსუალური ქცევა

პრიმატთა სექსუალურ ქცევას განსაზღვრავს შეჯვარების მოდელი. განირჩევა სამი სახის მოდელი: მონოგამია, პოლიგამია (მასში ერთიანდება პოლიგინია, პოლიანდრია და პოლიგინანდრია) და პრომისკუიტეტი.[1]

მონოგამია

მონოგამიის დროს ერთი ან რამდენიმე სეზონის განმავლობაში მამრი წყვილდება მხოლოდ ერთ მდედრთან. ოჯახის ასეთი მოდელი საკმაოდ იშვიათად გვხვდება პრიმატებში. გვხვდება აზიურ დიდი მაიმუნებში, ზოგიერთ ახალი სამყაროს მაიმუნებში, პროსიმიელებში, სიამანგებში, ინდრებში, ტარსიერებში და პოტოებში. მონოგამია ოპტიმალური სტრატეგიაა ისეთი სახეობებისთვის, სადაც ახალშობილი განსაკუთრებით დაუცვეია და საჭიროებს ორივე მშობლის მოვლა-პატრონობას. მშობელი ვალდებულია საკმაო ხანი იზრუნოს თავის ახალშობილზე, რათა უზრუნველყოს მისი გადარჩენა, ამიტომ აღარ რჩება დრო და ენერგია სხვა სექსუალური პარტნიორის მოსაძებნად. მონოგამია ასევე დამახასიათებელია პატარა და არაკომპლექსურად მაცხოვრებელი სახეობებისთვისაც. მონოგამიური ქცევა მამრს აძლევს საშუალებას დაზოგოს დრო და ენერგია, რომელიც სხვა მდედრების მოსაძებნად უნდა დაეხარჯა.[2]

პოლიგამია

პოლიგინია

პოლიგინიის დროს ერთ მამრს აქვს შეჯვარების ექსკლუზიური უფლება რამდენიმე მდედრთან. ზოგიერთ სახეობაში, განსაკუთრებით იქ სადაც საკმაოდ მკაცრი დომინანტური იერარქიაა, მხოლოდ ერთ მამრს შეუძლია შეჯვარდეს მდედრთა ჯგუფთან. გვხვდება: ჰამადრილებში, გელადებში, ლანგურებში, მყვირალა მაიმუნებში, გორილებში.[3]

შეიძლება აქტიური მამრი გარდაიცვალოს, მოკლან ან სულაც გააძევონ ჯგუფიდან. ასეთ დროს, ახალი აქტიური მამრი უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალში რეპროდუქციული რესურსი არ მოხმარდეს სხვა ახალგაზრდა მამრებს. ამის მისაღწევად ის სხვა და სხვა ხერხებს მიმართავს:

  • ინფანტიციდი - ახალი აქტიური მამრი ანადგურებს ყოფილის ახალშობილ შთამომავლობას, რათა სამომავლოდ მოიცილოს კონკურენტები.
  • ძალადობა მუცლის მოსაშლელად - მამრი სისტემატიურად ძალადობს ორსულ მდედრებზე იქამდე, სანამ ნაყოფს ჩანასახშივე არ მოკლავს.[4]

შეცდომა იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ ასეთ სახეობებში დომინანტები მამრები არიან. გელადებში, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ მამრები უფრო დიდი ზომის, უფრო ძლიერნი და უფრო აგრესიულნი არიან, მაინც მდედრები აკონტროლებენ სოციალურ ჯგუფს. ისინი კოლექტიურად არჩევენ საერთო მამრს. როგორც წესი ისინი ირჩევენ მამრს რომელიც ფიზიკურად არ დაუპირისპირდება და მათ ტერიტორიის დაცვაში დაეხმარება. ეს ურთიერთობა მამრთან შეიძლება ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდეს. ეს მაგალითი ამსხვრევს მამრთა დომინაციის შესახებ სტერეოტიპს.[5][6]

გორილებში, სადაც მამრები არიან დომინანტები, როდესაც ახალშობილი მამრი სექსუალურად მომწიფდება, დომინანტი მამრი მას აძევებს ჯგუფიდან. გაძევებული მამრები აყალიბებენ თავიანთ პოლიჯინურ ოჯახებს. როდესაც მდედრები სექსუალურად მომწიფდებიან, ისიც ტოვებენ თავის ოჯახს, შემდგომში მამრთან ერთად ქმნიან ახალ ოჯახს ან უკვე შექმნილ ოჯახს უერთდებიან.[6]

პოლიანდრია

პოლიანდრიის დროს მდედრს აქვს შეჯვარების ექსკლუზიური უფლება რამდენიმე მამრთან. გვხვდება: პაწაწინა ახალი სამყაროს მაიმუნებში, მარმოსეტებში და ტამარინებში. თავიდან ისინი აყალიბებენ  მონოგამურ მონოგამიუტ ოჯახს, შემდეგ მეორე ზრდასრული მამრი უერთდება ოჯახს და მონაწილეობას იღებს ახალშობილის აღზრდაში. ამის შემდგომ უკვე ორივე მამრს შეუძლია მდედრთან შეჯვარება. ეს პრაქტიკა საკმაოდ მოსახერხებელია, ვინაიდან ამ სახეობის მაიმუნებს ხშირად უჩნდებათ ტყუპები და მამები მათ ზურგით ატარებენ.

ახალის სამყაროს მაიმუნის ქვესახეობა ბრჭყალებიანი მაიმუნების ოჯახი მოიცავს მარმოსეტებს და ტამარინებს, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში ბინადრობენ. მათი სოციალური ჯგუფი შედგება სამიდან ათამდე წევრისგან (ერთი რეპროდუქციულად აქტიური მდედრისა, რამდენიმე რეპროდუქციული მამრისგან და არარეპროდუქტიული დამხმარეებისგან რომლებიც შეიძლება იყვნენ მამრებიც და მდედრებიც). მთელი ჯგუფი მონაწილეობს შთამომავლობის მოვლა-პატრონობის პროცესში, ინაწილებენ ჩვილის ტარების, გამოკვების და აღზრდის ვალდებულებებს.[7]

პოლიგინანდრია

პოლიგინანდრია არის რეპროდუქციული სტრატეგია, როდესაც რამდენიმე მამრს აქვს ექსკლუზიური შეჯვარების უფლება რამდენიმე მდედრთან. ყველაზე მეტად გავრცელებულია ნახევრად-ხმელეთის პრიმატებს შორის. გვხვდება: სავანის ბაბუინებში, მაკაკებში, ზოგიერთ კოლობუსში და ახალი სამყაროს მაიმუნების სახეობებში. ამ მოდელის მიხედვით არ არსებობს სტაბილური ჰეტეროსექსუალური კავშირები - მამრებს ისევე როგორც მდედრებს ერთმანეთთანაც აქვთ სექსუალური კავშირი. პოლიგინანდრიულ სახეობებში, მამრებში, ისევე როგორც მდედრებში, არსებობს დომინანტური იერარქია. ეს ამ სახეობის წევრებს შორის მკვეთრად ამცირებს სერიოზული ძალადობის ფაქტებს, ვინაიდან ყველამ იცით თუ ვის უნდა დაემორჩილოს და ვისი დამორჩილება სცადოს.[8]

მაკაკებს შორის პოზიცია დომინანტურ იერარქიაში განისაზღვრება დედის პოზიციით. მამრთა იერარქიის სათავეში დგას ალფა მამრი, ხოლო ქალთა იერარქიის სათავეში ალფა მდედრი. ჯგუფის სხვა წევრები ემორჩილებიან მათ. მაკაკებში ჯგუფის სტაბილურ ბირთვია მდედრები წარმოადგენენ. ისინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩებიან მშობლიურ ჯგუფში და ერთად იცავენ მას სხვა მდედრებისგან. მდედრის პოზიცია ამ იერარქიაში უცველი რჩება მისი სიცოცხლის განმავლობაში. ბევრი ახალგაზრდა სექსუალურად მომწიფებული მამრი ტოვებს მის მშობლიურ ჯგუფს და უერთდებიან სხვას, რათა იპოვოს პარტნიორები. ახალ საზოგადოებაში ისინი იერარქიის ფსკერიდან იწყებენ. ალფა მამრი, როგორც წესი, უფრო ხშირად ჯვარდება ვიდრე სხვა მამრები. ზედაპირულად თუ შევხედავთ, ეს სოციალური ორგანიზაცია შეიძლება შევადაროთ პოლიგინიას, თუმცა ახალგაზრდა მდედრები ხშირად იპარებიან იერარქიაში უფრო დაბლა მდგომ მამრებთან შესაჯვარებლად.

მამრთა დომინაციური იერარქია შედარებით სუსტია ბაბუინების საზოგადოებაში. ზრდასრული ბაბუინები მუდმივად ეჯიბრებიან ერთმანეთს პარტნიორის მოსაპოვებლად. ეს დაპირისპირებები როგორც წესი საკმაოდ ხმაურიანი და ძალადობრივია და ხშირად მთავრდება მათი განსაკუთრებულად ბასრი კბილებით მიყენებული სერიოზული დაზიანებებით. სწორედ ამ დაპირისპირებებში წარმატება განაპირობებს იერარქიის ზედა ეტაპზე გადანაცვლებას. შედეგად ალფა მამრები ხშირად ძლიერი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან ვიდრე მათზე დაბლა მდგომნი. მათ სისხლში გამოიყოფა დიდი რაოდენობით სტრესის ჰორმონი გლუკოკორტიცოიდი, რომელიც ასუსტებს მათ იმუნურ სისტემას. იყო ალფა მამრი ნიშნავს იმას, რომ გქონდეს უფრო ხშირი სექსუალური ურთიერთობა მდედრებთან, მაგრამ ამავდროულად გქონდეს ძალიან სტრესული ცხოვრება.[9][10]

აუცილებელი არ არის მამრებისა და მდედრების რაოდენობა თანაბარი იყოს, როგორც წესი, მამრები უფრო მეტნი არიან. ასეთი ურთიერთობის მაგალითებია შიმპანზეთა და ბონობოთა სექსუალური ქცევა. ისინი ცხოვრობენ სოციალურ ჯგუფებში, სადაც ბევრი მამრი და მდედრია. თითოეული მდედრს სექსუალური ურთიერთობა აქვს რამდენიმე მამრთან და პირიქით.[11]

პრომისკუიტეტი

პრომისკუიტეტი არის სექსუალური პარტნიორის თავისუფალი არჩევის პრაქტიკა. პრომისკუიტეტი გვხვდება ბონობოებში, სადაც იგი პრაქტიკულად ბონობოთა ქცევას სრულად განსაზღვრავს.

ბონობოები არ აყალიბებენ მუდმივ მონოგამურ ურთიერთობებს ინდივიდუალურ პარტნიორებთან. ისინი ასვე არ ზღუდავენ საკუთარ სექსუალურ ქცევას სქესისა და ასაკის ჩარჩოებით. (გამონაკლისს წარმოადგენს დედასა და მის ზრდასრულ შვილებს შორის სექსუალური ურთიერთობის). სექსუალური აქტივობა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბონობოთა საზოგადოებაში. იგი არის სოციალური ჯგუფების ჩამოყალიბების მიზეზი, გაცნობისა და კომუნიკაციის, კონფლიქტების გადაჭრისა და შერიგების საშუალება.[12]

სქესობრივი დიმორფიზმი

სქესობრივი დიმორფიზმი — მდგომარეობა, სადაც ერთი და იგივე სახეობის ორივე სქესი ავლენს განსხვავებულ დამახასიათებელ თვისებებს (არ იგულისხმება სასქესო ორგანოები). ყველაზე ხშირი შესწავლის საგანია სხეულის ზომა. მაგალითად მამრებს როგორც წესი უფრო დიდი ზომის ტანი აქვთ ვიდრე მდედრებს, ზოგან კი პირიქით. სექსუალური დიმორფიზმი (სხეულის ზომა) დაკავშირებულია შეჯვარების ქცევასთან.[13] პოლიგინურ სახეობებში მამაკაცებს დიდი კონკურენციის გავლა უხდებათ მდედრის მოსაპოვებლად, ამიტომ მხოლოდ დიდ და ძლიერ მამრებს აქვთ უფლება მდედრთან შეჯვარების და შესაბამისად თავის გენს ტოვებს საკუთარ დიდ შთამომავლობაში. ეს საბოლოოდ იწვევს დიდ განსხვავებებს სხეულის ზომებში მდედრებსა და მამრებს შორის. პოლიგინური მამრები ხშირად ზომაში 1.5-2 აღემატებიან მდედრებს. მეორე მხრივ მონოგამიურ სახეობებში მდედრებსა და მამრებს უფრო თანაბარი წვდომა აქვთ შეჯვარებასთან ამიტომ აქ თითქმის არ გვხვდება სექსუალური დიმორფიზმი მათ ზომებში.[14]

სპერმის შეჯიბრი

სპერმის შეჯიბრი - მამრის სათესლეების ზომა ხშირად განსაზღვრავს შეჯვარების მოდელს. პრომისკუიტეტულ სახეობებში ბევრი მამრი ჯვარდება ბევრ მდედრთან და საჭიროა რომ საკვერცხეები შედარებით დიდი იყოს. ეს არის „სპერმის შეჯიბრის“ (კონკურენცია, რომელიც არსებობს ორი ან მეტი მამრის სპერმატოზოიდებს შორის რათა გაანაყოფიეროს კვერცხუჯრედი) შედეგი. მამრები, დიდი საკვერცხეებით, აწარმოებენ უფრო მეტ სპერმას რაც მათ რეპროდუქციულ შანსს ზრდის ამ კონკურენციის პირობებში. პოლიგინურ სახეობებში, სადაც ერთ მამრს სექსუალური ურთიერთობა აქვს რამდენიმე მდედრთან, როგორც წესი საკვერცხეები პატარაა. ერთ მამრს ექსკლუზიური ურთიერთობა აქვს მდედრთა ჯგუფთან და მის წინაშე არ დგას სპერმის კონკურენციის პრობლემა. პრიმატების შესწავლა გვიჩვენებს, რომ არსებობს კავშირი საკვეცხეების ზომასა და შეჯვარების მოდელს შორის. გორილებს, რომლებსაც პრომისკუიტული შეჯვარების სისტემა აქვთ, გააჩნიათ შედარებით დიდი საკვერცხეები ვიდრე სხვა პრიმატებს. გორილებს, რომლებსაც აქვთ პოლიგინური შეჯვარების სისტემა, აქვთ შედარებით პატარა საკვერცხეები ვიდრე სხვა პრიმატებს.[15][16]

ახალშობილზე ზრუნვა

კალიჩრიდსის (Callitrichidae) ოჯახის წევრები გვიჩვენებენ ბავშვის კოლექტიური მოვლის მაგალითს. დედა მამა და ჯგუფის სხვა წევრები მონაწილეობენ პატარის მოვლაში.მრავალი კვლევა არის განხილული ბავშვი პრიმატის მოვლაზე, რომლის ნიმუშებიც არის საკუთარ გალიაში მყოფი კალიჩრიდსი (callitrichids). ეს კვლევები მიუთითებს ბევრ ვარიანტებს, მამისა და დედის ორივეს მონაწილეობას სახეობაში და სახეობებს შორის. მამის მონაწილეობა ჩვილის ტრანსპორტირებაში შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დედის ან ნაკლებად მნიშვნელოვანი ან ტოლია. ბევრი კვლევა არის ერთმანეთის მსგავსი, რომლებიც რომლებიც არიან მიღებულნი, რათა გამოქვეყნდეს პრიმატების სხვადასხვა პოპულაციებში თუ რა მდგომარეობაა დედებისა და მამების მიერ ბავშვების ტრანსპორტირების კუთხით და ხაზგასმულია, რომ არსებობს ამის ბევრი სხვადასხვა ვარიანტი ჯგუფის მასშტაბით. კალიჩრიდსი (Callitrichids)-ის ჩვილებზე ზრუნვის სისტემა არის გართულებული დამხმარეთა არსებობით და იმ ფაქტით რომ ტყუპი ჩვილები არიან ხშირად უფრო ამაღლებულები. ამ ფაქტორების ცვალებადობა ხდება ისევე კარგად, როგორც სხვების, როგორიცაა: სახეობების, ჩვილთა ასაკის და ზომის შეიძლება ვიპოვოთ კალიჩრიდსი (callitrichid)-ის ახლაშობილთა მოვლის კვლევებში. ეს სხვადასხვა ვარიაციები სპობს ყველანაირ განსხვავებას დედის და მამის საქციელებს შორის ბავშვის მოვლის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ დეტალური კვლევები კალიჩრიდსი (callitrichid)-ის ბავშვთა ზრუნვაზე უკიდურსადაა შეზღუდული, ტამარინი (tamarin)-ის კვლევები გვაფიქრებინებს, რომ დედა ატარებს ბავშვს უფრო ნაკლებად, ვიდრე ჯგუფის სხვა წევრები და საკვების მოპოვების დრო არის შემცირებული იმ ინდივიდებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვთა ტრანსპორტირებას.

მონოგამიურ ახალი მსოფლიოს პრიმატებში, როგორიცაა: კალიცებუსი (Callicebus) და აოტუს (Aotus) აქ სრულიად დიფერენცირებულია  მშობლის როლი. ორივეგან ველურ პირობებშიც და გალიაში მამა ზრუნავს შვილზე პირველი 8 კვირაში დროის 70-80 პროცენტის განმავლობაში. არა მარტო ამ დროს მამა უფორო ასაკიან ესე 12-15 კვირის შვილზეც ზრუნავს, უფრო მეტად ვიდრე დედა. მენდოზა და მეისონის კვლევებიდან ჩანს, რომ როდესაც დედაბს შვილებთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ, ერთგვარადაგაჭიანურდებოდა მათი კონტაქტი, დედები იყვნენ არატოლერანტულები, შეუწყნარებლები. მამები იბრუნებენ შვილებს დედების საპასუხოდ, რომლებიც ავიწროებნენ და ჩაგრავდნენ შვილებს. როცა ბავშვები სრულიად ამბოლატორიულები არიან, ასეთებს მამები იშვიათად ეუბნებიან უარს. დედის ასეთი კავშირი მკვეთრად განსხვავდება ძველი მსოფლიოს ბევრი პრიმატი დედა-შვილის კავშირისგან. საველე კვლევები ცხადყოფს, რომ იმისთვის რომ, მეძუძურმა დედამ საკვები მოიპოვოს აუცილებელია ბავშვის რაც შეიძლება ნაკლებად ტარება. ახალი მსოფლიოს პრიმატებისგან განსხვავებით ზრუნვა, რასაც ორივე მშობელი ერთად ახორცილელებს, კვლევები ახალშობილის მოვლაზე კალიჩრიდსი (callitrichids)-ის გალიაში ნათლად არ მიანიშნებს დიფერენცირებულ მშობლის  როლზე. მენდოზამ და მეისონიმა განაცხადეს, რომ განსხვავება კალიცებუსი(Callicebus)-ის  კალიჩრიდსი (callitrichids)-გან არის ის რომ, კალიჩრიდსი (callitrichids)-ში შრომა არის გადანაწილებული და ბავშვის ტრანსპორტირება  დედის, მამის და და-ძმის მიერ თანაბარი ინტენსივობით ხდება.[17][18][19]

საყოველთაოდ, ძუძუმწოვართა ახალშობილები ატარებენ მეტ დროს დედისგან მოშორებულად, როცა ისინი ვითარდებიან. მაკაკებში, ბაბუნიბებში და პრიმატების ბევრ სახეობაში მცირეწოლვანის ამ დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებლობა აკისრია ორივეს, როგროც დედას ისე შვილს. შვილს იმიტომ, რომ ბევრს დაწანწალებს და ასევე დედის მიერ მცირეწლოვანზე უარის თქმა ძალიან ხშირია, ან იგი ხელს უწყობს შვილის წასვლას.ზოგიერთი მტკიცებულება მიუთითებს რომ ნაკლებად სავარაუდოა,  არასაიმედო დედებმა ხელი შეუწყონ მათი ჩვილის გამგზავრებას. მაგალითად, გალიაში მყოფი primiparous macaque ქალი, რომელიც სავარაუდოდ ნაკლებად გამოცდილი და დარწმუნებულია ყოყმანით იღებს ინიციატივას, რომ მოხდეს გამოყოფის პროცესი, რომელიც იწყება 3 თვის განმავლობაში. მსგავსად ჰარლოუს „უდედო დედებში“ ვხვდებით იმას, რომ დაბალია იმ დედების პროცენტული რაოდენობა, რომელიც შვილზე უარს ამბობს დროის იმ პერიოდში, როცა ამას ჩვეულებრივი დედები აკეთებან. (თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ  ბევრი დედა ამბობს უარს თავის შვილზე უფრო ადრე, ვიდრე ამას ნორმალური დედები აკეთებენ.) ელმერსმა აჩვენა რომ გამოკეტილი, Cercopithenrs mitis დედები დარჩნენ მათ შვილებთან და შეზღუდეს ისინი უფრო მეტად, როდესაც ზრდასრულ კაცი დროებით სხვადან გადავიდა, ალბათ, ეს იმიტომ მოხდა, რომ დედებმა იგრძნეს შემცირებული უსაფრთხოება კაცების არარსებობით. ამ მაგალითიდან გამომდინარე გარე ფაქტორებმა შეიძლება დიდი ზეგავლენა ოახდინოს დედა-შვილის განცალკევებაზა. სრულიად უსაფრთხო, მაგრამ ნაკლებად შემაგულიანებელი გარემო, რომელშიც დედა და შვილი არიან იზოლირებულები სხვა პრიმატებისგან შესაძლებელია იყოს ისეთივე არახელისშემწყობი ბავშვის დამოუკიდებლობისთვის, როგორც ზედმეტად მასტიმულირებელი გარემო, რომელიც დედას საშიშად აქვს აღქმული. ჰინდმა და სპენსერმა დაასაბუთეს, რომ იზოლაციაში მყოფი დედა შვილის წყვილები, თავიდან დროს ატარებენ განსხვავებულად ვიდრე ამას ჯგუფში მცხოვრები პრიმატები აკეთებენ, სავარაუდოდ ეს იმიტომ იყო გამოწვეული, რომ დედა არ ზღუდავდა ბავშვს. თუმცა მეორე 6 თვე მცირეწლივანი პრიმატი მეტ დრის დედასთან ატარებდა. ორივე შემთხვევაში იზოლაციის და მაღალი სტიმულაციის დროსაც დედა და შვილმა შეიძლება შეენარჩუნონ მუდმივი, დიდხნიანი კონტაქტი განცალკევების დაწყების შემდეგაც.[20][21]

მიტანი და ვოტსი (1997) აღნიშნავდნენ, რომ ადამიანის სახეობის გარდა სხვა პრიმიტიული ჯიშების წარმომადგენელ დედებსაც აქვთ შვილზე ზრუნვის ინსტინქტი და რეპროდუქციის მაღალი მაჩვენებელი (დამახასიათებელია ჩვილთა გადარჩენის მაღალი მაჩვენებელი და ასევე შობადობის შორის ინტერვალი ძალიან მცირეა.) იმ სახეობებთან შედარებით, რომლების წარმომადგენელი დედებიც უფრო მეტს უნდა აკეთებდნენ თვითონ. ჰარიეტ სმიტი თავის ბოლო წიგნში „პრიმატი მშობლები“ (2005) მსჯელობს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ საკუთარი პატარების საჭიროებებს და რომ ისინი მუდმივად დიდ ყურადღებას უთმობენ ჩვილზე ზრუნვას. ისინი ამას დედათა დახმარებით და მათგან სწავლით აკეთებენ.[22][23]

პრიმატი მშობლების ყველაზე მნიშვნელოვანი მზრუნველობის გამოხატვა გარდა ლაქტაციისა, გამოკვლეული იქნა კენიაში. კვლევა ჩატარდა ამბოსელის მაცხოვრებელ სავანის ბაბუინებზე. ფიზიკური ზრდის, რაოდენობის და სიმაღლის კვლევას თან დაერთო, მათი მზრუვნელობის ჩანაწერების გაკეთება. გამოიკვლიეს დროის, მანძილის და ენერგიის ხარჯვა, რასაც მშობლები საკუთარი ჩვილების ზრუნვაზე ხარჯავდნენ. საბოლოოდ, დადგინდა, რომ ჩვილები არიან სრულიად დამოუკიდებლები თუმცა ლაქტაციაზე მათი დამოკიდებულების მაჩვენებელი მაღალია, ამიტომ, დედებს უხდებოდათ მათი ხელით ტარება 8-10 კმ დღეში. 8 თვის ასაკში კი მათი ტარების დრო და მანძილი თითქმის ნულის ტოლი იყო. თუმცა, დღიურად მათი ტარების მანძილი დროისგან განსხვავებით არ  მცირდებოდა პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. რადგანაც უფროსი ჩვილების ტარება ხდებოდა არაპროპორციულად სწრაფი მგზავრობისას და ასევე დიდ მანძილზე იცვლებოდა ტარების დროც.[24][25]

„ჩვილობისას მასზე ზრუნვისას მამრობითი სქესის წარმომადგენლები სამი სახის სარგებელს ღებულობენ: 1 პირდაპირი ზრუნვა, რაც გადაარჩენს ჩვილს. 2მდედრის რეპროდუქციული ტვირთის შემცირება. 3. ან შეჯვარების სტრატეგია და მომავალში შეჯვარების წარმატება“. (Geary 2005 ) 364 მ. ჰაკმა და ე ფერნანდეზ პირველმა აღნიშნეს, რომ ზრუნვა პირველ რიგში გადარჩენაში აისახება. მათი კავშირი უფროს და-ძმასთან ან ბიძაშვილებთან. („გენეტიკური დადებითი მხარე“ ჰიპოთეზა, ცხრილი 16.1) მეორე, რაშიც გამოიხატება მამრის დახმარება, არის ის, რომ მდედრმა შეძლებს შვას პატარები  უკეთეს მდგომარეობაში. (“დედობრივი შვება ” ჰიპოთეზა) მაშინაც კი, როცა მდედრს არ ჰყავს მამრი, რომელიც მასზე იზრუნებს, მას შეუძლია იზრუნოს ჩვილზე, მამრის არყოფნის შემთხვევაშიც. „დედობრივი ზრუნვა კორელაციაშია ბავშვის სწრაფ ზრდასთან ერთად.“ (მიტანი და ვოტსი 1997). და ბოლოს, ჩვილზე ზრუნვამ შესაძლოა გაამძაფროს დედობრივი ინსტინქტი. („დედობრივი  სტრატეგია“ ჰიპოთეზა). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მამრი, იმ შემთხვევაში თუ დაეხმარება მდედრს, მიიღებს სარგებელს მისგან, როგორიცაა შეჯვარება, რასაც ის მზრუნველი საქციელის სანაცვლოდ მიიღებს. (სმუტსი და გუბერნიკი 1992). არსებობს სარგებელის მიღების სამი ჰიპოთეზა: პურველი, რაც მამრი პრიმატის საქციელში გამოიხატება, არის მშობლის დამახასიათებელი მზრუნველობა. ასევე, საპირისპიროა დედათა შვების და სარგებელის მიღება მამრისთვის, ის მიიღებს მეტ ზრუნვას მდედრისგან. (ანდერსონი 1992). იმ შემთცხვევაში თუ მამრობითები მხოლოდ საკუთარი გენეტიკის გადარჩენას ცდილობდნენ, მაშინ შესაძლოა უარყოფითად შეფასდეს სხვა მამრით მათი ჩანაცვლება. (მამობილით) ასეთ შემთხვევაში ჩვილის გადარჩენის შანსი მცირდება. ჩვენ ასევე შეგვიძლია  ვივრაუდოთ, რომ მამინაცვალი ჩვილის მიმართ ნაკლებ ტოლერანტული შესაძლოა იყოს საკვებნის და მზრუნველობის განაწილებისას. სმუტსმა და გუბენიკმა (1992) წარმოადგინა ტესტირების სამი მეთოდი „სარგებელისა“ მათი აზრით, მამინაცვალსაც შეუძლია იყოს ისეთივე მზრუნველი, როგორც ნამდვილ მამას.

  • ჩვილის სარგებელი, რომელსაც ის მამრისგან მზრუნველობით იღებს.
  • მდედრი ახერხებს მიიღოს სარგებელი მამრის მზრუნველობიდან, მდედრი ახერხებს მიიღოს სარგებელი სხვადასხვა მამრის გაკონტროლებით და ქცევის მართვით.
  • ასევე მდედრს შეუძლია შეადაროს სხვადასხვა მამრის ქცევა და ამაზე დაყრდნობთ, გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ისინი წყალობენ ზოგიერთ მამრს და არა ყველას.[26][27]

დავარცხნა და გასუფთავება

დავარცხნა და გასუფთავება არის პრიმატებისათვის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ თავისებურება, რაც მოიაზრებს ისეთ სოციალურ დამოკიდებულებას ინდივიდებს შორის, როგორიცაა მწერებისა თუ არასასურველი გაცვენილი ბეწვისგან  ერთმანეთის გაწმენდა. ეს ქცევა არა მხოლოდ პრიმატებს, არამედ ცოცხალი ორგანიზმების უდიდეს ნაწილს ახასიათებს, თუმცა აქ საუბარია მხოლოდ პრიმატებზე. ქცევა რომელის ჩამოყალიბების პერიოდს მეცნიერება ვერ ასახელებს ყოველ სახეობაშია გავრცელებული, იგივე მწერებში, თევზებში, ფრინველებში და უპირველესად ძუძუმწოვრებში. ლოგიკურად ამ ჩვევის ჩამოყალიბება ჰიგიენის საჭიროების გამო ჩამოყალიბდა, რადგან ის ერთადერთი საშუალებაა თითოეული ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ეს დამოკიდებულება ცხოველთა ამ სახეობაში მეტად გამოხატულია სხვა დანაჩენისგან განსხვავებით. მათში განირჩევა სამი ტიპი. ხსენებული პროცესი მიმდინარეობს პრიმატების მხოლოდ ერთი სახეობის ინდივიდებში. იგულისხმება რომ მაკაკასა და ორანგუტანგს შორის არ მოხდება. ეს თემა ბუნებრივია დაკვირვების საგნად იქცა და დაიწყო სამეცნიერო კვლევების წარმოება. დადგინდა რომ ის მეტადა გამოხატულია იმ სახეობის პრიმატებში, რომელთა საცხოვრებელი გარემო შედარებით მტვრიანი და ნაკლებად სუფთაა. შესაბამისად ის ფაქტი რომ ამგვარი მოპყრობა ინდივიდებში ერთმანეთის მიმართ მეტად გამოხატულია, რადგან ამას საჭიროება მოითხოვს. ლოგიკურია, რომ ეს მოვლენა, იგულისხმება მწერებისა და მტვრისაგან გასუფთავება, ჰიგიენის ერთგვარ დაცვას ემსახურება. შედეგად კანი და ბეწვი კარგ მდგომარეობაში ნარჩუნდება. ამგვარად, ჰიგიენის დაცვა მათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე დიდ გავლენას ახდენს.[28][29][30][31][32]

კოოპერაცია

მაგრამ უცნაურია ის ფაქტი თუ რა ამოძრავებს თითოეულ მათგანს, რომ სხვა ინდივიდი გაასუფთავოს. ამასთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც მათი ალტრუისტული ქცევა ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა. ეს დაახლოებით კოოპერაციას ჰგავს, როგორც ამას ბიოლოგია განმარტავს. ორი ინდივიდის კავშირს შეიძლება ვუწოდოთ კოოპერაცია, როდესაც ამ ურთიერთობით ორივე მხარე იღებს სარგებელს. სქემა შემდეგნაირად მუშაობს: ერთი ინდივიდი ასუფთავებს რაც შეიძლება მეტ წარმომადგენელს მისი ოჯახიდან, შედეგად გარკვეულ ავტორიტეტსა და სტატუსს იმაღლებს, რათა დანარჩენებმაც იზრუნონ მასზე და იგივე ქმედებით უპასუხონ. ასეთი მიდგომა კი ყოველთვის ამართლებს.[29]

სარგებლის გაცვლა და თანამშრომლობა

პრიმატების ყველა სახეობაში გავრცელებულია შემდეგი მიდგომა: თითოეულ ოჯახში წევრი რომელიც სხვა დანარჩენებს გასუფთავებაში ეხმარება, ამის პროცესის შემდეგ უკვე თვითონ ხდება მოვლის ობიექტი. ანუ ამ ჯაჭვის ერთ-ერთი მიზეზი არის ხსენებული შეგუებული ქცევა, რომელიც თავისმხრივ შედეგიანია, ანუ ჰიგიენური სარგებლის მომცემია და უკურეაქციას იწვევს ინდივიდებში. მეტი ვიზუალიზაციისთვის იხილეთ ვიდეოს ბმული, რომელშიც ეს მოვლენაა ასახული. პრიმატების ეს სახეობა კი იაპონიის მთიანეთში მობინადრე თოვლის მაიმუნები არიან.[33] პრიმატებში გარდა ამ თავისებურებისა, რაც გასუფთავებას გულისხმობს, სხვა უფრო განსხვავებული გამოხატულებები არსებობს, მაგალითად როგორიცაა რესურსების გაზიარება თუ კონფლიქტების დროს დახმარების გაწევა. ანუ აქაც ვხვდებით კოოპერაციის კიდევ ერთ გამოვლინებას. ეს ქცევები ერთგვარ შემაკავშირებელ როლს ასრულებენ პრიმატების ცხოვრებაში. ასეთი ქცევის გამოხატულებები და ჩვევები მათ სოციალურ და დაკავშირებულ დამოკიდებულებას ქმნის. ასეთი შემაკავშირებელი ინსტრუმენტი დაახლოებით სარგებლის ორმხრივი გაცვლის მაგალითია. დაკვირვებები აჩვენებენ, რომ „გასუფთავების“ მსურველთა და „გამსუფთავებლების“ რიცხვი კონკრეტული სახეობის ინდივიდებში თანაბარია და ეს ბალანსი ყოველთვის იარსებებს.[34]

"შეტყობინება"

პრიმატების ნებისმიერ სახეობასა თუ ჯგუფში ეს პროცესი შეუქცევადია. ბუნებრივია, როდესაც ამის მოთხოვნილება ჩნდება საჭიროა, რაიმე საშუალებით ინფორმაციის გავრცელება. საინტერესოა მათი ინფორმირების შემდეგი გზაც. წევრი რომელსაც უნდა, რომ გაწმენდის ობიექტი გახდეს გამოსცემს თავისებურ ბგერებს, რითაც ახლოს მყოფი ინდივიდების ყურადღებას იქცევს. ამ ფონეტიკური სმბოლიკის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს ქცევაა.[35]

იერარქიის გავლენა

პრიმატების უმეტესობა, როგორც ადამიანი, ცხოვრების უდიდეს ნაწილს დიდ სოციალურ გარემოში ატარებს, მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რადგან ისინი ოჯახებად ცხოვრობენ. ეს ეხება იგივე ბაბუინებს, მაკაკებს და ა.შ. ამ ყველაფრით მათ ეძლევათ საშუალება მეტად დაცულები იყვნენ თავიანთ საცხოვრებელ გარემოში. გარდა ამისა გაერთიანება საკვების მოპოვების კარგი საშუალებაა. მათ ყოველ სახეობაში გვხვდება ცალკეული ინდივიდების იერარქიული დაყოფა. ამის გამოვლინება ბუნებრივია მათთვის მახასიათებელ ქმედებებშიც ვლინდება, მაგალითად ნადავლის მოპოვება, განაწილება და ა.შ. ეს რა თქმა უნდა გასუფთავებაშიც აისახება. პროცესი იერარქიის გათვალისწინებით შემდეგნაირად მიმდინარეობს. რომელიმე ცალკეული სახეობის ოჯახში მაღალ იერარქიულ საფეხურზე მდგომი ინდივიდი მოითხოვს რომ გასუფთავებისა დამოვლის ობიექტი გახდეს დაბალ საფეხურზე მდგომი ინდივიდისა. ერთი შეხედვით მისი ქმედება ვინც „გამწმენდის“ როლში გვევლინება სარგებლის მომცემი არაა, თუმცა ეს ასე არაა. შედარებით სუსტი პრიმატები აგრესიისაგან დაცვის გარანტიას იღებენ სხვა პრიმატებისაგან. ახლა კი ლოგიკური ჯაჭვიც შეიკრა, რომლითაც ორივე მხარე იღებს სარგებელს, როგორც სუსტი, ასევე ძლიერი ინდივიდიც. შედეგად იქმნება ჰარმონიულად მცხოვრები ჯგუფი.[36][37][38]

"ნამდვილი ალტრუიზმი"

არსებობს ჰიპოთეზა, რომელიც გულისხმობს რომ ალტრუიზმის ნამდვილი გამოვლინება სისხლით მონათესავე ინდივიდებში გვხვდება. მაგალითად ერთი წევრი მეორეს სარგებლის გამო არ წმენდს და ასუფთავებს. ამაზე გავლენას გენეტიკური კოდი ახდენს, სისხლით მონათესავენი ერთმანეთს „უსასყიდლოდ“ ეხმარებიან ჰიგიენის შენარჩუნებაში. რა თქმა უნდა, მათ შორისაც არსებობს განსხვავებები, ვგულისხმობ რამდენად ხშირად ან რა პერიოდის განმავლობაში უვლიან ერთმანეთს. თუ მათ ცხოვრებას დავაკვირდებით ეს ქმედება მეტად გამოხატულია დედისა და შვილის შემთხვევაში. ხსენებული პროცესი უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს, ვიდრე იგივე არამონათესავე ინდივიდებს შორის. ახალდაბადებული მაიმუნი ბუნებრივია გარემოს არ არის შეგუებუული, ამიტომ მას დედა ეხმარება და თბილი ენით ლოკავს. გარდა ამისა დედის ეს ქმედება მშობიარობის შემდეგ ახალშობილის სხეულზე დარჩენილი მემბრანის მოშორებასაც ემსახურება. დროთა განმავლობაში როდესაც დედა აგრძელებს ახალშობილისადმი ასეთ მოპყრობას, ვგულისხმობ დღეების გასვლის შემდეგ, ეს ჩვევაში ყალიბდება და შედეგად უკვე ზრდასრული მაიმუნიც მიყვება იგივე კვალს. ამ ყველაფრის შედეგად ვიღებთ ვითარებას, სადაც ყველი ინდივიდი, დანარჩენებზე ზრუნავს.[29][39][40]

დავარცხნა და გასუფთავება

როგორც დასაწყისში იყო საუბარი განირჩევა სამი ტიპი. უკვე დასახელებული მშობლისმიერი მოვლა, სოციალური (იერარქიული და ა.შ) და მესამე რომელიც გუსილხმობს თვით მოვლას. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი მარტივადაა. ინდივიდს რომელსაც პარტნიორი არ ჰყავს იძულებულია რაიმე მოიმოქმედოს, რათა ჰიგიენურობა შეინარჩუნოს. ამის გამო მას თვითონ უწევს ამ ყველაფრის გაკეთება.[41]

წარმოქმნა

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება მის წარმოქმნასთან დაკავშირებით. ეს ეფუძნება ვარაუდს, რომელიც ამბობს, რომ პრიმატებს ჰყავდათ საერთო წინაპარი. რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ „ღამის ცხოველი“. აქ იგულისხმება, რომ ღამით მობინადრე ცხოველები ერთმანეთთან ცუდად ამყარებდნენ ვიზუალურ კონტაქტს და ამის გამო მათ ხშირად უწევდათ ერთმანეთთან შეხება. სწორედ ასეთი ურთიერთობის გამო ჩამოყალიბდა ჩვევები, რომლებმაც დროსთან ერთად სახე იცვალა და განვითარდა, შეიძინა ახალი ფუნქციები და დატვირთვები. თუმცა, სიმართლე ვთქვათ, ეს მოსაზრებაც სათუოა და დანამდვილებით ვერ ვიტყვით რომ ეს მართლაც ასე იყო.[41]

"კლანჭებიდან ფრჩხილებამდე"

პრიმატებს ბევრი ცხოველისგან განსხვავებით კლანჭების ფორმა განსხვავებული აქვთ. მეტწილად ისინი ფრჩხილებს წააგავს. ლოგიკურია შეკითხვა თუ რატომ განუვითარდათ პრიმატებს ასეთი მოყვანილობისა და ფორმის ფრჩხილები. შესაძლოეა ეს მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარეა. გარკვეულ ეტაპზე გაჩნდა საჭიროება რომ თათები სხვა ფუნქციით გამოეყენებინათ და სულას აღარ ჭირდებოდათ კლანჭები. თუნდაც ეს შეიძლება ყოფილიყო ის პროცესი რომელზეც ამ სტატიაშია საუბარი: მოვლა, დავარცხნა, გასუფთავება.[41]

ძალადობა

აგრესიის პარადოქსული ასპექტები

დღევანდელი გადმოსახედიდან ძალადობის რაღაც ასპექტები პარადოქსულად გამოიყურება. პირველი ის, რომ ძალადობა ზრდის  კონტაქტს ინდივიდებს შორის. უწინ იგი ცხოველებში არსებულ უარყოფით ძალად, დისპერსიულ მექანიზმად ითვლებოდა. რამდენადაც აგრესია იწვევს გაფანტულობას და აშორებს ინდივიდებს ერთმანეთისგან. ეს ჰიპოთეზა ცხადი ხდება ცხოველთა იმ სახეობების მაგალითზე, რომლებით თავიანთ აგრესიას საცხოვრებელი ტერიტორიის დასაცავად იყენებენ. მაგრამ სხვა უფრო სოციალურ სცოველთა ჯგუფებში აგრესია ხელს უწყობს ინდივიდებს შორის კონტაქტის ზრდას.უფრო ხშირად აგრესიას ადგილი აქვს პრიმატების ახლო ნათესავურ ჯგუფებში, ვიდრე ერთამნეთისთვის უცხო ინდივიდებში. ზუსტად ისე, როგორც ადამიანების საზოგადოებაში მკვლელები ხშირად ახლო კავშირში არიან ხოლმე თავიანთ მსხვერპლებთან.პრიმატების აგრესიის კიდევ ერთი პარადოქსული მხარე ისაა, რომ  ინდივიდების რიხცის სწაფი ზრდა და საცხოვრბელი არეალის „გადავსება“ (Crowding) სულაც არ არის აგრესიული ქცევის გამომწვევი ერთ-ერთი წინაპირობა, როგორც ამას უწინ ვარაუდობდნენ. პირიქით პრიმატები ამ დროს გამოირჩევიან ერთმანეტზე ზრუნვითა და დაძაბულობის განმუხტვის მცდელობებით. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის შემთხვევაშიც უფრო მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებში ბვერად დაბალი ძალადობის მაჩვენებელია ვიდრე სხვებში. მაგალითისთვის ნიდერლანდებისთვის, რომელიც მსოფიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, მკვლელობების რიცხვი 20 - ჯერ ნაკლდებია ამერიკის მაჩვენებელზე. ამ მაგალითების გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსაზრება იმის შესახებ რომ მჭიდროდ დასახლებლი ცხოვრება აგრესიული ქცევის ერთ-ერთი წინა პირობაა დიდი ალბათობით მცდარია.ხოლო მიტევების ფენომენი კი ადამიანებშიც პარადოქს წარმოადგენს. არ არსებობს ახსნა თუ რატომ მიდიან ადმიანები ციხეში იმ პატიმრის სანახავად, რომელმაც მათი მოკვლა სცადა. მკველვართა გარკევული ნაწილის აზრით ეს ქმედება შეიძლება გარკვეული სახით ჩვენი გამრთელობისთვის იყოს სარგებლის მომტანი. უფრო მეტათ რთულია ამ ფენომენის განსაზღვრა  ან აღმოჩენა ცხოველებში. ეს მათში უფრო შერიგების სახით არსებობს.

აგრესიის მიმართებითი მოდელი

1970 წელს მეცნიერებმა გადაუხვიეს წინანდელ შეხედულებებს, როდესაც გააცნოებიერეს სოციალური ურთიერთობების მნიშვნელობა. შეუძლებელია უყურებდე მაიმუნების, შიმპანზეების ან ადამიანების ჯგუფს და ვერ ხედავდე, რომ მხოლოდ ინდივდების კოლექცია არ არიან და რაღაცნაირედ ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან. სწორედ ამის შესწავლა დაიწყეს პრიმატოლოგებმა ამ გარდამტეხი მომენტიდან. პროფესორ ფრანს დე ვაალსა (Frans B. M. de Waal) და ვენ რუსმალენს თავიანთ სტატიაში „Recognition and Consolation among chimpanzees” აღწერილი აქვთ პრიმატების შერიგების პროცესი, როდესაც მამალი შიმპანზეები ჩხუბობენ, როგორც წესი, ერთამნეთს ფიზიკურად არ ეხებიან, ისინი მხოლოდ ყვირიან და ღრიალებენ. ეს დაპირისპირება შეიძლება ხელჩართულ ბძოლაშიც გადაიზარდოს, მაგრამ ასევე შეიძლება ჩხუბის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ ერთ-ერმა მაიმუნმა მეორეს ხელი გაუწოდოს შერიგების სურვილის ნიშნად, რასაც მათი ჩახუტება და კოცნა მოჰყვება. ეს შერიგების პროცესი შემდეგნაირად გამოიყურება როგორც სურათზეა ნაჩვენები. ცხოველების შერიგების პროცესი შეიძლება განიმარტოს, როგორც უშუალოდ ჩხუბის შემდგომი მეგუბრული გაერთიანება ყოფილ ოპონენტებს შორის. ასევე ბევრ ცხოველს გააჩნია აგრესიის შეჩერების გარკვეული სახის „რიტუალები“. მაგალითად მამალი შიმპანზეების ძირითადი ნაწილი თავიანთ ბასრ კბილებს სხვა მამალ შიმპანზეებზე საკბენად იყენებ, მაგრამ ასვე შეიძლება მათი კბენა მდედრებმაც იგემონ. ასეთ შემთხვევაში ამ ინციდენტიდან მოკლე დროში მდედრი მაიმუნი უნდა მივიდეს მამალთან და მას ხელზე კოცნა შესთავაზოს, რითაც იგი ამოწმებს აქვს თუ არა მამრ შიმპანზეს მასთან შერიგების სურვილი. თუ მდედრს გაუმართლა და მამალი შიმპანზე კარგ განწყობაზე აღმოჩნდა მათ შორის შერიგების პროცესი შედგება, რაც ჩახუტებათ და კოცნით დაგვირგვინდება. მაგრამ ასევე შეიძლება მამრი სულაც არ იყოს შერიგების განწყობაზე და ეს პროცესი ჩაიშალოს. ეს არის შიმპანზეების შერიგების ტიპური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს როგორც ველურ ბუნებაში მცხოცრებ ასევე ტყვეობაში მყოფ ინდივიდებს შორის. შიმპანზეებში ასევე არსებობს მედიაციის პროცესიც, რომელსაც დაახლოებით იგივე დანიშნულება აქვს რაც ჩვენს საზოგადოებაში სასამართოსა და კანონს. ამ დროს ორი შიმპანზე, რომლებაც ერთმანეთთან იჩხუბეს ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს სხდებიან. თვალს არიდებენ ერთმანეთს, რადგან უბრალო თავლით კონტაქტიც შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს შერიგების პროცესისითვის. როგორც წესი მედიატორის როლს  მოხუცი მდედრი შიმპანზეები ასრულებენ ხოლმე, რომელიც მიდის ჯერ ერთ მაიმუნთან და ეფერება. ამის შემდეგ პირველი მაიმუნის თანხლებით მეორესთან გადაინაცვლებს და მას დაუწყებს მოფერებას. თუ პირველი მაიმუნი ყოყმანებს მედიატორზე გაყოლას ხშირად ეს მოხუცი მაიმუნი მას ხელს მოჰკიდებს და ისე მიჰყავს ხოლმე. მას შემდეგ რაც მეორე მაიმუნი დაწყნარდება პირველი იქაურობას გაერიდება და პროცესიც დასრულდება.

პრიმატების აგრესია ორსულების, მეძუძური დედებისა და ახალშობილების მიმართ

ცნობილია, რომ სხვადასხვა ძუძუმწოვრებისა და ფრინველთა სახეობის წარმომადგენელი მამრები თავს ესხმიან და კლავენ მათი მაწყვილის ახალშობილ ნაშიერს. ძირითადად იმათ ,რომლებიც მათი ჩასახული არაა. ამას იმის გამო აკეთებენ, რომ ამგვარად უფრო მეტი შანსია მდედრმა შემდგომი ნაშიერი შვას,რომლებიც უკვე მათი ჩასახული იქნება.  ამ მხრივ ახალშობილების მკვლელობა სექსუალური კონფლიქტების ყველაზე დრამატული გამოხატულებაა. ბევრმა შესწავლამ, აჩვენა რომ მამრები არასოდეს არ ესხმიან საკუთარ შთამომავლობას. ისენი პირიქით თავიანში ნაშიერების დაცვას ცდილობენ. ამას მდედრი პრიმატები თავიან სასარგებლოდ იყენებენ და ცდილობენ შვილი ყველაზე ძლიერი პრიმატისგან ჩაისახონ. მდედრები ცდილობენ ისეთი მეწყვილე არჩიონ, რომელიც მას და მის ნაშიერს დაიცავს და გამოკვებავს. მამრი პრიმატების აგრესია მდედრების მიმართ ხშირადაა აღწერილი სხვადასხვა კვლევით ლიტერატურებში, ისენი ასეთი შემთხვევების ფართო არჩევანს გვთავაზობენ. ერთ-ერთი მათგანი აღწერს ბაბუინების ერთ ერთი ჯგუფის აგრესიას ორსული და მეძუძური მდედრების მიმართ. ასეთი ბაბუინები მამრების აგრეესიის მსხვერპლნი მხოლოდ დღის საათებში დათვლით კვირაში ხუთჯერ ხდებოდნენ.  ამ შემთხვევების მეოთხედი ფიზიკურ თავდასხმას მოიცავდა და ყოველი 50 დან 1 მძიმე ჭრილობებით სრულდებოდა. ამ ჯგუფის ყოველი ორსული ან მეძუძური მდედრი ელოდა წელიწადში ერთხელ იღებდა მძიმე ნაიარევს აგრესიული მამრი  ბაბუინებისგან.  მდედრი მთის გორილების შემთხვევაში ასეთი ძალადობის რიცხვი ბევრად მაღალია 12 საათში თითოეული მაინმუნი 1 დან 4,3 შემთხვევაში ხდებოდა მარმრის მსხვერპლი. თუმცა ბაბუინებისგან განსხვავებით ეს აგრესია ას სულდებოდა სხეულის დაზიანებებით. ზოგ პრიმატებში ეს რიცხვი პირიქით ძალიან დაბალია, ისინი იშვიათად ესხმიან მდედრებს თავს მაგალითად: წითელი ღირალების თვის ეს რიცხვი ყოველ 12 საათში ძალადობის 0,04 შემთევავაა. განსხვავდებიან ის კონტექსტებიც, რომლებშიც მამრები იჩენენ აგრესიას მდედრი ინდივიდების მიმართ, როგორც ერთი სახეობის შიგნით ასევე სხვადასხვა სახეობებს შორის. ბევრ სახეობაში ეს ხდება საკვების მოპოვებისთვის ბრძოლისას. ხშირად ახალგაზრდა მამრ ინდივიდთა ჯგუფები თავს ესხმიან მოხუც მდედრებს, იმისთვის რომ მათი დამცველი მოხუცი მამრები პროვოკაციაზე წამოაგონ და ჩაითრიონ იმ პროძოლაში რომელსაც აუცილებლად წააგებენ. მსგავს პროცესს აღწერს დე ვაალიც ტყვეობაში მყოფი შომპანზეების მაგალითზე: შიმპანზეების ორი ჯგუფი იბრძვის ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ერთ მხარეს ნიკი და ლუისი საპირისპირო მხარეს კი იერონი. ნიკი და ლუისი ხშირად ესხმოდნენ ხოლმე თავს იერონის დაცვის ქვეშ მყოფ  მდედრ ინდივდებს მხოლოდ იმისთვის, რომ გამოეცადათ რა შესაძლებლობების პატრონი იყო იერონი და როგორ მოახერხებდა იგი მათ დაცვას. ეს მაგალითი გვაჩვენებს, რომ ზოგჯერ მდედრებს მათი დამცველი ხდის სხვებისათვის სასურველ  თავდასხმის ობიექტს. იმას, რომ მამრები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ორსული და მეძუძური  მდედრების მიმართ მკვლევარები შემდეგ ახსნა უძებნიან. ისინი თვლიან, რომ ამგვარი საქციელით მამრები თავიანთთვის ხელმისაწვდომი ნაყოფიერი მდედრების რაოდენობას ზრდიან რათა შემდეგ მათთან შეწყვილდნენ.[42][43][44][45][46]

კომუნიკაცია

კომუნიკაცია მნიშვნელოვანი ასპექტია თითოეელი არსების ცხოვრების განმავლობაში. საინტერესოა, თუ როგორ ურთიერთობენ პრიმატები. ძირითადად ცხოველების ურთიერთობა დამყარებულია გენეტიკურად მიღებული სიგნალების გამოყენებით. ერთი სახეობის მოქცევით შეიძლება ვივარაუდოთ სხვა სახეობის მოქცევა. მაიმუნებს კომუნიკაციის უნარი ძალზედ აქვთ გავითარებული. პრიმარებში განასხვავებენ კომუნიკაციის 4 ტიპს:

  • ვიზუალური
  • კონტაქტური
  • ოლფაკტორული (კომუნიკაცია ყნოსვის საშუალებით)
  • აკუსტიკური

ვიზუალური

ურთიერთობის საშუალება, რომელიც შედგება მიმიკებისგან, ჟესტებისგან და პოზებისგან. ეს ელემენტები იძლევიან საშუალებას, რომ გავარკვიოთ ცხოველის ემოციური მდგომარეობა. ეს იქნება აგრესია, ძალაუფლებისკენ ლტოლვა ან შეიძლება მხოლოდ მეგობრული ჟესტი- ხელის ჩამორთმევა. ყოველთვის შეიძლება გავიგოთ პრიმატის განწყობა შესახებ, არის ის აგრესიული თუ მეგობრული. ეს ყველაფერი შეიძლება გაირკვეს თვალის მიმიკაზე დამოკიდებული. თუ ცხოველს აქვს დაჟინებული მზერა, მაშინ ის არის აგრესიული და თუ უბრალოდ ნეიტრალურია მზერა, მაშინ პირიქით-მეგობრული.

ჟესტი

ეს ყველაზე უფრო პროგრესული ელემენტი კომუნიკაციის სფეროში, რომელიც გააჩნია მაიმუნებს. ჟესეტები დაბალი დონის განვითარების მაიმუნებს, როგორც მაკაკები არიან ახასიათებთ, აგრესიის ნიშანს, მაგრამ უფრო მაღალი დონის მაიმუნებში ჟესტები ნიშნავს კეთილმოსურნეობას. მათ შეუძლიათ უჩვენონ გზა ერთმანეთს, ხელი ჩამოართვან, ან სულაც დაუქნიონ ხელი, ყველაფერი ისე როგორც ადამიანებს ახასიათებთ.

მიმიკა

მიმიკაც ძალიან განვითარებული კომუნიკაციის საშუალებაა პრიმატებს შორის, მაგრამ ყველაზე უფრო განვითარებული არის მაიმუნებში. მხოლოდ მაიმუნებს, ადამიანის მსგავსად აქვთ მომრგვალებული პირის კუნთი. სწორედ ამის გამო შეუძლიათ მაიმუნებს კოცნა. ძირითადად, ტუჩის მიმიკა ძირითადად გამოხატავს მეგობრულ ურთიერთობას.

პოზა

ეს არის ურთიერთობის უძველესი ელემენტი. სხვადასხვა ცხოველების მაგალითზე ერთი და იმავე პოზა შეიძლება სხვადასხვა ინფორმაციას გვაძლევდეს.

კონაქტური

როგორც სიტყვა გვეუბნება, ეს კომუნიკაცია არის შემდგარი კონტაქტით. ამ კომუნიკაციის ტიპში გამოიყენება სხვადასხვა ჟესტები. ესენი შეიძლება იყოს ჩახუტება, კოცნა ან სულაც „გაჩხრეკვა“. ეს კონკრეტული ქმედებები არის მეგობრული, ხოლო უბრალო კბენა, ხელის კვრა ან ჩქმეტა - აგრესიული.

ოლფაკტორული

ოლფაკტორული- ეს არის პრიმიტიული და ადრეული კომუნიკაციის ფორმა. პრიმატებში კომუნიკაციის ეს ფორმა კარგად აქვთ გავითარებული ნახევრადმაიმუნებს, რომლებასც გააჩნიათ ორგანიზმში რკინა, რომელიც გამოყოფს ნივთიერებას გარკვეული სურნელით. ამ სურნელით ისინი ნიშნავენ თავიან თავებს, ადგილს სადაც ისინი იმყოფებიან და ა.შ. ხანდახან გამოიცემა ისეთი ნივთიერება, რომლის საშუალებითაც ნახევრადმაიმუნები ატყობინებენ ერთმანეთს საფრთხის შესახებ. მაიმუნებს ოლფაკტორული კომუნიკაციის ტიპი არ აქვთ ისე გავითარებული, როგორც ნახევრადმაიმუნებს, მაგრამ კარგად მუშაობს ორ სიტუაციაში:

  • მაიმუნები ხმარობენ ოლფაკტორული კომუნიკაციის ტიპს, როდესაც დაბალსაფეხურიან მდედრს სურს დაჯდეს მაღალსაფეხურიანი მდედრის გვერდით. ამ დროს დაბალსაფეხურიანი მდედრი სუნავს მაღალსაფეხურიანს და თუ ამ ბოლოს აღნიშნულმა ზურგი არ შეიქცია, მაშინ დაბალსაფეხურიან მდედრს აქვს უფლება დაჯდეს მაღალსაფეხურიანის გვერდით.
  • როდესაც ხდება ოვულაცია (პროცესი, როდესაც მდედრი მზად არის ჰქონდეს კავშირი მამრთან), მდედრი გამოსცემს ნივთიერებას კონკრეტული სურნელით, რომელიც მამრს აძლევს ინფორმაციას, რომ მდედრს შეუძლი ჰქონდეს მასთან კონტაქტი. იმისათვის, რომ მამრმა გაარკვიოს არის თუ არა მდედრი მზად იმისთვის, რომ ჰქონდეს მასთან რაიმე კონტაქტი, ის მიდის მდედრთან, უწევს მდედრს კუდს, სუნავს მას და განსაზღვრავს მზად არის მდედრი შეერთებისთვის თუ არა.

აკუსტიკური

არ არის საიდუმლო,რომ ძუძუმწოვრებს შეუძლიათ გამოსცენ სხვადასხვა ხმები, რომლებიც გამოხატავენ, როგორც სიამოვნებას, ისევე სიძულვილს რაიმეს მიმართ. არ არიან გამონაკლისები პრიმატებიც. დაკვირვების შედეგად აკუსტიკური და ხმოვანი კომუნიკაცია აქვთ საკმაოდ კარგად განვითარებული. ეს ბოლოს თქმული ეხება ყველა პრიმატების ქვეჯქუფს. ბგერებით ისინი არა მხოლოდ გამოხატავენ სიამოვნებას ან სიძულვილს, არამედ ამ ქმედებით ისინი გადასცემენ ერთმანეთს ინფორმაციას კვების, საბრთხის და სოციალური სტატუსის შესახებ. პრიმატის ნებისმიერ ემოციურ მდგომარეობას მოსდევს ბგერების გამოცემა სხვადასხვა ტემბრით და ხმის სიძლიერით. უკვე დამტკიცებულია, რომ ადამიანის და პრიმატის ტვინებს აქვთ ერთნაირი განლაგება და სტრუქტურა, მაგრამ უფრო განვითარებულ პრიმატებს თავის ტვინის ქერქის ზონა, რომელიც პასუხობს აკუსტიკურ რეგულაციას, არის ჩანასახის მდგომარეობაში. აკუსტიკური კომუნიკაცია „მოთამაშე“ მაიმუნებისა შორეულად გავს ადამიანის მეტყველებას. არა ბგერათა მსგავსებით, არამედ მგერების ინტონაციით. ბგერათა ინტონაციით და ტებრის ტონით პრიმატებს შეუძლიათ იცნონ თავიანთი ჯგუფის წევრები და დაარეგულირონ პირადული ურთიერთობები. აკუსიტიკურ ფონს, რომელსაც ქმნიან „წვრილ ცხვირა“ მაიმუნები გამოიმუშავებენ 20-მდე  ბგერით სიგნალს. ამ ოჯახის წარმომადგენლები არიან „მაკაკები“. ძალიან საინტერესოა აკუსტიკური ურთიერთობა „გიბონებს“ შორის. ამ მაიმუნების ხმებს  ხშირად არქმევენ „გიბონების სიმღერას“, რადგან ეს ხმები შეიცავს ჰარმონიულ ბგერებს. გიბონებს შეუძლიათ „სიმღერა“. გიბონებს ეხერხებათ „სიმღერა“, როგორც სოლო-მაგ. როდესაც მამრი იკავებს ტერიტორიას, ასევე დუეტით, როდესაც აცნობებს სხვებს მეწყვილის შერთვას. „სიმღერის“ ინიციატორი შეიძლება იყოს როგორც მამრი, ისევე მდედრიც. უფრო მეტად შესწავლილი კომუნიკაცია მაიმუნებს შორის არის შიმპანზესი. დამტკიცებულია, რომ შიმპანზეებს შეუძლია იცნონ ერთმანეთი ხმით და გონიერად გამოიყენონ ბგერები. ხაზი არის გასმული, რომ უფრო დაბალი დონის პრიმატები იყენებენ ხმას აგრესიული თვალსაზრისით, ხოლო მაღალი დონის პრიმატები კი პირიქით- კეთილმოსურნედ. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კეთილმოსურნე ხმის გამოყენებით წარმოიშვა ადამიანური ენა. არსებობს კომუნიკაციის გავითარების რამდენიმე ეტაპი:

  • კომუნიკაციის გავითარების ძირითადი ფუნქცია პირველ და მეორე ეტაპზე არის აგრესიის შეჩერება. (პირველი ეტაპი ეხება დაბალი დონის პრიმატებს, ხოლო მეორე კი-მაღალი) კომუნიკაციის კომპლექში ხმები დაკავშირებულია მიმიკასთან და პოზებთან. ნაკლები ყურადღება ექცევა ჟესტებს, ხოლო ოლფაკტორული კომუნიკაცია არ იხმარება. კომუნიკაციის ეს ეტაპი არის სოციალური ურთიერთობების მექანიზმის მაღალ დონეზე აწევა. სწორედ ამიტომ აკუსტიკური და ვიზუალური კომუნიკაციის ხერხები იხმარება მეგობრული თვალსაზრისით.
  • მესამე ეტაპზე გონიერ ადამიანის კომუნიკაციის გავითარება მოხდა. ამ შემდგომმა გავითარებამ წარმოქმნა მეტყველების უნარი. სულ უფრო და უფრო მეტს იყენებდნენ ჟესტებს, რომლებსაც შეეძლოთ მნიშვნელოვანი დატვირთვა მიეღოთ. შესაძლოა ამ პერიოდში ადამიანმა დაიწყო ისეთი მაღალფარდოვანი ჟესტები გამოყენება, როგორიცაა: საჩვენებელი და წარმოსახვითი. შემდეგ ჰომინიდებს განუვითარდათ ურთიერთობა ახალი, განსხვავებული ბგერების კომბინაციით.მეცნიერების აზრით, აკუსტიკური სიგნალები გონიერ ადამიანს განუვითარდა ვიზუალური სისტემით.

არსებობს მოსაზრებები, რომ ადამიანმა დაიწყო ლაპარაკი ხმის სიგნალების მოსმენით ან ჟესტური კომუნიკაციით. მეცნიერებმა ეს ორის მოსაზრება ერთმანეთს დაუკავშირეს. ცნობილია, რომ  გვიანდელ ჰომინიდებს ჟესტები ეხმარებოდა აზრის გამოტანაში, ხოლო აკუსტიკური სიგნალები ეხმარებოდნენ ამ აზრის შევსებაში.ამ ორი ჰიპოთეზის კვალობაზე გამოტანილია დასკვნა, რომ ადამიანის მეტყველების გავითარება მოხერხდა აკუსტიკური და ჟესტური სიგნალების გამოყენებით. მგარამ უფრო კონკრეტულად ითვლება, რომ ადამიანმა საუბარი დაიწყო ფიქრით და რა თქმა უნდა, ჟესტების, მიმიკების და აკუსტიკური შესაძლებლობების შეერთებით.[47][48][49][50]

სქოლიო

  1. Kappeler, P., & Van Schaik, C. (2002, August). Evolution of Primate Social Systems. International Journal of Primatology. Retrieved from https://www.researchgate.net/publication/226870724_Evolution_of_Primate_Social_Systems.
  2. "High Frequency of Multiple Paternity in Broods of a Socially Monogamous Cichlid Fish with Biparental Nest Defence"doi10.1111/j.1365-294x.2008.03763.x. Retrieved 30 September 2013
  3. Clutton-Brock T.H. (1989). ‘Review lecture: mammalian mating systems.’ Proceedings of the Royal Society of London. Series B, Biological Sciences 236: 339–372.
  4. "Polyandry enhances offspring survival in an infanticidal species"doi10.1098/rsbl.2009.0500PMC2817239PMID19675002
  5. Dunbar, R. I. M.doi10.1007/BF00300665
  6. 6.0 6.1 Dominance rank and mating success in male primates GUY COWLISHAW &R.M.DUNBAR Department of Anthropology, University College London, Gower Street, London WCIE 6BT, U.K. (Received 12 April 1990; initial acceptance 22 May 1990; final acceptance 23 November 1990; MS. number: 3563)
  7. doi10.1007/BF00295541
  8. The evolutionary history of primate mating systemsChristopher Opie,Quentin D. Atkinson and Susanne Shultz Institute of Cognitive and Evolutionary Anthropology; University of Oxford; Oxford, UK; Department of Psychology; University of Auckland; Auckland, New Zealand; Faculty of Life Sciences; University of Manchester; Manchester, UK
  9. doi10.1006/anbe.1997.0469
  10. Waal, F. "Codevelopment of dominance relations and affiliative bonds in rhesus monkeys." Juvenile Primates: Life History, Development, and Behavior. Pereira, M., and L. Fairbanks. New York: Oxford Oxford University Press, 1993.
  11. doi10.1023/A:1026395829818 - de Waal, Frans B. M."Bonobo Sex and Society"
  12. doi10.1023/A:1026395829818) (de Waal, Frans B. M."Bonobo Sex and Society"Scientific AmericanBibcodedoi10.1038/scientificamerican0395-82PMID7871411. Retrieved 21 December 2011)
  13. Frayer, D.W. & Wolpoff, M.H. (1985). "Sexual dimorphism". Annual Review of Anthropology, 14, 429-473.
  14. Dunn, P.O., Whittingham, L.A., & Pitcher, T.E. (2001). "Mating systems, sperm competition, and the evolution of sexual dimorphism in birds". Evolution, 55, 161–175.
  15. Harcourt, A.H., Harvey, P.H., Larson, S.G., & Short, R.V. (1981). "Testis weight, body weight and breeding system in primates". Nature, 293, 55-57.) (T. R. Birkhead (2000), Promiscuity: an evolutionary history of sperm competition. Harvard University Press, Cambridge, Mass.)
  16. Sexual behavior, reproductive physiology and sperm competition in male mammals  Alan F. Dixson  Matthew J. Anderson Center for Reproduction of Endangered Species, Zoological Society of San Diego, Post Office Box 120551, San Diego, CA 92112-0551, USA
  17. http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/ajp.1350220202/abstract
  18. Infant-care behavior of mothers and fathers in a communal-care primate, the cotton-top tamarin (Saguinus oedipus)
  19. Dr. Suzette D. Tardif*, Robert L. Carson andBarbara L. Gangaware
  20. http://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0065345408600832
  21. Care and Exploitation of Nonhuman Primate Infants by Conspecifics Other Than the Mother - SARAH BLAFFER HRDY, PEABODY MUSEUM, HARVARD UNIVERSITY, CAMBRIDGE. MASSACHUSETTS.
  22. https://psych.wisc.edu/cmsdocuments/Snowdon_Ziegler_2007.pdf
  23. Growing Up Cooperatively: Family Processes and Infant Care in Marmosets  and Tamarins - Charles T. Snowdon (Corresponding author), Department of Psychology, University of Wisconsin; Toni E. Ziegler, Wisconsin National Primate Center, University of Wisconsin.
  24. http://sci-hub.cc/10.1007/BF00170168
  25. Costs of maternal care: infant-carrying in baboons - Jeanne Altmann 1,2,3 and Amy Samuels 2,3.
  26. http://link.springer.com/chapter/10.1007/978-1-4614-4060-4_16
  27. When Dads Help: Male Behavioral Care During, Primate Infant Development, Maren Huck and Eduardo Fernandez-Duque, 16.2.3 Why Is Providing Care Bene fi cial to Males, Chapter 16.
  28. http://www.reed.edu/biology/professors/srenn/pages/teaching/web_2008/dklj_site_final/phylogeny.html
  29. 29.0 29.1 29.2 http://www.reed.edu/biology/professors/srenn/pages/teaching/web_2008/dklj_site_final/ref.html
  30. http://www.reed.edu/biology/professors/srenn/pages/teaching/web_2008/dklj_site_final/home.html
  31. https://www.youtube.com/watch?v=vi-RtPCoAyc
  32. http://knowingneurons.com/2013/02/20/social-grooming-its-not-just-for-monkeys-and-prairie-voles/
  33. https://www.youtube.com/watch?v=Zwtbkhz2asY
  34. http://www.reed.edu/biology/professors/srenn/pages/teaching/web_2008/dklj_site_final/adaptive.html
  35. https://www.britannica.com/topic/animal-communication/Signal-design-rules
  36. https://www.youtube.com/watch?v=yM-2ndnSn9Q
  37. http://anthro.palomar.edu/behavior/behave_2.htm
  38. https://www.youtube.com/watch?v=5SBUSws3iTQ
  39. https://www.youtube.com/watch?v=dtiojpb7Jz0
  40. https://www.youtube.com/watch?v=saR2nn_1n30
  41. 41.0 41.1 41.2 http://www.daniellaberge.net/grooming/primatesgrooming1.htm
  42. „Evolutionary Ethics, Aggression, and Violence: Lessons from Primate Research“ Frans B. M.de Waal(2004)
  43. “ Reconciliation and Consolation among chimpanzees ” Frans B. M.de Waal and A. van Roosmalen (1979)
  44. “Primates-A natural heritage of conflict resolution” Frans B. M.de Waal.(2000)
  45. „Mating conflict in primates: infanticide, sexual harassment and female sexuality“ CAREL P. VAN SCHAIK, GAURI R. PRADHAN & MARIA A. VAN NOORDWIJK
  46. 1) “ Male Aggression and Sexual Coercion of Females in Nonhuman Primates and Other Mammals: Evidenceand Theoretical Implications “BARBARA B. SMUTS
  47. http://quickfly.ru/47-akusticheskaya-kommunikaciya-u-primatov.html
  48. http://polit.ru/article/2013/07/31/ps_vasiliev_talk2/
  49. https://sites.google.com/site/5345hreth/kommunikacia-primatov-i-vozniknovenie-reci-u-gominid
  50. http://medbiol.ru/medbiol/antrop/00021ab0.htm