ჩინური ენის სატრანსკრიფციო სისტემები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
No edit summary
ხაზი 37: ხაზი 37:
* [[პალადიუსის სისტემა|''პალადიუსის (პალადიუს-ვასილიევის) სატრანსკრიფციო სისტემა'']] — ჩინური იეროგლიფების [[რუსული ენა|რუსულ ენაზე]] გადატანის სატრანსკრიფციო სისტემა, რომელიც [[XIX საუკუნე|XIX საუკუნეში]] შექმნეს [[რუსები|რუსმა]] [[სინოლოგია|სინოლოგებმა]]. პალადიუსის სისტემა ფართოდ გამოიყენება როგორც რევოლუციამდელ [[რუსეთის იმპერია|რუსეთში]] დროს, ასევე [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირისა]] და [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციაში]] გამოცემულ [[ლექსიკონი|ლექსიკონებში]]; წარმოადგენს ჩინური საკუთარი სახელების, [[ტოპონიმიკა|ტოპონიმებისა]] და [[ისტორიზმი|ისტორიზმების]], [[ეთნონიმიკა|ეთნონიმების]] სტანდარტულ ტრანსკრიფციას რუსულენოვან ლიტერატურაში, და დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენელი ხალხებისთვის ჩინური ენის სატრანსკრიფციო ერთადერთ საშუალებად.
* [[პალადიუსის სისტემა|''პალადიუსის (პალადიუს-ვასილიევის) სატრანსკრიფციო სისტემა'']] — ჩინური იეროგლიფების [[რუსული ენა|რუსულ ენაზე]] გადატანის სატრანსკრიფციო სისტემა, რომელიც [[XIX საუკუნე|XIX საუკუნეში]] შექმნეს [[რუსები|რუსმა]] [[სინოლოგია|სინოლოგებმა]]. პალადიუსის სისტემა ფართოდ გამოიყენება როგორც რევოლუციამდელ [[რუსეთის იმპერია|რუსეთში]] დროს, ასევე [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირისა]] და [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციაში]] გამოცემულ [[ლექსიკონი|ლექსიკონებში]]; წარმოადგენს ჩინური საკუთარი სახელების, [[ტოპონიმიკა|ტოპონიმებისა]] და [[ისტორიზმი|ისტორიზმების]], [[ეთნონიმიკა|ეთნონიმების]] სტანდარტულ ტრანსკრიფციას რუსულენოვან ლიტერატურაში, და დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენელი ხალხებისთვის ჩინური ენის სატრანსკრიფციო ერთადერთ საშუალებად.
* [[კანტონურ-რუსული ტრანსკრიფცია|''კანტონური სიტყვების რუსული ტრანსკრიფცია'']] — სატრანსკრიფციო სისტემა, რომელიც შემუშავდა კანტონური, კანტონეზური [[სიტყვა|სიტყვების]] რუსულ ენაზე გადმოსაცემად, - უმთავრესად [[ჰონგ-კონგი|ჰონ-კონგში]].
* [[კანტონურ-რუსული ტრანსკრიფცია|''კანტონური სიტყვების რუსული ტრანსკრიფცია'']] — სატრანსკრიფციო სისტემა, რომელიც შემუშავდა კანტონური, კანტონეზური [[სიტყვა|სიტყვების]] რუსულ ენაზე გადმოსაცემად, - უმთავრესად [[ჰონგ-კონგი|ჰონ-კონგში]].
* ''[[რუსულ-ჩინური ტრანსლიტერაცია]]'' — რუსული სახელების საკუთარი ჩინური იეროგლიფებით გადმოცემა. ამ სისტემის შეშვეობით შეიძლება კირილური ანბანით დაწერადი სახელის, გვარის, [[პატრონიმი|მამის სახელის]], საერთოდ რაიმე რუსული და არამხოლოდ სახელწოდების [[სინიზაცია|გაჩინურება]], ან პირიქით ჩინურად შექმნილი იეროგლიფიკური ჩანაწერის წაკითხვა კირილური ანბანის საშუალებით.
* ''[[რუსულ-ჩინური ტრანსლიტერაცია]]'' — რუსული სახელების საკუთარი ჩინური იეროგლიფებით გადმოცემა. ამ სისტემის შეშვეობით შეიძლება კირილური ანბანით დაწერადი სახელის, გვარის, [[პატრონიმი|მამის სახელის]], საერთოდ რაიმე რუსული და არა მხოლოდ სახელწოდების [[სინიზაცია|გაჩინურება]], ან პირიქით ჩინურად შექმნილი იეროგლიფიკური ჩანაწერის წაკითხვა კირილური ანბანის საშუალებით.


=== სხვა ანბანურ სისტემებზე დაფუძნებული ტრანსკრიფციები===
=== სხვა ანბანურ სისტემებზე დაფუძნებული ტრანსკრიფციები===

21:45, 26 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ჩინური იეროგლიფებისთვის სატრანსკრიფციო სისტემის შექმნის აუცილებლობა ისტორიულად ჩნდებოდა საკუთარი ფონეტიკური დამწერლობის მქონე ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ჩინეთთან იწყებდა ან აფართოვებდა ორმხრივ ურთიერთობებს.

ისტორიული თვალსაზრისით, ჩინურის ტრანსკრიბირებისთვის ყველაზე ძველი სისტემებიდან ერთ-ერთი პირველი არის არაბული (არაბ. كتابة عربية صينية ჩინ. 小兒經, ქართ. სჲაოერძჷნ) და მანჯურიული, - ე.წ. „ტჷლერჹი ჰერგენჲ“, რომელიც პრაქტიკულად ცალკე ანბანს წარმოადგენდა, ტრანსკრიფციები.

ჩინური იეროგლიფებისთვის საერთო ნორმატივის მიღებამდე, რომელიც მოგვიანებით ფინინი გახდა, არსებობდა აღნიშნულ იეროგლიფთა გადმოცემის რამდენიმე საწარმოთქმო სისტემა.

სატრანსკრიფციო სისტემების ნუსხა

ლათინური სისტემა

  • ჰანუი ფინინი (ფართოდ ცნობილია სახელით როგორც ფინინი) — უნივერსალური ლათინურ ანბანზე დამყარებული ჩინურ იეროგლიფთა ტრანსკრიფცია, რომელიც თანამედროვე ლექსიკონებში, დოკუმენტებში, საბუთებსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ძირითად საშუალებას წარმოადგენს ჩინურის გადმოსაცემად. ფინინი შემუშავებული იქნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 1958 წელს, ხოლო საბოლოოდ დამტკიცებული იქნა სახელმწიფოს მთავრობის მიერ 1979 წელს. გაცილებით ფართოდ გამოიყება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის გაეროში.
  • ვეიდ-ჯაილზის სატრანსკრიფციო სისტემა — შემუშავებულ იქნა XIX საუკუნეში სატრანსკრიფციო სისტემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფართოდ გამოიყენებოდა ინგლისურენოვან ქვეყნებში. ვეიდ-ჯაილზის ტრანსკრიფცია ჩინეთში ფინინის სისტემით ჩაანაცვლეს.
  • გოიუი ლომაძი — შემუშავებულ იქნა XX საუკუნის დამდეგს ჩინელი ენათმეცნიერების მიერ როგორც ვეიდ-ჯაილზის ალტერნატიული სისტემა. ტონების აღნიშვნა ყოველ მარცვალზე გარკვეული ასო-ნიშნების კომბინირებით იყო შესაძლებელი და არა დიაკრიტიკებით. დღესდღეობით პრაქტიკულად არსად არ გამოიყენება.
  • მანდარინის ფონეტიკური სიმბოლოები II — შექმნეს ტაივანელმა ლინგვისტებმა 1984 წელს გოიუი ლომაძისა და ვეიდ-ჯაილზის საფუძველზე. მიუხედავად ოფიციალური სტატუსისა ტაივანზე, მას სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გამოცემული ლიტერატურის ფარგლებს გარეთ არ ჰქონია მაინცადამაინც დიდი გამოყენება. ამჟამად ფაქტობრივად აღარ გამოიყენება.
  • თუნიუნ ფინინი – ჰანუი ფინინის ტაივანური ანალოგი. თუმცა კუნძულზე მას ოფიციალური ფუნქცია აქვს 2002 წლიდან. უფრო მეტიც, თუნიუნ ფინინი თანაარსებობს სხვა სისტემებთან ერთად.
  • იელის უნივერსიტეტის რომანიზაციის სისტემები — შემუშავებულ იქნა იელის უნივერსიტეტში. იელის ფუთუნხუას რომანიზებული სისტემა შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედროთა დაკვეთით. დღესდღეობით ფინინით არის ჩანაცვლებული. კანტონური დიალექტის იელის რომანიზებული სისტემა გამოქვეყნდა 1970 წელს და დღემდე მეტ-ნაკლებად გამოიყენებენ.
  • მორისონის ტრანსკრიფიცია — მოძველებული ტრანსკრიფცია. პირველად გამოიყენეს ბიბლიის ჩინურ ენაზე მთარგმნელის, მორისონის (Robert Morrison, 1782-1834) „ჩინური ენის ლექსიკონში“, რომელიც შანხაიში გამოიცა (იხ. R. Morrison: „A Dictionary of the Chinese Language“, Shanghai, 1879).
  • უილიამსის ტრანსკრიფცია — მოძველებული ტრანსკრიფცია. პირველად გამოიყენეს შანხაიში გამოცემულ უილიამსის (Samuel Wells Williams, 1812-1884) „ჩინური ენის სილაბურ ლექსიკონში“ (იხ. Williams, S. W.: „A Syllabic Dictionary of the Chinese Language“, Shanghai, 1874) .
  • ბალერის ტრანსკრიფცია — მოძველებული ტრანსკრიფცია. პირველად გამოქვეყნდა ბალერის (Frederick William Baller, 1852-1922) „ჩინურ-ინგლისურ ანალიტიკურ ლექსიკონში“ (იხ. Baller, F. W.: „An Analytical Chinese-English Dictionary, Compiled for the China Inland Mission“, Shanghai, 1900)
  • მატირის ტრანსკრიფცია — მოძველებული ტრანსკრიფცია. პირველად გამოქვეყნდა მატირის (Calvin Wilson Mateer, 1836-1908)) ავტორობით გამოსულ მანდარინის მოკლე სასწავლო სახელმძღვანელოში (იხ. Mateer, С. W.: „A Short Course of Primary Lessons in Mandarin Shanghai“, 1904). გამოიყენებოდა ამერიკული პრესვიტერიანელთა პუბლიკაციებში.

ვიწრო გამოყენების სისტემები

სხვადასხვა დროს ფართოდ გავრცელებული ლათინურანბანოვანი სატრანსკრიფციო სისტემებისა, ინგლისურენოვან ლიტერატურაში არსებობს ისეთი ტრანსკრიფციებიც, რომელთანც მხოლოდ ცალკეული ავტორები ან ავტორთა კოლექტივები ჰქმნიდნენ და იყენებდნენ თავიანთ შრომებში:

კირილური სისტემა

სხვა ანბანურ სისტემებზე დაფუძნებული ტრანსკრიფციები

გაქართულებული რუსული და რომანული სისტემები

საბჭოთა კავშირის წლებში მხატვრული თარგმანისა თუ პრესის ენისთვის მიღებული იყო ე.წ. პალადიუს-ვასილიევის სატრანსკრიფციო სისტემის გაქართულება. ბოლო წლებში არის ჩინურის რომანული ვარიანტის გაქართულებულების მცდელობა, რაც იმას უკავშირდება, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს ქართულის ენისა და ანბანის ფონეტიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით შექნილი ჩინური იეროგლიფიკის საკუთარი სატრანსკრიფციო სისტემა.

შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ენების და კულტურების საუნივერსიტეტო შესწავლის ტრადიციის არქონასთან. სინოლოგია, იაპონოლოგია, კორეისტიკა ის დარგებია, რომლებიც დღეს, როგორც საუნივერსიტეტო დისციპლინები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ჯერ კიდევ წინ არის ისეთი დარგების გაჩენა როგორიცაა ვიეტნამოლოგია, თაიისტიკა, ტიბეტოლოგია, ჯუანოლოგია და ა.შ., რომელთა საუნივერსიტეტო და კვლევით დარგებად ფორმირება საბოლოოდ კარგა ხნის ვაკუუმს შეავსებდა ქართულ ჰუმანიტარულ სამეცნიერო და არამარტო სივრცეში.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Legeza, Ireneus László: Guide to transliterated Chinese in the modern Peking dialect. Leiden : Brill, ორ ტომად, 1968-1969
    • ტომი 1: Conversion tables of the currently used international and European systems with comparative tables of initials and finals
    • ტომი 2: Conversion tables of the outdated international and European individual systems with comparative tables of initials and finals
  • Kaden, Klaus: Die wichtigsten Transkriptionssysteme für die chinesische Sprache. Eine Einführung zum Selbststudium (VEB Verlag Enzyklopädie, Leipzig 1975).

რესურსები ინტერნეტში