ჯიროლამო სავონაროლა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23: ხაზი 23:


== აპოკალიფსის ინტერპრეტაცია ==
== აპოკალიფსის ინტერპრეტაცია ==
1490 წლიდან სან-მარკოს მონასტერში ჯიროლამომ თავისი სახელგანთქმული ქადაგებები დაიწყო [[აპოკალიფსი|აპოკალიფსის]] ინტერპრეტაციით. იგი აცხადებდა, რომ თუკი ხალხი ასეთ ცხოვრებას განაგრძობდა, ღმერთი განრისხდებოდა და აპოკალიფსს მოაწყობდა. მისი ასეთი გამოსვლები არამხოლოდ ხალხზე, არამედ მღველმთავრებზეც დიდ გავლენას ახდენდა. სულ მალე, იგი აღარ დაკმაყოფილდა ეკლესიის კრიტიკით და ფლორენციის მთავრობაზეც გადავიდა. რადგანაც მისი ქადაგებები მეტად პოპულარული იყო ხალხში, ეს ამბავი ელვისებური სისწრაფით მოედო მთელ ფლორენციას. ამის გამო, ლორენცო მედიჩიმ დაფინანსება შეუწყვიტა სან-მარკოს მონასტერს, რომელიც აქამდე მთლიანად მედიჩებზე იყო დამოკიდებული.
1490 წლიდან სან-მარკოს მონასტერში ჯიროლამომ თავისი სახელგანთქმული ქადაგებები დაიწყო [[აპოკალიფსი|აპოკალიფსის]] ინტერპრეტაციით. იგი აცხადებდა, რომ თუკი ხალხი ასეთ ცხოვრებას განაგრძობდა, ღმერთი განრისხდებოდა და აპოკალიფსს მოაწყობდა. მისი ასეთი გამოსვლები არა მხოლოდ ხალხზე, არამედ მღველმთავრებზეც დიდ გავლენას ახდენდა. სულ მალე, იგი აღარ დაკმაყოფილდა ეკლესიის კრიტიკით და ფლორენციის მთავრობაზეც გადავიდა. რადგანაც მისი ქადაგებები მეტად პოპულარული იყო ხალხში, ეს ამბავი ელვისებური სისწრაფით მოედო მთელ ფლორენციას. ამის გამო, ლორენცო მედიჩიმ დაფინანსება შეუწყვიტა სან-მარკოს მონასტერს, რომელიც აქამდე მთლიანად მედიჩებზე იყო დამოკიდებული.


== მონასტრის შინაგანი რეფორმაცია ==
== მონასტრის შინაგანი რეფორმაცია ==

21:29, 26 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ჯიროლამო სავონაროლა
ფლორენციის დე-ფაქტო მმართველი
მმართ. დასაწყისი: 9 ნოემბერი, 1494
მმართ. დასასრული: 23 მაისი, 1498
წინამორბედი: პიერო მედიჩი
მემკვიდრე: პიერო სოდერინი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 სექტემბერი, 1452
დაბ. ადგილი: ფერარა, იტალია
გარდ. თარიღი: 23 მაისი, 1498, (45 წლის)
გარდ. ადგილი: ფლორენცია, იტალია
მამა: ნიკოლო დელა სავონაროლა
დედა: ელენა ბონაკოლსი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ჯიროლამო სავონაროლა (იტალ. Girolamo Savonarola; დ. 21 სექტემბერი, 1452 — გ. 23 მაისი, 1498) — იტალიელი ფანატიკოსი, დომინიკელთა ორდერის ბერი. რენესანსული ფლორენციის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკური და სასულიერო ფიგურა. გაცხარებით ებრძოდა კათოლიკურ ეკლესიაში გამეფებულ კორუფციას, ფუფუნებას, სიმდიდრესა და ხელოვნებას. ვინაიდან ფლორენციის მმართველი მედიჩები დიდძალი ფულის პატრონები, ძალზედ მდიდარი, ფუფუნების მოყვარული და ხელოვნების მფარველები იყვნენ, ჯიროლამო მათ სატანის მოციქულებს ეძახდა. მალე მან დიდი გავლენა მოიპოვა ფლორენციელ ხალხზე და მათთან ერთად 1494 წელს დაამხო პიერო მედიჩის მმართველობა და მისი ოჯახი ქალაქიდან გააძევა. იგი აცხადებდა, რომ მალე ფლორენციას ახალ იერუსალიმად გადააქცევდა. ყოველივე ეს დიდად არ მოსწონდა რომის პაპ ალექსანდრე VI-ს, რომელიც მედიჩების მთავარი მოკავშირე იყო, ამიტომაც მან 1497 წელს კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთა ჯიროლამო, 1498 წელს კი საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ის დახმარებით მოახერხა მისი დაკავება და გასამართლება. კარდინალთა საბჭომ იგი ერეტიკოსად გამოაცხადა და 1498 წლის 23 მაისს ფლორენციის მთავარ მოედანზე იგი ცოცხლად დაწვეს. მიუხედავად ამისა, ფლორენციაში მედიჩებმა 1512 წლამდე ვერ შეძლეს დაბრუნება.

ადრეული წლები და გამოსვლა ეკლესიის წინააღმდეგ

ჯიროლამო სავონაროლა, შესრულებულია მისი გარდაცვალების შემდეგ, 1524 წელს

ჯიროლამო დაიბადა 1452 წლის 21 სექტემბერს ფერარაში, ადგილობრივი, საშუალო შეძლების ნიკოლო დელა სავონაროლასა და ელენა ბონაკოლსის ოჯახში. იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ქრისტიანობისადმი ღრმა რწმენითა და მისი დაცვისაკენ მოთხოვნილებით. ამის გამო, როგორც კი წამოიზარდა, ჯიროლამო ბერად აღიკვეცა და სულ მალე დომინიკელთა ორდერის წევრიც გახდა. იგი მეტად აღშფოთებული იყო რენესანსული იდეებით, რომელიც ეკლესიას ფასეულობებს უკარგავდა. მისი აზრით, ჰუმანურობა, ხელოვნება, ფუფუნება და ყოველივე ის, რასაც რენესანსულ ხანას მოჰქონდა ეშმაკისეული იყო და მისი დროზე შეჩერება იყო საჭირო. ბერად აღკვეცის პირველ წლებში იგი ბოლონიის მამათა მონასტერში ცხოვრობდა, სადაც მეტად ფილოსოფიურ ტრაქტატებს წერდა არისტოტელეს თეორიებზე დაყრდნობით. 1481 წელს იგი ფლორენციის საეპისკოპოს ხელმძღვანელად დაინიშნა, რის გამოც ფლორენციაში გადასახლება მოუწია, რომელიც სრულიად რენესანსის სამშობლო და ცენტრი იყო. აქ იგი უკვე სრულიად აშკარად დაუპირისპირდა არსებულ ვითარებას და საზოგადოებაში არსებულ აღვირახსნილ და უზნეო ცხოვრების წესს, რომელიც განსაკუთრებით ფლორენციის სენიორ ლორენცო მედიჩის სამეფო კარზე იყო გაძლიერებული.

აპოკალიფსის ინტერპრეტაცია

1490 წლიდან სან-მარკოს მონასტერში ჯიროლამომ თავისი სახელგანთქმული ქადაგებები დაიწყო აპოკალიფსის ინტერპრეტაციით. იგი აცხადებდა, რომ თუკი ხალხი ასეთ ცხოვრებას განაგრძობდა, ღმერთი განრისხდებოდა და აპოკალიფსს მოაწყობდა. მისი ასეთი გამოსვლები არა მხოლოდ ხალხზე, არამედ მღველმთავრებზეც დიდ გავლენას ახდენდა. სულ მალე, იგი აღარ დაკმაყოფილდა ეკლესიის კრიტიკით და ფლორენციის მთავრობაზეც გადავიდა. რადგანაც მისი ქადაგებები მეტად პოპულარული იყო ხალხში, ეს ამბავი ელვისებური სისწრაფით მოედო მთელ ფლორენციას. ამის გამო, ლორენცო მედიჩიმ დაფინანსება შეუწყვიტა სან-მარკოს მონასტერს, რომელიც აქამდე მთლიანად მედიჩებზე იყო დამოკიდებული.

მონასტრის შინაგანი რეფორმაცია

ვინაიდან სან-მარკოს მონასტერი მთავრობისგან აღარ ფინანსდებოდა, სავონაროლამ ამ პირობებში მონასტრის საყოფაცხოვრებო წესის რეფორმაცია მოახდინა. ამ ყოველივეს წმ. მარკოსა და ტუკანის მონასტრების ლომბარდიის არქისაეპისკოპოსაგან გამოყოფა მოჰყვა. ამ ყოველივეს შემდეგ, რადგანაც უკვე აღარავისზე იყო დამოკიდებული, ჯიროლამომ პირდაპირ ფლორენციელი ხალხის უზნო ცხოვრების წესის კრიტიკა დაიწყო. მოსახლეობა იმდენად იყო დაშინებული ღვთიური სასჯელის გამო, რომ ხალხში ნამდვილად დაბრუნდა ძველი ქრისტიანული სათნოება. მისმა ქადაგებებმა ნამდვილად დიდი გავლენა იქონია საზოგადოებაზე.

მას შემდეგ, რაც ხალხი მის მხარეს აღმოჩნდა, სავონაროლამ პირდაპირ რომის კათოლიკურ ეკლესიაში არსებულ დარღვევებზე დაიწყო საუბარი. იგი აცხადებდა, რომ ეკლესია კორუფციის ბუდე იყო, მღველმთავრები, კურიები, კარდინალები და თვით რომის პაპიც კი უზნეოდ ცხოვრობდნენ. მისი გავლენა განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 1494 წელს ფლორენციის სენიორმა პიერო მედიჩიმ საფრანგეთის მეფე შარლ VIII და მისი დიდი ლაშქარი სრულიად უბრძოლველად გაატარა ნეაპოლისკენ, მეტიც, იგი დაეხმარა კიდეც ფრანგებს. ეს ფაქტი თავად მოსახლეობაშიც დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, სავონაროლამ კი განაცხადა, რომ ფრანგების ნეაპოლისკენ გაშვება ძმების ღალატი იყო.

აღორძინებული მორალური ცხოვრება

სავონაროლას ქადაგებები, ნახატი შექმნილია 1496 წელს

ზოგადად, იესო ქრისტე ფლორენციის ზეციურ მმართველად და მისი მთავრობის მფარველად მიიჩნეოდა. ყველა მოქალაქისათვის სისხლ-ხორცში იყო გამჯდარი, რომ ისინი, ვინც ფლორენციის საბჭოში იყვნენ და ქალაქს მართავდნენ, ამას ქრისტეს სახელით, კანონითა და მისი ნებით აკეთებდნენ. სავონაროლა პირდაპირ არ ჩარეულა პოლიტიკასა და მოსახლეობის სოციალურ ცხოვრებაში, მაგრამ იგი ხალხის ცნობიერების რეგენერაციას ახდენდა. მისი განცხადებით, ხელოვნება და ფუფუნების ყველა საგანი ადამიანს ჯოჯოხეთისაკენ ექაჩებოდა, რის გამოც უამრავმა ფლორენციელმა სახლიდან გამოიტანა თავისი ძვირფასეულობა და პირდაპირ ქალაქის მთავარ მოედანზე დაწვა. სულ მალე, შეიქმნა სავონაროლას საძმო, რომლებიც კარ და კარ დადიოდნენ ფლორენციაში, ძალით გამოჰქონდათ ძვირფასეულობა და წვავდნენ, ვინც უარს იტყოდა მათ სახლში შეშვებაში კი ფანჯრებს ულეწავდნენ.

კონფლიქტი რომის პაპ ალექსანდრე VI-თან

სავანაროლა მისმა ამგვარმა ქმედებებმა რომის პაპ ალექსანდრე VI-თან დააპირისპირა. პაპიც, ისევე როგორც ყველა სხვა იტალიელი მთავარი პრო-ფრანგული პოლიტიკის გამტარებელი იყო (რადგანაც ისინი დაშინებულები იყვნენ), გარდა ფლორენციისა, რომელიც უკვე ჯიროლამოს მმართველობაში იყო. პიერო მედიჩი თავის ცოლ-შვილთან ერთად 1494 წელს გაიქცა ფლორენციიდან, რის შემდეგაც ქალაქ სავონაროლა მართავდა. შარლ VIII არაერთხელ დაემუქრა ჯიროლამოს ფლორენციაში შეჭრით, თუმცა იგი მაინც განაგრძობდა ხალხის ფრანგების წინააღმდეგ ამხედრებას. ამავდროულად, იგი საჯაროდ ალაპარაკდა ვატიკანში არსებულ აღვირახსნილობაზე, ინცესტზე, პაპის რომანებზე, ძალადობაზე, კორუფციასა და ა.შ. ყოველივე ამან განარისხა ალექსანდრე VI და მან ჯიროლამოს თავისი უკანონო ვაჟი, ჩეზარე ბორჯია გაუგზავნა, რომელსაც მისი რომში ჩაყვანა ჰქონდა დავალებული. პაპმა მოითხოვა, რომ ჯიროლამო რომში ჩასულიყო და ინკვიზიციის წინაშე თავი დაეცვა. სავანაროლამ უარი განუცხადა პაპს ჩასვლაზე და „ბოდიშიც“ შეუთვალა, რადგან თავისი გაუარესებული ჯანმრთელობის გამო ვერ ახერხებდა ამას. ამას ძალიან მწვავე შედეგი მოჰყვა — პაპმა მას ქადაგების ჩატარება აუკრძალა და ფლორენცია კვლავ ლომბარდიის არქისაეპისკოპოს დაუქვემდებარა.

ეკლესიიდან განკვეთა

მიუხედავად აკრძალვისა, ჯიროლამომ ქადაგება განაგრძო. ყოველივე ეს ვატიკანმა დანაშაულად ცნო. ფლორენციაში არსებულმა დანაშაულებმა (იგულისხმება ადამიანების შევიწროვება, ვინც სავონაროლას არ ემხრობოდა და ზოგჯერ დაუკითხავად ძვირფასი ქონების დაწვა), პაპი აიძულა კვლავ ემოქმედა. მიუხედავად ყველაფრისა, ჯიროლამო თავის ძლიერ ქადაგებებს კვლავ განაგრძობდა, ახლა უკვე აქტიურად გამოდიოდა რომის ეკლესიის წინააღმდეგ და წესებს არ ემორჩილებოდა. ამ ყოველივეს გამო, ალექსანდრე VI-მ ჯიროლამო სავონაროლა 1497 წლის 12 მაისს კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთა და ჩამოართვა ბერის წოდებაც, რასაც მისი დომინიკელთა ორდენიდან გარიცხვა მოჰყვა.

სავონაროლას დაცემა

სავონაროლას სიკვდილით დასჯა, 1498 წელი

ამის შემდეგ, სავონაროლა აცხადებდა, რომ მას ღვთის ხმა ესმოდა, რომელიც ავალებდა ეკლესიაში არსებული ავხორცობის წინააღმდეგ გაფიცვას. ყოველივე ამის აღმოსაფხვრელად ალექსანდრე VI თავის საბჭოსთან ერთად თვითონ ჩავიდა ფლორენციაში და სავონაროლას შეხვდა. მათ უთხრეს, რომ თუ ნამდვილად ღვთის კაცი იყო, ცეცხლმოკიდებულ ნახშირზე ფეხშიშველად გავლა არ გაუჭირდებოდა და თუ ამას მოახერხებდა, ეკლესიაში აღადგენდნენ. ეს მათ ხალხის თანდასწრებით შესთავაზეს, რის გამოც ჯიროლამომ უარი ვეღარ თქვა. პაპმა მშვენივრად იცოდა, რომ იგი გამოწვევას ვერ ჩააბარებდა და ხალხის მხარდაჭერასაც მარტივად დააკარგვინებდა.

ამრიგად, სავონაროლამ გამოწვევა მიიღო და ფლორენციის მთავარ მოედანზე ცეცხლმოკიდებული ნაკვერჩხალი დაყარეს, რათა ბერს მასზე ფეხშიშვლად გაევლო. ხალხი ან ტრაგედიას ნახავდა, ან სასწაულს. თავდაპირველად ნაკვერჩხალზე გავლას მაინც ყოყმანობდა, მაგრამ რამდენიმე შეურაცხმყოფელი რეპლიკის შემდეგ ნაკვერჩხალზე გადავიდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ფეხები საშინლად დაეწვა და მაშინვე გადავიდა ნაკვერჩხლიდან. მისი ამ ქმედებისთანავე ფლორენციელმა ხალხმა ზურგი აქცია, რადგან მიიჩნიეს, რომ იგი არ იყო ღვთის მოგზავნილი კაცი.

სიკვდილით დასჯა

რადგანაც „ღვთის კაცი“ არ აღმოჩნდა, პაპისა და მისი კონსისტორიის აზრით იგი ეშმაკის მოციქული და მწვალებელი იყო, ეს კი ინკვიზიციით „უსისხლოდ დასჯას“ ითვალისწინებდა. ამის გამო, ერეტიკოსად შერაცხული ჯიროლამო სავონაროლას კოცონზე დაწვა მიესაჯა, რომელიც 1498 წლის 45 მაისს, ფლორენციის მთავარ მოედანზე მოიყვანეს სისრულეში. ამ დროს იგი 45 წლის იყო. მიუხედავად მისი სიკვდილისა, ფლორენციაში მედიჩების მმართველობა მაინც ვერ აღსდგა, რადგანაც სათავეში პიერო სოდერინი მოვიდა, 1512 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ფლორენციაში კვლავ აღსდგა მედიჩების ბატონობა და იგი კვლავ რენესანსის ცენტრად იქცა.

ლიტერატურა

  • Dall'Aglio, Stefano, Savonarola and Savonarolism (Toronto: Centre for Reformation and Renaissance Studies. 2010).
  • Herzig,Tamar, Savonarola's Women: Visions and Reform in Renaissance Italy (Chicago: University of Chicago Press. 2008).
  • Lowinsky, Edward E., Music in the Culture of the Renaissance and Other Essays (University of Chicago Press, 1989).
  • Macey, Patrick, Bonfire Songs: Savonarola's Musical Legacy (Oxford, Clarendon Press, 1998).
  • Martines, Lauro, Fire in the City: Savonarola and the Struggle for the Soul of Renaissance Florence (2006) ISBN 0-224-07252-8
  • Meltzoff, Stanley, Botticelli, Signorelli and Savonarola (Florence, 1987)
  • Polizzotto, Lorenzo, The Elect Nation: The Savonarola Movement in Florence 1494–1545 (Oxford, 1994)
  • Steinberg, Ronald M., Fra Girolamo Savonarola, Florentine Art and Renaissance Historiography (Athens, Ohio, 1977)
  • Strathern, Paul, "Death in Florence: The Medici, Savanarola, and the Battle for the Soul of a Renaissance City", (Pegasus, 2015)
  • Weinstein, Donald and Hotchkiss, Valerie R., eds. Girolamo Savonarola Piety, Prophecy and Politics in Renaissance Florence Catalogue of the Exhibition (Dallas, Bridwell Library, 1994).
  • Weinstein, Donald "Savonarola the Rise and Fall of a Renaissance Prophet" (New Haven, 2011) ISBN 978-0-300-11193-4