ზუგდიდის ბანკის ძარცვა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
| მოვლენა = |
| მოვლენა = |
||
| წარწერა = |
| წარწერა = |
||
| სურათი = |
| სურათი =Zugdidi gunman.jpg |
||
| სურათის სახელი = |
| სურათის სახელი = |
||
| დრო = 14:21, [[21 ოქტომბერი]] – 05:30, [[22 ოქტომბერი]] |
| დრო = 14:21, [[21 ოქტომბერი]] – 05:30, [[22 ოქტომბერი]] |
16:47, 22 ოქტომბერი 2020-ის ვერსია
მოცემულ სტატიაში „ზუგდიდის ბანკის ძარცვა“ აღწერილია მიმდინარე მოვლენები. ინფორმაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს მოვლენათა განვითარებასთან ერთად.გაითვალისწინეთ, რომ პირველადი ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ხარვეზებს. ამჟამად თქვენ უყურებთ ვერსიას, რომლის ბოლო რედაქტირების დროა: 2020 წლის 22 ოქტომბერი, 16:47 (UTC) (ქეშის გასუფთავება). |
დრო | 14:21, 21 ოქტომბერი – 05:30, 22 ოქტომბერი |
---|---|
ადგილი | საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალი, ზუგდიდი, საქართველო |
მონაწილეები | უცნობია |
შედეგი |
სახელმწიფომ შეასრულა შეიარაღებული პირის მოთხვნები:
|
მატერიალური ზარალი | 500 000 აშშ დოლარი |
გამოძიება | სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით[1] |
ზუგდიდის ბანკის ძარცვა — საქართველოს ბანკის ქალაქ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღების მცდელობა და მძევლების აყვანის სიტუაცია, რომელიც ქალაქ ზუგდიდში მოხდა 2020 წლის 21 – 22 ოქტომბერს. 21 ოქტომბერს, შუადღეს, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.[2]
შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას და მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა. თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი დრო 6 საათზე ამოიწურა.[2]
მას მოთხოვნილი 500 000 დოლარი ინკასაციის მანქანით მიუტანეს.[3] სავარაუდოდ, მოთხოვნილი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ავთანდილ გალდავამ გადასცა. სწორედ, გალდავა გაჰყვა ორ მძევალთან ერთად გამტაცებელს.[4] ამ სამი მძევლის გარდა თავმდასხმელმა ყველა გაათავისუფლა, რის შემდეგაც „საქართველოს ბანკის“ შენობა მძევლებთან ერთად დატოვა. შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.[1]
22 ოქტობერს 04:48 წუთზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.[2]
გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამნაშავე შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში აპირებდა გადასვლას. აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, თუ დამნაშავემ, რომელმაც ზუგდიდში ბანკზე თავდასხმა განახორციელა, „საზღვარი“ გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს.[5]
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. imedinews.ge (2020-10-21). ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2020.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ყველა მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი გაიქცა — რა ხდებოდა ზუგდიდში. on.ge (2020-10-22). ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2020.
- ↑ „სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს“ – მძევალი დაკითხვაზე გადაიყვანეს. mcm.ge (2020-10-21). ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2020.
- ↑ გამტაცებელს მძევლებთან ერთად გაჰყვა სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა. „რადიო თავისუფლება“. radiotavisupleba.ge (2020-20-21). ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2020.
- ↑ სერგეი შამბა — თუ ბანკზე თავდამსხმელმა საზღვარი გადმოკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს. interpressnews.ge (2020-10-22). ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2020.