ზუგდიდის ბანკის ძარცვა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:


[[კატეგორია:დანაშაული ზუგდიდში]]
[[კატეგორია:დანაშაული ზუგდიდში]]
[[კატეგორია:ბანკის ძარცვები]]

06:42, 22 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ზუგდიდის ყაჩაღობა - საქართველოს ბანკის ქალაქ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღების მცდელობა და მძევლების აყვანის სიტუაცია, რომელიც ქალაქ ზუგდიდში მოხდა 2020 წლის 21 - 22 ოქტომბერს. 21 ოქტომბერს, შუადღეს, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას და მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა.

თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი დრო 6 საათზე ამოიწურა.

22 ოქტობერს 04:48 წუთზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.