ინგუშეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Kober|Kober]].|14|10|2020}}
[[ფაილი:Chechnya and Caucasus.png|მინი|ინგუშეთის მდებარეობა [[კავკასია|კავკასიის]] რეგიონში.]]
[[ფაილი:Chechnya and Caucasus.png|მინი|ინგუშეთის მდებარეობა [[კავკასია|კავკასიის]] რეგიონში.]]
'''ინგუშეთის ისტორია''' – [[ინგუშეთი]]ს, ამჟამად [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციის]] სუბიექტის, ისტორია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის]] სხვა რეგიონების, განსაკუთრებით მეზობელი [[ჩეჩნეთი]]ს წარსულთან. ადამიანის მოსახლეობის პირველი კვალი ინგუშეთის ტერიტორიაზე [[შუა პალეოლითი|შუა პალეოლითს]] განეკუთვნება. შუა საუკუნეებში რეგიონში ძალაუფლებას [[ხაზარები]], [[ალანთა სამეფო]] და [[მონღოლები]] ფლობდნენ. X-XII საუკუნეებში ინგუშეთში [[საქართველო]]ს ზეგავლენით ქრისტიანობა გავრცელდა. XVI საუკუნიდან ფეხი მოიკიდა მუსულმანობამ. გვიან შუა საუკუნეებში რეგიონის მთიელები [[ინგუშების კოშკები|კოშკებით]] გამაგრებულ [[აული|აულებში]] ცხოვრობდნენ. [[1810]] წლიდან ინგუშთა თემების დიდი ნაწილი [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში შევიდა. მათ მეზობლად რუსეთის მთავრობამ მასობრივად დაასახლა რუსულენოვანი მოახალშენეები და [[კაზაკები]]. [[1936]] წელს ინგუშეთი და მეზობელი [[ჩეჩნეთი]] [[რუსეთის სფსრ]]-ში შემავალი [[ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ|ავტონომიური რესპუბლიკის]] სახით გაერთიანდა. [[1944]]-[[1957]] წლებში ინგუშები მასობრივად დეპორტირებული იყვნენ სამშობლოდან. [[1992]] წლიდან ინგუშეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სუბიექტია. იმავე წლის შემოდგომაზე მოხდა პრიგოროდნის რაიონში [[პრიგოროდნის კონფლიქტი|შეიარაღებული კონფლიქტი]] ინგუშებსა და ოსებს შორის. [[2000-იანები|2000-იან წლებში]] ჩეჩნეთის ომების თანმდევმა პარტიზანულმა მოძრაობამ და ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებულმა ისლამისტურმა ამბოხებამ ინგუშეთში მნიშვნელოვნად გაართულა სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა.
'''ინგუშეთის ისტორია''' – [[ინგუშეთი]]ს, ამჟამად [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციის]] სუბიექტის, ისტორია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის]] სხვა რეგიონების, განსაკუთრებით მეზობელი [[ჩეჩნეთი]]ს წარსულთან. ადამიანის მოსახლეობის პირველი კვალი ინგუშეთის ტერიტორიაზე [[შუა პალეოლითი|შუა პალეოლითს]] განეკუთვნება. შუა საუკუნეებში რეგიონში ძალაუფლებას [[ხაზარები]], [[ალანთა სამეფო]] და [[მონღოლები]] ფლობდნენ. X-XII საუკუნეებში ინგუშეთში [[საქართველო]]ს ზეგავლენით ქრისტიანობა გავრცელდა. XVI საუკუნიდან ფეხი მოიკიდა მუსულმანობამ. გვიან შუა საუკუნეებში რეგიონის მთიელები [[ინგუშების კოშკები|კოშკებით]] გამაგრებულ [[აული|აულებში]] ცხოვრობდნენ. [[1810]] წლიდან ინგუშთა თემების დიდი ნაწილი [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში შევიდა. მათ მეზობლად რუსეთის მთავრობამ მასობრივად დაასახლა რუსულენოვანი მოახალშენეები და [[კაზაკები]]. [[1936]] წელს ინგუშეთი და მეზობელი [[ჩეჩნეთი]] [[რუსეთის სფსრ]]-ში შემავალი [[ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ|ავტონომიური რესპუბლიკის]] სახით გაერთიანდა. [[1944]]-[[1957]] წლებში ინგუშები მასობრივად დეპორტირებული იყვნენ სამშობლოდან. [[1992]] წლიდან ინგუშეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სუბიექტია. იმავე წლის შემოდგომაზე მოხდა პრიგოროდნის რაიონში [[პრიგოროდნის კონფლიქტი|შეიარაღებული კონფლიქტი]] ინგუშებსა და ოსებს შორის. [[2000-იანები|2000-იან წლებში]] ჩეჩნეთის ომების თანმდევმა პარტიზანულმა მოძრაობამ და ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებულმა ისლამისტურმა ამბოხებამ ინგუშეთში მნიშვნელოვნად გაართულა სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა.

16:56, 14 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ინგუშეთის მდებარეობა კავკასიის რეგიონში.

ინგუშეთის ისტორიაინგუშეთის, ამჟამად რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ისტორია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის სხვა რეგიონების, განსაკუთრებით მეზობელი ჩეჩნეთის წარსულთან. ადამიანის მოსახლეობის პირველი კვალი ინგუშეთის ტერიტორიაზე შუა პალეოლითს განეკუთვნება. შუა საუკუნეებში რეგიონში ძალაუფლებას ხაზარები, ალანთა სამეფო და მონღოლები ფლობდნენ. X-XII საუკუნეებში ინგუშეთში საქართველოს ზეგავლენით ქრისტიანობა გავრცელდა. XVI საუკუნიდან ფეხი მოიკიდა მუსულმანობამ. გვიან შუა საუკუნეებში რეგიონის მთიელები კოშკებით გამაგრებულ აულებში ცხოვრობდნენ. 1810 წლიდან ინგუშთა თემების დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. მათ მეზობლად რუსეთის მთავრობამ მასობრივად დაასახლა რუსულენოვანი მოახალშენეები და კაზაკები. 1936 წელს ინგუშეთი და მეზობელი ჩეჩნეთი რუსეთის სფსრ-ში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკის სახით გაერთიანდა. 1944-1957 წლებში ინგუშები მასობრივად დეპორტირებული იყვნენ სამშობლოდან. 1992 წლიდან ინგუშეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სუბიექტია. იმავე წლის შემოდგომაზე მოხდა პრიგოროდნის რაიონში შეიარაღებული კონფლიქტი ინგუშებსა და ოსებს შორის. 2000-იან წლებში ჩეჩნეთის ომების თანმდევმა პარტიზანულმა მოძრაობამ და ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებულმა ისლამისტურმა ამბოხებამ ინგუშეთში მნიშვნელოვნად გაართულა სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა.

უძველესი ხანა

თანამედროვე ინგუშეთის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლები (პლიევო, გამურზიევო) შუა პალეოლითს (მუსტიეს კულტურა) მიეკუთვნება. მეზოლითისა და და ნეოლითის ნაშთები გამოვლენილი არაა. ადრებრინჯაოს ხანაში ინგუშეთის ტერიტორიაზე ჩანს მაიკოპის, მტკვარ-არაქსისა და კატაკომბური კულტურების მატარებელი თემების ურთიერთგავლენის ნიშნები (ლუგოვოე, სოფ. მუჟიჩისთან). ძვ. წ. III ათასწლეულში აქ გავრცელებული იყო ჩრდილოეთ კავკასიის კულტურა, რომელიც მოგვიანებით გინჩის კულტურასთან ახლოს მდგომმა ტრადიციამ ჩაანაცვლა. ინგუშეთის მთიანეთში ცნობილია ციკლოპური არქიტექტურის ნაგებობები, რომელთა დათარიღება აქამდე არ მომხდარა. ძვ. წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე ინგუშეთის ტერიტორიაზე გავრცელებულია ყობანის კულტურის აღმოსავლეთი ჯგუფის ძეგლები (ფსედახის სამაროვანი, კესკემის განძი), ძვ. წ. VI-V საუკუნეებში კი ძლიერია სკვითურ-სავრომატული კულტურის (ლუგოვოეს და ნესტეროვსკაიას სამაროვნები), უფრო გვიან – სარმატული წრის ნიშნები. ამ დროისათვის თანამედროვე ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ტერიტორიებზე ჩამოყალიბებული იყო თავისებური მხატვრული სტილი, რომელშიც ყუბანისა და სკვითურ-სარმატული ტრადიციები ერწყმოდა ერთმანეთს.

ძველი ისტორია და შუა საუკუნეები

ტყობა-ერდის ტაძარი ინგუშეთში (არაუგვიანეს XII ს.)
ტრადიციული კოშკები სოფელ ერზიში (ჯეირახის რაიონი).

ახ. წ. I-II ათასწლეულის დასაწყისის ადგილობრივი კულტურა მჭიდროდ იყო დაკავშირებული სარმატული წარმოშობის ხალხებთან, მათ შორის, ალანებთან. ახ. წ. IV საუკუნის ბოლოს ინგუშეთის ტერიტორია, ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ბევრი რეგიონი, სავარაუდოდ ჰუნების გავლენის ქვეშ მოექცია. VI საუკუნის ბოლოდან აქ თურქთა სახაკანო, მოგვიანებით კი ხაზარები გაბატონდნენ. X საუკუნეში ინგუშეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ალანთა სამეფოს დაექვემდებარა. ამავე პერიოდში გავრცელდა ქრისტიანობა, უპირატესად საქართველოდან. ინგუშეთის ტერიტორიაზე შემორჩნილია ქრისტიანული კულტურის ძეგლები – ტყობა-ერდის, ალბი-იერდის, გალ-ერდისა და თარგიმის ეკლესიები, რომლებიც ქართული არქიტექტურული ხელოვნების ზეგავლენითაა აგებული. აღმოჩენილია შუა საუკუნეების ქართული ასომთავრული წარწერების ნიმუშები. შუა საუკუნეებში მდინარე სუნჯის აუზში არსებობდა ქალაქური ტიპის დასახლებები, რომელთა უძველესი შრეები ყუბანის ეპოქით თარიღდება. ზოგიერთი მოსაზრებით, ამავე რეგიონში მდებარეობდა ალანიის მთავარი ქალაქი მაგასი.

XIII საუკუნეში ინგუშეთის მიწები მონღოლებმა დაიპყრეს და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ტერიტორიებთან ერთად ოქროს ურდოს შემადგენლობაში შეიყვანეს. ამ დროის ძეგლებს შორის გამოირჩევა კელიის სამაროვანი (XIII-XIV საუკუნეები). XVI საუკუნეში ინგუშეთს თავს ესხმოდნენ ნოღაელები. გვიან შუა საუკუნეებს განეკუთვნება ინგუშეთის მთიანეთში აგებული მრავალრიცხოვანი საცხოვრებელი და საბრძოლო კოშკების კომპლექსები (ტარგიმ, ერზი, ეგიკალი და სხვ.), ქვის აკლდამისებური და სვეტისებური სალოცავები, მიწისქვეშა და მიწისზედა აკლადმები, რომლებიც ქრონოლოგიურად წინ უსწრებს რეგიონის ისლამიზაციას. წერილობითი წყაროებით ცნობილია ინგუშების თავისუფალი თემები ან მათი გაერთიანებები – ღალღაის (ქართული წყაროების „ღლიღვები“), ცორინის, ჯაირახის, მეცხალის და ფეპინის (ქისტები) „საზოგადოებები“. ამ თემების დაბლობებში მცხოვრები ნაწილი XVII საუკუნეში ყაბარდოელებს უხდიდა ხარკს. XVI საუკუნებში გაბატონებული რელიგია გახდა მუსულმანობა (ისლამური კულტურის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია XV საუკუნის დასაწყისის ბორგა-კაშის მავზოლეუმი), თუმცა ამ პერიოდში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ქრისტიანული და ადგილობრივი რელიგიური წარმოდგენების ნიშნები.

რუსეთის იმპერია

ინგუში მეომარი, 1844 წელი.

ბელგრადის 1739 წლის ზავით ინგუშეთის ტერიტორია რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის „ნეიტრალურ ზონად“ გამოცხადდა. 1740-იანი წლებიდან დაიწყო ინგუშებსა და რუსეთის სასაზღვრო გამაგრებულ დასახლებებს (ყიზლარი, მოზდოკი) შორის ურთიერთობების დამყარება. ინგუშთა ზოგიერთმა გვარმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. 1774 წელს, ქუჩუკ-კაინარჯის ზავით, ინგუშების მიწები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ახლადშემოერთებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად 1774 წელს რუსეთის ხელისუფლებამ აზოვ-მოზდოკის (კავკასიის) გამაგრებული ხაზის მშენებლობა დაიწყო. ამავე პერიოდში დაიწყეს რუსეთის შიდა გუბერნიებიდან მოახალშენეების ჩასახლება (ამ პროცესმა პიკს 1880-90-იან წლებში მიაღწია). 1810 წლის 22 აგვისტოს ხელმოწერილი „შუამდგომლობის აქტით“ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს თარის ხეობაში მცხოვრებმა ინგუშურმა თემებმა, რომლებმაც საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარე ტერიტორიების დაცვისა და რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პირობა დადეს. სამაგიეროდ, მათ მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირის მიწებით სარგებლობის უფლება მიიღეს. იმავე წელს აულ ნაზრანთან ახლოს რუსებმა ციხესიმაგრე ააგეს.

1822 წელს ინგუშეთი შევიდა კავკასიის ოლქის, 1860 წლის 8 თებერვალს – თერგის ოლქის, 1888 წლის 24 მარტს – თერგის ოლქის სუნჯის განყოფილების შემადგენლობაში. 1840-იან წლებში მდინარე სუნჯის გაყოლებით ვლადიკავკაზისა და გროზნაიას შემაერთებელი გამაგრებული ხაზის მშენებლობა დაიწყო. დაარსდა თერგის კაზაკთა დასახლებები (სტანიცები) – ტროიცკაია (1845), კარაბულახსკაია (1859), სუნჟენსკაია (1860) და სხვ. ჩრდილოეთ კავკასიის სხვა მთიელი ხალხებისგან განსხვავებით ინგუშების განწყობა რუსეთის მიმართ უფრო ლოიალური იყო.

XIX საუკუნის II ნახევრიდან ღალღაის ტომის სახელწოდებად იქცა ინგუშები (აულ ანგუშიდან), რომელიც დაუმკვიდრდა სხვა მონათესავე გვარებსაც. 1888 წლიდან ინგუშეთის მთიანეთის მცხოვრებნი კაზაკებთან ერთად საჯარისო ატამანს ექვემდებარეობდნენ. სუნჟის განყოფილების მოსახლეობა არაერთგვაროვანი იყო; 1897 წლის აღწერით ინგუშები 40 %-ს შეადგენდნენ; ცხოვრობდნენ ასევე ყაბარდოელები, ოსები, რუსები და ჩეჩნები. 1905 წელს ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ნაზრანის ოკრუგი, რომლის ადმინისტრაცია ქალაქ ვლადიკავკაზში იმყოფებოდა. 1894 წელს ინგუშეთის ტერიტორიაზე გაიყვანეს ვლადიკავკაზის რკინიგზის ბესლან—ნაზრან—პეტროვსკ-პორტის ხაზი. 1915 წელს სოფელ მალღობეკის მახლობლად დაიწყო ნავთობის მოპოვება. XIX საუკუნის II ნახევარში გაჩნდა ეროვნული ინტელიგენცია, რომლის წარმომადგენლებს განათლება ძირითადად სტავროპოლის რუსულ გიმნაზიაში ჰქონდათ მიღებული (მ. შ., ჩახრ ახრიევი, ა. ბაზორკინი, ადილ-გირეი დოლგიევი). XX საუკუნის დასაწყისში ინგუშები დაწინაურდნენ რუსეთის არმიის რიგებშიც (მ. შ., გენერალ-მაიორები: სოსლან-ბეკ ბეკბუზაროვი, ახმედ მალსაგოვი, ელბერტ ნალგიევი).

საბჭოთა პერიოდი

ბაზარი აულ ეკაჟევოსთან (ახლანდ. ნაზრანის რაიონი), 1928 წელი.

რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ და სამოქალაქო ომის (1917-1922) დროს დაძაბულობა ინგუშეთის მთიელ მოსახლეობასა და კაზაკებს შორის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა მხარი დაუჭირა 1918 წლის მარტში შექმნილ თერგის საბჭოთა რესპუბლიკას, მეორემ – მთიელთა რესპუბლიკას (არსებობდა 1918 წლის მაისიდან 1919 წლის მაისამდე). 1920 წელს ჩრდილოეთ კავკასიის ოპერაციის მსვლელობისას თანამედროვე ინგუშეთის ტერიტორია საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ დაიკავა. 1921 წლის 20 იანვარს თერგის საბჭოთა რესპუბლიკა გაუქმდა და მისი ტერიტორიის ნაწილი ნაზრანის ოკრუგის ჩათვლით ახლადშექმნილ მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (ასსრ) შემადგენლობაში შევიდა. 1924 წელს მთიელთა ასსრ-ის ტერიტორიაზე ინგუშეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა, რომელიც იმავე წელს ჩრდილოეთ კავკასიის მხარეში გაერთიანდა. ინგუშეთის ავტონომიური ოლქის, ისევე როგორც მეზობელი ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ვლადიკავკაზი, რომელიც განსაკუთრებული ოლქის სტატუსით სარგებლობდა. 1934 წელს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქები გაერთიანდა და 1936 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ ეწოდა (ცენტრი – ქ. გროზნო).

II მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის სექტემბერში საბჭოთა ჯარების წარუმატებელი მოზდოკ-მალგობეკის ოპერაციის შემდეგ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ დასავლეთი ნაწილი (მ. შ. ქ. მალგობეკი) გერმანიის არმიამ დაიკავა. 1943 წლის იანვარში ის ჩრდილოეთ-კავკასიის ოპერაციის დროს გაათავისუფლეს საბჭოთა ჯარებმა. 1944 წლის თებერვალში საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით ინგუშები და ჩეჩნები სამშობლოდან შუა აზიაში გაასახლეს, ხოლო 7 მარტს მათი ავტონომიური რესპუბლიკა გააუქმეს. ინგუშეთის მიწების უდიდესი ნაწილი ნაზრანის რაიონის სახელით ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ს გადაეცა, პრიგოროდნის რაიონის მთიანი ზონა კი საქართველოს სსრ-ს მიეკუთვნა. ინგუშებისა და ჩეჩნების რეაბილიტაციის შემდეგ, 1957 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ აღდგა, მაგრამ ინგუშებით ხელახლა დასახლებული პრიგოროდნის რაიონი ჩრდილოეთ ოსეთს დარჩა, რამაც მომავალში ინგუშებსა და ოსებს შორის კონფლიქტს ჩაუყარა საფუძველი.

ინგუშეთის რესპუბლიკა

რუსლან აუშევი და ვლადიმერ პუტინი კისლოვოდსკში 2001 წელს.

საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესში, 1990 წლის ნოემბერში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-მ მიიღო დეკლარაცია სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. 1991 წლის მაისში მას ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკა ეწოდა. 1991 წლის 1 ნოემბერს გროზნოში ჯოხარ დუდაევის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გამოცხადების შემდეგ ინგუშეთის სტატუსი გაურკვეველი გახდა. იმავე წლის 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის სამ ინგუშურ რაიონში (მალგობეკის, ნაზრანის და სუნჯის) ჩატარდა რეფერენდუმი „რუსეთის სფსრ-ის შემადგენლობაში ინგუშეთის რესპუბლიკის შექმნის, მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ინგუშური მიწების და დედაქალაქად ქ. ვლადიკავკაზის დადგენის შესახებ“, რომელზეც დადებითი პასუხი ამომრჩეველთა 90 %-მა გასცა. 1992 წლის 4 ივნისს რუსეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი „რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ინგუშეთის რესპუბლიკის შექმნის შესახებ“, რომელიც ძალაში 1993 წლის 9 იანვარს შევიდა და აისახა რუსეთის ფედერაციის 1993 წლის 25 დეკემბერს მიღებულ კონსტიტუციაში. 1994 წლის 27 თებერვალს მიიღეს ინგუშეთის კონსტიტუცია და ჩატარდა საკანონმდებლო ორგანოს – ეროვნული კრების პირველი არჩევნები. ინგუშეთის დედაქალაქად ქალაქი ნაზრანი გამოცხადდა, 2000 წელს კი – ქალაქი მაგასი.

ახალი რესპუბლიკის საზღვრების დადგენის საკითხმა მეზობლებთან უთანხმოებები წარმოქმნა. 1992 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პრიგოროდნის რაიონის კუთვნილების შესახებ დავა ოსებსა და ინგუშებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტს 600-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რუსების მხარდაჭერით ოსების მიერ 30 000-მდე ინგუშის გაძევებით დასრულდა. ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრის დადგენის პროცესი 1993 წელსვე დაიწყო; სუნჯის რაიონის სადაო ტერიტორიის დიდი ნაწილი ინგუშეთს მიეკუთვნა, თუმცა დელიმიტაციის საკითხი საბოლოოდ გადაუწყვეტელი დარჩა. 2018 წლის 26 სექტემბერის შეთანხმებით ინგუშეთის ხელისუფლებამ სუნჯის რაიონის ნაწილი ჩეჩნეთს გადასცა, რასაც ინგუშების მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

1992-2002 წლებში ინგუშეთის ხელისუფლების სათავეში რუსლან აუშევი იყო, 2002-2008 წლებში – მურატ ზიაზიკოვი, 2008 წლიდან – იუნუს-ბეკ ევკუროვი. ზიაზიკოვის პრეზიდენტობის დროს ინგუშეთში მდგომარეობა დაძაბული იყო. რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ათასობით ადამიანი. ამავდროულად, ინგუშეთში გავრცელდა ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ ჩეჩნეთში გაჩაღებული პარტიზანული მოძრაობაც, დამძიმდა კრიმინოგენული მდგომარეობა, გახშირდა ტერორისტული თავდასხმები და რუსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების სადამსჯელო ღონისძიებები. 2004 წლის ივნისში კი ქალაქ ნაზრანში სამთავრობო დაწესებულებებზე მოხდა ჩეჩნურ-ინგუშური შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმა, რასაც ფედერალური ძალოვანი სამსახურების 100-მდე წარმომადგენლის სიცოცხლე ემსხვერპლა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა 2008 წლის აგვისტოში ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემის Ingushetia.org-ის მფლობელის, მაჰომედ ევლოიევის მკვლელობას. 2010-იანი წლების შუა პერიოდიდან რესპუბლიკაში მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესება აღინიშნა, თუმცა კვლავ გადაუჭრელია ეკონომიკური, უსაფრთხოებასთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები.

ლიტერატურა

  • „ქალდანი ა., „ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში““, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 78 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1987 წელი. — გვ. 15;
  • Nichols, Johanna. The Origin of the Chechen and Ingush: A Study in Alpine Linguistic and Ethnic Geography. Anthropological Linguistics, Vol. 46, No. 2 (Summer, 2004), pp. 129-155;
  • Bennigsen-Broxup, Marie. The North Caucasus Barrier: The Russian Advance Towards the Muslim World. 1992. ISBN 1-85065-069-1;
  • The North Caucasus: The Challenges of Integration (I), Ethnicity and Conflict. International Crisis Group Europe Report N°220 – 19 October 2012;
  • Муталиев Т.Х. Тернистый путь народа // Ингушетия и ингуши / Яндиева М.Д.. — Москва: Новая Планета, 1992. — Т. II;
  • Долгиева М.Б., Картоев М.М., Кодзоев Н.Д., Матиев Т.Х. История Ингушетии. — 4-е изд. — Ростов-на-Дону: Южный издательский дом, 2013.

რესურსები ინტერნეტში