ქლიავი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
212.58.103.70-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
→‎top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
{{ტაქსოდაფა
| სახელი = ქლიავი
| სახელი = ქლიავი
| სურათის ფაილი = Prunus_domestica_Reine_Victoria.jpg
| სურათის ფაილი = Prunus_domestica_Reine_Victoria.jpg

21:37, 13 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ქლიავი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  ქლიავი
სახეობა:  ქლიავი
ლათინური სახელი
Prunus domestica
დაცვის სტატუსი
en:Data Deficient
არასრული მონაცემები
IUCN Data Deficient : 50135950

ქლიავი (ლათ. Prunus domestica) — ქლიავის გვარის საშუალო სიმაღლის ხე ვარდისებრთა ოჯახისა. იკეთებს წყვილ-წყვილად განლაგებულ ყვავილს და გრძელყუნწიან, კურკიან, მომჟავო-ტკბილ ნაყოფს.

ქვესახეობები

სამკურნალო თვისებები

ქლიავი შეიცავს დიდი რაოდენობით B ვიტამინებს, რომელიც არის ნერვული სისტემის საკვები. ქლიავი ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს ძილს და ეფექტურია კანის დაავადებებიბას. ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს სხვადასხვა ინფექციებს და გაახალგაზრდავოს ორგანიზმი. იგი აუმჯობესებს მხედველობას. ქლიავი შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს, რკინას და სპილენძს. ქლიავი აუმჯობესებს სისხლს და იცავს მას თრომბის წარმოქმნისაგან. ქლიავი შეიცავს ვიტამინ PP-ს რომელიც აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და აძლიერებს არტერიებს. არის კარგი საშუალება ჭარბი ცუდი ქოლესტერინის დროს. ქლიავი გამოიყენება ქრონიკული შეკრულობის დასაძლევად. ასევე გამოიყენება ათეროსკლეროზის, თირკმლის დაავადებების, რევმატიზმის დროს, ზრდის მადას და კარგი შარდმდენია

ქლიავის ჯიშები

ნაყოფის ფორმისა და შეფერილობის მიხედვით ქლიავის ჯიშებს ყოფენ რამდენიმე პომოლოგიურ-საწარმოო ჯგუფად:

  • უნგრულები — მოგრძო, თავში და ბოლოში შევიწროებული, მუქ ლურჯად ან იისფრად შეფერილი ნაყოფებით (შავქლიავა, სტენლი, იტალიური უნგრულა, აჟანის უნგრულა, დიდი ჰერცოგი, ანა შპეტი);
  • იტალიური ქლიავები ანუ რენკლოდები — მრგვალი, მომწვანო ან მოყვითალო (შეწითლებული გვერდით) ნაყოფებით (ალტანის რენკლოდი, მწვანე რენკლოდი და სხვ.);
  • კვერცხისებრი ქლიავები — მსხვილი, კვერცხისებრი ფორმის ყვითელი ან წითელი ფერის ნაყოფებით (ვაშინგტონი, ჯეფერსონი, და სხვ.);
  • ჩინურ-იაპონური ქლიავები (ბერძნულა ქლიავი) — მრგვალი, მკვრივი რბილობით, პატარა კურკით, მაღალი ტრანსპორტაბელურობით და შენახვისუნარიანობით გამორჩეული ნაყოფებით (ანჯელენო, ფრიარი, ბლეკ ამბერი და სხვ.).[1]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მაღლაკელიძე, ელენე; ბობოქაშვილი, ზვიად (2015) ქლიავის ბაღის გაშენება. თბილისი: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2020.