კალიები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
5.178.179.187-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
→‎top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
{{ტაქსოდაფა
| სახელი = კალიები
| სახელი = კალიები
| სურათის ფაილი = Acrididae grasshopper-2.jpg
| სურათის ფაილი = Acrididae grasshopper-2.jpg

20:58, 13 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

კალიები

Anacridium aegyptium
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
რიგი:  სწორფრთიანები
ზეოჯახი:  კალიები
ლათინური სახელი
Acridoidea

კალიები (ლათ. Acridoidea) — მწერების ზეოჯახი სწორფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 9 სმ აღწევს. აქვთ 2 წყვილი ფრთა ან სულ უფრთოები არიან. ზოგჯერ ფრთები განვითარებადაუმთავრებელია. უკანა ფეხებს სახტომად იყენებენ. მოკლე კვერცხსადები აქვთ. კვერცხებს დებენ გროვებად, რომლებიც ქაფისებრი სითხის გარსშია გახვეული. გაცივებისას სითხე მკვრივდება. მატლები გაზაფხულზე იჩეკებიან. კანს 4—7-ჯერ იცვლიან. ზეოჯახში 10000-მდე სახეობაა. კალიების მრავალი სახეობა დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას.

ზოგიერთი სახეობის კალია ზედა ფრთების გამსხვილებულ ძარღვებზე უკანა კიდურების ხახუნით გამოსცემს ჭრიჭინა ბგერებს. მუცლის პირველი სეგმენტის გვერდებზე კარგად განვითარებული სმენის ორგანოები აქვთ. საქართველოში ყველაზე მავნე სახეობებია ეგვიპტური კალია (Anacridium aegypticum), იტალიური კალია (Caliliptamus italicus), მაროკოს კალია (Dociostaurus maroccanus), გადამფრენი ანუ აზიური კალია (Locusta migratoria).

ლიტერატურა