თავფეხიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 58 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q128257
→‎top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB
 
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
{{ტაქსოდაფა
| სახელი =თავფეხიანები
| სახელი =თავფეხიანები
| სურათის ფაილი =Octopus_macropus.jpg
| სურათის ფაილი =Octopus_macropus.jpg

უკანასკნელი რედაქცია 20:55, 13 ოქტომბერი 2020-ის მდგომარეობით

თავფეხიანები
Octopus macropus
Octopus macropus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  მოლუსკები
კლასი:  თავფეხიანები
ლათინური სახელი
Cephalopoda

თავფეხიანები (Cephalopoda), უხერხემლოთა კლასი მოლუსკების ტიპისა. კარგად აქვთ განვითარებული სისხლის მიმოქცევის სისტემა, თავის ტვინი, გრძნობის ორგანოები (განსაკუთრებით თვალები). თავზე, პირის ირგვლივ 8 ან 10 კუნთოვანი საცეცი („ხელები“) აქვთ მისაწოვრებით, ზოგჯერ — რქოვანი კაუჭებით. მოძრაობენ რაკეტის პრინციპით. მანტიის რღუში წყალი კუნთების შეკუმშვით გადაიდენება კუნთოვან ძაბრში, წარმოიქმნება ბიძგი და ცხოველი უკუსვლით მოძრაობს. თანამედროვე თავფეხიანებიდან გარეგანი ნიჟარა აქვს მხოლოდ ნაუტილუსს. დანარჩენების სხეული შიშველია, ზოგს ნიჟარის ნარჩენები კიროვანი ფირფიტების სახით კანქვეშ აქვს შემორჩენილი. თავფეხიანების ზომა 1 სმ-იდან 18 მ-მდე აღწევს.

თავფეხიანები ცალსქესიანი ცხოველებია. კვერცხიდან უკვე ფორმირებული პატარა ცხოველი გამოდის. ცხოვრობენ უმთავრესად თბილი ზღვების სანაპიროებთან, აგრეთვე დიდ სიღრმეზე, მტაცებლებია, იკვებებიან უმთავრესად თევზებით, კიბოსნაირებითა და მოლუსკებით, თვითონ კი ზღვის ძუძუმწოვრებისა (განსაკუთრებით კაშალოტის) და ფრინველების საკვებს წარმოადგენენ. მრავალი თავფეხიანები (კალმარები, სიპინი, რვაფეხა) რეწვის ობიექტია.

თანამედროვე ფაუნაში თავფეხიანების 600-მდე სახეობა 2 ქვეკლასშია გაერთიანებული: ოთხლაყუჩიანები (Tetrabranchia), რომელთაც მხოლოდ ნაუტილუსი და, შესაძლებელია, ამომწყდარი თავფეხიანების — ამონიტების დიდი ჯგუფი მიეკუთვნება და ორლაყუჩიანები (Dibranchia), რომელთაც სიპინი, კალმარი, რვაფეხა, აგრეთვე ამომწყდარი ჯგუფი — ბელემნიტები — ეკუთვნის.

უძველესი თავფეხიანების ნამარხები (1000-მდე სახეობა) ცნობილია კამბრიული ნალექებიდან. ფართო გავრცელების, სახეობათა სიმრავლისა და მათი სწრაფი ცვლის გამო თავფეხიანები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯგუფია პალეოზოური და მეზოზოური შრეების სტრატიგრაფიისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყურაშვილი ბ., უხერხემლოთა ზოოლოგია, თბ., 1973;
  • Жизнь животных, т. 2, М., 1968
  • ქსე, ტ. 4, გვ. 570, თბ., 1979