კოხტასთავის შეთქმულება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB
ხაზი 3: ხაზი 3:
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
* ''ჯავახიშვილი ივ.,'' ქართველი ერის ისტორია, წგნ., 3, თბ., 1966;
* ''ჯავახიშვილი ივ.,'' ქართველი ერის ისტორია, წგნ., 3, თბ., 1966;
* {{ქსე|6|10|კიკნაძე რ.}}
{{ქსე|6|10|კიკნაძე რ.}}


[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]

12:33, 11 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

კოხტასთავის შეთქმულებაქართველ დიდებულთა შეთქმულება მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ დაახლოებით 1245 წელს ჯავახეთში. მონაწილეობდნენ ეგარსლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, შოთა კუპრი, თორღვა პანკელი, გამრეკელ თორელი, სარგის თმოგველი და სხვები. მათი მიზანი დიდი ანტიმონღოლური აჯანყების მომზადება იყო. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს და მისი მონაწილეები დააპატიმრეს. გადარჩნენ მხოლოდ ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი კახაბერისძე, რომლებმაც ადრე დატოვეს ქვეყანა. დაპატიმრებულები ანისში წაიყვანეს, ხელ–ფეხი შეუკრეს, გააშიშვლეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მზეზე დაყარეს. ცოტნე დადიანმა გაიგო ქართველი დიდებულების შეპყრობის ამბავი. მან ორი მსახური იახლა და ანისში წავიდა. ჟამთააღმწერელი გვაუწყებს, რომ „ცოტნე დადიანი მოვიდა ორითა კაცითა და განიძარცვა სამოსელი თავისი და შეკრული დაჯდა ქართველთა თანა“ — მოახსენეს მონღოლებმა ნოინს. ცოტნემ მონღოლებს მოახსენა, რომ თუ ისინი უდანაშაულოებს ასე სასტიკად სჯიდნენ, მაშინ თავადაც მეგობრების გვერდით მოკვდებოდა. მონღოლებმა ცოტნე დადიანის სიტყვები ირწმუნეს და ქართველი დიდებულები გაათავისუფლეს.

ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 3, თბ., 1966;