პოლიტიკური პარტია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:პოლიტიკა გაჯეტ HotCat-ით
→‎ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB
ხაზი 7: ხაზი 7:


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
*{{ქსე|7|694-695}}
{{ქსე|7|694-695}}
*{{cite book |author=მიხეილ ჭაბაშვილი |title=უცხო სიტყვათა ლექსიკონი |editor=ი. ქვაჩახია, დ. ოდიშარია |date=1989 |publisher=განათლება |location=თბილისი |page=372 }}
*{{cite book |author=მიხეილ ჭაბაშვილი |title=უცხო სიტყვათა ლექსიკონი |editor=ი. ქვაჩახია, დ. ოდიშარია |date=1989 |publisher=განათლება |location=თბილისი |page=372 }}
*''ზურაბიშვილი, დ.'', ''გობრონიძე გ.'', [http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/278945 სამოქალაქო განათლების ლექსიკონი], საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.
*''ზურაბიშვილი, დ.'', ''გობრონიძე გ.'', [http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/278945 სამოქალაქო განათლების ლექსიკონი], საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.

20:44, 10 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ევროპის პარლამენტის არჩევნების პოსტერი იტალიაში

პოლიტიკური პარტია - ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია სახელმწიფოში პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად, ჩვეულებრივ არჩევნების გზით. ხშირად, პარტია წარმოადგენდეს რაიმე იდეოლოგიას, მაგრამ ის ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტერესების მქონე ძალების კოალიცია.

პოლიტიკური პარტია არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი და რეგისტრირებული გაერთიანება, რომელიც, როგორც წესი, მიზნად ისახავს ხელისუფლებაში მოსვლას და საკუთარი სამოქმედო პროგრამის განხორციელებას. პარტია, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციური სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში.

პირველი პოლიტიკური პარტიის ჩანასახებს ჯერ კიდევ მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადოებებში ვხვდებით. ჯგუფად გაერთიანებული სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ხელისუფლებისა ან მასზე ზეგავლენისთვის იბრძოდნენ. ასეთი დაჯგუფებების ტიპურ წარმომადგენლებად მიიჩნევიან ვიგები და ტორები, რომლებიც ინგლისში XVII ს-ის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდნენ. პირველი პარტია 1877 წელს ინგლისში შეიქმნა ლიბერალური პარტიის სახით. პარტიების კლასიფიკაციის საფუძვლად სხვადასხვა კრიტერიუმია მიღებული: სოციალური, იდეოლოგიური, ორგანიზაციის პრინციპი და სხვა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში