დერჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 50: ხაზი 50:
|კატეგორია ვიკისაწყობში =
|კატეგორია ვიკისაწყობში =
}}
}}
'''დერჩი''' — [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[იმერეთის მხარე|იმერეთის მხარის]] [[წყალტუბოს მუნიციპალიტეტი|წყალტუბოს მუნიციპალიტეტში]], [[მექვენა|მექვენის]] [[თემი|ადმინისტრაციულ ერთეულში]]. მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, [[მდინარე]] [[რიონი]]ს მარცხენა მხარეს, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 600 მეტრის სიმაღლეზე. [[წყალტუბო]]დან დაშორებულია 55 კილომეტრით. სოფელში არის [[ბარიტი]]ს საბადო და განვითარებული [[შუა საუკუნეები]]ს [[ეკლესია]]. მოსახლეობა — 159 მცხოვრები ([[2014]] წლის აღწერის მიხედვით). სოფელში არის [[ბარიტი]]ს საბადო და განვითარებული [[შუა საუკუნეები]]ს [[დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია|ნათლისმცემლის ეკლესია]].
'''დერჩი''' — [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[იმერეთის მხარე|იმერეთის მხარის]] [[წყალტუბოს მუნიციპალიტეტი|წყალტუბოს მუნიციპალიტეტში]], [[მექვენა|მექვენის]] [[თემი|ადმინისტრაციულ ერთეულში]]. მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, [[მდინარე]] [[რიონი]]ს მარცხენა მხარეს, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 600 მეტრის სიმაღლეზე. [[წყალტუბო]]დან დაშორებულია 55 კილომეტრით. მოსახლეობა — 159 მცხოვრები ([[2014]] წლის აღწერის მიხედვით). სოფელში არის [[ბარიტი]]ს საბადო და განვითარებული [[შუა საუკუნეები]]ს [[დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია|ნათლისმცემლის ეკლესია]].


== ისტორია ==
== ისტორია ==

20:34, 2 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

სოფელი
დერჩი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
თემი მექვენა
კოორდინატები 42°28′02″ ჩ. გ. 42°46′14″ ა. გ. / 42.46722° ჩ. გ. 42.77056° ა. გ. / 42.46722; 42.77056
ცენტრის სიმაღლე 600
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 159[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დერჩი — საქართველო
დერჩი
დერჩი — იმერეთის მხარე
დერჩი

დერჩისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მექვენის ადმინისტრაციულ ერთეულში. მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრის სიმაღლეზე. წყალტუბოდან დაშორებულია 55 კილომეტრით. მოსახლეობა — 159 მცხოვრები (2014 წლის აღწერის მიხედვით). სოფელში არის ბარიტის საბადო და განვითარებული შუა საუკუნეების ნათლისმცემლის ეკლესია.

ისტორია

დერჩი პირველად იხსენიება XII საუკუნის საბუთში, საიდანაც ჩანს, რომ იგი საქართველოს მეფე გიორგი III-ს გელათის სამეფო სამწირველოსთვის შეუწირავს. სოფელი გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ლეჩხუმის შემადგენლობაში იყო.

სოფლის შუაგულში, შემაღლებულ ადგილზე, დგას იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ XIV საუკუნეშია აგებული და ამჟამადაც მოქმედია. მისი საბოლოო სახე რამდენიმე ეტაპად მიმდინარე მშენებლობის შედეგადაა ჩამოყალიბებული. ეკლესიის ცენტრალური სივრცე აღმოსავლეთით ღრმა, ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული (იგი გარედან შვერილია). გვერდის მინაშენებთან დაკავშირებულია კედლებში გახსნილი თითო ფართო თაღით. ჩრდილოეთის და სამხრეთის ნავები ასევე აფსიდითაა დასრულებული. ეკლესიის ძირითადი სივრცე, ისე როგორც მინაშენებისა, გადახურულია კამარით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. დასავლეთ მხარეს ნართექსია, რომელიც სამივე ნავთან არის დაკავშირებული. ეკლესია ორსაფეხურიან ბაქანზე დგას. ნაგებია მოყვითალო-მომწვანო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით. დაგვირგვინებულია კარნიზით. ფასადები სადაა, მხოლოდ დასავლეთ სარკმლის თავზეა ცხოველთა რელიეფური გამოსახულება. შიგნით კედლები მთლიანად მოხატული იყო (ნაწილობრივ ჩამონგრეულია). საკურთხევლის წინ XVII საუკუნის კანკელი დგას, ამავე დროისაა საკურთხევლის ზედა ნაწილში მოთავსებული ვრცელი ორსტრიქონიანი წარწერაც (დაზიანებულია). სოფელში არის გვიანდელი შუა საუკუნეების რამდენიმე კოშკის ნანგრევი.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 159 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 330 152 178
2014[1] 159 80 79

პიროვნებები

სოფელში დაიბადა ქართველი ენათმეცნიერი გიორგი ახვლედიანი. აქვეა მისი სახლ-მუზეუმი.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II