სალომე სამადაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 37: ხაზი 37:


2016 წლის ნოემბრიდან იგი არის [[საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის დეპუტატები|საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის]] წევრი. 2017 წლიდან იკავებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“-ის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.
2016 წლის ნოემბრიდან იგი არის [[საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის დეპუტატები|საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის]] წევრი. 2017 წლიდან იკავებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“-ის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.

[[2020]] წელს [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“]] წარადგინა პარტიული სიის მერვე ნომრად. <ref> [https://www.ambebi.ge/article/249576-pirveli-nomeri-buba-kikabize-ikneba-nacionaluri/ პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე იქნება - "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის 10-ეული ცნობილია] </ref>


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

17:55, 1 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

სალომე სამადაშვილი
დაბადების თარიღი 2 აპრილი, 1976 (1976-04-02) (47 წლის)
დაბადების ადგილი საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
განათლება Allegheny College
ეროვნება ქართველი
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
საქმიანობა პოლიტიკოსი, იურისტი

სალომე სამადაშვილი (დ. 2 აპრილი, 1976, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. იგი არის საქართველოს ორი მოწვევის (2004, 2016) პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია

სალომე სამადაშვილი დაიბადა 1976 წლის 2 აპრილს. მან დაამთავრა ალეგენის კოლეჯი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი და ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტი. 1994-1995 წლებში იგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის თარჯიმანი და პროგრამის ასისტენტი. 1997-1998 წლებში იყო მონტარეის ჰერბერტ სკოვილის სახელობის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მკვლევარი. 1998 წელს იყო კანცელარიის გამგე საქართველოს საელჩოში აშშ-ში.

1999-2001 წლებში იყო ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორის თანაშემწე, 2000-2001 წლებში — „კარანა კორპორაცია“-ს კონსულტანტი სამართლებრივი რეფორმის დარგში, 2001-2002 წლებში — ვაშინგტონის საერთაშორისო განათლებისა და ხელოვნების ცენტრის პროგრამის სპეციალისტი, 2002-2004 წლებში — აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი (საქართველო, ყაზახეთი), 2004-2005 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, 2005-2007 წლებში — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.

2013-2014 წლებში იგი იყო ვილფრედ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრის საპატიო მოწვეული მკვლევარი, 2015 წელს იყო აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ლიბიის მმართველობის პროგრამის დირექტორი (მალტა-ტრიპოლი, ლიბია). 2016 წლიდან იგი არის არასამთავრობო ორგანიზაციის „სტრატეგიული კომინიკაციისა და დემოკრატიის ცენტრი“ და საკონსულტაციო ფირმის „Samadashvili International Consultants“ დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი. სალომე სამადაშვილი არის საქართველოს უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2016 წლის 5 მაისიდან იგი არის საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

2016 წლის ნოემბრიდან იგი არის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2017 წლიდან იკავებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“-ის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.

2020 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა პარტიული სიის მერვე ნომრად. [1]

რესურსები ინტერნეტში

  1. პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე იქნება - "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის 10-ეული ცნობილია