ბუბა კიკაბიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26: ხაზი 26:


კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „[[არ იდარდო!]]“, „[[მიმინო (ფილმი)|მიმინო“]], „[[ვერის უბნის მელოდიები]]“ და სხვები.
კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „[[არ იდარდო!]]“, „[[მიმინო (ფილმი)|მიმინო“]], „[[ვერის უბნის მელოდიები]]“ და სხვები.

[[2020]] წელს [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“]] წარადგინა პარტიული სიის პირველ ნომრად. <ref> [https://www.ambebi.ge/article/249576-pirveli-nomeri-buba-kikabize-ikneba-nacionaluri/ პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე იქნება - "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის 10-ეული ცნობილია] </ref>


== ფაქტები ==
== ფაქტები ==

17:49, 1 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუბა (მრავალმნიშვნელოვანი).
ვახტანგ კიკაბიძე
ფაილი:ვახტანგ კიკაბიძე.jpg
დაბადების სახელი ვახტანგ კიკაბიძე
დაბადების თარიღი 19 ივლისი, 1938 (1938-07-19) (85 წლის)
საქართველოს დროშა თბილისი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი, მუსიკოსი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ვახტანგ („ბუბა“) კიკაბიძე (დ. 19 ივლისი, 1938, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1980), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.

1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).

კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.

2020 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა პარტიული სიის პირველ ნომრად. [1]

ფაქტები

  • მომღერლის სახელი ჰქვია ჯგუფს „Водопад имени Вахтанга Кикабидзе“ (რუსეთი)

დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები

  • 1981: „Пока сердце поёт“
  • 1981: „Пожелание“
  • 1994: „Мои Года“
  • 1996: „Ларису Ивановну хочу“
  • 2004: „Старики-разбойники“

სინგლები და მინი ალბომები

  • 1974: „Новый Мухамбази“
  • 1978: „Поет Буба Кикабидзе“ [EP]
  • 1979: „Ищу Друга“
  • 1979: „Поет Вахтанг Кикабидзе“ [EP]
  • 1980: „Поет Вахтанг Кикабидзе“ [EP]
  • 1980: „Песни Алексея Экимяна поет Вахтанг Кикабидзе“
  • 1980: „Песни Георгия Каландадзе“
  • 1983: „Вахтанг Кикабидзе поёт песни А.Морозова“ [EP]
  • 1985: „Мелодия Любви“
  • 1997: „Письмо другу“
  • 1997: „Секрет счастья“
  • 1999: „Танго любви“
  • 2001: „Лучшие песни“
  • 2003: „Грузия, любовь моя“
  • 2006: „Танцы-шманцы, обниманцы“
  • 2007: „Я жизнь не тороплю“
  • 2008: „Проза жизни“

ფილმოგრაფია

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

  • 1981: „იცოცხლე, გენაცვალე“ რეჟისორები თამაზ გომელაური, ვახტანგ კიკაბიძე
  • 1985: „მამაკაცები და სხვები“ რეჟ. ვახტანგ კიკაბიძე

სცენარის ავტორი ფილმებისა

  • 1981: „იცოცხლე, გენაცვალე“ რეჟისორები თამაზ გომელაური, ვახტანგ კიკაბიძე
  • 1985: „მამაკაცები და სხვები“ რეჟ. ვახტანგ კიკაბიძე

გადაღებულია ფილმებში

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969: საერთაშორისო კინო ფესტივალ "კარტახანი-70"-ის პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "არ დაიდარდო"
  • 1978: სსრკ სახელმწიფო პრემია , ფილმისთვის "მიმინო"
  • 1980: საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1980: სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1994: ღირსების ორდენი
  • 1997: ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1997: ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საერთაშორისო ორდენი(უკრაინა)
  • 1998: წმინდა კონსტანტინეს რაინდული ოქროს ჯვრის საერთაშორისო ორდენი(რუსეთი)
  • 1998: თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998: პრიზი "Золотой Грамофон"(რუსეთი)
  • 1999: ლეონიდ უტიოსოვის სახელობის პრემია
  • 2013: საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2013: უკრაინის დამსახურებული არტისტი

რესურსები ინტერნეტში

  1. პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე იქნება - "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის 10-ეული ცნობილია