ხათუნა თოთლაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 68: ხაზი 68:


==პირადი ცხოვრება==
==პირადი ცხოვრება==
მისი მეუღლეა მოდის დიზაინერი [[ავთანდილ ცქვიტინიძე]], ჰყავს 1 შვილი.
მისი მეუღლეა მოდის დიზაინერი [[ავთანდილ ცქვიტინიძე]]. ჰყავს ერთი შვილი — ანასტასია ცქვიტინიძე.


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

09:46, 1 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ხათუნა თოთლაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა17 ნოემბერი, 2014
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

დაბადებული18 თებერვალი, 1980 (1980-02-18) (44 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიადიპლომატი; პოლიტიკოსი

ხათუნა თოთლაძე (დ. 18 თებერვალი, 1980) — ქართველი დიპლომატი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1980 წლის 18 თებერვალს. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2002 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2002-2003 წლებში იყო საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის სპეციალისტი. 2003-2005 წლებში იყო საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ატაშე. 2005-2006 წლებში იყო საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის პირველი მდივანი. 2006-2007 წლებში საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სახელშეკრულებო სამმართველოს უფროსი. 2007-2012 წლებში იყო საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2012-2014 წლებში იყო საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი. 2004 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. არის ათამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. 2014 წლის 17 ნოემბერიდან არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი

პირადი ცხოვრება

მისი მეუღლეა მოდის დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე. ჰყავს ერთი შვილი — ანასტასია ცქვიტინიძე.

რესურსები ინტერნეტში