ბროწეული: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: scn:Punica granatum
ბოტის დამატება: hr:Nar, lt:Paprastasis granatmedis
ხაზი 43: ხაზი 43:
[[fr:Grenade (fruit)]]
[[fr:Grenade (fruit)]]
[[he:רימון מצוי]]
[[he:רימון מצוי]]
[[hr:Nar]]
[[hsb:Wšědny granatowc]]
[[hsb:Wšědny granatowc]]
[[ht:Grenad (fwi)]]
[[ht:Grenad (fwi)]]
ხაზი 51: ხაზი 52:
[[ja:ザクロ]]
[[ja:ザクロ]]
[[la:Punica malus]]
[[la:Punica malus]]
[[lt:Paprastasis granatmedis]]
[[nah:Ezxocotl]]
[[nah:Ezxocotl]]
[[nl:Granaatappel]]
[[nl:Granaatappel]]

19:50, 1 თებერვალი 2008-ის ვერსია

ბროწეული
კლასიფიკაცია მითითებული არ არის!
ლათინური სახელი
Punica granatum
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 63531

ბროწეული (Punica granatum), ბუჩქი ან ტანდაბალი ხე (სიმაღლით 5 მ-მდეა) ბროწეულისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ეკლიანი მცენარე.

აქვს კიდემთლიანი ტყავისებრი ფოთლები, რომელთაგან ზოგი დიდია, სურისებრი; ნორმალურად განვითარებული ნასკვი, ბუტკო და სამტვრე აქვს, იძლევა ნაყოფს; ზოგი (85-95%) კი განუვითარებელი, მოკლებუტკოიანია და ცვივა. ყვავილობს მაის-აგვისტოში. დამტვერვა ჯვარედინია. დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს ისხამს ნაყოფს, სრულ მოსავალს მეშვიდე-მერვე წელს იძლევა. ნაყოფი კენკრასებრია, აქვს ყვითელი ან წითელი ნაყოფისაფარი, სფეროსებრნი მრავალი (400-700) წვნიანი თესლი, რომელიც მწიფდება სექტემბერ-ნოემბერში. კარგი მოვლისას ერთი ხის მოსავალი 50-60 კგ აღწევს.

ბროწეული ნიადაგისადმი ნაკლებმომთხოვნია, კარგად ხარობს ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ღრმა თიხნარ ნიადაგებზე. ყინვაგამძლეა (იტანს - 160C), ველურად იზრდება მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის, ირანის, ამიერკავკასიის მთიან რაიონებში; საქართველოში - ივრის, ალაზნისა და მტკვრის ნაპირებზე და დასავლეთის ზოგიერთ რაიონებში. კულტივირებულია სუბტროპიკულ ზონაში. ბროწეულის ნაყოფს ნედლად იყენებენ. წვნისაგან, რომელიც 8-19% შაქარს, 0,3-9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს შეიცავს, ამზადებენ სიროფს, სასმელებს ("გრენადინი", "მაშარაბი" და სხვა), სანელებელს.

ბროწეულის ღეროს, ტოტებსა და ფესვების ალკალოიდებით მდიდარ გამხმარი ქერქის ნახარშსა და ექსტრატს სამკურნალოდ იყენებენ. ნაყოფს კანით ზოგჯერ კოლიტს მკურნალობენ. ფოთოლი, ფესვისა და ღეროს ქერქი, ნაყოფის კანი დიდი რაოდენობით (32%-მდე) შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც იხმარება ტყავის წარმოებაში და საღებრების დასამზადებლად. წითელი, ყვითელი ან თეთრი ბითხუზაყვავილებიანი ბროწეული გამოყენებულია დეკორატიულ მებაღეობაში. საქართველოში ბროწეული გაშენებულია უმთავრესად კახეთში, ქართლში, იმერეთსა და აჭარაში. ნარგაობის საერთო ფართობია 400,17 ჰა. დარაიონებული ჯიშებია: "ვარდისფერი გულოშა", "ყირმიზი-ყაბუხი", "ვარდისფერი გულოშა", "ყირმიზი-ყაბუხი", "შაჰ-ნარი", "სალავათური". ბროწეულს აზიანებს ნაყოფჭამია, ბუგრი, ტკიპა; ავადდება ფომოფსისით (ტოტების კიბო), ბრძოლის ღონისძიებანი: გამხმარი ტოტებისა და მკვდარი ფესვების მოცილება და დაწვა; გაზაფხულზე 1%-იანი ბორდოს სითხის, შემოდგომაზე 5%-იანი სპილენძის აჯასპის შესხურება.