გალადრიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[Image:Mirror of Galadriel.jpg|thumb|right|200px]]
[[Image:Mirror of Galadriel.jpg|thumb|right|200px|გალადრიელის სარკე, ''[[ბეჭდის საძმო]]'']]


'''გალადრიელი''' არის [[ჯონ ტოლკინი]]ს გამოგონილი პიროვნება, რომელიც გვხვდება რომანებში ''[[ბეჭდების მბრძანებელი]]'', ''[[სილმარილიონი]]'' და ''[[დაუსრულებლი მოთხრობები]]''.
'''გალადრიელი''' არის [[ჯონ ტოლკინი]]ს გამოგონილი პიროვნება, რომელიც გვხვდება რომანებში ''[[ბეჭდების მბრძანებელი]]'', ''[[სილმარილიონი]]'' და ''[[დაუსრულებლი მოთხრობები]]''.

07:29, 1 თებერვალი 2008-ის ვერსია

ფაილი:Mirror of Galadriel.jpg
გალადრიელის სარკე, ბეჭდის საძმო

გალადრიელი არის ჯონ ტოლკინის გამოგონილი პიროვნება, რომელიც გვხვდება რომანებში ბეჭდების მბრძანებელი, სილმარილიონი და დაუსრულებლი მოთხრობები.

"ბნელი მბრძანებლის ადგილას, გეყოლებოდა დედოფალი. არა ბნელი, მაგრამ ლამაზი და საზარელი როგორც დილა.გამცემლური, ვიდრე ზღვა. ძლიერი, ვიდრე საძირკველნი დედამიწისა! ყველას ვეყვარები და სასოწარკვეთილნი იქნებიან ჩემს გამო."

(გალადრიელისა და ფროდოს საუბრიდან)

აღწერა

გალადრიელი იყო ელფი, მეფე ფინვესა და ოლვეს შვილიშვილი, ანუ იგი მიეკუთვნოდა როგორც თელერების ასევე ნოლდორთა მოდგმას. გალადრიელი ფინარფინისა და ეარვენის ყველაზე უმცროსი შვილი იყო და ამით ფინროდის, ოროდრეთის, ანგრონდისა და აეგნორის უმცროსი დაც.

გალადრიელი, თავის ქმართან ერთად მართავდა ლოთლორიენი, შუახმელეთის მესასე ეპოქის დროს. მას უწოდებდნენ ლორიენის დედოფალს და ტყის ქალბატონს. გალადრიელსა და ქელებორნს ჰყავდათ ასული ქელებრიანი, რომლის ასულიც იყო არვენი. მიუხედავად იმისა, რომ გალადრიელი ფეანორს არ ენდობოდა და მის საქმეებს ეჭვის თავლით უყურებდა, ნოლდორთა ლაშქრობაში სიამაყის გამო მაინც მიიღო მონაწილეობა და გადავიდა შუახმელეთში, სადაც გაიცნო სინდა ქელებორნი, რომელიც შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა.

გალადრიელმა მეორე ეპოქის VIII საუკუნეში, მონაწილეობა მიიღო ელფთა სამეფო ერეგიონის ჩამოყალიბებაში. როდესაც საურონმა სახე იცვალა და ელფებს მოევლინა როგორც 'ანათარი (სინდარინი: საჩუქრების მბრძანებელი), გალადრიელმა მაშინვე განსჭვრიტა მისი აზრები და ცდილობდა დანარჩენი ელფები გაეფრთხილებინა. მიუხედავად ამისა, ანათარის(საურონის) გავლენამ ერეგიონში მაინც იმატა და ამიტომ გალადრიელმა დატოვა ეს სამეფო, თავის მეუღლესთან ერთად და გადავიდა ლორიენში, სადაც გაფანტული ტყის ელფები გააერთიანა, რათა მათ საკუთარი სამეფო დაეცვათ.

გალადრიელი უკანასკნელი იყო შუახმელეთში, ვისაც საკუთარი თვალით ენახა და მოესმინა ფეანორის ფიცი, რომელიც მან ვალინორში დადო. იგი ატარებდა ელფთა ბეჭედს ნენიას, რომლის დახმარებით იგი ახერხებდა ლოთლორიენში მშვიდობა და სიწმინდე შეენარჩუნებინა. მის გარდა ძალაუფლების ბეჭდებს ატარებდნენ მხოლოდ გენდალფი(ბეჭედი ნარია) და ელრონდი(ბეჭედი ვილია).

"ეს არის ნენია, ალმასის ბეჭედი და მე მისი მცველი ვარ.ეს დავალება შენთვის დაინიშნა და თუ შენ ვერ მონახავ გამოსავალს, მაშინ ვერავინ შეძლებს ამას"

(გალადრიელისა და ფროდოს საუბრიდან)

საურონის ბეჭდის განადგურების შემდეგ, ელფთა ბეჭდებმაც დაკარგეს ძალა და გალადრიელმა იგრძნო გასული წლების ტვირთი. ორი წლის შემდეგ, რაც ელესარმა იქორწინა არვენზე, გალადრიელმა და ქელებორნმა დატოვეს შუახმელეთი და გადავიდნენ ამანში, დასავლეთის წმინდა კონტინენტზე, სადაც არასდროს არც ერთ მოკვდავს დაუდგამს ფეხი.

სხვა სახელები

ვალინორში გალადრიელს ეწოდებოდა ალთაარიელი(ქუენია), ასევე ალათაარიელი(თელერინი), რაც ნიშნავს "ბრწყინვალე გვირგვინოსან ქალწულს". შუახმელეთში მას ეწოდა გალადრიელი, რადგნა მეფე თინგოლს აკრძალული ჰქონდა სხვა ენების გამოყენება მის სამეფოში.

პიტერ ჯექსონის ტრილოგია

ფილმში ბეჭდების მბრძანებელი გალადრიელი უფრო ხშირად ჩანს, ვიდრე წიგნში, სადაც იგი მხოლოდ ბეჭდის საძმოსა და მეფის დაბრუნებაში გვხვდება. მის როლს ფილმში ასრულებს ქეით ბლანჩეტი.