სერგო კოტრიკაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 120: ხაზი 120:
* [http://fcdinamo.ge/ge/news?n=2948 სერგო კოტრიკაძე – 78 (დინამოს ოფიციალურ საიტზე)]
* [http://fcdinamo.ge/ge/news?n=2948 სერგო კოტრიკაძე – 78 (დინამოს ოფიციალურ საიტზე)]


== პერიოდიკა ==
== სპორტული პრესის არქივიდან ==
{{Refbegin}}
{{Refbegin}}
* {{სტატია
|ავტორი = ცომაია, დ.
|სათაური = ჩვენი ძირითადი, გადაუდებელი საკითხი
|ბმული = http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/195664/1/Lelo_1962_N33.pdf
|ენა =
|გამოცემა = [[ლელო (გაზეთი)|„ლელო“]]
|სახეობა =
|წელი = 11 თებერვალი, 1962
|ტომი =
|ნომერი = 33 (1884)
|გვერდები = 3
|doi =
|issn = 2233-3827
}}
* {{სტატია
* {{სტატია
|ავტორი = ქორიძე, რ.
|ავტორი = ქორიძე, რ.

13:54, 22 სექტემბერი 2020-ის ვერსია

სერგო კოტრიკაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სერგო პარმენის ძე კოტრიკაძე
დაბადების
თარიღი
9 აგვისტო, 1936
დაბადების
ადგილი
ჩოხატაური,
საქართველოს სსრ
გარდაცვალების
თარიღი
3 მაისი, 2011 (74 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
სტოკჰოლმი,
შვედეთი
სიმაღლე 175 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1955–1968 დინამო თბ. 239 (0)
1968–1969 ტორპედო ქ. 20 (0)
1970 დინამო თბ. 2
ეროვნული ნაკრები
1962 სსრ კავშირი 2 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1973–1974 დინამო თბილისი (თ.)
1997–2001 ვიტ ჯორჯია
2001 ლოკომოტივი თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
მარცხნ. მესამე: სერგო კოტრიკაძე. 1962

სერგო კოტრიკაძე (დ. 9 აგვისტო, 1936, ჩოხატაური, საქართველოს სსრ — გ. 3 მაისი, 2011, სტოკჰოლმი, შვედეთი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. იცავდა თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას.

საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 261 მატჩი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964), სამგზის (1959, 1962, 1967) ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი (1960) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1962 წლის ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო მეკარე (1962). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969). ღირსების ორდენის კავალერი.

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[1][2][3]

ოთხჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[4][5]

გარდაიცვალა 2011 წლის 3 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, გულის შეტევით. ამ დროს ის საქართველოს 15-წლამდე ნაკრებს „ლენარტ იოჰანსონის თასი 2011“-ის გათამაშებაზე ახლდა, როგორც სამწვრთნელო შტაბის წევრი.[6][7]

მიღწევები

საკლუბო

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი (3): 1959, 1962, 1967
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1960

ინდივიდუალური

  • საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრი „სარბიელის“ ვერსიით: 1998
  • საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო მეკარე: 1962
  • საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მეკარე: 1999
33 საუკეთესო
  • №3: 1960, 1961, 1962, 1963

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

პერიოდიკა

სქოლიო

  1. გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ციტატა: 1964 წლის 18 ნოემბერი — გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წყარო: fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  2. ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში — 18 ნოემბერი. ციტატა: 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წყარო: worldsport.ge. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  3. "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 / Чемпионат СССР 1964. 18 ноября 1964 (ср). "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 (0:1, 1:0, д.в. 3:0). Дополнительный матч за первое место. 18 ноября 1964. 18:00. Ташкент. Стадион "Пахтакор". 70000 зрителей. "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 10 თებერვალი, 2016. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  4. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 6 დეკემბერი, 2019.
  5. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 6 დეკემბერი, 2019
  6. 74 წლის ასაკში სერგო კოტრიკაძე გარდაიცვალა, „ჯი-ეიჩ-ენი“, 4 მაისი, 2011.
  7. ლეგენდარული ქართველი მეკარე სტოკჰოლმში გარდაიცვალა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 3 მაისი, 2011.