სირცხვილია (პოლიტიკური მოძრაობა): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Hubble|Hubble]].|28|08|2020}}
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Hubble|Hubble]].|6|09|2020}}





21:02, 6 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Hubble.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: 2020-09-6.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 1318 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Hubble.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Hubble.|სირცხვილია (პოლიტიკური მოძრაობა)}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}


„სირცხვილია!“ — ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი [[ქართული ოცნების]] ხელისუფლების წინააღმდეგ, და სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის. მოძრაობა მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს (იგივე გავრილოვის ღამე) საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რაკეტისებრი და რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.

მოვლენათა განვითარება

მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია თბილისში 2019 წლის 19 ივნისს გაიხსნა. გახსნის ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში ჩატარდა. მას, გავრილოვის გარდა, სხვა რუსი დეპუტატებიც ესწრებოდნენ - ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. გავრილოვმა, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, მისასალმებელი სიტყვა თქვა. ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წარმომადგენლებმა რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოში ვიზიტი გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, რომელთა შორისაც იყვნენ გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე, მარიამ დოლიძე და სხვები, გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები სირცხვილის დერეფანში გაატარეს. აქტივისტები ტრანსპარანტებით დახვდნენ და ისმოდა საპროტესტო შეძახილები.

გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად „რუსეთი ოკუპანტიას“ აქტივისტები და სხვა მოქალაქეები 20 ივნისის დილას პარლამენტთანაც შეიკრიბნენ. მას შემდეგ კი, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, დემონსტრანტების რაოდენობა გაიზარდა. სერგეი გავრილოვს სხდომის წაყვანაში ხელი ევროპული საქართველოს დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და გიორგი კანდელაკმა შეუშალეს. ისინი სხდომათა დარბაზში, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობდა, საპროტესტო პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ.

სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, გავრილოვი დარბაზიდან გავიდა. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა დაიკავა. დეპუტატები ზაქარია ქუცნაშვილი და ადა მარშანია ევროპული საქართველოს წევრებს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწდოებენ. პარლამენტში ოპოზიციის, პარლამენტს გარეთ მოქალაქეების პროტესტის შემდეგ კი ასამბლეის სესიის სხდომამ საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გადაინაცვლა. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმაც. სხდომის დასრულების შემდეგ რედისონიდან გამოსულ გავრილოვს დემონსტრანტებმა წყალი შეასხეს და კვერცხები და ბოთლები ესროლეს.

აქცია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, სპონტანურად იყო დაგეგმილი. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რუსული ოკუპაცია 19:00 საათზე მეტად ორგანიზებულად გაეპროტესტებინათ. ასე დაიგეგმა პირველი საპროტესტო აქცია სახელწოდებით „სირცხვილია”. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. რუსული ოკუპაციის, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის საქართველოში ვიზიტის და მის მიერ პარლამენტის სავარძლის დაკავების გაპროტესტების გარდა, აქციაზე მომიტინგეებმა და ორგანიზატორებმა მოთხოვნებიც გააჟღერეს:

  • ირაკლი კობახიძის გადადგომა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან; სწორედ კობახიძე იყო სერგეი გავრილოვის, როგორც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელის მთავარი მასპინძელი საქართველოში;

აქციაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ და სცენიდან საზოგადოებას მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთისგან განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენდნენ, მთავარი მოთხოვნა არ შეცვლილა - ირაკლი კობახიძის, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურის თანამდებობებიდან გადადგომა. აქციის მონაწილეები რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციას აპროტესტებდნენ. ათასობით ადამიანი პარლამენტის წინ საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბა. ეს კი, მათი განმარტებით, იმის ნიშანი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები დასავლურ კურსს ირჩევენ და არ დაუშვებენ, ეს კურსი რუსული ორიენტირით შეიცვალოს.

აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა. 20:00 საათიდან პარლამენტის ეზოში მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი. დაახლოებით 21:00 საათზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ მიკროფონით მთავრობას მიმართა და ერთი საათი მისცა იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია პოსტებიდან გადაეყენებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მელიას თქმით, მოქალაქეები პარლამენტში შევიდოდნენ.

ვიკიციტატა
„ერთი საათის განმავლობაში, თუ არ გადადგება ის, ვინც უნდა გადადგეს, მე მიმაჩნია, ხალხო, აქ ჩვენ არაფერი არ გვესაქმება პარლამენტის წინ. ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანად, ხელებაწეული პარლამენტის შენობაში და, აი, რომ გადადგებიან, მერე გამოვალთ გარეთ.“

მელიას ამ განცხადების შემდეგ პარლამენტის კიბეებზე, სცენასთან, იქ, სადაც ორგანიზატორები და სიტყვით გამომსვლელები იდგნენ, სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სამართალდამცველები ჩამოდგნენ. ისინი ჭიშკრის წინ - ხალხის მხარეს იდგნენ, რამაც მოსახლეობის პროტესტი და სპეცრაზმთან ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. კიბეებთან ახლოს მდგარი, დაახლოებით, 300 მომიტინგე მათ წინ მდგარ სამართალდამცველებს მიაწვა. მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მონაწილეების ნაწილი პარლამენტში შეღწევას ცდილობდა. 22:00 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში შევიდა. ამავე საათზე ნიკა მელიამ რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ ისინი ითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადაყენებას, რის შემდეგაც მზად არიან, მთავრობასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. მალევე პარლამენტში შესვლის მსურველი მოქალაქეების დამშვიდებას ევროპული საქართველოს წევრები გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და სერგო რატიანი შეეცადნენ. ამან სიტუაცია ცოტა ხნით განმუხტა. სამართალდამცველებსა და წინ მდგომ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება აღარ იყო, თუმცა, ისინი კვლავ რჩებოდნენ შესასვლელის სიახლოვეს. 23:41 საათზე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ "რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი ქართული ოცნების ხელწერა არ არის. როგორც მოგვიანებით ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თქვეს, დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე, მათ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან შუამავლის მეშვეობით მიიღეს შეთავაზება, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და მოლაპარაკებები დაწყებულიყო. გიგი უგულავას თქმით, ლიდერებმა იქვე მდგომ ხალხს ჰკითხეს აზრი, მათგან თანხმობის მიღების შემდეგ კი, იმავე შუამავლის მეშვეობით შს მინისტრს შეხვედრაზე დათანხმდნენ. შეხვედრა არ შედგა, რადგან, რამდენიმე წუთში, სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეების ძალის გამოყენებით დაშლა დაიწყო. უკვე 21 ივნისს, 00:14 წუთიდან სპეციალური დანიშნულების რაზმმა, აქციის უკანა რიგებში, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ცრემლსადენი აირის ტყვიები ისროლა. მას არაერთი გასროლა მოჰყვა. პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ცოტა ხნით დაიფანტნენ, შემდეგ კი ისევ შეიკრიბნენ შენობის წინ. ამჯერად მომიტინგეებს სპეცრაზმმა ცრემლსადენ გაზთან ერთად, რეზინის ტყვიებიც ესროლა. რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის სროლა, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. მომიტინგეები იფანტებოდნენ, შემდეგ კი კვლავ უკან ბრუნდებოდნენ. 01:45 საათიდან სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო და აქცია დაშალა. სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სპეცრაზმმა აქციის დარბევის შემდეგ მომიტინგეებზე ნადირობა გამოაცხადა - მიზანმიმართულად ესროდნენ როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე ჟურნალისტებს. იმავე ღამეს კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი; დაშავდა 38 ჟურნალისტი; დაშავებულებს შორის მოხვდა 80 პოლიციელი; 2-მა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს. აქციის მონაწილეებიდან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. შსს-მ დააკავა აქციის 305 მონაწილე. იურისტების, ასევე სახალხო დამცველის განცხადებით, აქციის მონაწილეების ნაწილის ქცევაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა ყოფილიყო, თუმცა, ძალის პროპორციულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.


100-დღიანი პროტესტი 21 ივნისს, დაახლოებით 14:45-ზე ირაკლი კობახიძე გადადგა, თუმცა, მშვიდობიანი მოქალაქეების ძალის გადამეტებით დაშლის, ჟურნალისტებისა და რიგითი მოქალაქეების მიმართ მიზანმიმართულად სროლისა და ასობით ადამიანის დაკავების შემდეგ ეს ნაბიჯი მომიტინგეებისთვის პროტესტის ჩასაცხრობად საკმარისი აღარ იყო. იმავე საღამოს, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა - სირცხვილია 2.0. აქცია ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში, “თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებაში” საქართველოს მოქალაქეების სახელით დაიგეგმა. აქციაზე კვლავ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. გადაიკეტა რუსთაველის გამზირი. მოქალაქეები მთავრობის პრორუსულ ნაბიჯებთან ერთად „გავრილოვის ღამის“ ძალადობას აპროტესტებდნენ. ორგანიზატორებმა 3 მთავრი და მასშტაბური მოთხოვნა დააყენეს. 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით; დაუყოვნებლივ გამოუშვან ყველა დაკავებული და დაისაჯონ პოლიციელები ძალის გადამეტებისთვის; დაუყოვნებლივ გადადადგეს გიორგი გახარია. ორგანიზატორებმა, რომლებიც უკვე იწოდებოდნენ მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტებად, განაცხადეს, რომ პროტესტი მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყდებოდა. იმავე საღამოს, 21 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მიმიართულებით ფრენები შეაჩერა. მიზეზად „ეროვნული უსაფრთხოება“ დაასახელა. სირცხვილია 3.0, 22 ივნისი - დავით გაბუნია მღერის “პუტინ ხუილოს”. პროტესტის მე-5 დღეს, 24 ივნისს, მმართველი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ე.წ. ბუნებრივი, 0%-იანი ბარიერით ჩატარდებოდა. საპროტესტო აქცია სირცხვილია 5.0 ორი მოთხოვნით გაგრძელდა - შს მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომა და 20-21 ივნისის ღამეს დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება, ასევე, დამნაშვე პოლიციელების დასჯა. პროტესტის მე-10 დღეს, 29 ივნისს „თავისუფლების მარში“ გაიმართა. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობით მივიდნენ, შემდეგ კი პარლამენტთან შეიკრიბნენ, სადაც პროტესტი გაგრძელდა. ტატო რუსიას სიმღერა - გახარიას უხარია „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აქციები სამივე მოთხოვნის შესრულების შემდეგ დაიშლებოდა. “ჩვენ გვქონდა 3 მოთხოვნა, გვექნება 3 მოთხოვნა. ამ მოთხოვნებს არც არაფერი გამოაკლდება, არც არაფერი დაემატება, არც არაფერი ჩარედაქტირდება. ჩვენ გვიკმაყოფილებენ სამივე მოთხოვნას და მერე მივდივართ სახლში. იმიტომ რომ ეს სიტყვა დავთქვით ჩვენ. და მათგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენს სიტყვებს პატივს ვცემთ. ჩვენთვის სიტყვა ჰაერი არ არის", - შოთა დიღმელაშვილი


„ორკების ღამე“ - ლევან ვასაძე რუსთაველზე


8 ივლისის დილას რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აქციისთვის სცენა იყო მოწყობილი, ლევან ვასაძემ და ძალადობრივი ჯგუფის სხვა წევრებმა დაიკავეს. რამდენიმე დღით ადრე ვასაძემ ე.წ. სახალხო რაზმების შექმნა დააანონსა და ლგბტქ თემის წევრებს ქამრით ხელების შეკვრით დაემუქრა. მისივე თქმით, რაზმების წევრები კომბლებით იქნებოდნენ აღჭურვილები.


მიუხედავად იმისა, რომ ლევან ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა რუსთაველზე მისვლის შესახებ წინასწარ განაცხადეს, “სირცხვილიას” ორგანიზატორებმა მტკიცედ გადაწყვიტეს, მათი საპროტესტო სივრცე პრორუსული ძალებისთვის არ დაეთმოთ.

მათი განცხადებით, ამ დღეს წყდებოდა, “მოახერხებენ თუ არა პრორუსული ძალები და რუსეთის ხელისუფლებისგან მართული ჯგუფები შექმნან ილუზია, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნით”.

8 ივლისის დილას ლევან ვასაძე პარლამენტამდე შსს-ს შენობასთან მივიდა. ის და მისი თანამოაზრეები თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ძალადობრივად ჩაშლას გეგმავდნენ. თუმცა, მოსალოდნელი საფრთხის გამო მარში გაუქმდა, ვასაძემ და სიძულვილის ჯგუფის სხვა წევრებმა კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი, დეკანოზი დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციების ჩატარების უფლებას აღარ მისცემდა. ისაკაძემ თქვა: "გვიყვარს რუსთაველი, მინდა შვილებთან ერთად გავისეირნო და არ დავინახო ეს საშინელი ხალხი, რომლებიც იძახიან, რევოლუცია და აბა, უნდა შევვარდეთ, შევიჭრათ და დავანგრიოთ. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. აქ გვინდა პარაკლისის გადახდა". ისაკაძემ ასევე განაცხადა, რომ გადაწყვიტა, გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილეებს მეთვალყურეები დაუყენოს. სიძულვილის ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ და “სირცხვილიას” ორგანიზატორებს აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ. მათ ნაწილს უჭირდა სცენის უკანა მხარეს მოხვედრაც, ვინაიდან პოლიცია, უსაფრთხოების დაცვის მოტივით, მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. დღის განმავლობაში ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტთან აპარატურის მიტანა და სცენის აწყობა სცადეს, თუმცა, მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა მიზეზად უსაფრთხოება დაასახელეს. პარალელურად კი რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში პრორუსული ძალების აქცია იმართებოდა და თბილისის მთავარ გამზირზე ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები ისმოდა. ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა ანტისაოკუპაციო აქციის ერთერთ ორგანიზატორს, მიშა მშვილდაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წყლის ბოთლები დაუშინეს. საღამოს 20 საათზე თავისუფლების მოედნიდან - პუშკინის სკვერიდან პარლამენტის მიმართულებით ანტისაოკუპაციო მოძრაობის მონაწილეები დაიძრნენ. პოლიციამ მათ საშუალება არ მისცა, მისულიყვნენ სცენასთან პარლამენტის წინ, სადაც ისინი აქციებს გასული თვრამეტი დღის განმავლობაში მართავდნენ. მსვლელობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში რუსთაველზე სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სპეცრაზმი ექსტრემისტული ჯგუფების აქციის მხარეს ჩადგა. ანტისაოკუპაციო აქციას და პრორუსულ, ძალადობრივ ჯგუფებს შორის ასევე იდგა ყვითელი ავტობუსები და პოლიციის კორდონი. მოძრაობა სირცხვილიას წარმომადგენლები და აქციის სხვა გამომსვლელები შეკრებილ მხარდამჭერებს პიკაპიდან, მეგაფონით ხელში მიმართავდნენ. გამთენიისას “ტაბულას" მძღოლი, რომლის მანქანაშიც ანტისაოკუპაციო აქციის აპარატურა ეწყო და რომელსაც სირცხვილიას მონაწილეები იყენებდნენ, პოლიციამ გაიტაცა. მანქანის საბარგულში ასევე ეწყო რამდენიმე ტელევიზიის, ასევე პარტია ევროპული საქართველოს კუთვნილი აპარატურაც. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ აპარატურის მანქანაში ქონა უკანონოა. პრორუსულმა ძალებმა პარლამენტის წინ ღამე გაათენეს, თუმცა,აქ არ იმყოფებოდნენ ლიდერები: ლევან ვასაძე, დავით ისაკაძე და სხვები. პარლამენტთან იყვნენ "სირცხვილიას” ორგანიზატორები და მხარდამჭერებიც, “სირცხვილიას” აქტივისტების ნაწილი საპროტესტო სცენას მოძალადეთა ჯგუფებისგან იცავდა, ნაწილი კი მოსწავლეთა სასახლის მხარეს იმყოფებოდა.. მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი. გზა 9 ივლისს, დილის 07:00 საათზე გაიხსნა. სირცხვილიას მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს, თუმცა, ძალადობრივი ჯგუფის წევრებისგან, რომლებიც პარლამენტის კიბეებზე ისხდნენ, პოლიცია ჰყოფდათ და სცენამდე მისვლის საშუალება არ ჰქონდათ. საბოლოოდ რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებს დაუბრუნდათ.

ამავე დღეს, 19:00 საათზე, აქცია სირცხვილია 20.0 შეუფერხებლად ჩატარდა.


ფოტოგამოფენები, ფლიმარკეტები და სხვა ღონისძიებები პროტესტის პარალელურად 11 ივლისს პარლამენტის წინ გაიმართა ფოტოგამოფენა და დაიდგა სტენდი - #რომარაპუტინი მე ცოცხალი ვიქნებოდი. 13 ივლისს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 19 დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა ბექა ბასილაიამ. ის შეუძლოდ გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. აქციის განმავლობაში პერიოდულად სხვადასხვა ვადით სხვა მოქალაქეებიც შიმშილობდნენ. 14 ივლისს გაიმართა ფლი მარკეტი. მასში მონაწილეებმა შემოსული თანხის 20% სირცხვილას ანგარიშზე ჩარიცხეს. 17 ივლისს პარლამენტთან წიგნის დღე მოეწყო. 18 ივლისს აქციის თემა მედიას მიეძღვნა - ამ დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა, რაც ნიშნავდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება კანონიერი იყო. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ტელეკომპანია რუსთავი 2 ძმებ ყარამანიშვილებს ჩამოერთვა და ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. ეჭვქვეშ დადგა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის მომავალი. საპროტესტო აქციის 29-ე დღეს სწორედ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 20 ივლისი - “ერთი თვეა, ცალი თვალით გიყურებ”, - გავრილოვის ღამიდან ერთი თვის თავზე მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზატორებმა ქუჩებში 20-21 ივნისის ღამის დარბევის ფოტოები გაავრცელეს. პარლამენტთან საპროტესტო აქციის გარეშე არც ამ დღეს ჩაუვლია.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ “სირცხვილიას” პროტესტი და მისი შინაარსი არაფერს ნიშნავს, რადგან აქციებზე მონაწილე ადამიანების რაოდენობა ცოტაა. ბიძინა ივანიშვილმც განაცხადა, რომ “პარლამენტის წინ 200 კაცი დგას, ისიც ოპოზიციის მობილიზებული”. 20 ივლისს, სირცხვილიას ორგანიზატორებმა პერფორმანსი მოაწყეს და აქციაზე მისულ ადამიანებს დაურიგეს თეთრი ფურცლები რიცხვებით. “დაგვთვალე, ბიძინა” - ეს იყო ამ დღის აქციის სახელწოდება.


საზაფხულო ფორმატი 31 ივლისიდან “სირცხვილიას” აქციებმა ფორმატი შეიცვალა და გადაცემად იქცა. პროტესტის ორგანიზატორები რუსთაველზე დარჩნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნის პარალელურად, ყოველდღე, 20:20 საათზე შოთა დიღმელაშვილი სტუმრებთან ერთად ქვეყნის პრობლემულ საკითხებს განიხილავდა - ეკონომიკურ გამოწვევებს, სასამართლოს, მედიის მდგომარეობას და ა.შ. როგორც ორგანიზატორები აცხადებდნენ, პროტესტის გამოსახატავად მოქალაქეების შეკრება პროტესტის ამ ეტაპზე აუცილებელი აღარ იყო. 7 აგვისტო - 11 წელი რუსული აგრესიიდან და სირცხვილიას მანიფესტი სირცხვილიამ ომში დაღუპული 412 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს დროშის ფერებში 412 ბუშტი გაუშვა. თეთრი და წითელი ბუშტების გაშვებამდე აქციის ორგანიზატორებმა წაიკითხეს მანიფესტი: “მათთვის ვინც ჩვენი სიცოცხლისა და მომავლის გადასარჩენად საკუთარი გასწირა მათთვის ვისი სიცოცხლეცა და მომავალიც მუდმივი საფრთხის ქვეშაა მათთვის ვინც არასოდეს შეეგუა მონობას მათთვის ვინც ყველაზე მეტჯერ გაანადგურეს და მაინც არასოდეს გაჩერდა! ჩვენი ცხოვრების ბოლო წუთამდე დავიცავთ საქართველოს სიმართლესა და ღირსებას ხოლო მათთვის ვინც სულ ჩვენს სისხლს ღვრის მათთვის ვისაც ტრაგედია და მსხვერპლი აბედნიერებს მათთვის ვისთვისაც ძალადობა დღის წესრიგია მათთვის, ვინც არ გვაძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას, ჩვენი ცხოვრების ბოლო წუთამდე ვიქნებით დაუძინებელი მტრები! რადგან! სჯობს მონობაში გადიდკაცებულს! თავისუფლების ძებნაში მკვდარი! ეს არის იყო და იქნება საქართველო რუსეთი მტერია! ოკუპანტია! გაუმარჯოს დამოუკიდებელ თავისუფალ მშვიდობიან აყვავებულ გაღიმებულ დაწყნარებულ სამართლიან საქართველოს". აქციის მონაწილეებმა აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილითაც მიაგეს, შემდეგ კი მათი სახელები და გვარები წაიკითხეს. ასევე გაისმა სიმღერა „შავლეგოც“. 8 აგვისტოდან, პროტესტის 50-ე დღეს, გადაცემა „სირცხვილია“ განახლდა.

გიორგი გახარიას დაწინაურება 2 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. 3 სექტემბერს, პროტესტის 76-ე დღეს, მმართველი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ვის გადადგომასაც მოქალაქეები გავრილოვის ღამის შემდეგ ითხოვდნენ, დააწინაურა და პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა.

ბრიფინგი ქართული ოცნების ოფისში გაიმართა. შენობის გარეთ “სირცხვილია-მ“ მმართველი გუნდის დეპუტატებს სირცხვილის დერეფანი მოუწყო. პროტესტი გაგრძელდა პარლამენტთანაც - შენობის სამივე შესასვლელთან, ასევე, გაიმართა სირცხვილის დერეფნები. პარლამენტში საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა იმართებოდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სხდომაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს, განაცხადეს, რომ მათთვის საშვებიც დაშვებულია, თუმცა, დაცვის წევრებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ კი აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელის დარტყმა სცადა. პროტესტი პარლამენტის წინ გადაცემით “სირცხვილია” 19 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა, 20 სექტემბერს კი, „გავრილოვის ღამიდან“ 3 თვის თავზე შემაჯამებელი აქცია გაიმართა.

“ერთად ერთის წინააღმდეგ” “ერთად ერთის წინააღმდეგ”, - ეს იყო 20 სექტემბრის აქციის სლოგანი. საპროტესტო აქციაზე სირცხვილიას ორგანიზატორებმა ხელისუფლებას წითელი ბარათი უჩვენეს. ბარათის მეორე მხარეს აქციის მონაწილე თავის სახელს, გვარს და პროფესიას წერდა, რაც ნიშნავდა, რომ ის ხელს აწერდა/ეთანხმებოდა მანიფესტს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიამ აქციაზევე წაიკითხა: “ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები! ექიმები, რომლებსაც ანდობთ ჯანმრთელობას; იურისტები, რომლებსაც ანდობთ სიმართლეს; ჟურნალისტები, რომლებსაც ანდობთ სათქმელს; პოლიციელები, რომლებსაც ანდობთ უსაფრთხოებას; მასწავლებლები, რომლებსაც ანდობთ შვილებს... ხელოვანები და მეცნიერები, სტუდენტები და პენსიონრები, სპორტსმენები და მაღაროელები – ყველა ის, ვისი სამართლიანი, მშვიდობიანი პროტესტიც უკვე სამი თვეა გრძელდება. და როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ქვეყნის სამსახურში, ჩვენ ვცვლით მას უკეთესობისკენ. განსხვავებულთა ერთობა იყო, რამაც მოგვიტანა თავისუფლება, რამაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და რამდენიმე კვირის წინ ამანვე მოგვიტანა სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი გამარჯვება — პროპორციული არჩევნები! რადგან როცა ერთად ვდგებით, აღარ არსებობს წინაღობა, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ, აღარ არსებობს ძალა, რომელსაც ჩვენ ვერ ვერევით და აღარ არსებობს იარაღი, რომელიც აფერხებს ჩვენს უკომპრომისო და უკანმოუხედავ სწრაფვას თავისუფლებისკენ! 20 ივნისს ხელისუფლების მიერ ჩადენილმა სამარცხვინო დანაშაულმა განსხვავებულები გაგვაერთიანა, მაგრამ ხელისუფლებამ სამშობლოს ერთგული ხალხის პროტესტს ძალადობით უპასუხა. დაშავდა ასეულობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, მათ შორის, მედიის ორმოცამდე წარმომადგენელი და რაც ყველაზე ტრაგიკულია, მოქალაქეთა ჯანმრთელობას მიადგა აუნაზღაურებელი ზიანი. ჩვენ ამას არ ვპატიობთ! დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს: თქვენ გქონდათ შანსი, რომ შეგესმინათ საზოგადოების მოთხოვნები და აგეღოთ პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცდომებზე. თუმცა, ამის ნაცვლად, თქვენ ღიად დაუპირისპირდით ხალხის ნებას. თქვენ დააწინაურეთ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დამნაშავე იყო ხალხის წინაშე და ქვეყნის პირველ პირად გაასაღეთ იგი. და ჩვენ, არც ამას ვპატიობთ! ჩვენთვის მიუღებელია ერთპიროვნული, ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობა. ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და მიიტაცა ყველა სახელისუფლებო შტო. იგი აკონტროლებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, რეალობის გასაყალბებლად იყენებს პროპაგანდისტულ მედიას და დევნის თავისუფალ სიტყვას. დღეს, 2019 წლის 20 სექტემბერს ჩვენ, მისმა უდიდებულესობა სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავრთეთ წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე დაასრულებს. ჩვენ, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში," აქ შეკრებილი საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც გვიყურებენ და შორიდან გვიჭერენ მხარს, ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია მშვიდობიანად დავასრულოთ მტერთან კოლაბორაციაში მხილებული ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა ერთიანდება ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების გარშემო, რაც ნიშნავს დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც მთავრობა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან, სადაც სასამართლო სისტემა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, სადაც საკანონმდებლო ორგანო ემსახურება მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს. ჩვენ ვერთიანდებით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და მიგვაჩნია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს უალტერნატივო მომავალია, ისევე, როგორც ევროატლანტიკური სივრცისთვის – საქართველოა უალტერნატივო. ჩვენი უპირველესი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი მოძრაობისა და ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვარი – პროპორციული არჩევნები და საბოლოო გამარჯვებისთვის: შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა მობილურ ჯგუფებს თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც მოსვენებას არ მისცემს ივანიშვილის ლაქიებს! იურიდიულ მხარდაჭერას გავუწევთ გავრილოვის ღამის დაკავებულებსა და დაზარალებულებს! შევქმნით სწრაფი რეაგირების იურიდიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის აქტივისტებს! შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიას! შევქმნით ელფების არმიას, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ტროლებს! ჩვენ ვაწარმოებთ ფართომასშტაბიან კამპანიას იმისათვის, რათა 2020 წელს მოქალაქეთა კრიტიკულმა უმრავლესობამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი! ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილს საერთაშორისო არენაზე! ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილს საქართველოში! ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს საქართველოში! ჩვენ არასოდეს დავანებებთ ჩვენ ქვეყანას არც იმ, არც სხვა ერთის ნებას და ჩვენ არასოდეს, არასოდეს დავნებდებით!" 20 სექტემბერს სირცხვილიამ რუსთაველის გამზირზე აქციები დაასრულა, თუმცა არ დასრულებულა მოძრაობის აქტივიზმი და პროტესტი. გავრილოვის პატიმრები


20-21 ივნისის ღამეს აქციის 305 მონაწილე დააკავეს, თუმცა, მათი დიდი ნაწილი ან ადმინისტრაციული წესით დასაჯეს და რამდენიმედღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ან გაათავისუფლეს. მალევე, ხელისუფლებამ ჯგუფურ ძალადობის და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტში შეჭრის მცდელობების მუხლებით რამდენიმე ადამიანი მოგვიანებით დააპატიმრა.

ნიკა მელიას საქმე პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალი 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე) მუხლით წარუდგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. უწყებამ პარლამენტს მიმართა, მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნისთვის, მისთვის იმუნიტეტი მოეხსნა. 2019 წლის 26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა პროკურატურის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ მელიას პატიმრობა არ შეუფარდა, თუმცა, კონტროლის მიზნით, დაუმაგრეს ელექტრონული სამაჯური. ასევე აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; დაეკისრა, საგამოძიებო ორგანოებისთვის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების ჩაბარების ვალდებულება. 2019 წლის 12 დეკემბერს ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. ამ გადაწყვეტილებით პარლამენტმა სასამართლოს განაჩენი აღასრულა, თუმცა სხვა, ბანკი ქართუს საქმეზე, რომელზეც გამოძიება 2012 წელს დაიწყო. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც პოლიტიკური სარჩულის მქონეს. პროპორციული არჩევნების საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩაგდება 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. ცვლილებებს მხარი ქართული ოცნების 40-მა მაჟორიტარმა დეპუტატმა არ დაუჭირა. დიმიტრი ხუნდაძე, მერაბ ქვარაია და სხვები, რომელიც პროპორციული არჩევნების შესახებ საყოველთაო სახალხო განხივლებშიც მონაწილეობდნენ და ამ მოდელის სიკეთეებზე აქტიურად საუბრობდნენ, კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე მისი ოპონენტები გახდნენ. როგორც მმართველმა პარტიამ თქვა, ისინი “აჯანყდნენ” ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მხარი დაუჭირა 101-მა, კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება არც თავიდან გეგმავდა, არჩევნები შერეულის ნაცვლად პროპორციული წესით ჩაეტარებინა და ივანიშვილმა დაპირება გავრილოვის ღამის შემდეგ საპროტესტო აქციების სიმწვავის გასანეიტრალებლად და დაძაბულობის განსამუხტად გასცა. პროტესტი ახალ ფაზაში გადავიდა. ქართული ოცნების უმრავლესობა 15-ზე მეტმა დეპუტატმა დატოვა, ოპოზიციამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა. 14 ნოემბრისვე საღამოს სირცხვილიამ პარლამენტთან კიდევ ერთი აქცია გამართა - “დავიბრუნოთ ქვეყანა”. მას მთლიანი ოპოზიციური სპექტრი შემოუერთდა - “ყველა მინუს ერთი”. მანამდე ოპოზიციამ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ითათბირა. 14 ნოემბრის აქციის მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გარდამავალი მთავრობით და პროპორციული წესით. 15 ნოემბერს “სირცხვილიას” ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა არსებულ ვითარებაში განაცხადა - ე.წ გერმანული მოდელის შესახებ. პროტესტი სწორედ არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარების მოთხოვნით გაგრძელდა. თუმცა, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ე.წ გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება, ამასთან, პარტიაში არ არსებობს საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი. ქართული ოცნება კი აცხადებდა, რომ პროპორციული არჩევნები ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. 18 ნოემბრის აქცია 2019 წლის 18 ნოემბერს, სამშაბათს პარლამენტის ბიუროს, შემდეგ კი პლენარული სხდომა დაინიშნა. წინა საღამოს სირცხვილიას აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა შენობის პიკეტირების გადაწყვეტილება მიიღეს. ხელისუფლების მიმართ მათი მოთხოვნა იყო, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების საპირწონედ, დაემტკიცებინათ არჩევნების ე.წ გერმანული მოდელი, რომელიც არჩევნების სამართლიანად ჩატარებას არსებულ პროპორციულ სისტემაზე მეტად უზრუნველყოფდა. პარტია ევროპული საქართველოს ლიდერებმა პარლამენტის შენობის სამივე შესასვლელი ბოქლომით ჩაკეტეს და გასაღები სიმბოლურად ხალხს გადასცეს. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას და ქვეყანა დაამცირა. ამიტომ, პროტესტის მიზანი იყო, პარლამენტის საქმიანობისთვის ხელი შეეშალათ მანამ, სანამ ხელისუფლება "გონს არ მოეგებოდა". დემონსტრანტებმა პარლამენტთან მისასვლელი სამანქანო გზა სამშენებლო ბლოკებთ ჩახერგეს. ყველა შესასვლელთან პოლიტიკურმა პარტიებმა და სირცხვილიას აქტივისტებმა კარვები გაშალეს. მათვე მიიტანეს კასრები, ცეცხლი დაანთეს და სიცივეს ასე გაუმკლავდნენ. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობის ყველა მხარეს მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ. 18 ნოემბრის დილას კი 12:00 საათზე ჩანიშნული ბიუროს სხდომა ვერ გაიმართა. დეპუტატემა: გია ჟორჟოლიანმა, მერაბ ქვარაიამ და რევაზ არველაძემ შენობაში შესვლა უშედეგოდ სცადეს. დემონსტრანტები მათ შეძახილებით დახვდნენ. 13:00 საათზე შსს-მ განაცხადა, რომ მშვიდობიანმა აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო, მონაწილეთა ქმედება გასცდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, ვინაიდან პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება კანონს არღვევს და აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში პოლიცია რეაგირებას მოახდენდა. 16:00 საათზე პოლიციამ დემონსტრანტებს ადგილის გასათავისუფლებლად 30 წუთი მისცა. გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანები და ასობით სპეცრაზმელი. პოლიციელებმა დაიწყეს კარვების აღება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, თავი შეეკავებინა ძალის გამოყენებისგან, თუმცა, მმართველმა გუნდმა ეს არ გაითვალისწინა და მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია ცივი წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე, ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა მიუთითა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც - აუცილებელი. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ პარლამენტში ბიუროს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ხელში ის ჯაჭვი და ბოქლომი ეჭირა, რომლითაც დემონსტრანტებმა წინა დღეს პარლამენტის შესასვლელი კარების ბლოკირება მოახდინეს. 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დააკავეს მოძრობა სირცხვილიას ლიდერები: ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ადვოკატი ბექა ბასილაია, პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და პროტესტის სხვა მონაწილეები, სულ 37 ადამიანი. პოლიცია მათ ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებოდა. ისინი 20 ნოემბერს გაათავისუფლეს, ადმინისტრაციული საქმის პროცესი მომდევნო დღეს ჩაინიშნა. 21 ნოემბერს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა დაკავებული 37-დან 12-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა: 10 დემონსტანტს 3-დან 13 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 1 დემონსტრანტს - ჯარიმა, ერთს კი - სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლო პროცესები პოლიტიზირებულად შეაფასეს და მიუთითეს, რომ მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი, სავარაუდოდ, მითითებებს იღებდა პროცესის მიმდინარეობისას. ვალერიანე ფილიშვილის ფეისბუქ გვერდზე ქართული ოცნების მხარდამჭერი პოსტები იყო განთავსებული.



გიორგი რურუას საქმე გიორგი რურუა, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 18 ნოემბერს აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა. 31 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო, რომლის არგუმენტსაც რურუას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მოწმეებზე გავლენის მოხდენა ან გამოძიებისთვის ხელის შეშლის რისკი წარმოადგენდა. რურუას ადვოკატი კი ამბობდა, რომ დაკავების დროს მას არც მიმალვა უცდია და არც მოწმეებზე ზემოქმედება. მოგვიანებით, მთავარმა არხმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, გიორგი რურუას საკნიდან დნმ ძალით ამოიღეს და ოქმი არ შედგა. რურუას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა კი განაცხადა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მის შარვალსა და მაისურზე მეტალის კვალი არ აღმოჩნდა მაშინ, როდესაც გამოძიების ვერსიით, რურუას შარვლის საქამრეში “ედო” იარაღი". მისივე თქმით, მეორე დასკვნის თანახმად, იარაღზე, რომლის ტარებასაც გიორგის ედავებიან, მისი ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად, გიორგი რურუა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან იყო დაკავშირებული და მოძრაობა “სირცხვილიას” ფინანსურ დახმარებასაც უწევდა. “სირცხვილია” ამბობს, რომ რურუა პოლიტიკური პატიმარია.

26 ნოემბრის აქცია 18 ნოემბრის აქციის დაშლიდან 1 კვირის თავზე, 26 ნოემბერს პარლამენტში კვლავ ჩაინიშნა ბიუროს და პლენარული სხდომები. "სირცხვილიამ" და ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის შენობასთან შეკრება 25 ნოემბრის საღამოდან დაიწყეს. თავდაპირველად სამართლიანი საარჩევნო სისტემის მოთხოვნით პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, შემდეგ კი შენობის პიკეტირებით გაგრძელდა. პოლიცია პარლამენტის ყველა შესასვლელთან იყო მობილიზებული. პარტია “ევროპულმა საქართველომ” და სამოქალაქო აქტივისტებმა კარვები გაშალეს, თუმცა პოლიცია მათ არ აძლევდა უფლებას, კარვებთან კასრები და შეშა მიეტანათ, რათა ღამის განმავლობაში გათბობა შეძლებოდათ. მალევე აქტივისტებს წაართვეს მანქანები, რომლებზეც შეშა, კასრები და აქციისთვის საჭირო სხვა რეკვიზიტები ეწყო. ალყაში მოაქციეს მანქანა, რომელშიც ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია იჯდა და რუსთაველზე გასათბობი შეშა მოჰქონდა. ეს ფაქტები სახალხო დამცველმა შეაფასა, როგორც შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. გამთენიისას, დაახლოებით დილის 04:30 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, მომდევნო 30 წუთის განმავლობაში გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ. აქციის მონაწილეები ტროტუარზე გადავიდნენ, რათა სპეცრაზმისთვის დაშლის საბაბი არ მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ აქციის არც ერთ მონაწილეს არც ერთი კანონი არ დაურღევია, 05:00 საათზე ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სპეციალური დანიშნულების რაზმი მაინც გამოიყვანა და შეკრებილები ცივი წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. 26 ნოემბერს, გამთენიისას პარლამენტთან აქციის დაშლის შედეგად 28 პირი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით. 3 ადამიანი დაშავდა. მომდევნო დღეს Amnesty Inernational-მა თავის განცხადებაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც - აუცილებელი. 28 ნოემბერი - სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის დეპუტატებმა დილის 9:00 საათიდან პარლამენტის პიკეტირება დააანონსეს, რათა კვლავ შეეშალათ ხელი პარლამენტში ქართული ოცნების უმრავლესობის მუშაობისთვის. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 10:00 საათზე იყო დანიშნული. 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა იგეგმებოდა. თუმცა, ადგილზე მისულ დემონსტრანტებს პარლამენტის ყველა შესასვლელი რკინის კონსტრუქციებით ჩახერგილი დახვდათ. მობილიზებული იყო პოლიცია. ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტის ეზოში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს გავლით შევიდნენ, რადგან ყველა სხვა მისასვლელი გზა სამართალდამცველებმა რკინის კონსტრუქციებით თავად ჩახერგეს პარლამენტის ეზოში დეპუტატების შესვლას მომიტინგეების პროტესტი მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ სამი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ მათ არავინ დაუკავებიათ, მხოლოდ სიტუაციას განარიდეს. 12 დეკემბრის აქცია 2019 წლის 12 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა დაინიშნა. უზენაესი სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად 20 ვაკანტური პოზიციისთვის 20 კანდიდატი იბრძოდა, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძეც, რომელმაც კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა. პარლამენტი ყველა მათგანს გაესაუბრა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დარღვევებზე საუბრობდნენ. ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტსაც მოუწოდებდა, მხარი არც ერთი კანდიდატისთვის დაეჭირა, ვინაიდან პროცესში კლანურობა, სქემა, გარიგება, ნეპოტიზმი და სხვა კანონდარღვევები გამოიკვეთა. შერჩევის პროცესი ომბუდსმენმაც შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის პარალელურად “სირცხვილიამ” დილიდან საპროტესტო აქცია გამართა. “არ აირჩიო მონა, არ აირჩიო უდიპლომო მოსამართლე” - მოუწოდებდნენ დემონსტრანტები პარლამენტარებს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ წარდგენილი შემადგენლობით უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყანაში დამოუკიდებელი და სამართლიანობის სამსახურში მყოფი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებას. დაგეგმილი პიკეტირების გამო, ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში მისვლა კომიტეტის სხდომამდე ორი საათით ადრე დაიწყეს. გლდანის მაჟორიტარი კობა კობალაძე შენობაში 07:37-ზე შევიდა. სირცხვილის დერეფანში მოუწიათ გავლა დეპუტატებს - ენძელა მაჭავარიანს, გიგა გულორდავას, გუგული მაღრაძეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტებმა გზა მხოლოდ მას შემდეგ გადაკეტეს, რაც მათი რაოდენობა გაიზარდა. პოლიციას ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდა გაკეთებული, დროდადრო სამართალდამცველებს და აქტივისტებს შორის დაპირისპირება ხდებდა - აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიახლოებას ცდილობდნენ, პოლიციელები კი მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. პოლიციამ 12 დეკემბრის აქციაზე სულ 16 ადამიანი დააკავა. მათ შორის, პარტია ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი, ლევან გახელაძე. მათ საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებები ნახეთ აქ და აქ. პროტესტის მიუხედავად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარდგენილი 19 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა. კანდიდატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად იმავე დღეს წარდგნენ. თუმცა, კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის პლენარული სესიის დარბაზში ფეკალიების მძაფრი სუნი დადგა. სხდომა შეჩერდა, გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმრება. მოგვიანებით “სირცხვილიამ” განაცხადა, რომ პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხიმგებლობას იღებს მოძრაობა “სირცხვილია”. ამის შესახებ მოძრაობამ საკუთარ Facebook გვერდზე წერს ჰეშტეგით - #სისტემაყარს. მათვე განაცხადეს, რომ სითხე, რომელმაც პარლამენტში მძაფრი სუნი დააყენა, პრეპარატი -АСД-2Ф -ია, რომელიც უვნებელი და უსაფრთხოა. მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მომხდარს "პარლამენტზე ქიმიური შეტევა” უწოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ამ მუხლით მინიმუმ 3-წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული. პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლე უვადოდ მაინც დანიშნა. 31 დეკემბერს, დაახლოებით 00:30-დან პოლიციამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის მიერ გაშლილი საპროტესტო კარვები, რომლებიც პარლამენტის წინ იყო განლაგებული, ძალის გამოყენებით აიღო. საპროტესტო ატრიბუტიკა - დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანეს. თბილსერვისი ჯგუფის თანამშრომლებმა ტერიტორია წყლით გაწმინდეს და მათ ადგილას საახალწლოდ საბავშვო ატრაქციონი დადგეს. მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის სპეცრაზმელის მიერ მკვლელობის საქმის გამოძიებას 2 წლის განმავლობაში ითხოვდა. 2019 წლის 25 ივლისს მაჩალიკაშვილმა, რომელსაც პოლიცია წინააღმდეგობას უწევდა, პარლამენტის წინ კარავი "სირცხვილიას" აქტივისტების დახმარებით დადგა. მაჩალიკაშვილის და მამალაძის კარვის აღება 31 დეკემბერსაც "სირცხვილიამ" გააპროტესტა. პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცველებისთვის დამორჩილებლობის მუხლებით დააკავა 9 აქტივისტი: ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ბექა ბასილაიას, ზურაბ მჟავანაძე, გიორგი მუმლაძე, ზურაბ ნადირაძე, ნოდარ რუხაძე, გიორგი შოთაძე და რომეო ფარულავა. დაკავებულების ადმინისტრაციული საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში რამდენჯერმე გადაიდო. 22 იანვარს სასამართლომ გადაწყვეტილება 5 მათგანის საქმეზე გამოაქვეყნა: ზური მჟავანაძე – სიტყვიერი შენიშვნა ბექა კოკაია – საქმის წარმოება შეწყდა გიორგი მუმლაძე – საქმის წარმოება შეწყდა ზურაბ ბერძენიშვილი – საქმის წარმოება შეწყდა ლაშა ბურდული – საქმის წარმოება შეწყდა 23 იანვარს სასამართლომ ნოდარ რუხაძე და გიორგი შოთაძე სამართალდამრღვევებად არ ცნო და ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. რომან ფარულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო წვრილმან ხულიგნობაში და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ღია წერილი აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს პიკეტირებების და მწვავე პროტესტის ფონზე, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, დასავლელი პარტნიორების - ევროკავშირის წარმომადგენლობის და აშშ-ის საელჩოს ინიციატივით და მონაწილეობით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი დაიწყეს. გაიმართა რამდენიმე რაუნდი. შეხვედრებში მმართველი გუნდის და ოპოზიციის წამომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრებს არ ესწერებოდნენ მოძრაობა სირცხვილიას წევრები. ამან მათი ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ კითხვები ჰქონდათ მოლაპარაკებების პროცესში, მათი თქმით, პრორუსი და არააქტიური პოლიტიკოსების მონაწილეობაზე მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პროპორციული არჩევნების დაპირება სწორედ სირცხვილიას აქტიურმა და მწვავე პროტესტმა განაპირობა. შეხვედრებზე მხარეებმა შეთანხებას ვერ მიაღწეს. ქართული ოცნება ამბობდა, რომ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციური იყო, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საკითხი კი დღის წესრიგში 14 ნოემბრის შემდეგ აღარ იდგა. 20 დეკემბერს, მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ასეთი სისტემით ჩატარება შესთავაზა: 100 მანდატის შევსება პროპორციული წესით, 50 მანდატის - მაჟორიტარული წესით, ნაცვლად არსებული 77/73-ზე სისტემისა. ოპოზიციამ შეთავაზებაზე უარი თქვა, ის მიუღებელი იყო “სირცხვილიასთვისაც”, რომელიც მხოლოდ ან გერმანულ მოდელს, ან სრულად პროპორციულ სისტემას ითხოვდა. 20 დეკემბერს მათ ღია წერილით მიმართეს ქართულ ოცნებას: "როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ ისევ ვერ გაიგო, რომ ჩვენ მათთან ვაჭრობას არ ვაპირებთ. ჩვენი მოთხოვნები და ღირებულებები თქვენს შემოგდებულ წინადადებებზე არ იყიდება. განსხვავებით თქვენგან, ჩვენ გაგვაჩნია პრინციპები, რომლებსაც არაფრის გამო არ შევიცვლით. უკან დახევას არ ვაპირებთ! მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, დამოუკიდებელი საერთაშორისო და ლოკალური არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს მოქალაქეები (მათ შორის, თქვენი ამომრჩევლებიც) ვითხოვთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას. გვესმის, რომ ძალაუფლების გაზიარება და დათმობა გიჭირთ, მაგრამ მოგიწევთ. თუ გინდათ თქვენი მომავალი ამ ქვეყანას დაუკავშიროთ, მიიღეთ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ დაუღალავ და შეუვალ წინააღმდეგობას და გაიძულებთ უკან დახევას". 2020 წლის 6 თებერვალს მოძრაობამ ღია წერილით საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანსაც მიმართა. “სირცხვილია” მას სამართლიანი საარჩევნო სისტემის მიღებაში დახმარებას სთხოვდა “გვინდა გთხოვოთ, დაეხმაროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რათა ქვეყანამ მყარი ნაბიჯები გადადგას დასავლეთისკენ, დემოკრატიისკენ, თავისუფლებისკენ და ეკონომიკური აღმავლობისკენ, რისი მიღწევაც პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა დაარწმუნოთ მმართველი პარტია, შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და მიიღოს სამართლიანი საარჩევნო სისტემა" - წერდა მოძრაობა. 2020 წლის 10 თებერვალს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა დააპატიმრეს. უზენაესმა სასამართლომ საქმეზე, რომელზეც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სასჯელი მოხდილად ჩაუთვალეს, უგულავას დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. თუმცა, ოპოზიციის მთლიანმა სპექტრმა ერთმანეთთან მოლაპარაკებები განაგრძო. ისინი აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებული შერეული საარჩევნო სისტემა ძალაში დარჩებოდა, ქათულ ოცნებას მაინც დაამარცხებდნენ. მათივე განცხადებით, შეთანხმდებიან რიგ საკვანძო საკითხებზე, რაზეც კოალიციური მთავრობის პირობებში იმუშავებენ, 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში კი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება და სადაც ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, რომელიც ძალაში 2017 წელს შევიდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნებისმიერი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა გაიმართოს. 2020 წლს 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 120/30-ზე განაწილებით ჩატარდება. მემორანდუმის ხელმომწერი პარტიები შემდეგზე თანხმდებიან: "არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში საარჩევნო ბარიერი 1% იქნება. ჩამკეტი მექანიზმი განსაზღვრავს იმას, რომ ერთი პარტია, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვერ შექმნის უმრავლესობას. კანონმდებლობაში იქნება სხვა მექანიზმები, რომლებიც მიღებული ხმების მიხედვით მანდატების უფრო პროპორციულ განაწილებას შეუწყობს ხელს. 30 საარჩევნო ოლქი თანხმობაში იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებასთან, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან, ოლქის ამომრჩევლის რაოდენობის საშუალო ზომიდან გადახრა 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. შესაძლოა იყოს სამამდე გამონაკლისი, სხვადასხვა გეოგრაფიული საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის. პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებიდან მაქსიმუმ 10 დღეში საპარლამენტო უმრავლესობა საჯაროდ წარადგენს საარჩევნო ოლქების რუკას. თუ 2020 და 2024 წლებს შორის ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლის არჩევნებისთვის განსაზღვრული წესით, ყველა მომდევნო - სრულად პროპორციული წესით, როგორც ეს 2024 წლისთვისაა განსაზღვრული". საარჩევნო სისტემის პროპორციულთან დაახლოების გარდა, ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო, რაზეც, ოპოზიციური ლიდერების თქმით, შეთანხმება ასევე მიღწეულია.