დიმიტრი გულია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3: ხაზი 3:

== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაბადებისას უწოდეს სახელი გაჩ, მაგრამ მალევე მოინათლა და დაარქვეს დიმიტრი. 5 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ისევე როგორც მრავალი სხვა აფხაზი გადასახლებულ იქნა ოსალეთის იმპერიაში, თუმცა მისმა ოჯახმა შესძლო უკან დაბრუნება.
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაბადებისას უწოდეს სახელი გაჩ, მაგრამ მალევე მოინათლა და დაარქვეს დიმიტრი. 5 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ისევე როგორც მრავალი სხვა აფხაზი [[მუჰაჯირობა|გადასახლებულ]] იქნა [[ოსალეთის იმპერია]]ში, თუმცა მისმა ოჯახმა შესძლო უკან დაბრუნება.

სწავლობდა [[გორის საოსტატო სემინარია]]ში. ერთხანს მასწავლებლობდა. გულიამ დიდი ღვაწლი დასდო აფხაზურ კულტურას. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი, მის ლექსთა პირველ კრებულებში (1912–1913) წარმოსახულია აფხაზი ხალხის სწრაფვა თავისუფალი ცხოვრებისაკენ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, პოეტის ოცნება უკეთეს მერმისზე. 1919–1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის "[[აფსნი ყაფშ|აფსნის]]" რედაქტორი იყო. 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი. 1922-1924 წლებში ასწავლიდა აფხაზურ ენას [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]]. აფხაზურად თარგმნა „[[ვეფხისტყაოსანი]]“, [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძისა]] და [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] ლექსები.

16:14, 6 სექტემბერი 2020-ის ვერსია

დიმიტრი გულია
აფხ. Дырмит Иосиф-иԥа Гәлиа
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1874(1874-02-21)[1]
დაბადების ადგილი ვარჩა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 აპრილი, 1960(1960-04-07)[2] [1] (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი აგუძერა, საქართველოს სსრ[3]
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, შრომის წითელი დროშის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

დიმიტრი იოსების ძე გულია (აფხ. Дырмит Иосиф (Урыс)-иԥа Гәлиа; დ. 9 (21) თებერვალი1874, უარჩა, ახლანდელი გულრიფშის მუნიციპალიტეტი – გ. 7 აპრილი, 1960, აგუძერა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — აფხაზი მწერალი. აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი (1937). სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაბადებისას უწოდეს სახელი გაჩ, მაგრამ მალევე მოინათლა და დაარქვეს დიმიტრი. 5 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ისევე როგორც მრავალი სხვა აფხაზი გადასახლებულ იქნა ოსალეთის იმპერიაში, თუმცა მისმა ოჯახმა შესძლო უკან დაბრუნება.

სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. ერთხანს მასწავლებლობდა. გულიამ დიდი ღვაწლი დასდო აფხაზურ კულტურას. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი, მის ლექსთა პირველ კრებულებში (1912–1913) წარმოსახულია აფხაზი ხალხის სწრაფვა თავისუფალი ცხოვრებისაკენ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, პოეტის ოცნება უკეთეს მერმისზე. 1919–1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის "აფსნის" რედაქტორი იყო. 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი. 1922-1924 წლებში ასწავლიდა აფხაზურ ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აფხაზურად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლექსები.

1925 წელს გამოსცა „აფხაზეთის ისტორია“, რუსულ ენაზე. გვერდი ავლილია ქართული და უცხოური ისტორიული რეალობისთვის, წიგნი შექმნილია არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სჭარბობს ეთნიკურად აფხაზური კადრების საბჭოთა ხელისუფლებაში მოსვლით შეგულიანებული კაცის შეხედულებები და ჰიპოთეზები. აყალბებს არსებულ რეალობას, აფხაზეთის ისტორიას მიჯნავს ქართულისაგან. XX საუკუნის 20-იანი წლები შესანიშნავი პერიოდი იყო მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად. აფხაზეთი იმ პერიოდში არ იყო შესწავლილი არც არქეოლოგიურად, არც ეთნოგრაფიულად, არ არსებობდა ლინგვისტური და ფოლკლორული მასალა. გულია აფხაზეთის ისტორიას ძველ აღმოსავლეთს უკავშირებს.

1951 წელს, მას შემდეგ რაც იოსებ სტალინის მიერ კრიტიკული შეფასებები გაკეთდა 1920-იანი წლების სხვადასხვა ეთნიკური კვლევების მისამართით, დიმიტრი გულიამ გამოსცა ბროშურა სათაურით „ჩემი წიგნის – „აფხაზეთის ისტორიის“ – თაობაზე“, რომელშიც განმარტავს, რომ 1925 წელს მან რიგი ისტორიული ფაქტები „ვერ გაითვალისწინა“, რის გამოც წიგნი არასრული გამოვიდა და მან სხვა მკვლევარებიც შეაცდინა. ამავე წიგნში გულია ხაზს უსვამს აფხაზების და ქართველების ეთნიკურ ერთობას და ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, აფხაზების როლს არ განარჩევს საქართველოს სხვა კუთხეების წარმომადგენლებისგან. მაშინაც და დღესაც მეცნიერთა ნაწილს ეჭვი შეაქვს, რომ გულია გულწრფელი იყო ამ წიგნის წერისას და მიიჩნევენ, რომ ის მაშინდელი საბჭოთა კავშირის ქართველი მმართველების, სტალინის და ბერიას შიშით და გავლენით იყო დაწერილი, თუმცა ოფიციალურად გულიას თავისი მოსაზრება მათი სიკვდილის და ხრუშჩოვის ეპოქის დამყარების შემდეგაც არ შეუცვლია.[4]

დიმიტრი გულია გარდაიცვალა 1960 წლის 7 აპრილს აგუძერაში, გულრიფშის რაიონში. დასაფლავებულია სოხუმში, მისი სახლ-მუზეუმის ეზოში.

ლიტერატურა

  • გუბლია გ., დიმიტრი გულია. შემოქმედებითი გზა, თბ., 1974;
  • Бгажба Х. С., Зелинский К. Л., Дмитрий Гулиа, Сух., 1965;
  • Гулиа Г. Д., Дмитрий Гулиа. Повесть о моем отце, 2 изд., М., 1965;
  • ბგაჟბა ხ., ქსე, ტ. 3, გვ. 301, თბ., 1978

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო