ელიზბარ გულისაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 23: ხაზი 23:
[[კატეგორია:წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენის კავალერები]]
[[კატეგორია:წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენის კავალერები]]
[[კატეგორია:წმინდა ანას III ხარისხის ორდენის კავალერები]]
[[კატეგორია:წმინდა ანას III ხარისხის ორდენის კავალერები]]
[[კატეგორია:წმინდა ანას IV ხარისხის ორდენის კავალერები]]

17:10, 23 აგვისტო 2020-ის ვერსია

ე. გულისაშვილი

ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი (დ. 1893, საგარეჯო — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკი (1919).

დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია (1910) და სამხედრო სასწავლებელი (1914). I მსოფლიო ომის დროს პორუჩიკის, შემდეგ შტაბს-კაპიტნის ჩინით იბრძოდა რუსეთის არმიის 95-ე ქვეითი კრასნოიარსკის პოლკის რიგებში დასავლეთის ფრონტზე. განსაკუთრებით გამოიჩინა თავის ქალაქ გროდნოს მიდამოებში ბრძოლისას 1915 წლის 21 აგვისტოს (დაჯილდოვდა გიორგის იარაღით). 1918 წლიდან საქართველოს არმიის გენერალური შტაბის ოფიცერი იყო. 1917 წლიდან გაწევრიანებული იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაში. საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ (1921) ემიგრაციაში არ წასულა, საპასუხსმგებლო თანამდებობები ეჭირა საქართველოს წითელ არმიაში და, ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთში. 1922 წლიდან იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის, ასევე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური სამხედრო ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1923 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II და III, წმ. ანას III და IV, წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენებით, გიორგის ოქროს იარაღით „მამაცობისათვის“.[1]

ლიტერატურა

სქოლიო

  1. Гулисов Элизбар Захарьевич. «Памяти героев Великой войны 1914–1918».