ელენე ძამაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18: ხაზი 18:

ყოველწლიურად ელენე ძამაშვილი ატარებდა სოლო-კონცერტებს, ასევე უკრავდა ადგილობრივ და მიწვეულ სტუმარ მუსიკოსებთან. მან შექმნა შემოქმედებითი დუეტი კონსერვატორიის დეკანთან, მევიოლინე ჰასან შარარასთან, აგრეთვე, ჩამოაყალიბა კაიროს საფორტეპიანო კვარტეტი.<ref>{{Cite web | url = https://www.cairo360.com/event/egyptian-piano-quartet-at-cairo-opera-house/ | title = Egyptian Piano Quartet at Cairo Opera House | publisher = ''cairo360.com'' | accessdate = 7 აგვისტო, 2020}}</ref>

ელენეს არაერთმა მოსწავლემ მიაღწია საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის [https://www.cuatropuntos.org/mohamed-shams.html მუჰამედ შამსმა] და [https://www.carthage.edu/live/profiles/1692-wael-farouk ვაელ ფარუკმა]. 2014 წელს კაიროში გამართული შოპენის მუსიკის საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულთა უმრავლესობას ელენე ძამაშვილის სტუდენტები წარმოადგენდნენ.

კულტურის სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების მიზნით მისი ინიციატივით მოეწყო რამდენიმე კონცერტი კლასიკური მუსიკის ქართველ და ეგვიპტელ კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებით.<ref>{{Cite web | url = http://english.ahram.org.eg/News/99902.aspx | title = Art Alert: An evening of classical compositions from Georgia and Egypt | publisher = ''english.ahram.org.eg'' | date = 27.04.2014 | accessdate = 7 აგვისტო, 2020}}</ref>

12:46, 7 აგვისტო 2020-ის ვერსია

ელენე (ლეკა) ძამაშვილი (დ. 16 თებერვალი, 1942, თბილისი — გ. 21 ივლისი, 2020, კაირო) — ქართველი კლასიკური მუსიკის პიანისტი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კაიროს კონსერვატორიის პროფესორი.

ბიოგრაფია

ელენე ძამაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში, 1942 წლის 16 თებერვალს, ისტორიკოს ვახტანგ ძამაშვილისა და პიანისტ ნინო ძამაშვილის ოჯახში.

1961 წელს დაამთავრა მეორე მუსიკალური სასწავლებელი, სადაც სწავლობდა პედაგოგ ლუსია ესაიანის კლასში. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ტატიანა გოლდფარბის კლასში, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა პედაგოგ თენგიზ ამირეჯიბთან.

14 წლის ასაკში ელენეს ჰქონდა პირველი სოლო გამოსვლა კონსერვატორიაში,[1] სადაც მოგვიანებით, 1971 წლიდან 1990 წლამდე, მუშაობდა კონცერტმეისტერად და ვოკალური ანსამბლის კლასის პედაგოგად. აგრეთვე, მოღვაწეობდა პიანისტად სიმფონიურ ორკესტრთან და ტელერადიოკომიტეტში. მისი შესრულებით განხორციელდა 600-ზე მეტი ჩანაწერი.[2]

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 23 ივლისის №181 დადგენილებით, ელენე ძამაშვილს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.[3]

კაიროს კონსერვატორიის მიწვევით, 1991 წლის სექტემბერში ელენე ძამაშვილი ეგვიპტეში გაემგზავრა. აქ იგი სიცოცხლის ბოლომდე მრავალმხრივ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა:

  • კონსერატორიაში მუშაობდა პიანისტად;
  • იქვე ასწავლიდა საფორტეპიანო და კამერულ მუსიკას ვოკალურ, საფორტეპიანო და სიმებიან განყოფილებათა სტუდენტებს;
  • მუშაობდა პედაგოგად კაიროს ოპერასთან არსებულ ნიჭიერთა განვითარების ცენტრში;
  • მოღვაწეობდა კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის მუსიკის დეპარტამენტში.

ყოველწლიურად ელენე ძამაშვილი ატარებდა სოლო-კონცერტებს, ასევე უკრავდა ადგილობრივ და მიწვეულ სტუმარ მუსიკოსებთან. მან შექმნა შემოქმედებითი დუეტი კონსერვატორიის დეკანთან, მევიოლინე ჰასან შარარასთან, აგრეთვე, ჩამოაყალიბა კაიროს საფორტეპიანო კვარტეტი.[4]

კულტურის სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების მიზნით მისი ინიციატივით მოეწყო რამდენიმე კონცერტი კლასიკური მუსიკის ქართველ და ეგვიპტელ კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებით.[5]

ელენე ძამაშვილი გარდაიცვალა 2020 წლის 21 ივლისს კაიროში.[6] იგი დაკრძალულია ქალაქის მარ-გირგისის უბანში მდებარე ბერძნულ მართლმადიდებლურ სასაფლაოზე წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის სიახლოვეს.[7]

დამატებითი რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. О КАИРСКИХ ДЕЛАХ И НЕ ТОЛЬКО. rcmagazine.ge. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2020.
  2. ლეკა ძამაშვილი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2020.
  3. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N7 (600), გვ. 13–14, თბ., 1990 წ. ISSN 0203-2023
  4. Egyptian Piano Quartet at Cairo Opera House. cairo360.com. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2020.
  5. Art Alert: An evening of classical compositions from Georgia and Egypt. english.ahram.org.eg (27.04.2014). ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2020.
  6. Egypt-based Georgian pianist and music professor Elena Dzamashvili dies in Cairo. english.ahram.org.eg (21.07.2020). ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2020.
  7. A PIANIST DIES IN CAIRO. slippedisc.com (22.07.2020). ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2020.