ბანგკოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 89: ხაზი 89:
2018 წლის აღწერის მიხედვით, ბანგკოკში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათი ნახევარი ქალაქში საცხოვრებლად ტაილანდის სხვა პროვინციებიდანაა გადასული.
2018 წლის აღწერის მიხედვით, ბანგკოკში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათი ნახევარი ქალაქში საცხოვრებლად ტაილანდის სხვა პროვინციებიდანაა გადასული.


ბანგკოკი კოსმოპოლიტური ქალაქია. აზიის ქვეყნებიდან ქალაქში 567,120 ემიგრანტი ცხოვრობს, მათ შორის 71,024 ჩინეთიდან და 63,069 იაპონიიდან, 88,177 – ევრიპიდან, 32,241 – ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკიდან, 5,856 – ოკეანეთიდან და 5,758 – აფრიკიდან. მეზობელი ქვეყნებიდან გადმოსულ ემიგრანტებს შორის 216,528 ბირმელია, 72,934 კამბოჯელი და 52,498 ლაოსელი. 2018 წელს ბანგკოკის დასაქმების დეპარტამენტში 370,00-ზე მეტი ემიგრანტი დარეგისტრირდა.
ბანგკოკი კოსმოპოლიტური ქალაქია. აზიის ქვეყნებიდან ქალაქში 567,120 ემიგრანტი ცხოვრობს, მათ შორის 71,024 ჩინეთიდან და 63,069 იაპონიიდან, 88,177 – ევროპიდან, 32,241 – ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკიდან, 5,856 – ოკეანეთიდან და 5,758 – აფრიკიდან. მეზობელი ქვეყნებიდან გადმოსულ ემიგრანტებს შორის 216,528 ბირმელია, 72,934 კამბოჯელი და 52,498 ლაოსელი. 2018 წელს ბანგკოკის დასაქმების დეპარტამენტში 370,00-ზე მეტი ემიგრანტი დარეგისტრირდა.

ქალაქში ყველაზე გავრცელებული რელიგიაა ბუდიზმი. მისი მიმდევარი მოსახლეობის 91%-ია. დანარჩენ რელიგიებს შორისაა ისლამი, ქრისტიანობა, ინდუიზმი, სიქიზმი და კონფუციანიზმი.


==განათლება==
==განათლება==

06:07, 7 აგვისტო 2020-ის ვერსია

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Mariamm097.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: 2020-08-6.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 1331 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Mariamm097.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Mariamm097.|ბანგკოკი}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}


ბანგკოკი
กรุงเทพมหานคร
დროშა გერბი

ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 13°45′00″ ჩ. გ. 100°31′00″ ა. გ. / 13.75000° ჩ. გ. 100.51667° ა. გ. / 13.75000; 100.51667
მმართველი Chadchart Sittipunt
დაარსდა 21 აპრილი, 1782
ფართობი 1,568.737 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2 მეტრი
მოსახლეობა 8 280 925[1] კაცი (2010)
სიმჭიდროვე 5,258.60 კაცი/კმ²
აგლომერაცია 14,565,520
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 10###
ოფიციალური საიტი bma.go.th
ბანგკოკი — ტაილანდი
ბანგკოკი

ბანგკოკი (ტაილ.: กรุงเทพฯ — კრუნგ თეპ; სრული სახელი კრუნ თხეფ მაჰანკხონ ამონ რატტანაკოსინ მაჰიტარაიუტთხაია მაჰადილოკ ფხოპ ნოპპარატ რატხატანი ბურირომ უდომრათჩანივეტ მაჰასტან ამონ პიმან ავატან სათით საკკათხატთია ბიტსანუკამ) — ტაილანდის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე ჩაო ფრაიას ნაპირებზე, ტაილანდის ყურესთან. ბანგკოკის ფართობი 1,4668 კმ²-ია. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 8 280 925 ადამიანს შეადგენდა;[1] მისი კოორდინატებია: ჩ. გ. 13°45 და ა. გ. 100°31.

ბანგკოკი ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე დინამიური ქალაქია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბოლო დროს ის რეგიონალური ცენტრის პოზიციაში ეპაექრება სინგაპურსა და ჰონკონგს. ქალაქი ცნობილია თავისი კულტურული ღირშესანიშნაობებით და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომლის მიმზიდველობას სხვა დანარჩენთან ფაქტორებთან ერთად ასევე შედარებითი სიიაფეც განაპირობებს. ბანგკოკი მუდმივად ხვდება ტურისტული დანიშნულების ადგილების საერთაშორისო რეიტინგებში. მისი მთავარი ღირშესანიშნაობებია წითელი ფარდების კვარტალები, დიდი სასახლე და ბუდისტური ტაძრები.

ისტორია

ბანგკოკის ისტორია XV საუკუნეში იწყება, როცა ის მდინარე ჩაო ფრაიას დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სოფელი და აიუთაიას სამეფოს ნაწილი იყო. მდინარის ნაპირზე სტრატეგიულმა მდებარეობამ ქალაქის მნიშვნელობის გზარდას შეუწყო ხელი. თავდაპირველად, ბანგკოკი საბაჟო პუნქტის ფუნქციას ასრულებდა. მდინარის ორივე ნაპირზე ციხე-სიმაგრეები იყო განლაგებული. მათთან დაკავშირებული ცნობილი მოვლენაა 1688 წლის ალყა, რომლიც შემდეგაც ფრანგები სიამიდან განდევნეს. დღევანდელი ბანგკოკის დაარსების თარიღად 1782 წლის 21 აპრილი სახელდება, დღე, როდესაც ქალაქის სვეტები აღმართეს.

ბანგკოკის ეკომომიკა თანდათანობით საერთაშორისო ვაჭრობის საშუალებით იზრდებოდა, თავდაპირველად ჩინეთთან, ხოლო XIX საუკუნიდან – ევროპელ ვაჭრებთან. ბანგკოკი სიამური მოდერნიზაციის ცენტრს წარმოადგენდა. მეფეებმა, რამა IV-მ და რამა V-მ ქალაქში მრავალი სიახლე დანერგეს, რომელთა შორისაც იყო ორთქლის ძრავა, საბეჭდი მანქანა, რკინიგზა, კომუნალური ინფრასტრუქტურა, ფორმალური განათლება და ჯანდაცვა. ბანგკოკი დაპირისპირების სარბიელს წარმოადგენდა სამხედრო და პოლიტიკურ ელიტას შორის 1932 წელს, როცა ქვეყანაში აბსოლუტური მონარქია გაუქმდა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბანგკოკში აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დაბომბვები განახორციელეს, რადგანაც ტაილანდი იაპონიის მოკავშირე ქვეყანა იყო. ომის შემდგომ პერიოდში, ქალაქი აშშ-ს დახმარებისა და მთავრობის დაფინანსების საშუალებით მალევე აღადგინეს. არაპროპორციულმა ურბანულმა განვითარებამ შემოსავლის უთანასწორობა და მოსახლეობის სოფლებიდან დედაქალაქში მიგრაცია განაპირობა. 1960-იან წლებში ბანგკოკის მოსახლეობა 1.8 მილიონიდან 3 მილიონამდე გაიზარდა.

ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ, იაპონიამ ბანგკოკში ინვესტიციების ჩადება დაიწყო. შედეგადაც ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების გაფართოებამ ქალაქის ფინანსური ზრდა განაპირობა, რაც 1980-იან და 1990-იან წლებში დიდი წარმატებით მიმდინარეობდა. ბანგკოკის ეკონომიკური ზრდა 1997 წლის აზიის ფინანსურმა კრიზისმა შეაჩერა, რომელმაც ქალაქში მრავალი საზოგადოებრივი და სოციალური პრობლემა წარმოშვა.

ქალაქი დღევანდელი სახით 1972 წელს, ბანგკოკის მეტროპოლიტურ ადმინისტრაციასთან ერთად დაარსდა.

მთავრობა

ქალაქის ადგილობრივი სამთავრობო ორგანოა ბანგკოკის მეტროპოლიტური ადმინისტრაცია, რომლის მეთაურიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა. ადმინისტრაცია ორ, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებად იყოფა, ესენია: ბანგკოკის მთავრობა და ბანგკოკის მეტროპოლიტური საბჭო. მთავრობის მეთაურია ბანგკოკის მეტროპოლიტური ადმინისტრაციის მდივანი. საბჭოს არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. საკანონმდებლო ორგანოში თითოეულ რაიონს ერთი ან მეტი წარმომადგენელი ჰყავს. 2014 წელს, ტაილანდის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ბანგკოკში ყველა ადგილობრივი არჩევნები გაუქმდა და ამავე წლის 15 სექტემბერს საბჭოს წევრები მთავრობამ დანიშნა.

ბანგკოკი 5 რაიონად და 180 ქვერაიონადაა დაყოფილი. თითოეულ რაიონს მთავრობის მიერ დანიშნული მოხელე ხელმძღვანელობს. რაიონული საბჭოები, რომლებიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევიან, რაონის ხელმძღვანელის საკონსულტაციო ორგანოს ფუნქციას ასრულებენ. ბანგკოკის მეტროპოლიტური ადმინისტრაცია პასუხისმგებელია ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, დაგეგმარებაზე, მშენებლობათა კონტროლზე, ტრანსპორტზე, ნარჩენების მართვაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე. ადმინისტრაცია ექვს დეპარტამენტადაა დაყოფილი, რომლებიც მისი პასუხისმგებლობების სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს.

როგორც ქვეყნის დედაქალაქში, ბანგკოკში ყველა სახელისუფლებო ორგანოა განლაგებული, ესენია: მთავრობა, პარლამენტი და უზენაესი, ადმინისტრაციული და საკონსტიტუციო სასამართლოები.

გეოგრაფია

ბანგკოკის ფართობია 1,568.7 კმ, რითაც ტაილანდის პროვინციებს შორის 69-ე ადგილს იკავებს. ქალაქის ურბანული სივრცე 700 კმ-ზეა გადაჭიმული.

ბანგკოკი ტაილანდის ცენტრალურ ვაკეზე, მდინარე ჩაი ფრაიას ნაპირებზე მდებარეობს, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 25 კილომეტრში ტაილანდის ყურეში ჩაედინება. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1.5 მეტრია. ბანგკოკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ჭაობებით იყო დაფარული, რომლებიც თანდათანობით ამოშრა, რის შემდეგაც სარწყავი მიზნით არხები გაიყვანეს. დღეისათვის არხების უმრავლესობა საკმაოდ დაბინძურებულია; ბანგკოკის მეტროპოლიტენის ადმინისტრაციამ რამდენიმე მათგანის გასაწმენდად სპეციალური სამუშაოები ჩაატარა.

XIX საუკუნემდე, სანამ ქალაქში გზებს გაიყვანდნენ, ნაოსნობა გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო და მოსახლეობის უმეტესობა მდინარის ნაპირას ცხოვრობდა, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ XIX საუკუნეში ბანგკოკს „აღმოსავლეთის ვენეციას“ უწოდებდნენ.

კლიმატი

ბანგკოკში ტროპიკული სავანის ჰავაა. წლის განმავლობაში ქალაქში ძირითადად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ყველაზე ცივი თვეა დეკემპერი, რომლის საშუალო ტემპერატურა 22.0 °C-ია, ხოლო ყველაზე ცხელი თვე აპრილია, რომლის დროსაც საშუალო ტემპერატურა 35.4 °C-ია. ქალაქისთვის დამახასიათებელია სამი სეზონი: ცხელი, წვიმიანი და ცივი. წვიმიანი სეზონი მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრამდე, ხოლო ცივი სეზონი ოქტომბრიდან თებერვლამდე გრძელდება. ბანგკოკში რეკორდული ტემპერატურული მაქსიმუმი – 40.1 °C 2013 წლის მარტში დაფიქსირდა, ხოლო მინიმუმი – 9.9 °C 1955 წლის იანვარში.

NASA-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის კლიმატის გავლენის შემსწავლელი ჯგუფის მეცნიერები მსოფლიოს დიდი ქალაქების, მათ შორის ბანგკოკის კლიმატურ მონაცემების ანალიზს აკეთებენ. 1960 წელს ქალაქში 32 °C-ზე მაღალი ტემპერატურა ერთი წლის განმავლობაში 193 დღის მანძილზე დაფიქსირდა. 2018 წელს ასეთი დღეების რიცხვმა 276-ს მიაღწია. NASA-ს მეცნიერთა პროგნოზით, 2100 წლისთვის ბანგკოკში 32 °C-ზე მაღალი ტემპერატურა 297-დან 344 დღემდე დაფიქსირდება.

დემოგრაფია

2018 წლის აღწერის მიხედვით, ბანგკოკში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათი ნახევარი ქალაქში საცხოვრებლად ტაილანდის სხვა პროვინციებიდანაა გადასული.

ბანგკოკი კოსმოპოლიტური ქალაქია. აზიის ქვეყნებიდან ქალაქში 567,120 ემიგრანტი ცხოვრობს, მათ შორის 71,024 ჩინეთიდან და 63,069 იაპონიიდან, 88,177 – ევროპიდან, 32,241 – ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკიდან, 5,856 – ოკეანეთიდან და 5,758 – აფრიკიდან. მეზობელი ქვეყნებიდან გადმოსულ ემიგრანტებს შორის 216,528 ბირმელია, 72,934 კამბოჯელი და 52,498 ლაოსელი. 2018 წელს ბანგკოკის დასაქმების დეპარტამენტში 370,00-ზე მეტი ემიგრანტი დარეგისტრირდა.

ქალაქში ყველაზე გავრცელებული რელიგიაა ბუდიზმი. მისი მიმდევარი მოსახლეობის 91%-ია. დანარჩენ რელიგიებს შორისაა ისლამი, ქრისტიანობა, ინდუიზმი, სიქიზმი და კონფუციანიზმი.

განათლება

ბანგკოკი ტაილანდის საგანმანათლებო ცენტრია. ქალაქში პირველი სკოლები XIX საუკუნის ბოლოს დაარსდა, ხოლო დღეისათვის მათი რიცხვი 1,352-ია. ბანგკოკში ასევე ქვეყნის ხუთი უძველესი უნივერსიტეტი მდებარეობს, რომლებიც 1917-დან 1943 წლამდე პერიოდში დაარსებული.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Table 1 Population by sex, household type and household by type, average size of private household by region and area: 2010. Statistic tables, NSO website. National Statistics Office. ციტირების თარიღი: 18 September 2012.