ელენე ძამაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:


=== '''ბიოგრაფია''' ===
=== '''ბიოგრაფია''' ===
ელენე ძამაშვილი დაიბადა 1942 წლის 16 თებერვალს ისტორიკოს ვახტანგ ძამაშვილის და პიანისტ ნინო ძამაშვილის ოჯახში.
ელენე ძამაშვილი დაიბადა ქალაქ [[თბილისი|თბილისში]] 1942 წლის 16 თებერვალს ისტორიკოს ვახტანგ ძამაშვილის და პიანისტ ნინო ძამაშვილის ოჯახში.




ხაზი 12: ხაზი 12:




14 წლის ასაკში ელენეს ჰქონდა პირველი სოლო გამოსვლა კონსერვატორიაში<ref>http://www.rcmagazine.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1239&Itemid=&ed=41</ref>, სადაც მოგვიანებით, 1971 წლიდან 1990 წლამდე, იგი მუშაობდა კონცერტმეისტერად და ვოკალური ანსამბლის კლასის პედაგოგად. ის, აგრეთვე, მოღვაწეობდა პიანისტად სიმფონიურ ორკესტრთან და ტელერადიოკომიტეტში. მისი შესრულებით განხორციელდა 600-ზე მეტი ჩანაწერი<ref>http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009357/</ref>.
14 წლის ასაკში ელენეს ჰქონდა პირველი სოლო გამოსვლა კონსერვატორიაში<ref>http://www.rcmagazine.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1239&Itemid=&ed=41</ref>, სადაც მოგვიანებით, 1971 წლიდან 1990 წლამდე, იგი მუშაობდა კონცერტმეისტერად და ვოკალური ანსამბლის კლასის პედაგოგად. ის, აგრეთვე, მოღვაწეობდა პიანისტად სიმფონიურ ორკესტრთან და [[საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი|ტელერადიოკომიტეტში]]. მისი შესრულებით განხორციელდა 600-ზე მეტი ჩანაწერი<ref>http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009357/</ref>.




ხაზი 18: ხაზი 18:




კაიროს სახელმწიფო კონსერვატორიის მიწვევით, 1991 წლის სექტემბერს ელენე ეგვიპტეში გაემგზავრა. აქ იგი სიცოცხლის ბოლომდე მრავალმხრივ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა:
კაიროს [[:en:Cairo_Conservatoire|კონსერვატორიის]] მიწვევით, 1991 წლის სექტემბერს ელენე [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]] გაემგზავრა. აქ იგი სიცოცხლის ბოლომდე მრავალმხრივ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა:
* კონსერატორიაში მუშაობდა პიანისტად;
* კონსერატორიაში მუშაობდა პიანისტად;
* იქვე ასწავლიდა საფორტეპიანო და კამერულ მუსიკას ვოკალურ, საფორტეპიანო და სიმებიან განყოფილებათა სტუდენტებს;
* იქვე ასწავლიდა საფორტეპიანო და კამერულ მუსიკას ვოკალურ, საფორტეპიანო და სიმებიან განყოფილებათა სტუდენტებს;
* მუშაობდა პედაგოგად კაიროს ოპერასთან არსებულ ნიჭიერთა განვითარების ცენტრში;
* მუშაობდა პედაგოგად [[კაიროს ოპერასთან]] არსებულ ნიჭიერთა განვითარების ცენტრში;
* მოღვაწეობდა კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის მუსიკის დეპარტამენტში.
* მოღვაწეობდა კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის მუსიკის დეპარტამენტში.


ხაზი 36: ხაზი 36:




ელენე ძამაშვილი გარდაიცვალა 2020 წლის 21 ივლისს კაიროში. იგი დაკრძალულია ქალაქის მარ-გირგისის უბანში მდებარე ბერძნულ მართლმადიდებლურ სასაფლაოზე [[:en:Church_of_St._George_(Cairo)|წმ.გიორგის]] სახელობის ეკლესიის სიახლოვეს.
ელენე ძამაშვილი გარდაიცვალა 2020 წლის 21 ივლისს კაიროში. იგი დაკრძალულია ქალაქის მარ-გირგისის უბანში მდებარე ბერძნულ მართლმადიდებლურ სასაფლაოზე [[:en:Church_of_St._George_(Cairo)|წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის]] სიახლოვეს.


=== დამატებითი რესურსები ინტერნეტში ===
=== დამატებითი რესურსები ინტერნეტში ===
გაზეთ "ალ-აჰრამში" 2015 წელს გამოქვეყნებული ვრცელი სტატია ელენე ძამაშვილის შესახებ ინგლისურ ენაზე: http://english.ahram.org.eg/News/125728.aspx
გაზეთ "ალ-აჰრამში" 2015 წელს გამოქვეყნებული ვრცელი [http://english.ahram.org.eg/News/125728.aspx სტატია] ელენე ძამაშვილის შესახებ ინგლისურ ენაზე.


საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2017 წელს ჩაწერილი ინტერვიუ ელენე ძამაშვილთან: http://old.1tv.ge/ge/videos/view/187952.html


საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2017 წელს ჩაწერილი [http://old.1tv.ge/ge/videos/view/187952.html ინტერვიუ] ელენე ძამაშვილთან.



ელენე ძამაშვილის ბიოგრაფია ქართული მუსიკის ენციკლოპედიაში, 2015 წ., გვ.552

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009357/
ელენე ძამაშვილის [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009357/ ბიოგრაფია] ქართული მუსიკის ენციკლოპედიაში, 2015 წ., გვ.552.





02:38, 6 აგვისტო 2020-ის ვერსია

ელენე ძამაშვილი

(1942-2020) - კლასიკური მუსიკის ქართველი პიანისტი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კაიროს კონსერვატორიის პროფესორი.


ბიოგრაფია

ელენე ძამაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1942 წლის 16 თებერვალს ისტორიკოს ვახტანგ ძამაშვილის და პიანისტ ნინო ძამაშვილის ოჯახში.


1961 წელს ელენემ დაამთავრა მეორე მუსიკალური სასწავლებელი, სადაც სწავლობდა პედაგოგ ლუსია ესაიანის კლასში. იმავე წელს ის ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ტატიანა გოლდფარბის კლასში, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა პედაგოგ თენგიზ ამირეჯიბთან.


14 წლის ასაკში ელენეს ჰქონდა პირველი სოლო გამოსვლა კონსერვატორიაში[1], სადაც მოგვიანებით, 1971 წლიდან 1990 წლამდე, იგი მუშაობდა კონცერტმეისტერად და ვოკალური ანსამბლის კლასის პედაგოგად. ის, აგრეთვე, მოღვაწეობდა პიანისტად სიმფონიურ ორკესტრთან და ტელერადიოკომიტეტში. მისი შესრულებით განხორციელდა 600-ზე მეტი ჩანაწერი[2].


საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 23 ივლისის დადგენილებით, ელენე ძამაშვილს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.


კაიროს კონსერვატორიის მიწვევით, 1991 წლის სექტემბერს ელენე ეგვიპტეში გაემგზავრა. აქ იგი სიცოცხლის ბოლომდე მრავალმხრივ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა:

  • კონსერატორიაში მუშაობდა პიანისტად;
  • იქვე ასწავლიდა საფორტეპიანო და კამერულ მუსიკას ვოკალურ, საფორტეპიანო და სიმებიან განყოფილებათა სტუდენტებს;
  • მუშაობდა პედაგოგად კაიროს ოპერასთან არსებულ ნიჭიერთა განვითარების ცენტრში;
  • მოღვაწეობდა კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის მუსიკის დეპარტამენტში.


ყოველწლიურად ელენე ძამაშვილი ატარებდა სოლო-კონცერტებს, ასევე უკრავდა ადგილობრივ და მიწვეულ სტუმარ მუსიკოსებთან. მან შექმნა შემოქმედებითი დუეტი კონსერვატორიის დეკანთან, მევიოლინე ჰასან შარარასთან, აგრეთვე, ჩამოაყალიბა კაიროს საფორტეპიანო კვარტეტი[3].


ელენეს არაერთმა მოსწავლემ მიაღწია საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის მუჰამედ შამსმა და ვაელ ფარუკმა. 2014 წელს კაიროში გამართული შოპენის მუსიკის საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულთა უმრავლესობას ელენე ძამაშვილის სტუდენტები წარმოადგენდნენ.


კულტურის სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების მიზნით მისი ინიციატივით მოეწყო რამდენიმე კონცერტი კლასიკური მუსიკის ქართველ და ეგვიპტელ კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებით[4].


ელენე ძამაშვილი გარდაიცვალა 2020 წლის 21 ივლისს კაიროში. იგი დაკრძალულია ქალაქის მარ-გირგისის უბანში მდებარე ბერძნულ მართლმადიდებლურ სასაფლაოზე წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის სიახლოვეს.


დამატებითი რესურსები ინტერნეტში

გაზეთ "ალ-აჰრამში" 2015 წელს გამოქვეყნებული ვრცელი სტატია ელენე ძამაშვილის შესახებ ინგლისურ ენაზე.


საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2017 წელს ჩაწერილი ინტერვიუ ელენე ძამაშვილთან.


ელენე ძამაშვილის ბიოგრაფია ქართული მუსიკის ენციკლოპედიაში, 2015 წ., გვ.552.


წყაროები

  1. http://www.rcmagazine.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1239&Itemid=&ed=41
  2. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009357/
  3. https://www.cairo360.com/event/egyptian-piano-quartet-at-cairo-opera-house/
  4. http://english.ahram.org.eg/News/99902.aspx