მარია ედინბურგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:
|სახელი = მარია ედინბურგელი
|სახელი = მარია ედინბურგელი
|გარდაცვალების თარიღი = [[18 ივლისი]], [[1938]], (62 წლის)
|გარდაცვალების თარიღი = [[18 ივლისი]], [[1938]], (62 წლის)
|დედა = [[მარია ალექსანდრეს ასული]]
|დედა = [[მარია ალექსანდრეს ასული რომანოვა|მარია ალექსანდროვნა რომანოვა]]
|მამა = ალფრედი, საქსენ-კობურგ-გოთას მთავარი
|მამა = [[ალფრედი (საქსენ-კობურგის და გოთას ჰერცოგი)|ალფრედი, საქსენ-კობურგ-გოთას მთავარი]]
|დინასტია = საქსენ-კობურგ-გოთა
|დინასტია = საქსენ-კობურგ-გოთა
|სრული სახელი = მარია ალექსანდრა ვიქტორია
|სრული სახელი = მარია ალექსანდრა ვიქტორია

17:10, 2 აგვისტო 2020-ის ვერსია

მარია ედინბურგელი
რუმინეთის დედოფალი
კორონაცია: 15 ოქტომბერი, 1922
მმართ. დასაწყისი: 10 ოქტომბერი, 1914
მმართ. დასასრული: 20 ივლისი, 1927
წინამორბედი: ელიზაბეთ ცუ ვიდი
მემკვიდრე: მონარქია გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 ოქტომბერი, 1875
დაბ. ადგილი: კენტი, დიდი ბრიტანეთი
გარდ. თარიღი: 18 ივლისი, 1938, (62 წლის)
გარდ. ადგილი: სინაია, რუმინეთი
მეუღლე: ფერდინანდ I, რუმინეთის მეფე
შვილები: კაროლ II, რუმინეთის მეფე
ელიზაბეტა, საბერძნეთის დედოფალი
მარია, იუგოსლავიის დედოფალი
ნიკოლაი
ილეანა
მირკეა
სრული სახელი: მარია ალექსანდრა ვიქტორია
დინასტია: საქსენ-კობურგ-გოთა
მამა: ალფრედი, საქსენ-კობურგ-გოთას მთავარი
დედა: მარია ალექსანდროვნა რომანოვა
რელიგია: ჯერ ანგლიკანიზმი
შემდეგ მართლმადიდებლობა

მარია ედინბურგელი (ინგლ. Marie of Edinburgh), აგრეთვე ცნობილია როგორც მარია რუმინელი (ინგლ. Marie of Romania, რუმ. Maria a României; დ. 29 ოქტომბერი, 1875, კენტი, დიდი ბრიტანეთი — გ. 18 ივლისი, 1938, სინაია, რუმინეთი) — საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის შვილიშვილი. რუმინეთის უკანასკნელი დედოფალი 1914-1927 წლებში როგორც ფერდინანდ I-ის მეუღლე. რუმინეთის მეფე კაროლ II-ის დედა.

ბიოგრაფია

მარია დაიბადა 1875 წლის 29 ოქტომბერს კენტში, დიდ ბრიტანეთში. იგი იყო საქსენ-კობურგ-გოთას მთავარ ალფრედისა და მისი მეუღლის, დიდ მთავარ მარია ალექსანდროვნა რომანოვას ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და პრინცი ალბერტის, ხოლო დედის მხრიდან რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ისა და იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას (ქალიშვილობაში მარია ჰესენელი) შვილიშვილი იყო.

მამამისი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს, რის გამოც მარიამ ბავშვობა ბევრ ევროპულ ქვეყანაში გაატარა, მათ შორის მალტაზეც. 1889 წლიდან მისი ოჯახი კობურგში, გერმანიაში დასახლდა. თავდაპირველად განიხილებოდა მისი დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-თვის მითხოვება, თუმცა მოლაპარაკებები ორივეს დედებმა შეაჩერეს, რადგან ისინი ერთმანეთს ბიძაშვილებად ერგებოდნენ. ამ ქოწინებას მტრულად შეხვდა რუსეთის სამეფო კარიც. ამის შემდეგ მარიას დედამ ხელი შეუწყო მისი და რუმინეთის მეფე კაროლ I-ის მემკვიდრის, პრინცი ფერდინანდის დაახლოვებას.

მარია 1906 წელს.

1893 წლის 10 იანვარს ზინგმარინგენში შედგა მარიასა და ფერდინანდის ქორწინება. მათი კავშირი ერთობ უიღბლო აღმოჩნდა, რასაც ისიც ემატებოდა, რომ ფერდინანდი მას „ამაზრზენს“ უწოდებდა. 1897 წელს მარიამ სკანდალი მოაწყო ფერდინანდისა და ზიზი კანტაკუზენეს რომანის გამო. მან ფერდინანდისაგან დაორსულებული ზიზი თავის დედასთან, გერმანიაში გააგზავნა სამშობიაროდ, ბავშვის ბედი კი დღემდე უცნობია.

მარიასა და ფერდინანდს სულ ექვსი შვილი შეეძინათ, თუმცა მათი ბოლო სამი ბავშვი მარიამ მაშინ გააჩინა, როდესაც რომანი ჰქონდა მთავარ ბარბუ ირტირბეისთან. მათი უკანასკნელი ვაჟი, პრინცი მირკეა საჯაროდ ითვლებოდა ბარბუს შვილად, თუმცა ფერდინანდმა იგი თავისად სცნო. ეჭვებს ბადებდა მათი მესამე შვილის, მარიას დაბადებაც, რომელიც 1900 წელს, ანუ მას შემდეგ დაიბადა, რაც მარია და ფერდინანდი განცალკევებით ცხოვრობდნენ. ამრიგად, მარიას ბოლო ოთხი შვილის მამის ვინაობა დღემდე სადავოა.

1914 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა მისი მამამთილი, მეფე კაროლ I, რის შემდეგაც ტახტი ფერდინანდ I-მა დაიკავა, რითაც მარია რუმინეთის დედოფალი გახდა. თანამედროვეთა შეფასებით, მარია არა უბრალო დედოფალი და მეუღლე, არამედ ის პიროვნება იყო, ვინც მეფის ნაცვლად მართავდა რუმინეთს. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სწორედ დედოფალი მარია გასცემდა ბრძანებებს და ომშიც თავისი ნება-სურვილით ჩაება მოკავშირეთა მხარეს.

დედოფალი მარია აღწერილია, როგორც მამაცი, თავაზიანი და თანაგრძნობის უნარის მქონე ქალი. სხვა მრავალ საქმესთან ერთად, იგი ომის პერიოდში პირდაპირ ფრონტზე მუშაობდა მედდად და რისკავდა საკუთარი სიცოცხლით. ასევე მან მოახერხა აშშ-სგან ფინანსური დახმარების მიღება. 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, ვერსალის სამშვიდობო კონფერენციაზე დედოფალი მარია რუმინეთის წარმომადგენელი იყო. გამოჩენილი სიმამაცისა და გამბედაობისათვის რუმინელებმა მას მეტსახელად „ჯარისკაცთა დედოფალი“ შეარქვეს. მიუხედავად რუმინეთის მხრიდან გაწეული დიდი დანაკარგებისა, მან მაინც შეძლო დიდი ტერიტორიების მოერთება, რამაც ფაქტობრივად ორჯერ გაზარდა რუმინეთის ფართობი. ამის გამო იგი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

დედა-დედოფალი მარია 1936 წელს.

1927 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა ფერდინანდ I, რის შემდეგაც ტახტი მათმა ვაჟმა, კაროლ II-მ დაიკავა. მარიას კაროლთან შედარებით უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე ფერდინანდთან. იგი თავისუფლად ახერხებდა შვილის მართვას, რის გამოც მან კაროლი დააშორა მის საყვარელ მაგდა ლუპეშკუს და ცდილობდა მეოთხედ, რომელიმე პრინცესაზე დაექორწინებინა, თუმცა ეს არ გამოუვიდა.

დედოფალი მარია გარდაიცვალა 1938 წლის 18 ივლისს სინაიაში, 62 წლის ასაკში, მატარებლით მოგზაურობისას, სრულიად მოულოდნელად.

შვილები

  1. კაროლ II (1893-1953), რუმინეთის მეფე 1930-1940 წლებში. პირველად იქორწინა ზიზი ლამბრინოზე, რომელსაც მალევე გაეყარა და ცოლად შეირთო პრინცესა ელენე ბერძენი, რომელთანაც შეეძინა მეფე მიჰაი I, თუმცა მოგვიანებით მასაც გაშორდა და იქორწინა მაგდა ლუპეშკუზე;
  2. ელიზაბეტა (1894-1956), ცოლად გაჰყვა საბერძნეთის მეფე გეორგიოს II-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  3. მარია (1900-1961), ცოლად გაჰყვა იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე I-ს, რომელთანაც შეეძინა მეფე პეტარ II;
  4. ნიკოლაი (1903-1978), თავისი ძმისწულის, მეფე მიჰაი I-ის რეგენტი 1927-1930 წლებში. პირველად იქორწინა იოანა დოლეტზე, რომლის გარდაცვალების შემდეგ ცოლად შეირთო ტერეზა დე მელო, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ;
  5. ილეანა (1909-1991), ცოლად გაჰყვა ავსტრიის ერცჰერცოგ ანტონს, რომელსაც მოგვიანებით გაეყარა და ცოლად გაჰყვა სტეფან ისარეშკუს, თუმცა ბოლოს მასაც გაშორდა. ორივე ქმრისგან შეეძინა ექვსი შვილი;
  6. მირკეა (1913-1916), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა

  • Hans-Joachim Böttcher: Ferdinand von Sachsen-Coburg und Gotha 1861 - 1948 - Ein Kosmopolit auf dem bulgarischen Thron. Osteuropazentrum Berlin-Verlag (Anthea Verlagsgruppe), Berlin 2019, ISBN 978-3-89998-296-1, S. 306–307, 373.
  • A.L. Easterman: King Carol, Hitler, and Lupescu. Victor Gollancz Ltd., London 1942
  • Erika Bestenreiner: Prinzessin Maria von Großbritannien und Coburg, Königin von Rumänien, in: Die Frauen aus dem Hause Coburg. Aus dem fränkischen Herzogtum auf die Throne Europas. Piper, München 2008, ISBN 978-3-492-04905-4, S. 224–290.
  • Della Marcus: "Her Eternal Crown - Queen Marie of Romania and the Bahai Faith", George Ronald Publisher Ltd, Oxford 2000, ISBN 978-0-85398-442-9