მარია ალექსანდრეს ასული: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15: ხაზი 15:
|დაკრძალვის ადგილი = [[სანქტ-პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი|წმ. პეტრესა და პავლეს ტაძარი]], [[სანქტ-პეტერბურგი]], [[რუსეთი]]
|დაკრძალვის ადგილი = [[სანქტ-პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი|წმ. პეტრესა და პავლეს ტაძარი]], [[სანქტ-პეტერბურგი]], [[რუსეთი]]
|ქორწინება = [[ალექსანდრე II (რუსეთი)|ალექსანდრე II, რუსეთის იმპერატორი]]
|ქორწინება = [[ალექსანდრე II (რუსეთი)|ალექსანდრე II, რუსეთის იმპერატორი]]
|შვილები = ალექსანდრა
[[ნიკოლოზ ალექსანდროვიჩი|ნიკოლოზი]]
[[ალექსანდრე III (რუსეთი)|ალექსანდრე III, რუსეთის იმპერატორი]]
[[ვლადიმირ ალექსანდროვიჩი|ვლადიმირი]]
[[ალექსეი ალექსანდროვიჩი|ალექსეი]]
[[მარია ალექსანდროვნა|მარია, საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგინია]]
[[სერგეი ალექსანდროვიჩი|სერგეი]]
[[პავლე ალექსანდროვიჩი|პავლე]]
|შვილები = ალექსანდრა
[[ნიკოლოზ ალექსანდროვიჩი|ნიკოლოზი]]
[[ალექსანდრე III (რუსეთი)|ალექსანდრე III, რუსეთის იმპერატორი]]
[[ვლადიმირ ალექსანდროვიჩი|ვლადიმირი]]
[[ალექსეი ალექსანდროვიჩი|ალექსეი]]
[[მარია ალექსანდრეს ასული რომანოვა|მარია, საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგინია]]
[[სერგეი ალექსანდროვიჩი|სერგეი]]
[[პავლე ალექსანდროვიჩი|პავლე]]
|სრული სახელი = მაქსიმილიანა ვილჰელმინა ავგუსტა სოფია მარია ფონ ჰესენ-დარმშტადტი
|სრული სახელი = მაქსიმილიანა ვილჰელმინა ავგუსტა სოფია მარია ფონ ჰესენ-დარმშტადტი
|დინასტია = ჰესენ-დარმშტადტელები
|დინასტია = ჰესენ-დარმშტადტელები
ხაზი 22: ხაზი 22:
|რელიგია = ჯერ [[ლუთერანიზმი]]
შემდეგ [[მართლმადიდებლობა]]
|რელიგია = ჯერ [[ლუთერანიზმი]]
შემდეგ [[მართლმადიდებლობა]]

'''მარია ალექსანდრეს ასული''' ({{lang-ru|Мария Александровна}}), დაბ. '''მაქსიმილიანა ვილჰელმინა ავგუსტა სოფია ფონ ჰესენ-დარმშტადტი''' ({{lang-de|Maximiliane Wilhelmine Auguste Sophie Marie von Hessen-Darmstadt}}; დ. [[8 აგვისტო]], [[1824]], [[დარმშტადტი]], [[ჰესენი]], [[გერმანიის კონფედერაცია]] — გ. [[3 ივნისი]], [[1880]], [[ზამთრის სასახლე (სანქტ-პეტერბურგი)|ზამთრის სასახლე]], [[სანქტ-პეტერბურგი]], [[რუსეთის იმპერია]]) — ჰესენ-დარმშტადტელთა დინასტიის წარმომადგენელი. სრულიად რუსეთის იმპერატრიცა 1855-80 წლებში როგორც [[ალექსანდრე II]]-ის პირველი ცოლი. რუსეთის იმპერატორ [[ალექსანდრე III]]-ის დედა და რუმინეთის დედოფალ [[მერი ედინბურგელი|მერი ედინბურგელის]] ბებია.
'''მარია ალექსანდრეს ასული''' ({{lang-ru|Мария Александровна}}), დაბ. '''მაქსიმილიანა ვილჰელმინა ავგუსტა სოფია ფონ ჰესენ-დარმშტადტი''' ({{lang-de|Maximiliane Wilhelmine Auguste Sophie Marie von Hessen-Darmstadt}}; დ. [[8 აგვისტო]], [[1824]], [[დარმშტადტი]], [[ჰესენი]], [[გერმანიის კონფედერაცია]] — გ. [[3 ივნისი]], [[1880]], [[ზამთრის სასახლე (სანქტ-პეტერბურგი)|ზამთრის სასახლე]], [[სანქტ-პეტერბურგი]], [[რუსეთის იმპერია]]) — ჰესენ-დარმშტადტელთა დინასტიის წარმომადგენელი. სრულიად რუსეთის იმპერატრიცა 1855-80 წლებში როგორც [[ალექსანდრე II]]-ის პირველი ცოლი. რუსეთის იმპერატორ [[ალექსანდრე III]]-ის დედა და რუმინეთის დედოფალ [[მარია ედინბურგელი|მერი ედინბურგელის]] ბებია.

== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==

17:06, 2 აგვისტო 2020-ის ვერსია

მარია ალექსანდრეს ასული

შესრულებულია 1857 წელს ფრანც ხავიერ ვინტერჰალტერის მიერ
რუსეთის იმპერატრიცა
კორონაცია: 7 სექტემბერი, 1855
მმართ. დასაწყისი: 2 მარტი, 1855
მმართ. დასასრული: 3 ივნისი, 1880
წინამორბედი: შარლოტა პრუსიელი
მემკვიდრე: დაგმარ დანიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 აგვისტო, 1824
დაბ. ადგილი: დარმშტადტი, ჰესენი, გერმანიის კონფედერაცია
გარდ. თარიღი: 3 ივნისი, 1880, (55 წლის)
გარდ. ადგილი: ზამთრის სასახლე, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
დაკრძ. ადგილი: წმ. პეტრესა და პავლეს ტაძარი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
მეუღლე: ალექსანდრე II, რუსეთის იმპერატორი
შვილები: ალექსანდრა
ნიკოლოზი
ალექსანდრე III, რუსეთის იმპერატორი
ვლადიმირი
ალექსეი
მარია, საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგინია
სერგეი
პავლე
სრული სახელი: მაქსიმილიანა ვილჰელმინა ავგუსტა სოფია მარია ფონ ჰესენ-დარმშტადტი
დინასტია: ჰესენ-დარმშტადტელები
მამა: ლუდვიგ II, ჰესენის დიდი ჰერცოგი
დედა: ვილჰელმინა ბადენელი
რელიგია: ჯერ ლუთერანიზმი
შემდეგ მართლმადიდებლობა

მარია ალექსანდრეს ასული (რუს. Мария Александровна), დაბ. მაქსიმილიანა ვილჰელმინა ავგუსტა სოფია ფონ ჰესენ-დარმშტადტი (გერმ. Maximiliane Wilhelmine Auguste Sophie Marie von Hessen-Darmstadt; დ. 8 აგვისტო, 1824, დარმშტადტი, ჰესენი, გერმანიის კონფედერაცია — გ. 3 ივნისი, 1880, ზამთრის სასახლე, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია) — ჰესენ-დარმშტადტელთა დინასტიის წარმომადგენელი. სრულიად რუსეთის იმპერატრიცა 1855-80 წლებში როგორც ალექსანდრე II-ის პირველი ცოლი. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის დედა და რუმინეთის დედოფალ მერი ედინბურგელის ბებია.

ბიოგრაფია

ადრეული ცხოვრება

მაქსიმილიანა ვილჰელმინა ავგუსტა სოფია დაიბადა 1824 წლის 8 აგვისტოს დარმშტადტში. იგი იყო ჰესენის დიდ ჰერცოგ ლუდვიგ II-ისა და მისი მეუღლის, ბადენის პრინც კარლ ლუდვიგის ასულ პრინცესა ვილჰელმინა ბანელის მეხუთე შვილი.

მის მშობლებს ერთმანეთი სძულდათ, რის გამოც ხშირად კამათობდნენ და შემდეგ თვეობით ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ ხოლმე. პირველი ორი შვილის, ალექსანდრესა და მარიას დაბადებამ ისინი თითქოს ერთმანეთს დააახლოვა, თუმცა შემდეგი სამი შვილის გაჩენამ დააშორა, ვინაიდან ლუდვიგს ეჭვები ჰქონდა, რომ ისინი ვილჰელმინას სხვა კაცებისგან ჰყავდა. ამრიგად, მაქსიმილიანა მათთვის უკანასკნელი შვილი აღმოჩნდა, რადგან დიდი ჰერცოგი ცოლს ახლოს აღარ ეკარებოდა. თავად ლუდვიგი ამ ბავშვების ბიოლოგიურ მამად ავგუსტ ლუდვიგ ფონ სენარკლეს-გრანსს ასახელებდა, რომელიც ახლოს იყო ვილჰელმინასთან.

მიუხედავად ასეთი სკანდალური ბავშვობისა, მაქსიმილიანამ დედის მეთვალყურეობის ქვეშ ბრწყინვალე განათლება მიიღო. მან პატარა პრინცესას საოცრად კეთილი, თუმცა მკაცრი აღმზრდელიც დაუქირავა. ვილჰელმინა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მისი ქალიშვილისთვის ისტორიისა და ლიტერატურის სწავლებას. ამასთან, დედის საოცარმა სიყვარულმა ფრანგული ენის, ლიტერატურისა და კულტურისადმი განაპირობა, რომ მაქსიმილიანაც შესანიშნავად ფლობდა ფრანგულ ენას, იცოდა ფრანგული ლიტერატურა და კულტურა. როდესაც მაქსიმილიანა თერთმეტი წლის იყო, ვილჰელმინა გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, მისი საგანმანათლებლო პროცესი არ შემწყდარა და ამ ერთობ მნიშვნელოვან პროცესს თვალ-ყურს მისი აღმზრდელი, ქალბატონი მარიანა გრანსი ადევნებდა.

იმპერატრიცა

1838 წელს, რუსეთის ტახტის მემკვიდრე, დიდი მთავარი ალექსანდრე ნიკოლაევიჩი გერმანიაში მოგზაურობისას ჰესენის პრინცესა მაქსიმილიანას შეხვდა, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა და მასზე დაქორწინება მოისურვა. ამის შემდეგ, მალევე დაიდო საქორწინო კონტრაქტი, რის შემდეგაც მაქსიმილიანა პეტერბურგში ჩავიდა, მართლმადიდებლობაზე მოინათლა, სახელად მარია ალექსანდროვნა დაერქვა და რუსეთის დიდი მთავრის წოდებაც მიენიჭა. მათ საკმაოდ ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ და უამრავი შვილიც შეეძინათ. ქორწინების პირველი ოცი წლის განმავლობაში მისი მამამთილი, ნიკოლოზ I მეფობდა, რომელიც 1855 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი ქმარი ალექსანდრე II ავიდა, მარია კი სრულიად რუსეთის იმპერატრიცა ხდება, რომლის კორონაციაც ამავე წლის 7 სექტემბერს შედგა.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა თავის ცოლს, მას უამრავი საყვარელი და უკანონო შვილი ჰყავდა. ყოველივე ეს მარიას ღრმა დეპრესიაში აგდებდა, რამაც უამრავ მშობიარობასთან ერთად ბოლო მოუღო მის ჯანმრთელობას. ამავდროულად იგი დიდ წინააღმდეგობას უწევდა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას, რომელსაც იგი საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგ ალფრედ ედინბურგელის გამო ედავებოდა. ვიქტორიას თავისი საყვარელი შვილიშვილის, პრინცესა ალისა ჰესენელის (შემდგომში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მეუღლე ალექსანდრა ფეოდოროვნა) დაქორწინება სურდა ალფრედზე, მარიას კი თავისი ქალიშვილის, მარია ალექსანდროვნასი. საბოლოოდ, ვინაიდან ალისა და ალფრედი ერთმანეთის უახლოესი ნათესავები იყვნენ (ორივე ვიქტორიას შვილიშვილები), გადაწყდა, ალფრედისა და მარია ალექსანდროვნას ქორწინება.

იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას ყოველთვის გამორჩეულად ახლო და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა თავის ძმასთან, ჰესენის დიდ ჰერცოგ ალექსანდრესთან. მათ, თავიანთი ჰესენ-რუსეთის კავშირის გასამყარებლად მარია ალექსანდროვნას ვაჟი, დიდი მთავარი სერგეი ალექსანდროვიჩი დააქორწინეს ალექსანდრეს ასულ ვიქტორიაზე. შემდგომში ეს კავშირი კიდევ უფრო გამყარდა მარიას შვილიშვილ ნიკოლოზ II-ისა და ალისა ჰესენელის ქორწინებითაც.

ჯანმრთელობა და გარდაცვალება

1863 წელს, უკვე ჯანმრთელობა შერყეული მარია ალექსანდროვნა ტუბერკულიოზით დაავადდა. ექიმებმა გამოსაჯანმთელებლად შედარებით უფრო ტენიან ადგილას დასვენება ურჩიეს, რის გამოც იმპერატრიცა 1864 წელს ბავარიაში ჩავიდა, სადაც იგი შეხვდა ბავარიის მეფე ლუდვიგ II-ს. კურორტზე დასვენებისას ორი მონარქი ძალიან დაახლოვდა, რის გამოც, რუსეთში დაბრუნების შემდეგ მარია ალექსანდროვნასა და ლუდვიგს ერთმანეთთან აქტიური მიმოწერა ჰქონდათ. ამას საიმპერატორო კარზე უამრავი ეჭვი და მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რის გამოც მან ბავარიის მეფესთან კავშირი სამუდამოდ გაწყვიტა.

მისი ქმრის გაუთავებელი ღალატისა და უფროსი ვაჟის ნაადრევად გარდაცვალებამ ძირი გამოუთხარა მარია ალექსანდროვნას ისედაც სუსტ ჯანმრთელობას. უკიდურესად დასუსტებული იმპერატრიცა 1880 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა, 55 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს სანქტ-პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში. მისი დაღუპვიდან მალევე მისი ქმარი მალევე დაქორწინდა თავის საყვარელზე, თუმცა იმპერატორი ალექსანდრე II მარიას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, 1881 წელს გარდაიცვალა, ტახტზე კი მათი ვაჟი, ალექსანდრე III ადის.

შვილები

სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ალექსანდრა 30 აგვისტო, 1842,

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

10 ივლისი, 1849,

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

(6 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ყვავილის ეპიდემიისას. თქმულების თანახმად,

შემდგომში მისი მოჩვენება ხშირად ეცხადებოდა მამიდამისს, საქსენ-ალტენბურგის

ჰერცოგინია ალექსანდრა იოსეფოვნას, ბაბუამისს, იმპერატორ ნიკოლოზ I-ს,

მამამისს, იმპერატორ ალექსანდრე II-სა და დედამისს, იმპერატრიცა მარია

ალექსანდროვნას.

ნიკოლოზი 20 სექტემბერი,1843,

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

24 აპრილი, 1865,

ნიცა, საფრანგეთი,

(21 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი და ტახტის მემკვიდრე. დანიშნული იყო დანიისა და

ნორვეგიის მეფე კრისტიან IX-ის ასულ დაგმარ დანიელზე (რომელიც შემდგომში მის

ძმაზე დაქორწინდა), თუმცა ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა.

ალექსანდრე III 10 მარტი, 1845,

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

1 ნოემბერი, 1894,

ლივადია, უკრაინა

(49 წლის)

რუსეთის იმპერატორი 1881-94 წლებში. ცოლად შეირთო დანიისა და ნორვეგიის

მეფე კრისტიან IX-ის ასული დაგმარ დანიელი, რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა,

მათ შორის მომავალი იმპერატორი ნიკოლოზ II.

ვლადიმირი 22 აპრილი, 1847,

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

17 თებერვალი, 1909,

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

(61 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. ცოლად შეირთო პრინცესა მარია მეკლენბურგ-შვერინელი,

რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის ოთხი ვაჟი და ერთი გოგონა.

ალექსეი 14 იანვარი, 1850,

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

14 ნოემბერი, 1908,

პარიზი, საფრანგეთი,

(58 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. მსახურობდა რუსეთის საიმპერატორო ფლოტში და იყო

რუსეთის ელჩი საფრანგეთში. ცოლად შეირთო რუსული წარმოშობის გერმანელი

დიდგვაროვანი ალექსანდრა ჟუკოვსკაია, რომელთანაც მხოლოდ ერთი ვაჟი

შეეძინა.

მარია 17 ოქტომბერი, 1853,

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

24 ოქტომბერი, 1920,

ციურიხი, შვეიცარია

(67 წლის)

ცოლად გაჰყვა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას ვაჟს, ედინბურგისა და

საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგ ალფრედს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი:

საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგი ალფრედი, რუმინეთის დედოფალი მარია, რუსეთის

დიდი მთავარი ვიქტორია, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინცესა ალექსანდრა და

ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის შვილიშვილის, გალიერას ჰერცოგ ალფონსოს

მეუღლე ბეატრისი.

სერგეი 11 მაისი, 1857,

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

17 თებერვალი, 1905,

მოსკოვი, რუსეთი,

(47 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში. ცოლად შეირთო

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი ელიზაბეთ ჰესენელი, თუმცა

შვილები არ ჰყოლია. იგი სასტიკად დევნიდა ებრაელებს. მისი ბრძანებით დახვრიტეს

20, 000-მდე ებრაელი, რის გამოც იგი კრემლის წინ მოკლეს ტერორისტებმა, მისი ცოლი

კი რევოლუციონერებმა დახვრიტეს 1918 წელს.

პავლე 3 ოქტომბერი, 1860,

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

28 იანვარი, 1919,

პეტროგრადი,

რუსეთი

(58 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. პირველად იქორწინა საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ის ასულ

ალექსანდრაზე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი

ცოლად თავისი საყვარელი ოლღა ვალერიანოვნა შეირთო, რომელთანაც სამი შვილი

ჰყავდა. ტახტზე პრეტენზიების გამო, წლების მანძილზე დევნილობაში ცხოვრობდა

პარიზში, რუსეთის რევოლუციის შემდეგ კი ტახტზე ასვლის იმედით დაბრუნდა

სამშობლოში, სადაც იგი ტყეში დახვრიტეს ანტიმონარქისტებმა.

ლიტერატურა

• Banks, ECS. Road to Ekaterinburg: Nicholas and Alexandra's Daughters 1913–1918. SilverWood Books 2012. ISBN 978-1-78132-035-8
• Cowles, Virginia. The Romanovs. Harper & Ross, 1971. ISBN 978-0-06-010908-0
• Gilbert, Paul. My Russia: The Children's Island, Alexander Park, Tsarkoye Selo. Published in Royal Russia: a Celebration of the Romanov Dynasty & Imperial Russia in Words & Photographs. No 4. Gilbert's Books, 2013. ISBN 978-1-927604-04-5
• Gilbert, Paul. Alexander II and Tsarkoe Selo. Published in Royal Russia Annual: a Celebration of the Romanov Dynasty & Imperial Russia in Words & Photographs. No 2. Gilbert's Books, 2012. ISBN 978-0986531095
• King, Greg. Livadia in the Reign of Alexander II. Published in Imperial Crimea: Estates Enchanment & The Last of the Romanovs. CreateSpace Independent Publishing Platform, 2017.ISBN 978-1981436828
• Korneva, Galina & Cheboksarova, Tatiana. Russia & Europe: Dynastic Ties . Eurohistory, 2013. ISBN 978-0-9854603-2-7
• Markelov I.I. Memories of 1839. The first meeting of Emperor Alexander II and the Empress Maria Alexandrovna. Russian Antiquity., 94, №4 .. - 1898. - 19-22 p.
• Montgomery-Massingberd, Hugh. Burke's Royal Families of the World: Volume I Europe & Latin America, 1977, pp. 212-215, 474-476. ISBN 0-85011-023-8
• Nelipa, Margarita. Alexander III His Life and Reign. Gilbert's Books, 2014. ISBN 978-1-927604-03-8
• Radzinsky, Edvard. Alexander II: The Last Great Tsar. Free Press, 2006 . ISBN 978-0743284264
• Tiutcheva, Anna Feodorovna. At the court of two Emperors. Moscow, Novosti. 1990.
• Van der Kiste, John. The Romanovs 1818–1959. Sutton Publishing, 1999. ISBN 0-7509-2275-3.
• Zeepvat, Charlotte. Heiligenberg: Our Ardently Loved Hill. Published in Royalty Digest. No 49. July 1995.
• Zeepvat, Charlotte. The Camera and the Tsars, Sutton Publishing, 2004. ISBN 0-7509-3049-7.
• Zeepvat, Charlotte. Romanov Autumn:Stories from the last century of Imperial Russia. Sutton Publishing, 2000. ISBN 9780750923378