მარგარეტ ავსტრიელი (1480-1530): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 40: ხაზი 40:
=== სავოიის ჰერცოგინია ===
=== სავოიის ჰერცოგინია ===
[[ფაილი:Margaret of Austria Van Orley.jpg|მარცხნივ|მინი|დაქვრივებული მარგარეტ ავსტრიელი]]
[[ფაილი:Margaret of Austria Van Orley.jpg|მარცხნივ|მინი|დაქვრივებული მარგარეტ ავსტრიელი]]
მარგარეტის უკან დაბრუნებისთანავე მაქსიმილიანმა მისი გათხოვება განიზრახა ახალი ალიანსის შესაქმნელად. 1501 წლის 2 დეკემბერს მარგარეტი სავოიის ჰერცოგ [[ფილიბერტო II]]-ს მიათხოვეს. ქორწინება უშვილო იყო და ქორწინებიდან სულ სამ წელიწადში ფილიბერტო გარდაიცვალა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა მარგარეტმა თვითმკვლელობა სცადა და სასახლის ფანჯრიდან გადახტა, თუმცა მისი გადარჩენა მოახერხეს. მარგარეტს მეუღლე ძალიან უყვარდა და მისი გარდაცვალებაც საშინლად აისახა მასზე. მარგარეტმა ფილიბერტოს გვამს გული ამოაჭრა და მთელი დარჩენილი ცხოვრება თან დაჰქონდა. ამასთან მან დაიფიცა, რომ ამის შემდეგ აღარასდროს დაქორწინდებოდა. იმპერიის სამეფო კარზე კი მას ახალი წოდება "Dame de deuil" (რაც ლათინურად გლოვის დედოფალს ნიშნავს) მიენიჭა.
მარგარეტის უკან დაბრუნებისთანავე მაქსიმილიანმა მისი გათხოვება განიზრახა ახალი ალიანსის შესაქმნელად. 1501 წლის 2 დეკემბერს მარგარეტი სავოიის ჰერცოგ [[ფილიბერტო II სავოიელი|ფილიბერტო II]]-ს მიათხოვეს. ქორწინება უშვილო იყო და ქორწინებიდან სულ სამ წელიწადში ფილიბერტო გარდაიცვალა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა მარგარეტმა თვითმკვლელობა სცადა და სასახლის ფანჯრიდან გადახტა, თუმცა მისი გადარჩენა მოახერხეს. მარგარეტს მეუღლე ძალიან უყვარდა და მისი გარდაცვალებაც საშინლად აისახა მასზე. მარგარეტმა ფილიბერტოს გვამს გული ამოაჭრა და მთელი დარჩენილი ცხოვრება თან დაჰქონდა. ამასთან მან დაიფიცა, რომ ამის შემდეგ აღარასდროს დაქორწინდებოდა. იმპერიის სამეფო კარზე კი მას ახალი წოდება "Dame de deuil" (რაც ლათინურად გლოვის დედოფალს ნიშნავს) მიენიჭა.


=== ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი ===
=== ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი ===
ხაზი 55: ხაზი 55:
როგორც საფრანგეთის, ისე ბურგუნდიის სამეფო კარზე, მარგარეტმა შესანიშნავი განათლება მიიღო. მას ძალიან უყვარდა ხელოვნება და მფარველობდა კიდეც მას. მარგარეტს შეეძლო რამდენიმე საკრავზე დაკვრა, მხატვრულად კითხვა და ლექსების პოეტურად წერა. მეხელენში ცხოვრებისას, იგი თავისი დროის უდიდეს ჰუმანისტებს შეხვდა, როგორებიც არიან [[დესიდერიუს ერასმუსი]], ადრიანე უტრეხტელი (შემდგომში პაპი [[ადრიანე VI]]) და [[აგრიპა ნეტესჰაიმელი]]. აგრიპამ მისი დავალებით რამდენიმე ფემინისტური სახის ნაწარმოები დაწერა, რომელშიც ქალთა სქესის სიძლიერესა და გონებამახვილობაზე იყო საუბარი. მარგარეტს თავის სასახლეში უდიდესი და უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელშიც შედიოდა კათოლიკურ მესებს, ისტორიულ და ეთიკურ ტრაქტატებსა და პოეტურ ნამუშევრებს. იგი ნიდერლანდებში ხელს უწყობდა ხელოვნებისა და ლიტერატურის აღორძინებას, ოღონდ ისე, რომ კათოლიკური რწმენა არ წაებილწათ. იგი კარგი ნამუშევრებისთვის ხშირად დიდად ასაჩუქრებდათ ხელოვანებს. მას ძალიან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მხატვრებთან, კომპოზიტორებთან, მწერლებთან და პოეტებთან.
როგორც საფრანგეთის, ისე ბურგუნდიის სამეფო კარზე, მარგარეტმა შესანიშნავი განათლება მიიღო. მას ძალიან უყვარდა ხელოვნება და მფარველობდა კიდეც მას. მარგარეტს შეეძლო რამდენიმე საკრავზე დაკვრა, მხატვრულად კითხვა და ლექსების პოეტურად წერა. მეხელენში ცხოვრებისას, იგი თავისი დროის უდიდეს ჰუმანისტებს შეხვდა, როგორებიც არიან [[დესიდერიუს ერასმუსი]], ადრიანე უტრეხტელი (შემდგომში პაპი [[ადრიანე VI]]) და [[აგრიპა ნეტესჰაიმელი]]. აგრიპამ მისი დავალებით რამდენიმე ფემინისტური სახის ნაწარმოები დაწერა, რომელშიც ქალთა სქესის სიძლიერესა და გონებამახვილობაზე იყო საუბარი. მარგარეტს თავის სასახლეში უდიდესი და უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელშიც შედიოდა კათოლიკურ მესებს, ისტორიულ და ეთიკურ ტრაქტატებსა და პოეტურ ნამუშევრებს. იგი ნიდერლანდებში ხელს უწყობდა ხელოვნებისა და ლიტერატურის აღორძინებას, ოღონდ ისე, რომ კათოლიკური რწმენა არ წაებილწათ. იგი კარგი ნამუშევრებისთვის ხშირად დიდად ასაჩუქრებდათ ხელოვანებს. მას ძალიან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მხატვრებთან, კომპოზიტორებთან, მწერლებთან და პოეტებთან.


მარგარეტი პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც ახალი სამყაროდან წამოღებული ნივთების კოლექცია ჰქონდა, რომლის შეგროვებაც ჯერ კიდევ სავოიაში დაიწყო. [[ერნან კორტესი|ერნან კორტესს]] სწორედ მისთვის და მისი დავალებით ჩამოჰქონდა უამრავი ახალი რამ ამერიკიდან. ერთხელ აცტეკთა მეფე [[მონტესუმა I|მონტესუმა I-]]<nowiki/>მა მარგარეტს პირადადაც გაუგზავნა უძვირფასესი სამკაულები.
მარგარეტი პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც ახალი სამყაროდან წამოღებული ნივთების კოლექცია ჰქონდა, რომლის შეგროვებაც ჯერ კიდევ სავოიაში დაიწყო. [[ერნან კორტესი|ერნან კორტესს]] სწორედ მისთვის და მისი დავალებით ჩამოჰქონდა უამრავი ახალი რამ ამერიკიდან. ერთხელ აცტეკთა მეფე [[მონტესუმა I|მონტესუმა I-]]<nowiki/>მა მარგარეტს პირადადაც გაუგზავნა უძვირფასესი სამკაულები.


== ჰერალდიკა ==
== ჰერალდიკა ==
<gallery widths="240" heights="240">
<gallery widths="220" heights="220">
ფაილი:Coat of arms of Margaret of Austria (single lady).svg|მარგარეტის გერბი 1480-1496 წლებში
ფაილი:Coat of arms of Margaret of Austria (single lady).svg|მარგარეტის გერბი 1480-1496 წლებში
ფაილი:Coat of arms of Margaret of Austria (princess of Spain).svg|მარგარეტის გერბი 1496-1501 წლებში
ფაილი:Coat of arms of Margaret of Austria (princess of Spain).svg|მარგარეტის გერბი 1496-1501 წლებში

11:18, 2 აგვისტო 2020-ის ვერსია

მარგარეტ ავსტრიელი
სავოიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 2 დეკემბერი, 1501
მმართ. დასასრული: 10 სექტემბერი, 1504
წინამორბედი: იოლანდა ლუიზა სავოიელი
მემკვიდრე: ბეატრიზ პორტუგალიელი
ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი
მმართ. დასაწყისი: 1507
მმართ. დასასრული: 1 დეკემბერი, 1530
წინამორბედი: ვილჰელმ კროი
მემკვიდრე: მარია ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 იანვარი, 1480
დაბ. ადგილი: ბრიუგე, ჩვიდმეტი პროვინცია
გარდ. თარიღი: 1 დეკემბერი, 1530, (50 წლის)
გარდ. ადგილი: მეხელენი, ჩვიდმეტი პროვინცია
მეუღლე: ხუანი, ასტურიის პრინცი
ფილიბერტო II, სავოიის ჰერცოგი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: მაქსიმილიან I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარია I, ბურგუნდიის ჰერცოგინია
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარეტ ავსტრიელი (გერმ. Margarete von Österreich, ფრანგ. Marguerite d'Autriche, ესპ. Margarita de Austria, იტალ. Margherita d'Asburgo, ნიდერლ. Margaretha van Oostenrijk; დ. 10 იანვარი, 1480 — გ. 1 დეკემბერი, 1530) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ისა და მისი პირველი მეუღლის, ბურგუნდიის ჰერცოგინია მარია I-ის ნაბოლარა ქალიშვილი. თავდაპირველად დანიშნული იყო საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ზე, რომელმაც ცოლად მარგარეტის მამის მეორე ცოლი, ანა ბრეტონელი შეირთო, რის შემდეგაც იგი ასტურიის პრინც ხუან არაგონელზე გაათხოვეს, რომელიც მალევვე გარდაიცვალა, ამის შემდეგ იგი ცოლად სავოიის ჰერცოგ ფილიბერტო II-ს შერთეს, თუმცა ისიც მალევე დაიღუპა. მეორედ დაქვრივებულ მარგარეტს შვილები არ ჰყოლია, რის გამოც სამშობლოში დაბრუნდა, სადაც 1507 წელს მას მისმა ძმიშვილმა კარლ V-მ ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერობა უბოძა.

ბიოგრაფია

ათი წლის მარგარეტი საფრანგეთში, 1490 წელი

ავსტრიის ერცჰერცოგინია

მარგარეტი დაიბადა 1480 წლის 10 იანვარს. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ისა და მისი პირველი, საყვარელი მეუღლის, ბურგუნდიისა და ქვემო ქვეყნების მონარქ მარია I-ის მეორე, ნაბოლარა და ერთადერთი ქალიშვილი. მას მხოლოდ ერთი უფროსი ძმა ჰყავდა — პრინცი ფილიპე. მარგარეტი დედასთან, ჰერცოგინია მარიასთან და მის დედინაცვალთან, ქვრივ ჰერცოგინია მარგარეტ იორკელთან ერთად იზრდებოდა, რომლის პატივსაცემადაც დაარქვეს მას სახელი. მარგარეტ იორკელი მარიას, მაქსიმილიანსა და მათ შვილებსაც ძალიან უყვარდათ და მასაც დიდი ამაგი ჰქონდა მარგარეტისა და ფილიპეზე. 1482 წელს მარგარეტის დედა, მარია ბურგუნდიელი ჯირითისას ცხენიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. ბურგუნდიის ჰერცოგი და ჩვიდმეტი პროვინციის მონარქი კი მარგარეტის უფროსი ძმა, მცირეწლოვანი ფილიპე IV გახდა, მის რეგენტად კი მაქსიმილიანი დაინიშნა.

საფრანგეთი

1482 წელს მაქსიმილიან I-სა და საფრანგეთის მეფე ლუი XI-ს შორის ხელი მოეწერა არასის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მარგარეტი ცოლად მიჰყვებოდა საფრანგეთის დოფინ შარლ დე ვალუას. მარგარეტს მზითვში ფრანშ-კომტე, ფლანდრია და არტუა მიჰქონდა, რითაც ომი და ფრანგების პრეტენზიები უნდა შემწყდარიყო. შარლისა და მარგარეტის ნიშნობა 1483 წელს შედგა, რის შემდეგაც ზემოთ ხსენებული მხარეები საფრანგეთის შემადგენლობაში გადავიდა. მცირეწლოვან მარგარეტზე მეურვეობა ლუიმ და მისმა მეუღლემ, დედოფალმა შარლოტა სავოიელმა აიღეს თავიანთ თავზე. თუმცა ლუიც და შარლოტაც ერთ დღეს, 1483 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალნენ. მიუხედავად ამისა ფრანგებმა თავიანთი მომავალი დედოფალი, როგორც ეს განზრახული იყო ბრწყინვალე განათლებით უზრუნველყვეს. მარგარეტის ასეთ უნაკლო და უმაღლეს განათლებაზე მადამ დე სერჟე ზრუნავდა. მარგარეტი შარლის დის, ბურბონის ჰერცოგინია ანა დე ვალუასა და მისი ბიძაშვილის, ლუიზა სავოიელის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა.

მარგარეტმა წლების მანძილზე შარლი გულწრფელად შეიყვარა. თუმცა 1491 წელს შარლმა ხელშეკრულება გაწყვიტა, ცოლად მაქსიმილიან I-ის მეორე ცოლი, 11 წლის ანა ბრეტონელი შეირთო. ამან იმპერატორის განრისხება გამოიწვია. შარლმა მისი ქალიშვილი უკან უარყოფით, ხოლო ცოლი მოტაცებით შეურაცხჰყო. 1491 წელს შარლი და ანა დაქორწინდნენ და სამეფო სასახლეში შარლმა ახალ დედოფალთან ერთად შემოაბიჯა. მიუხედავად ამისა, მარგარეტი 1493 წლის ივნისამდე სამშობლოში არ დაბრუნებულა. გულგატეხილი მარგარეტი უკან დაბრუნდა და თან გაიყოლა თავისი მზითვიც, რომელიც დიდ ტერიტორიებს — ფლანდრიას, არტუასა და ფრანშ-კომტეს წარმოადგენდა.

ასტურიის პრინცესა

იმისათვის, რომ მაქსიმილიანს ესპანეთთან ალიანსი შეეკრა, ისაბელ კასტილიელსა და ფერდინანდ არაგონელს მან ორმაგი დინასტიური ქორწინება შესთავაზა, ანუ მარგარეტი ცოლად მათ ვაჟს, ასტურიის პრინც ხუან არაგონელს მიჰყვებოდა, ხოლო მაქსიმილიანის უფროსი ვაჟი ფილიპე ცოლად მათ ქალიშვილ ხუანა კასტილიელს ირთავდა. ამაზე ისაბელიც და ფერდინანდიც თასთანხმდნენ. 1496 წელს ხუანამ ესპანეთი, ხოლო მარგარეტმა ავსტრია დატოვეს და დასაქორწინებლად გაემგზავრნენ. 1497 წელს მარგარეტი და ხუანი დაქორწინდნენ, რის შემდეგაც მარგარეტი ესპანეთის ტახტის მემკვიდრე, ანუ ასტურიის პრინცესა გახდა. მაგრამ ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. ქორწილიდან სულ 6 თვეში, 1497 წლის 4 ოქტომბერს ხუანი გარდაიცვალა. მარგარეტი ამ დროს მისგან ორსულად იყო, რის გამოც ესპანელებმა იგი ავსტრიაში არ დააბრუნეს, ვინაიდან შესაძლო იყო იგი მომავალი მეფის დედა გამხდარიყო. 1498 წლის 2 აპრილს მარგარეტმა ნაადრევი მშობიარობით მკვდარი გოგონა გააჩინა. 1500 წლის გაზაფხულზე დაქვრივებული ასტურიის პრინცესა ბურგუნდიაში დაბრუნდა, სადაც მის რძალსა და ძმას მეორე შვილი შეეძინათ, რომელიც ვაჟი იყო.

სავოიის ჰერცოგინია

დაქვრივებული მარგარეტ ავსტრიელი

მარგარეტის უკან დაბრუნებისთანავე მაქსიმილიანმა მისი გათხოვება განიზრახა ახალი ალიანსის შესაქმნელად. 1501 წლის 2 დეკემბერს მარგარეტი სავოიის ჰერცოგ ფილიბერტო II-ს მიათხოვეს. ქორწინება უშვილო იყო და ქორწინებიდან სულ სამ წელიწადში ფილიბერტო გარდაიცვალა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა მარგარეტმა თვითმკვლელობა სცადა და სასახლის ფანჯრიდან გადახტა, თუმცა მისი გადარჩენა მოახერხეს. მარგარეტს მეუღლე ძალიან უყვარდა და მისი გარდაცვალებაც საშინლად აისახა მასზე. მარგარეტმა ფილიბერტოს გვამს გული ამოაჭრა და მთელი დარჩენილი ცხოვრება თან დაჰქონდა. ამასთან მან დაიფიცა, რომ ამის შემდეგ აღარასდროს დაქორწინდებოდა. იმპერიის სამეფო კარზე კი მას ახალი წოდება "Dame de deuil" (რაც ლათინურად გლოვის დედოფალს ნიშნავს) მიენიჭა.

ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი

მას შემდეგ რაც მისი ძმა ფილიპე, 1506 წელს ნაადრევად გარდაიცვალა, ჰერცოგი მისი ვაჟი კარლი გახდა, რომლის რეგენტადაც მარგარეტი დაინიშნა, ვინაიდან ხუანა კასტილიელი ფილიპეს გარდაცვალების გამო ჭკუიდან იყო შეშლილი. საბოლოოდ 1509 წელს ქვემო ქვეყნების დიდებულებმა მარგარეტი თავიანთ შტატჰალტერად აირჩიეს. მარგარეტი ამ წოდებას გარდაცვალებამდე ატარებდა. მან დაამსხვრია შუა საუკუნეების მითი, რომ ქალს დამოუკიდებლად მმართველობა არ შეეძლო. მართალია მანამდეც იყვნენ ქალი მმართველები, მაგალითად ისაბელ კასტილიელი, იადვიგა პოლონელი ან მარია უნგრელი, თუმცა მათთან ერთად ქვეყანას მათი ქმრებიც მართავდნენ, მარგარეტი კი ერთპიროვნული მმართველი გახდა. მარგარეტმა მალევე აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. იგი ნიდერლანდებში მამისა და ძმიშვილის ინტერესების გამტარებელი იყო, აგრეთვე ააგო მეხელენის სასახლე, ინგლისთან აწარმოებდა სავაჭრო მოლაპარაკებებს, რომლის დროსაც მან ინგლისელები ფლანდრიული შალით დააინტერესა და კონტრაქტიც გააფორმა, აგრეთვე დიდი როლი ითამაშა 1508 წელს კამბრის ლიგის ჩამოყალიბებაში. 1515 წელს დიდებულთა უმრავლესობის მოთხოვნით მარგარეტს შტატჰალტერის წოდება ჩამოერთვა და მხოლოდ კარლის რეგენტობა დარჩა, თუმცა 1519 წელს მას შემდეგ რაც მაქსიმილიან I გარდაიცვალა და იმპერატორი მისი ძმიშვილი კარლ V გახდა იგი კვლავ შტატჰალტერად დაინიშნა, რაც მის გაარდაცვალებამდე გაგრძელდა. 1529 წელს კამბრის ლიგის ომის დროს მან მოლაპარაკებები აწარმოა თავის აღმზრდელ ლუიზა სავოიელთან, რომელიც ახლა უკვე საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის დედა იყო. ლუიზამ და მარგარეტმა მოლაპარაკებები მშვიდობითა და ხელშეკრულებით დაასრულეს, რაც ცნობილია "ქალბატონების მშვიდობის" სახით.

მარგარეტ ავსტრიელის საფლავი

მისი მმართველობა ნიდერლანდებში მშვიდობიანობისა და კეთილდღეობის პერიოდი იყო. თუმცა ჩრდილოეთ ნიდერლანდებში სწორედ მის დროს ჩაეყარა საფუძველი პროტესტანტიზმს. 1523 წელს მან პირველი ნიდერლანდელი პროტესტანტები ერთად შეკრიბა და კოცონზე დაწვათ. ამან გარკვეული უკმაყოფილება და არეულობა მოიტანა ხალხში, რამაც პროტესტანტიზმის გავრცელებას შეუწყო ხელი. 1528 წელს ხელი მოეწერა გრონინგენის ხელშეკრულებას, თუმცა პროტესტანტების სასტიკი დევნა კვლავ გრძელდებოდა.

გარდაცვალება

1530 წლის ნოემბერში საძინებელში მყოფმა მარგარეტმა შემთხვევით ფეხი მინისგან დამზადებული დამსხვრეული ჭიქის ნამტვრევებს დააბიჯა, რომლებმაც მას ფეხებზე ღრმა ჭრილობები მიაყენეს. როგორც ჩანს ნამსხვრევები ჭუჭყიანი იყო და მარგარეტს ინფექცია შეეჭრა. სამეფო კარის ექიმებმა მარგარეტს დაუყოვნებლივ ორივე ფეხის ამპუტაცია ურჩიეს. იგი ამ ოპერაციას დასთანხმდა და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ორივე ფეხი მოჰკვეთეს. მარგარეტს მართალია ინფექცია აღარ ჰქონდა, თუმცა მისი ჭრილობის დამუშავებისას ექიმებმა ოპიუმის ჭარბი დოზა გამოიყენეს, რამაც იგი 1530 წლის 1 დეკემბერს გარდაცვალებამდე მიიყვანა.

იგი თავის აგებულ მეხელენის სასახლეში დაიღუპა 50 წლის ასაკში. იგი ბურგ-ენ-ბრიზის დიდებულ მავზოლეუმში დაკრძალეს, რის შემდეგაც რამდენიმე წლის შემდეგ კარლმა მის საფლავზე დიდი მემორიალის აღმართვა ითხოვა, რაც მალევე შესრულდა. მალევე მარგარეტის ქანდაკება აღიმართა მეხელენის საკათედრო ტაძრის გვერდით.

ხელოვნების პატრონაჟი

როგორც საფრანგეთის, ისე ბურგუნდიის სამეფო კარზე, მარგარეტმა შესანიშნავი განათლება მიიღო. მას ძალიან უყვარდა ხელოვნება და მფარველობდა კიდეც მას. მარგარეტს შეეძლო რამდენიმე საკრავზე დაკვრა, მხატვრულად კითხვა და ლექსების პოეტურად წერა. მეხელენში ცხოვრებისას, იგი თავისი დროის უდიდეს ჰუმანისტებს შეხვდა, როგორებიც არიან დესიდერიუს ერასმუსი, ადრიანე უტრეხტელი (შემდგომში პაპი ადრიანე VI) და აგრიპა ნეტესჰაიმელი. აგრიპამ მისი დავალებით რამდენიმე ფემინისტური სახის ნაწარმოები დაწერა, რომელშიც ქალთა სქესის სიძლიერესა და გონებამახვილობაზე იყო საუბარი. მარგარეტს თავის სასახლეში უდიდესი და უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელშიც შედიოდა კათოლიკურ მესებს, ისტორიულ და ეთიკურ ტრაქტატებსა და პოეტურ ნამუშევრებს. იგი ნიდერლანდებში ხელს უწყობდა ხელოვნებისა და ლიტერატურის აღორძინებას, ოღონდ ისე, რომ კათოლიკური რწმენა არ წაებილწათ. იგი კარგი ნამუშევრებისთვის ხშირად დიდად ასაჩუქრებდათ ხელოვანებს. მას ძალიან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მხატვრებთან, კომპოზიტორებთან, მწერლებთან და პოეტებთან.

მარგარეტი პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც ახალი სამყაროდან წამოღებული ნივთების კოლექცია ჰქონდა, რომლის შეგროვებაც ჯერ კიდევ სავოიაში დაიწყო. ერნან კორტესს სწორედ მისთვის და მისი დავალებით ჩამოჰქონდა უამრავი ახალი რამ ამერიკიდან. ერთხელ აცტეკთა მეფე მონტესუმა I-მა მარგარეტს პირადადაც გაუგზავნა უძვირფასესი სამკაულები.

ჰერალდიკა

წინაპრები

ლიტერატურა

  • Diana Maury Robin, Anne R. Larsen and Carole Levin (2007). Encyclopedia of women in the Renaissance: Italy, France, and England. ABC-CLIO, Inc. p. 43.
  • N. de Aragón in: geneall.net [retrieved 7 October 2015].
  • Jansen, Sharon L. (2002). The Monstrous Regiment of Women: Female Rulers in Early Modern Europe. p. 88.
  • Gonkdo, Michal (2006). Dame de Deuil. Musical Offerings for Marguerite of Austria (1480-1530), 3. CD Booklet KTC 4011
  • Enno van Gelder, H.A. en Van Houtte, J.A. (1971). Margaretha van Oostenrijk, in: Grote Winkler Prins, vol. 12, p. 610-611. Amsterdam, Elsevier.
  • Gristwood, Sarah (2016). Game of Queens. New York: Basic Books. p. 149.
  • "Brou". Centre des monuments nationaux. Retrieved 2018-03-04.
  • Tremayne, Eleanor E. (1918). The First Governess of the Netherlands, Margaret of Austria. Library of Alexandria. p. 379. ISBN 9781465517579.
  • Triest, Monica (2000). Macht, vrouwen en politiek 1477-1558. Maria van Bourgondië, Margaretha van Oostenrijk, Maria van Hongarije. Leuven, Van Halewijck.
  • LeGates, Marlene (2012). In Their Time: A History of Feminism in Western Society. Routledge. p. 111. ISBN 9781136779039.
  • Schreurs, Eugeen; Vendrix; Philippe (2005). The sweet melancholy of Margaret, translated by Celia Skrine, 11. CD Booklet MEW 0525.
  • Kellman, Herbert (ed.) (1999). The Treasury of Petrus Alamire. Music and Art in Flemish Court Manustricpts 1500-1535. Leuven, Die Keure.
  • Schreurs, Eugeen (1998). Margarete – Maximilian I, translated by Stratton Bull, 14. CD Booklet ORF CD 265.
  • MacDonald, Deanna (2002). "Collecting a New World: The Ethnographic Collections of Margaret of Austria". The Sixteenth Century Journal. 33 (3): 649–663. doi:10.2307/4144018. JSTOR 4144018.
  • "Personaje Margarita de Austria". RTVE. Retrieved 2 March 2016.