ინგებორგ დანიელი (1878-1958): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 37: ხაზი 37:
* Ingeborg C C F L, urn:sbl:11950, Svenskt biografiskt lexikon (art av Ragnar Amenius), hämtad 2015-02-27.
* Ingeborg C C F L, urn:sbl:11950, Svenskt biografiskt lexikon (art av Ragnar Amenius), hämtad 2015-02-27.
* Heribert Jansson (1963). Drottning Victoria. Stockholm: Hökerbergs bokförlag
* Heribert Jansson (1963). Drottning Victoria. Stockholm: Hökerbergs bokförlag
{{დანიის პრინცესები}}

[[კატეგორია:დაბადებული 2 აგვისტო]]
[[კატეგორია:დაბადებული 2 აგვისტო]]
[[კატეგორია:დაბადებული 1878]]
[[კატეგორია:დაბადებული 1878]]

19:48, 28 ივლისი 2020-ის ვერსია

ინგებორგ დანიელი
წოდებები
ვასტერგოტლანდის ჰერცოგინია
დაიბადა 2 აგვისტო, 1878
კოპენჰაგენი, დანია
გარდაიცვალა 12 მარტი, 1958, (79 წლის)
სტოკჰოლმი, შვედეთი
საგვარეულო გლუქსბურგები
მეუღლე(ები) კარლი, ვასტერგოტლანდის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი მარგარეტა
მართა, ნორვეგიის კრონპრინცესა
ასტრიდი, ბელგიის დედოფალი
კარლი
მამა ფრედერიკ VIII, დანიის მეფე
დედა ლუიზა შვედი
რელიგია ლუთერანიზმი

ინგებორგ დანიელი (დან. Ingeborg af Danmark, შვედ. Ingeborg av Danmark; დ. 2 აგვისტო, 1878 — გ. 12 მარტი, 1958) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ფრედერიკ VIII-ისა და დედოფალ ლუიზა შვედის ასული. შვედეთის მეფე ოსკარ II-ის ვაჟის, ვასტერგოტლანდის ჰერცოგ კარლ ბერნადოტის მეუღლე. ბელგიის დედოფალ ასტრიდ შვედის დედა და ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის ბებია.

ბიოგრაფია

ინგებორგი დაიბადა 1878 წლის 2 აგვისტოს შარლოტენლუნის სასახლეში, კოპენჰაგენში. იგი იყო დანიის კრონპრინც ფრედერიკისა და მისი ცოლის, პრინცესა ლუიზა შვედის შუათანა ასული. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია დანიის მეფე კრისტიან IX და დედოფალი ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი, ხოლო დედის მხრიდან შვედეთის მეფე კარლ XV და დედოფალი ლუიზა ნიდერლანდელი ერგებოდნენ.

1897 წლის მაისში, ინგებორგი დანიშნეს შვედეთის მეფე ოსკარ II-ისა და დედოფალ სოფია ნასაუელის უმცროს ვაჟზე, ვასტერგოტლანდის ჰერცოგ კარლზე. ისინი 1897 წლის 27 აგვისტოს, კოპენჰაგენში, კრისტიანსბორგის სასახლის სამლოცველოში დაქორწინდენ და თაფლობის თვე გერმანიაში გაატარეს.

1905 წელს, ნორვეგიის ეროვნულმა ანსამბლეამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა შვედეთისგან და ახალი მეფის ძიება დაიწყეს, ერთ-ერთ კანდიდატად კი ინგებორგის ქმარიც განიხილებოდა. ვინაიდან კარლი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნორვეგიის შვედეთისგან გამოყოფას, მან უარი განაცხადა ნორვეგიის მეფობაზე, რადგან ამას ქვეყნის ღალატად თვლიდა. ამის გამო, ნორვეგიის მეფედ ინგებორგის უფროსი ძმა, ჰოკონ VII აირჩიეს.

ინგებორგი 1958 წლის 11 მარტს გარდაიცვალა სტოკჰოლმში, 79 წლის ასაკში, შვიდწლიანი ქვრივობის შემდეგ. იგი დაკრძალეს ქმრის გვერდით, სტოკჰოლმის სამეფო სასაფლაოზე. მან თავისი ცხოვრების მანძილზე, ოთხი შვილიდან ორის გარდაცვალება გადაიტანა, მართასი, რომელიც ავტოკატასტროფას ემსხვერპლა და ასტრიდის, რომელიც სიმსივნემ შეიწირა.

შვილები

  1. მარგარეტა (1899-1977), ცოლად გაჰყვა დანიის პრინც აქსელს;
  2. მართა (1901-1954), ცოლად გაჰყვა ნორვეგიის კრონპრინც ულაფს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ჰარალდ V;
  3. ასტრიდი (1905-1935), ცოლად გაჰყვა ბელგიის მეფე ლეოპოლდ III-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ალბერტ II;
  4. კარლი (1911-2003), ბერნადოტის პრინცი, იქორწინა სამჯერ, თუმცა მხოლოდ ერთი გოგონა შეეძინა, სახელად მადლენა;

ლიტერატურა

  • Lars Elgklou: Familjen Bernadotte. En kunglig släktkrönika (The Bernadotte family. A royal family chronicle)
  • Staffan Skott: Alla dessa Bernadottar (All of the Bernadottes) (1996)
  • Ingeborg C C F L, urn:sbl:11950, Svenskt biografiskt lexikon (art av Ragnar Amenius), hämtad 2015-02-27.
  • Heribert Jansson (1963). Drottning Victoria. Stockholm: Hökerbergs bokförlag