მეჰმედ II გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3: ხაზი 3:
|ქვეყანა = [[ყირიმის სახანო|ყირიმის]]
|ქვეყანა = [[ყირიმის სახანო|ყირიმის]]
|სახელი = მეჰმედ II გირეი
|სახელი = მეჰმედ II გირეი
|ორიგინალური სახელი = Semiz Mehmet Giray‎;
|ორიგინალური სახელი = Semiz Mehmet Giray‎
|რიგი = მე-11
|რიგი = მე-11
|რიგი-მეუღლეების =
|რიგი-მეუღლეების =

19:38, 27 ივლისი 2020-ის ვერსია

მეჰმედ II გირეი
Semiz Mehmet Giray‎
ყირიმის მე-11 ხანი
მმართ. დასაწყისი: 1577
მმართ. დასასრული: 1584
წინამორბედი: დევლეთ I გირეი
მემკვიდრე: საადეთ II გირეი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1532
გარდ. თარიღი: მარტი, 1584
გარდ. ადგილი: ბახჩისარაი, ყირიმის სახანო
შვილები: საადეთ II გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: დევლეთ I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

მეჰმედ II გირეი (ყირიმ. ۱دولت كراى‎; II Semiz Mehmet Geray; დ. 1532ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 1584) — ყირიმის ხანი 1577-1584, დევლეთ I გირეის უფროსი ვაჟი.

ბიოგრაფია

ახალგაზრდობაში არაერთხელ გაილაშქრა რუსეთში. 1571 წელს თან ახლდა მამამისს მოსკოვის გადაწვის დროს. 1577 წელს ყირიმის ტახტს დაეუფლა მამის გარდაცვალების შემდეგ. 1578 წელს შემოიღო ახალი ტიტული — ნურედინი. ტიტულის მატარებელი სახანოში მე-3 პირად ითვლებოდა და იყო ხანის მეორე მემკვიდრე. იმავე წელს თავისი ძმა და კალგა, ადილ გირეი ჩაუყენა 30,000 კაზიან რაზმს სათავეში და დაახმარა ოზდემიროღლუ ოსმან-ფაშას საქართველოში ლაშქრობის დროს.

მისი მმართველობის პერიოდში ყირიმი დინასტიურმა ომმა მოიცვა. მას ტახტისათვის ეცილებოდნენ უმცროსი ძმები: ისლამ II გირეი და ყაფლან გირეი. საბოლოოდ, 1584 წელს, ყაფლანთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდა და ძმის ბრძანებით ბახჩისარაიში სიკვდილით დასაჯეს.

მეჰმედ გირეის შემდეგ ყირიმის ხანის ტიტულისთვის გაიმართა დიდი ბრძოლა მის ვაჟ, საადეთ II გირეი-სა და ყაფლან გირეის შორის, რომელშიც გაიმარჯვა სწორედ საადეთმა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

  • Osmanlı Tarihi, III. Cilt, 2. Kısım, 7. baskı, sf: 1-2-3-4, Türk Tarih Kurumu Yayınları-2011, Ord. Prof. İsmail Hakkı Uzunçarşılı