ანრი ოხანაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 41: ხაზი 41:


==აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა==
==აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა==
2007 წლიდან ანრი ოხანაშვილს ეკავა სხვადასხვა ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
2007 წლიდან ანრი ოხანაშვილს ეკავა სხვადასხვა ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] იურიდიულ ფაკულტეტზე. 2010-2016 წლებში იყო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2016 წლიდან არის ასისტენტი ამავე ფაკულტეტზე სისხლის სამართლის მიმართულებით. 2011 წელს დაინიშნა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანაშემწედ. ამავე წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წევრი.<ref>[http://parliament.ge/ge/mp/5881 ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge]</ref>
2010-2016 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2016 წლიდან არის ასისტენტი ამავე ფაკულტეტზე სისხლის სამართლის მიმართულებით. 2011 წელს დაინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანაშემწედ. ამავე წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წევრი.<ref>[http://parliament.ge/ge/mp/5881 ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge]</ref>


ანრი ოხანაშვილი ეწევა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას. 2008-2012 წლებში ის იყო სამეცნიერო მკვლევარი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის (DAAD-Programm „Ostpartnerschaften“) სამეცნიერო სტიპენდიატი. მეცნიერ-თანამშრომლის სტატუსით მონაწილეობდა ფოლკსვაგენის ფონდის („VW-Stiftung“) მიერ დაფინანსებულ გერმანულ-ქართულ სამეცნიერო პროექტში სისხლის სამართალის მიმართულებით. 2008-2009 წლებში, როგორც ერთ-ერთმა სამეცნიერო შემსრულებელმა, მიიღო ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის („რუსთაველის ფონდი“) მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტი: „ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში“. 2017 წლიდან არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის „პოლიცია და უსაფრთხოება“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.<ref>[http://parliament.ge/ge/mp/5881 ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge]</ref>
2008-2012 წლებში ის იყო სამეცნიერო მკვლევარი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის (DAAD-Programm „Ostpartnerschaften“) სამეცნიერო სტიპენდიატი. მეცნიერ-თანამშრომლის სტატუსით მონაწილეობდა ფოლკსვაგენის ფონდის („VW-Stiftung“) მიერ დაფინანსებულ გერმანულ-ქართულ სამეცნიერო პროექტში სისხლის სამართალის მიმართულებით. 2008-2009 წლებში, როგორც ერთ-ერთმა სამეცნიერო შემსრულებელმა, მიიღო ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის („რუსთაველის ფონდი“) მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტი: „ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში“. 2017 წლიდან არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − [[საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია|საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის]] სამეცნიერო ჟურნალის „პოლიცია და უსაფრთხოება“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.<ref>[http://parliament.ge/ge/mp/5881 ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge]</ref> 2008, 2011-2012 წლებში იყო ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] იურიდიულ ფაკულტეტებს შორის არსებული სტუდენტური გაცვლითი სემინარის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელი“ (Netzwerk Ost-West) სამეცნიერო ხელმძღვანელი.<ref>[http://parliament.ge/ge/mp/5881 ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge]</ref>
2008, 2011-2012 წლებში იყო ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის არსებული სტუდენტური გაცვლითი სემინარის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელი“ (Netzwerk Ost-West) სამეცნიერო ხელმძღვანელი.<ref>[http://parliament.ge/ge/mp/5881 ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge]</ref>


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

05:20, 22 ივლისი 2020-ის ვერსია

ანრი ოხანაშვილი
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1985 (1985-06-10) (38 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

ანრი ოხანაშვილი (დ. 10 ივნისი, 1985) — ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი.[1]

პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.[2] საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.[3] საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული საპროკურორო საბჭოს წევრი. [4] პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შექმნილი ნდობის ჯგუფის წევრი.[5] 2008 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას და 2016 წლიდან არის ასისტენტი სისხლის სამართლის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მის სახელს უკავშირდება პირველი ელექტრონული ქართულ-გერმანული სამეცნიერო ჟურნალის დაფუძნება სისხლის სამართლის სფეროში, კერძოდ, 2015 წლიდან, ანრი ოხანაშვილი არის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ[6] დაფინანსებული პროექტის - “ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ (DGStZ) სამეცნიერო რედაქტორი.[7]

განათლება

2002-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. 2006-2008 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით. 2009 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც სწავლობდა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც მას 2010 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის წოდება Magister Legum (LL.M.) სისხლის სამართლის მიმართულებით. 2012 წელს ანრი ოხანაშვილმა მოიპოვა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სადოქტორო საფეხურზე სწავლის სამწლიანი სტიპენდია და ამავე წლიდან გახდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი სისხლის სამართლის მიმართულებით.[8]

ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

საპარლამენტო საქმიანობა

2016-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე. 2017 წლიდან არის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ფრაქცია „ქართული ოცნება“),[9] ხოლო 2019 წლის 5 თებერვლიდან იკავებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას.[10] იყო „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ „საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი;[11] ასევე, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. [12] ანრი ოხანაშვილი არის ავსტრიის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფების წევრი.[13]

აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა

2007 წლიდან ანრი ოხანაშვილს ეკავა სხვადასხვა ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2010-2016 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2016 წლიდან არის ასისტენტი ამავე ფაკულტეტზე სისხლის სამართლის მიმართულებით. 2011 წელს დაინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანაშემწედ. ამავე წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წევრი.[14]

2008-2012 წლებში ის იყო სამეცნიერო მკვლევარი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის (DAAD-Programm „Ostpartnerschaften“) სამეცნიერო სტიპენდიატი. მეცნიერ-თანამშრომლის სტატუსით მონაწილეობდა ფოლკსვაგენის ფონდის („VW-Stiftung“) მიერ დაფინანსებულ გერმანულ-ქართულ სამეცნიერო პროექტში სისხლის სამართალის მიმართულებით. 2008-2009 წლებში, როგორც ერთ-ერთმა სამეცნიერო შემსრულებელმა, მიიღო ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის („რუსთაველის ფონდი“) მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტი: „ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში“. 2017 წლიდან არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის „პოლიცია და უსაფრთხოება“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.[15] 2008, 2011-2012 წლებში იყო ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის არსებული სტუდენტური გაცვლითი სემინარის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელი“ (Netzwerk Ost-West) სამეცნიერო ხელმძღვანელი.[16]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge
  2. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩიეს
  3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები
  4. საპროკურორო საბჭოს წევრები
  5. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შექმნილი ნდობის ჯგუფის წევრები
  6. High-ranking Georgian delegation in Berlin for a working visit on telecommunications surveillance
  7. გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალი
  8. Aktuelle Doktorarbeiten - Anri Okhanashvili
  9. ქართული ოცნება
  10. ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge
  11. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 4937-Iს
  12. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 3531-Iს
  13. საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფები და წევრები
  14. ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge
  15. ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge
  16. ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge