კახა კოჟორიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5: ხაზი 5:
| წარწერა სურათის ქვეშ=
| წარწერა სურათის ქვეშ=
| ხელმოწერა =
| ხელმოწერა =
| დაბადების თარიღი = {{დაბადების თარიღი და ასაკი|1982|2|1}}
| დაბადების თარიღი = {{დაბადების თარიღი და ასაკი|1982|1|2}}
| დაბადების ადგილი= [[თბილისი]]
| დაბადების ადგილი= [[თბილისი]]
| გარდაცვალების თარიღი =
| გარდაცვალების თარიღი =

10:08, 21 ივლისი 2020-ის ვერსია

კახა კოჟორიძე
პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2020

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2015 – 2018
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2012 – 2014

დაბადებული2 იანვარი, 1982 (1982-01-02) (42 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობაიურისტი, პოლიტიკოსი

კახა კოჟორიძე (დ. 2 იანვარი, 1982, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის 7 დეკემბრიდან.

ბიოგრაფია

კახა კოჟორიძე დაიბადა 1982 წლის 2 იანვარს თბილისში. მამა - კუკური კოჟორიძე, იურისტი, ხაშურის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი. დედა - ნინო ონოფრიშვილი, მასწავლებელი. კახა კოჟორიძემ დაამთავრა ხაშურის მეცხრე საჯარო სკოლა (1999), ხოლო 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობდა GIPA-ს სამართლის პროგრამაზე (2005-2006). სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში (LSE), სადაც სწავლობდა ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით (Chevening Programme, 2016-2017).

კარიერა

კახა კოჟორიძე იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (2015-2018).[1] არის საადვოკატო ბიუროს - „კოჟორიძე იურიდიული და ბიზნეს კონსალტინგი“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2005 წელს საადვოკატო საქმიანობით. 2007-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) ჯერ ადვოკატის, შემდეგ იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2014 წლებში ორჯერ იქნა არჩეული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ.[2]

კახა ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2013-2015); მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის თავმჯდომარე; კითხულობდა ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე.

არის პოლიტიკური პარტიის - „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ლიტერატურა

  • თავისუფლების დღიურები - 2012. რადიო "თავისუფლების" პროექტი.თბილისი, 2013, გვ.206

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო