კახა კოჟორიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ლიდერი | სახელი = კახა კოჟორიძე | სურათი = | სურათის ზ...
 
No edit summary
ხაზი 25: ხაზი 25:
| შენიშვნა =
| შენიშვნა =


| რიგი = [[ლელო საქართველოსთვის|პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი]]
| რიგი =
| თანამდებობა დაიკავა =
| თანამდებობა დაიკავა = [[2020]]
| თანამდებობა დატოვა =
| თანამდებობა დატოვა =
| ვიცე-პრეზიდენტი =
| ვიცე-პრეზიდენტი =

14:02, 20 ივლისი 2020-ის ვერსია

კახა კოჟორიძე
პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2020

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2015 – 2018
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2012 – 2014

დაბადებული1 თებერვალი, 1982 (1982-02-01) (42 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობაიურისტი, პოლიტიკოსი

კახა კოჟორიძე (დ. 2 იანვარი, 1982, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის 7 დეკემბრიდან.

ბიოგრაფია

კახა კოჟორიძე დაიბადა 1982 წლის 2 იანვარს თბილისში. მამა - კუკური კოჟორიძე, იურისტი, ხაშურის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი. დედა - ნინო ონოფრიშვილი, მასწავლებელი. კახა კოჟორიძემ დაამთავრა [[ხაშურის მეცხრე საჯარო სკოლა] (1999), ხოლო 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობდა GIPA-ს სამართლის პროგრამაზე (2005-2006). სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში (LSE), სადაც სწავლობდა ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით (Chevening Programme, 2016-2017).

კარიერა

კახა კოჟორიძე იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (2015-2018).[1] არის საადვოკატო ბიუროს - „კოჟორიძე იურიდიული და ბიზნეს კონსალტინგი“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2005 წელს საადვოკატო საქმიანობით. 2007-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) ჯერ ადვოკატის, შემდეგ იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2014 წლებში ორჯერ იქნა არჩეული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ.[2]

კახა ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2013-2015); მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის თავმჯდომარე; კითხულობდა ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე.

არის პოლიტიკური პარტიის - „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ლიტერატურა

  • თავისუფლების დღიურები - 2012. რადიო "თავისუფლების" პროექტი.თბილისი, 2013, გვ.206

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო