Elefant: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23: ხაზი 23:


==საბრძოლო ისტორია==
==საბრძოლო ისტორია==
''ფერდინანდები'' პირველად [[კურსკის ბრძოლა]]ში გამოჩნდა. სადაც გამოიყენეს 89 ერთეული. მათი ძირითადი მიზანი ფრონტის ხაზიდან 3 კილომეტრის დაშორებით, [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოური]] [[T-34]]-ის განადგურება იყო, რასაც წარმატებით უმკლავდებოდნენ. ძირითადი პრობლემა კი მიწისქვეშ დამალული ჭურვებით გამოწვეული, და სხვა მექანიკური პრობლემები გახლდათ. მუხლუხოს ან ამორტიზატორის ნებისმიერი დაზიანების შესაკეთებლად, ეკიპაჟის წევრებს დამატებით 100 მილიმეტრის სისქის (5 ტონა) ბრონის მოხსნა უწევდათ. ტანკის სიმძიმე კი ტანკის სხვა გზით გამოყვანას აძნელებდა. შედარებისთვის Bergepanzer IV-ს, Panzer IV-ის სპეციალური ვარიანტი რომელიც გამოიყენებოდა დაზიანებული ტანკების ბრძოლის ველიდან გამოსაყვანად, დახმარების გარეშე შეეძლო [[Panzer IV]]-ის გამოთრევა, მძიმე [[Tiger I]]-ის გამოსაყვანად სამი ამ ტიპის ტანკი იყო საჭირო, ხოლო ''ფერდინანდის'' გამოთრევა მხოლოდ ერთ მწკრივში ჩაბმულ ერთდროულად მომუშავე 5 ამ ტიპის ტანკს შეეძლო.
''ფერდინანდები'' პირველად [[კურსკის ბრძოლა]]ში გამოჩნდა. სადაც გამოიყენეს 89 ერთეული, მათი ძირითადი მიზანი ფრონტის ხაზიდან 3 კილომეტრის დაშორებით, [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოური]] [[T-34]]-ის განადგურება იყო. რასაც წარმატებით უმკლავდებოდნენ. ძირითადი პრობლემა კი მიწისქვეშ დამალული ჭურვებით გამოწვეული, და სხვა მექანიკური პრობლემები გახლდათ. მუხლუხოს ან ამორტიზატორის ნებისმიერი დაზიანების შესაკეთებლად, ეკიპაჟის წევრებს დამატებით 100 მილიმეტრის სისქის (5 ტონა) ბრონის მოხსნა უწევდათ. სიმძიმე კი ტანკის სხვა გზით გამოყვანას აძნელებდა. შედარებისთვის Bergepanzer IV-ს, Panzer IV-ის სპეციალური ვარიანტი რომელიც გამოიყენებოდა დაზიანებული ტანკების ბრძოლის ველიდან გამოსაყვანად, დახმარების გარეშე შეეძლო [[Panzer IV]]-ის გამოთრევა, მძიმე [[Tiger I]]-ის გამოსაყვანად სამი ამ ტიპის ტანკი იყო საჭირო, ხოლო ''ფერდინანდის'' გამოთრევა მხოლოდ ერთ მწკრივში ჩაბმულ ერთდროულად მომუშავე 5 ამ ტიპის ტანკს შეეძლო.


დამატებით, ''ფერდინანდი'' სავსე იყო ნაკლოვანებებით, არ გააჩნდა ხედვის წერტილები, არ ჰქონდა ტყვიამფრქვევი. ცნობებიდან ვიგებთ, მოწინააღმდეგის ქვეითებს ადვილად შეუმჩნევიათ ეს პრობლემები, ამიტომაც იმალებოდნენ სანამ ტანკი მათ პოზიციებს არ გადაკვეთდა, შემდეგ კი გვერდიდან ესროდნენ ყუმბარებსა და მოლოტოვის კოქტეილებს. მაგრამ სადავო საკითხია ცნობებში აღწერილი მოწინააღმდეგე ქვეითების მარცხები.
დამატებით, ''ფერდინანდი'' სავსე იყო ნაკლოვანებებით, არ გააჩნდა ხედვის წერტილები, არ ჰქონდა ტყვიამფრქვევი. ცნობებიდან ვიგებთ, მოწინააღმდეგის ქვეითებს ადვილად შეუმჩნევიათ ეს პრობლემები, ამიტომაც იმალებოდნენ სანამ ტანკი მათ პოზიციებს არ გადაკვეთდა, შემდეგ კი გვერდიდან ესროდნენ ყუმბარებსა და მოლოტოვის კოქტეილებს. მაგრამ სადავო საკითხია ცნობებში აღწერილი მოწინააღმდეგე ქვეითების მარცხები.


კურსკის ბრძოლის საწყის ეტაპებზე, როდესაც გერმანელები ანხორციელებდნენ შეტევას, მძიმე ტექნიკის შეკეთება უფრო ადვილი იყო დღე-ღამის ბნელ ნაწილში, ამიტომაც შესაძლებელი იყო დაზიანებული ''ფერდინანდების'' გამოყვანა, შეკეთება და ბრძოლის ველზე დაბრუნება, მაგრამ სიტუაციის შეცვლის თანავე, გერმანელების თავდაცვით რეჟიმში გადასვლის შემდეგ, ეკიპაჟი იძულებული ხდებოდა გაენადგურებინათ ნებისმიერი დაზიანებული ფერდინანდი.
კურსკის ბრძოლის საწყის ეტაპებზე, როდესაც გერმანელები ანხორციელებდნენ შეტევას, მძიმე ტექნიკის შეკეთება უფრო ადვილი იყო საღამოს, ამიტომაც შესაძლებელი იყო დაზიანებული ''ფერდინანდების'' გამოყვანა, შეკეთება და ბრძოლის ველზე დაბრუნება, მაგრამ სიტუაციის შეცვლის თანავე, გერმანელების თავდაცვით რეჟიმში გადასვლის შემდეგ, ეკიპაჟი იძულებული ხდებოდა გაენადგურებინათ ნებისმიერი დაზიანებული ფერდინანდი.


''ფერდინანდები'' ოპერირებდნენ ჯგუფ-ჯგუფებად, ამავდროულად თანმხლებ ქვეითთა ჯარებთან ან სხვა ტანკებთან ერთად. რომლებიც აკონტროლებდნენ ტანკების სუსტ წერტილებს.
''ფერდინანდები'' ოპერირებდნენ ჯგუფ-ჯგუფებად, ამავდროულად თანმხლებ ქვეითთა ჯარებთან ან სხვა ტანკებთან ერთად, რომლებიც აკონტროლებდნენ ტანკების სუსტ წერტილებს.

==კურსკის შემდგომი ცვლილებები==
ბრძოლას გადარჩენილი ''ფერდინანდები'' გმაოიყენებოდა თავდასაცავად [[1943]] წლამდე. [[კურსკის ბრძოლა|კურსკის ბრძოლის]] გამოცდილებებზე დაყრდნობით თითოეული მათგანი, [[1944]] წლის 2 იანვარს გაიგზავნა
ნიბელუნგენერკის ქარხანაში ([[ავსტრია]]), გადაკეთდა და გაძლიერდა. 50 გადარჩენილი ტანკიდან 48 ერთეულმა განიცადა ცვლილება. ცვლილებებიდან ყველაზე ადვილად შესამჩნევი იყო, 1) თავის წინა მხარეს დამაგრებული მოძრავი MG 34 ტყვიამფრქვევი; 2)მეთაურის გაუმჯობესებული ხედვის წერტილები; 3) გადაკეთებული შექმნილი ძრავის დამცავი ბადე; 4)ზიმერიტის სახელით ცნობილი საღებავი. (ადვილად მიკრობადი ნაღმების საწინააღმდეგო საღებავი.)

პირველი თერთმეტი, გაძლიერებული ''ფერდინანდი'', [[1944]] წლის თებერვალში, გამოიყენა [[653-ე მძიმე ტანკგამანადგურებლი ბატალიონი|653-ე მძიმე ტანკგამანადგურებლმა ბატალიონმა]] [[იტალია]]ში დაწყებული [[ანზიოს ბრძოლა|ანზიოს ბრძოლის]] დროს. დანარჩენი 37 ტანკის გადაკეთება იმავე წლის აპრილში დასრულდა, რომლებიც გამოიყენეს sPzJgrAbt 653 ბატალიონის მეორე და მესამე დანაყოფებმა [[უკრაინა]]ში, [[ტერნოპოლის ბრძოლები|ტერნოპოლის ბრძოლებში]].

09:50, 16 ივლისი 2020-ის ვერსია

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Giga Doguzovi.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: ივლისი 14, 2020.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 1381 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Giga Doguzovi.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Giga Doguzovi.|Elefant}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}


Elefantვერმახტის მიერ, მეორე მსოფლიო ომში გამოყენებული მძიმე ტანკგამანადგურებელი. 1943 წელს, Tiger I-ის გამოუყენებელ ჩარჩოზე, შეიქმნილი 91 ერთეულის სახელწოდებაა ფერდინანდ (Ferdinand), მისი დამპროექტებლის, ფერდინანდ პორშეს პატივსაცემად.

წარმოების ისტორია

პორშემ დაახლოებით 100 ჩარჩო გამოუშვა, წარუმატებელი პროექტისთვის სახელად Porsche Tiger. ჰენშელის წარმატებული ჩარჩოს დიზაინის მსგავსად, პორშეც გეგმავდა მის ჩარჩოზე Krupp-ის ლულის დამაგრებას. განსხვავება იყო მხოლოდ მის ადგილმდებარეობაში. ჰენშელის დიზაინში ლულა შედარებით ცენტრშია, ხოლო პორშეს გადაწყვეტილებით ტანკის წინა მხარეს.

რადგან საბოლოოდ გადაწყდა ჰენშელის დიზაინის წარმოებაში გაშვება, პორშეს წარუმატებელი ჩარჩოები გამოიყენეს ახალი, მძიმე ტანკგამანადგურებლის, ფერდინანდის შესაქმნელად, რომელსაც დაუმაგრეს 88 მილიმეტრი დიამეტრის Panzerjägerkanone 43/2 (Pak 43) ტანკგამანადგურებელი ქვემეხი. იმდროისთვის ახლად შექმნილ Pak 43ს შეეძლო მოწინააღმდეგის შორი მანძილიდან განადგურება.

დიზაინი

რადგან ფერდინანდს ჰიბრიდული ტრანსმისია გააჩნდა, ძრავის განლაგება არ ქმნიდა დიდ პრობლემებს, ამიტომაც, გადაწყდა ჩარჩოს წინა მხარეს, იქ სადაც თავდაპირველად იარაღი იყო განლაგებული, ორმაგი ძრავის დამონტაჟება. ამ ცვლილებამ განაპირობა ტანკის მძღოლისა და მისი დამხმარეს იზოლირება, და ამავდროულად ტანკის დაცარიელებული უკანა ნაწილის ჯავშნით გამაგრება, დანარჩენი ეკიპაჟის წევრებისთვის. ტანკის 100 მილიმეტრის სისქის ჯავშანს უმატებდნენ კიდევ ერთ 100 მილიმეტრიან ფენას, რაც ტანკს 5 ტონით მძიმეს ხდიდა.

მანევრირება

მოგვიანებით პორშეს ჰაერით გაგრილებადი ორი ძრავი ჩანაცვლდა, ორი 296 ცხენის ძალის მქონე Maybach HL120 TRM ძრავით, ორივე მათგანი ამუშავებდა 500 ამპერიან გენერატორს, რომელიც ელექტრო ენერგიით ამარაგებდა ორ, ტანკის ორივე მუხლუხოს უკანა კბილანაში ჩამონტაჟებულ, 230 კილოვატის სიმძლავრის ელექტრო ძრავებს. ძრავები, რომლის ხარჯზეც ფერდინანდი ენერგიას იღებდა, საწვავის დიდი ხარჯით გამოირჩეოდა. ერთ ლიტრ საწვავზე, ნორმალურ გზაზე, გადიოდა მხოლოდ 0.15 კილომეტრს (100 კილომეტრის დასაფარად სჭირდებოდა 667 ლიტრი საწვავი) მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/ს. ხოლო უსწორმასწორო ადგილებში, ერთ ლიტრ საწვავზე გადიოდა 0.11 კილომეტრს (100 კილომეტრის დასაფარად სჭირდებოდა 909 ლიტრი საწვავი) მაქსიმალური სიჩქარე 10 კმ/ს. ამავდროულად, კბილანები გამოსაცვლელი ხდებოდა ყოველ 500-900 კილომეტრში.

შეიარაღება

ფერდინანდი აღჭურვილი იყო 88 მილიმეტრი დიამეტრის Panzerjägerkanone 43/2 ქვემეხით. 71 კალიბრის სიგრძის მქონე ქვემეხი თავდაპირველად 88 მმ დიამეტრის ანტისაჰაერო ქვემეხის ჩასანაცვლებლად შეიქმნა, რომელიც გამოიყენებოდა დიდ სამამულო ომში. მას იმავე ტიპის L/56 ქვემეხისგან განსხვავებით უფრო გრძელი ლულა ჰქონდა, ამიტომაც შედარებით დიდ ჭურვებს ისროდა. ამ გაძლიერებების ხარჯზე L/71-ს უფრო სქელი ჯავშნის გახვრეტა შეეძლო. ამიტომაც წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 88 მმ L/71 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხად გამოიყენებოდა. ფიქსირებული თავის გამო, ლულას მხოლოდ 28°-ით მობრუნება 8°ით დახრა და 14°ით ამაღლება შეეძლო.

წარმოება

91 Porsche Tiger-ის ჩარჩო გადაკეთდა ფერდინანდად. წარმოება 1943 წლის მარტიდან იმავე წლის მაისამდე გაგრძელდა. 1943 წლის ზაფხულში კი შეიქმნა სამი Bergepanzer Ferdinand-ი, რომლებიც ფერდინანდის სამუზეუმო ვარიანტებია.

საბრძოლო ისტორია

ფერდინანდები პირველად კურსკის ბრძოლაში გამოჩნდა. სადაც გამოიყენეს 89 ერთეული, მათი ძირითადი მიზანი ფრონტის ხაზიდან 3 კილომეტრის დაშორებით, საბჭოური T-34-ის განადგურება იყო. რასაც წარმატებით უმკლავდებოდნენ. ძირითადი პრობლემა კი მიწისქვეშ დამალული ჭურვებით გამოწვეული, და სხვა მექანიკური პრობლემები გახლდათ. მუხლუხოს ან ამორტიზატორის ნებისმიერი დაზიანების შესაკეთებლად, ეკიპაჟის წევრებს დამატებით 100 მილიმეტრის სისქის (5 ტონა) ბრონის მოხსნა უწევდათ. სიმძიმე კი ტანკის სხვა გზით გამოყვანას აძნელებდა. შედარებისთვის Bergepanzer IV-ს, Panzer IV-ის სპეციალური ვარიანტი რომელიც გამოიყენებოდა დაზიანებული ტანკების ბრძოლის ველიდან გამოსაყვანად, დახმარების გარეშე შეეძლო Panzer IV-ის გამოთრევა, მძიმე Tiger I-ის გამოსაყვანად სამი ამ ტიპის ტანკი იყო საჭირო, ხოლო ფერდინანდის გამოთრევა მხოლოდ ერთ მწკრივში ჩაბმულ ერთდროულად მომუშავე 5 ამ ტიპის ტანკს შეეძლო.

დამატებით, ფერდინანდი სავსე იყო ნაკლოვანებებით, არ გააჩნდა ხედვის წერტილები, არ ჰქონდა ტყვიამფრქვევი. ცნობებიდან ვიგებთ, მოწინააღმდეგის ქვეითებს ადვილად შეუმჩნევიათ ეს პრობლემები, ამიტომაც იმალებოდნენ სანამ ტანკი მათ პოზიციებს არ გადაკვეთდა, შემდეგ კი გვერდიდან ესროდნენ ყუმბარებსა და მოლოტოვის კოქტეილებს. მაგრამ სადავო საკითხია ცნობებში აღწერილი მოწინააღმდეგე ქვეითების მარცხები.

კურსკის ბრძოლის საწყის ეტაპებზე, როდესაც გერმანელები ანხორციელებდნენ შეტევას, მძიმე ტექნიკის შეკეთება უფრო ადვილი იყო საღამოს, ამიტომაც შესაძლებელი იყო დაზიანებული ფერდინანდების გამოყვანა, შეკეთება და ბრძოლის ველზე დაბრუნება, მაგრამ სიტუაციის შეცვლის თანავე, გერმანელების თავდაცვით რეჟიმში გადასვლის შემდეგ, ეკიპაჟი იძულებული ხდებოდა გაენადგურებინათ ნებისმიერი დაზიანებული ფერდინანდი.

ფერდინანდები ოპერირებდნენ ჯგუფ-ჯგუფებად, ამავდროულად თანმხლებ ქვეითთა ჯარებთან ან სხვა ტანკებთან ერთად, რომლებიც აკონტროლებდნენ ტანკების სუსტ წერტილებს.

კურსკის შემდგომი ცვლილებები

ბრძოლას გადარჩენილი ფერდინანდები გმაოიყენებოდა თავდასაცავად 1943 წლამდე. კურსკის ბრძოლის გამოცდილებებზე დაყრდნობით თითოეული მათგანი, 1944 წლის 2 იანვარს გაიგზავნა ნიბელუნგენერკის ქარხანაში (ავსტრია), გადაკეთდა და გაძლიერდა. 50 გადარჩენილი ტანკიდან 48 ერთეულმა განიცადა ცვლილება. ცვლილებებიდან ყველაზე ადვილად შესამჩნევი იყო, 1) თავის წინა მხარეს დამაგრებული მოძრავი MG 34 ტყვიამფრქვევი; 2)მეთაურის გაუმჯობესებული ხედვის წერტილები; 3) გადაკეთებული შექმნილი ძრავის დამცავი ბადე; 4)ზიმერიტის სახელით ცნობილი საღებავი. (ადვილად მიკრობადი ნაღმების საწინააღმდეგო საღებავი.)

პირველი თერთმეტი, გაძლიერებული ფერდინანდი, 1944 წლის თებერვალში, გამოიყენა 653-ე მძიმე ტანკგამანადგურებლმა ბატალიონმა იტალიაში დაწყებული ანზიოს ბრძოლის დროს. დანარჩენი 37 ტანკის გადაკეთება იმავე წლის აპრილში დასრულდა, რომლებიც გამოიყენეს sPzJgrAbt 653 ბატალიონის მეორე და მესამე დანაყოფებმა უკრაინაში, ტერნოპოლის ბრძოლებში.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Elefant&oldid=3912222“-დან