ანა გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
109.238.228.182-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ანა გურიელი|ქვეყანა=კახეთის სამეფოს|ტიტული=დედოფალ - კონსორტი|მმართველობის დასაწყისი=[[1607]]|მმართველობის დასასრული=[[1612]]|წინამორბედი=თინათინ ამილახვარი|მემკვიდრე=[[ხორეშან ქართლელი]]|დაბადაების თარიღი=[[1591]]|დაბადების ადგილი=[[ოზურგეთი]]|გარდაცვალების თარიღი=[[1612]] (21 წლის)|გარდაცვალების ადგილი=[[გრემი]]|მეუღლე=[[თეიმურაზ I]]|შვილები=ლევანი, ალექსანდრე|მამა=[[მამია I გურიელი]]}}'''ანა გურიელი''' (გ. დაახ. [[1612]]) — [[მამია II გურიელი|მამია გურიელის]] ასული, [[თეიმურაზ I]]-ის პირველი მეუღლე.
'''ანა გურიელი''' (გ. დაახ. [[1612]]) — [[მამია II გურიელი|მამია გურიელის]] ასული, [[თეიმურაზ I]]-ის პირველი მეუღლე.


==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==

02:48, 10 ივლისი 2020-ის ვერსია

ანა გურიელი (გ. დაახ. 1612) — მამია გურიელის ასული, თეიმურაზ I-ის პირველი მეუღლე.

ბიოგრაფია

1607 წელს ქეთევან დედოფლის შუამდგომლობით გაყვა ცოლად თეიმურაზს. შეეძინა ორი შვილი ლევანი 1609 წელს, ხოლო ალექსანდრე 1610 წელს. რამდენიმე წელიწადში დასნეულდა და გარდაიცვალა.

ვახუშტის ცნობით „მოკვდა ანნა ქ~სა ჩქ~ი ქართ. სჟჱ“ ე. ი. 1610 წელს. პარიზის ქრონიკა კი შემდეგს გვიამბობს: „ამ შვილების ყოლის უკან ცოტა ხანი გამოვიდა, ყელში ყიყვი გაუჩნდა ანა დედოფალსა, მრავალი იწამლა, უცხო და ძნელი და მერმე ორმოც დრესა სხვა არა ჭამა რა ხმელის პურის მეტი და არაყი ზედა სვა და მერმე გაიჭრა ყიყვი. ქკსა სჟზ. ბევრი უშალა ბატონმა თეიმურაზ და სხვათაცა, მაგრამ არც წამლობა დაიშალა და არც ყელის გაჭრა. ამ ქკსა მიიცვალა დედოფალი ანნა“. ამრიგად პარიზის ქრონიკის მიხედვით, დედოფალი ანა გარდაიცვალა 1609 წელს. ვახუშტისა და პარიზის ქრონიკის ცნობები არ ეთანხმება „არჩილიანის“ მონაცემებს. არჩილიანის მიხედვით, თეიმურაზის შვილები ყოფილან ხუთის წლის და მეოთხისა, როცა მოვიდა გლოვა წუხილი, კერძოდ თეიმურაზის ქორწინებიდან შვიდი წლის შემდეგ („შვიდს წელიწადს ასრე ვიყავ“...) ამ ცნობების გათვალისწინებით თეიმურაზს მეუღლე გარდაეცვალა დაახლოებით 1613-1614 წლებში. მაგრამ არც ეს ცნობებია მართებული, რადგან, როგორც ცნობილია შაჰ-აბასის პირველი შემოსევის დროს თეიმურაზს უკვე ჰყავდა მეორე ცოლი ხორეშანი. ალავერდის 1612 წლის სიგელი რომელშიც დაწესებულია ანას მოსახსენებელი აღაპი, წერია: „ოდეს ყოველთა მბადმან არსთამან წარიყვანა თანამეცხედრე ჩემი დედოფალთ დედოფალი ანა შემგან, შემოგწირე 37 კომლი კაციო“.

ლიტერატურა

  • მ. გუგუშვილი, „თეიმურაზ პირველის ცხოვრების გზა“, თბ. 1979