მომხმარებლის განხილვა:Gaga.vaa: განსხვავება გადახედვებს შორის

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 354: ხაზი 354:


სტატიის განხილვის გვერდზე ვერ ვწერ, რადგან დაბლოკილი ვარ. [[გიორგი კვინიტაძე]] იხ. [https://iberiamagazine.com/gen-giorgi-kvinitadze/], სადაც ვკითხულობთ „ივანე მხოლოდ 13 წლის იყო, როდესაც გვარი კვინიტაძედ შეიცვალა და რუსეთის არმიას შეუერთდა“.--[[მომხმარებელი:Zangala|ცანგალა]] 18:01, 14 ივნისი 2020 (UTC)
სტატიის განხილვის გვერდზე ვერ ვწერ, რადგან დაბლოკილი ვარ. [[გიორგი კვინიტაძე]] იხ. [https://iberiamagazine.com/gen-giorgi-kvinitadze/], სადაც ვკითხულობთ „ივანე მხოლოდ 13 წლის იყო, როდესაც გვარი კვინიტაძედ შეიცვალა და რუსეთის არმიას შეუერთდა“.--[[მომხმარებელი:Zangala|ცანგალა]] 18:01, 14 ივნისი 2020 (UTC)
:{{ping|zangala}} მადლობა, მე ვერ ვიპოვე ვერსად. დავაბრუნებ მაშინ სტატიაში. დედის გვარია ჩიქოვანი თუ რა შუაშია მაინც ვერ გავიგე.--[[მომხმარებელი:Gaga.vaa|Gaga.vaa]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:Gaga.vaa|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/Gaga.vaa|წვლილი]]</sub> 17:22, 15 ივნისი 2020 (UTC)
:{{ping|zangala}} <s>მადლობა, მე ვერ ვიპოვე ვერსად. დავაბრუნებ მაშინ სტატიაში. დედის გვარია ჩიქოვანი თუ რა შუაშია მაინც ვერ გავიგე.</s>--[[მომხმარებელი:Gaga.vaa|Gaga.vaa]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:Gaga.vaa|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/Gaga.vaa|წვლილი]]</sub> 17:22, 15 ივნისი 2020 (UTC)
::{{ping|zangala}} ბოდიში არ დავაკვირდი, ანუ ეს ივანეზეა საუბარი მამამისზე. გიორგის გვარი დაბადებიდან კვინიტაძე ყოფილა.--[[მომხმარებელი:Gaga.vaa|Gaga.vaa]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:Gaga.vaa|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/Gaga.vaa|წვლილი]]</sub> 17:28, 15 ივნისი 2020 (UTC)

17:28, 15 ივნისი 2020-ის ვერსია

  თუ გინდა მომწერო, აქ დააწკაპუნე!

ვიკიშეხვედრა 2015

ვიკიშეხვედრა გადაწყდა 2015 წლის 11 იანვარს 14:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე მდებარე პუშკინის ძეგლთან. თუ მოახერხებთ, გთხოვთ მობრძანდეთ. შევიკრიბოთ და ერთად გადავწყვიტოთ სად შეიძლება დავსხდეთ და ვისაუბროთ. --JABA 1977 14:39, 10 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი

გაგა გამარჯობა, ვიკიშეხვედრიდან ადრე მოგიწია წასვლა ამიტომ არ გეცოდინება, რომ გადავწყვიტეთ შევქმნათ ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი რომელიც ვიკიპედიის პოპულარიზაციისთვის საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პროექტებს განახორციელებს. ამ ჯგუფის შესაქმნელად საჭიროა აქტიური მომხმარებლების გარკვეული რაოდენობა (რაც მეტი მით უკეთესი). ამ გვერდზე გადადი და ხელი მოაწერე ინტერესის ჯგუფში--დათო1010 17:40, 17 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიის გადატანა

სალამი, კატეგორიის გადატანა როგორც წესი, არ ხდება. ორი ადამიანია სულ მაგ კატეგორიაში. გაუწერე სტატიებში ახალი კატეგორია. ხოლო ძველს (საიდანაც გადმოიტანე) წავშლი.--Henry McClean განხილვაწვლილი 11:44, 20 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ყველაფერი გავაკეთე. ამერიკელი გერმანელები წაიშალა. მომავალში უბრალოდ კატეგორიები არ გადაიტანო. ადმინისტრაცია დაგეხმარება. თუ რამეა და ვთქვათ, ბევრი სტატიაა (ერთი 30-50), ზოგიერთ გვაქვს საკუთარი ბოტები და შეგვიძლია წუთებში ინფორმაციის ავტომატური ჩანაცვლება. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:48, 20 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
მადლობა ჰენრი. არაა პრობლემა მე თვითონ გავართმევ თავს:) --GagaVaa 11:51, 20 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

bolnisi

Salami gaga, madloba sheni statiistvis bolnisis shesaxeb.

Me dges pirvelad var bolnisshi. Sul ramdenime saatia gasuli, rac chamovedi, magram ukve movkari or minarets tvali ( minimum, aramartlmadideblur tadzars) da gavicani ori etnikurad araqartveli.

Gaocebuli var,tkven albat bolniseli cart da ranairad moacerxet, an ratom AR axsenebt statiashi arc ert am jgufs? Martla msinteresebs.

Madloba წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Trinn88 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა @Trinn88:, პირველ რიგში მადლობა გამოხმაურებისთვის, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი აბოლიტურად სხვანაირადაა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ბოლნისის სტატიაში ჩემი წვლილი ძალიან მცირეა და ამითი ნამდვილად ვერ დავიტრაბახებ, მეორე ის არის, რომ ბოლნისელი არ ვარ, თუმცა ნამყოფი ვარ ბოლნისში და ეს ქალაქი ძალიან მიყვარს და მთლიანად ბოლნისის რაიონი ერთერთი ულამაზესი რაიონია საქართველოში ნამდვილად. თუმცა მიუხედავად ამ ორი ფაქტორისა ვეცდები მაინც გაგცეთ პასუხი და რამდენიმე რჩევაც მოგცეთ.
პირველ რიგში გთხოვთ როდესაც ვინმეს განხილვის გვერდზე რაიმეს მიწერთ, ტექსტის ბოლოს აუცილებლად მოაწერეთ ხელი რაც ძალიან მარტივად ხდება ღილაკზე ხელის დაჭერით. ეს ძალიან გააადვილებს იმის დადგენას თუ ვის მიერაა შეტყობინება დატოვებული.
მეორე ჩემი თხოვნა იქნება, რომ ტექსტები აუცილებლად წეროთ ქართულად, თუ დახმარება დაგჭირდებათ ქართული ენის დაყენებაში თქვენს ოპერაციულ სისტემაზე, მომწერეთ და აუცილებლად დაგეხმარებით.
რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას მაგაზე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენც შეგიძლიათ შემოიტანოთ ინფორმაცია ამ სტატიაში ოღონდ შესაბამისი ლიტერატურის ან ინტერნეტ რესურსის მითითება არ დაგავიწყდეს თორემ უმოკლეს პერიოდში გადამოწმდება და წაიშლება.
რაც შეეხება არამართლმადიდებლური ძეგლების იგნორირებას, ამ ბრალდებას ნამდვილად ვერ გავიზიარებ. მე პირადად ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნება არა თუ არ მომწონს, არამედ ვამაყობ კიდეც. თუმცა ალბათ ვიკიპედიის მომხმარებლების დიდ ნაწილს ნაკლებად აინტერესებს რელიგიური უმცირესობის ისტორიული ძეგლები და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, მემგონი უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ თვითონ აღნიშნული რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არ არიან დაინტერესებული ამ ინფორმაციის შემოტანით. მეტსაც გეტყვი ვიკიზე მსგავსი პერსონების დიდი ნაკლებობაა. ეს ერთგვარად იმითაცაა განპირობებული, რომ მათი დიდი ნაწილი არ არის დაინტერესებული სახელმწიფო ენის სრულყოფილად შესწავლით და შესაბამისად არც მათი ჩართულობაა მაღალი საზოგადოებრივ პროცესებში.
მოკლედ კეთილი იყოს ვიკიში თქვენი შემობრძანება, ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მომწეროთ მე ან ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს და თქვენთვის საინტერესო საკითხზე პასუხს ან დახმარებას აუცილებლად მიიღებთ. ასე რომ თქვენც შეგიძლიათ ნებისმიერი სტატიის რედაქტირება გააკეთოთ და ეს არც ისე რთულია, თავიდან მცირე რედატირებებით და რედაქტორების დახმარებით, ვიკიპედიას ადვილად აუღებთ ალღოს--GagaVaa 13:04, 16 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა

გამარჯობა, გაგა. შეგახსენებ, რომ ხვალ შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო მარჯანიშვილის შესასვლელთან. — Mikheil მიწერა 16:04, 21 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

კოტე თოლორდავა

ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო, რაც "წყაროში" წერია. ქართულ მხარეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია . ეგრეც რომ ყოფილიყო მართლა, დიახ უნდა დამალო .... კაცი მკვდარია ,რა მნიშვნელობა აქვს რამ მოუსწრაფა სიცოცხლე. თვითონ კოტეს ამ თემაზე საუბარი უჭირდა ხოლმე, გახსენებაც არ უნდოდა..ის აღიარებდა ,რომ ნარკომანი იყო (დასამალი არაფერია) და ამაყობდა, რომ ეს სენი დაამარცხა... ელემენტალური პატივისცემა იქნება ,თუ მის სიკვდილის მიზეზად ,,შპრიცს და თეთრ ფხვნილს არ მოიხსენიებთ, მაშინ როცა დანამდვილებით არავინ იცის როგორ მოკვდა.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.38.203 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@31.146.38.203:დაჯერება არაფერ შუაშია, წყარო რომელიც მე მყავს მოყვანილი ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყაროა რუსეთში, ქართული მხარის განცხადება ნამდვილად არ ვიცი რა სახის იყო ან თუ იყო საერთოდ, თქვენ შეგიძლიათ ქართული მხარის განცხადება ჩაამატოთ, მართლა არ ვიცი ვერ ვხვდები რა საჭიროა მაგ ინფორმაციის ამოკლება, კონკრეტული სახის მიზეზს თუ დაასახელებთ გინდ სამართლებრივი და გინდ მორალური კუთხით, განვიხილავთ სხვა ვიკიპედიელებთან ერთად და პრობლემიდან გამოსავალს მოვძებნით, აქ რობოტები არ ვმუშაობთ, უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაგდებთ ძალიან გთხოვთ.--GagaVaa 15:44, 23 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]
სიკვდილის მიზეზი არ არის მანდ ნათქვამი, რაიმე სხვა ლინკები მომწერეთ სადაც განსხვავებული ფაქტები იქნება მოხსენიებული და ჩავამატებ მაგ ინფორმაციებს და მივცემ ისეთ სახეს, რომ მხოლოდ მაგ მოსაზრებაზე არ იყოს დაყრდნობილი სიკვდილის მიზეზი, უბრალოდ მე სხვა სახის ვერაფერი ვიპოვე--GagaVaa 15:49, 23 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

Translating the interface in your language, we need your help

Hello Gaga.vaa, thanks for working on this wiki in your language. We updated the list of priority translations and I write you to let you know. The language used by this wiki (or by you in your preferences) needs about 100 translations or less in the priority list. You're almost done!
თარგმანების ყველა ვიკიში დასამატებლად ან შესაცვლელად, გთხოვთ გამოიყენოთ მედიავიკების ლოკალიზაციის პროექტი translatewiki.net.

Please register on translatewiki.net if you didn't yet and then help complete priority translations (make sure to select your language in the language selector). With a couple hours' work or less, you can make sure that nearly all visitors see the wiki interface fully translated. Nemo 14:06, 26 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა

გამარჯობა, გაგა. შეგახსენებ, რომ 8 აგვისტოს შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო თავისუფლების მოედნის შესასვლელთან.--დათო1010 15:28, 5 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

გაგა გამარჯობა, ამ სტატიას აუცილებლად სჭირდება სანდო წყარო. --ჯაბა 1977 19:23, 31 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

Request

Greetings.

Could you create in Georgian Wikipedia, these articles about Azerbaijan? (If not, could you pass this request to other Wikipedia users in Georgian Wikipedia, who would be interested to create them?)

Thank you.

Menikure Talk 21:24, 8 დეკემბერი 2015‎‎ (UTC)

ადოლფ ჰიტლერი

სალამი გაგა, ამ ცვლილების შესახებ მინდა გკითხო. შეცდომა იყო და იმიტომ ამოიღე? --ჯაბა 1977 16:35, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

რათქმაუნდა შეცდომა იყო ავსტრია როგორც სახელმწიფო არ არსებობდა, მაგ პერიოდში და პრინციპში გერმანიაც არა მაგ ფორმით, ინფოდაფაში სწორი ინფორმაცია ეწერა, ზოგადად არის მცირე გაუმართაობები სტატიაში და ვკითხულობ და თან ჩავასწორებ--GagaVaa 16:41, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

აბსოლიტურად გასაგებია. მე მთელი მაგ ტექსტის წაშლის მაგივრად დავწერდი უბრალოდ ავსტრია-უნგრეთი-ს, ვფიქრობ უნდა ჩაიწეროს ისევ, რადგან გარკვეული ინფორმაციის შემცველია მომხმარებლისათვის. --ჯაბა 1977 16:45, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

პრინციპში, მე პირადად სტატიის დასაწყისში დაბადების ადგილს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვწერ, როდესაც სტატიაში ინფოდაფა არ არის, ეს ამბავი უკვე აპრობირებული და მიღებულია მსოფლიოს მოწინავე, დახვეწილ და ნოვატორ ვიკიპედიებშიც, რომლებსაც იმედია ჩვენც მალე დავეწევით:) ახლა ყურადღებით წავიკითხე სტატია ქართულ და ინგლისურ ვიკიპედიებშიც და როგორც აღმოვაჩინე შიკლგრუბერი არა ჰიტლერის არამედ მამამისის დაბადების (დედის) გვარი იყო და შემდეგ მამინაცვლის გვარი ჰიტლერი აიღო, საინტერესოა ეს ჰიტლერის დაბადებამდე მოხდა? საეჭვოა. --GagaVaa 16:54, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მის მშობლიურ ენაზე ვიკიპედია ყველაზე კარგად წერს, ჩემი აზრით მომხმარებლისთვის მასეა უკეთესი. ქართულში ჯერჯერობით მაგ ტექსტის წაშლის და არდაწერის შესახებ რამე წესი არ გვაქვს, თუ არ არედაქტირებ ამჟამად სტატიას შენი ნებართით მე ჩავასწორებ. --ჯაბა 1977 16:58, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

წესის არქონა მეც თავისუფლად მაძლევს იგივის გაკეთების უფლებას:)--GagaVaa 17:00, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

გაგა ვიკიპედია ჩემი და შენი სურვილების გამო კი არა მომხმარებლისათვის იქმნება, რომელმაც დიდი ალბათობით არც კი იცის რა არის ინფოდაფა, იგი პირველად სტატიის შესავალს ხედავს და მას კითხულობს. --ჯაბა 1977 17:02, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ ვიკიპედიაში ათასობით სტატიაა, სადაც შესავალში ეს ინფო შეტანილი არ არის შესაბამისად მომხმარებელს ან ინფოდაფაზე მოუწევს თვალის გადავლება და ან ჩვენ მოგვიწევს წესით განმტკიცება იმისა, რომ ეს ინფო აუცილებლობად შემოვიღოთ და შეუსრულებელი მისიის წინაშე დავდგეთ.--GagaVaa 17:06, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

რად უნდა მას წესი, ვიკიპედია არის ინფორმაციის წყარო სადაც ინფორმაცია უნდა ეწეროს და არ უნდა ამოიშალოს. --ჯაბა 1977 17:08, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა ინფორმაცია საკმაოდ თვალსაჩინოდ და სწორი ფორმით მოცემულია ინფოდაფაში, არავითარი ინფორმაცია სტატიიდან არ იშლება, ეს არის ჩვეულებრივი ვიზუალიზაციის პროცესი, რომელიც რათქმაუნდა ყველა ვიკიპედიამ გაიარა და ინფორმაციის დუბლირების მაქსიმალური შემცირება ვფიქრობ საკმაოდ თანამედროვე გადაწყვეტილებაა, სტატიის შესავალში ყველანაირი ინფო ვერ დაეტევა, ეს მართლაც ასეა, ნუ შენთვის თუ ამ დიალოგის შენ სასარგებლოდ დასრულება ესოდენ მნიშვნელოვანია, მე არ ვაპირებ ამაში ხელი შეგიშალო, შეგიძლია ჩასვა დაბადების ადგილები ისევ სტატიის დასაწყისში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე ვფიქრობ უბრალოდ ამით შეფერხდება ჩვეულებრივი პროცესი რასაც ვიკიშიც და ზოგადად ყველა საქმეში პრაქტიკული სიახლეების დანერგვა ჰქვია. შენ რატომღაც არ გიყვარს სიახლეები მემგონი ჰო?:)--GagaVaa 17:18, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

გაგა, ჯერ ერთი ყველა ვიკიპედიამ გაიარაო რომ წერ არაა სწორი, რადგან ძალიან ბევრი ვიკიპედია იყენებს დაბადებ-გარდაცვალების ადგილის მითითებას მსგავსი წესით (მათ შორის ჰიტლერის მშობლიური გერმანულიც). მეორე, აქ იმაზე კი არაა საუბარი რომ ჩემი აზრი გავიტანო, ზემოთ ყველგან გწერდი რომ მომხმარებლისთვისაა ასე საჭირო, რომელმაც ნაკლებად იცის რა არის ინფოაფა და თარგები. და მე სიახლეები არ მიყვარს? ბოლო მოვლენებს ჩამორჩენილარ სერიოზულად. ჩემს სიხალეს მოჰყვა ამხელა განხილვები ვიკიში. ვიკრიჭები --ჯაბა 1977 17:25, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

საკითხზე რაზეც ვსაუბრობდი უკვე გითხარი პრინციპზე ჩემი აზრი, მაინც გავიმეორებ ცოტა სხვაგვარად, თუ მნიშვნელოვნად მიიჩნევ შეგიძლია ჩაამატო როგორც გინდა, რაზეც წესი არ არსებობს რათქმაუნდა არ იკრძალება არც შენი და არც ჩემი მხრიდან. ამ სტატიის რედაქტირებას ხვალ გავაგრძელებ იმდენი წვრილმანი ჩასასწორებელია დღეს დრო აღარ მაქვს. ბოლო მოვლენებს აშკარად ჩამოვრჩი ეს ორი-სამი თვეა ნაკლები დრო მრჩება და იმიტომ. რა სიახლეზეა ლაპარაკი შეგიძლია მითხრა? დიდი სიამოვნებით გავეცნობი--GagaVaa 17:36, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

კარგი ამაზე დავამთავროთ საუბარი. არც კი მეგონა ამდენზე თუ გაგრძელდებოდა. რაც შეეხება სიახლეებს: თუ არ დაგეზარება ამის წაკითხვა გაეცანი. :))). ხო კიდევ ხვალე ვიკიშეხვედრაა, როგორც ჩანს არც ეს იცი, თუ მოიცლი გამოიარე. --ჯაბა 1977 17:39, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მართლა არ ვიცოდი. საოცარია, რომ არასდროს არ მცალია, ისე ცოტა ადრე რომ გამეგო იქნებ მომეხერხებია წამოსვლა, ახლა აზრიც არ აქვს არაფერი საკითხი არ მაქვს მოფიქრებული, ადრე რისი დაყენებაც მინდოდა ისინიც დამავიწყდა, აი შემდეგზე იმედია მოვალ და თან კარგად მოვემზადები.... მაგ ინფოს გავეცნობი აუცილებლად--GagaVaa 17:43, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

კარგი გაგა, დროებით, შეხვედრამდე :) --ჯაბა 1977 17:44, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

კარგად და მოკლედ გადავავლე თვალი და რათქმაუნდა წინადადებების გაზრდაზე გეთანხმები, აქამდეც უნდა დაგვესვა საკითხი, ან ბაიტების თემაც საინტერესოა შეიძლება სამი წინადადება იყოსა მაგრამ დიდი და 5 მაგრამ პატარა, ბაიტებიც კარგი აზრია. მერე უფრო გულდასმით წავიკითხავ და დავაფიქსირებ ჩემს აზრს თუმცა ზოგადად იდეას ვეთანხმები, ქვევით რატომ მოყვა ამხელა განხილვა ჯერ არ წამიკითხავს.--GagaVaa 17:48, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

აი ეგაა რაცააა. :)))) ხვალ რომ ყოფილიყავი მაგ საკითხზეც ვისაუბრებდით. --ჯაბა 1977 17:50, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მრავალმნიშვნელობა

გაგა მრავალმნიშვნელობის შემთხვევაში დედაქალაქებს უპირატესობას ვანიჭებთ და სათაურს ფრჩხილების გარეშე ვაკეთებთ--დათო1010 20:56, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ყველა შემთხვევაში? აქ მეორე ტრიპოლიც ძალიან ცნობილი ქალაქია ისტორიულად--GagaVaa 20:57, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
კი ყველა შემთხვევაში. ისტორიულად შეიძლება მეორეც ცნობილი ქალაქია, მაგრამ ამ შემთხვევაში ამჟამინდელ დედაქალაქებზეა საუბარი--დათო1010 20:59, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ვერცერთ კონკრეტულ მაგალითს ვერ ვიხსენებ, რომ შეგეწინააღმდეგო, არადა არ გეთანხმები:) დედაქალაქი პრიორიტეტი რატომ უნდა იყოს? ასე რომ დავსვათ საკითხი, მაგ ნიუ-იორკი, ან რიო დედაქალაქი არ არის და ყაზახებმა, ბირმელებმა ან შრილანკელებმა რომ რაღაც უბანი ააშენონ და ნიუ-იორკი ან რიო დაარქვან, უფრჩხილებოდ რომელს დავტოვებთ? ან ვენესუელამ თავის ბარსელონაში რომ გადაიტანონ დედაქალაქი, ჩვენს დიდებულ ბარსელონას ფრჩხილებს მივუწერთ?--GagaVaa 21:05, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ტრიპოლი

გამარჯობა გაგა. მოდი შევთანხმდეთ: ვიკიში სტატიის სათაურის ასეთი სწრაფი ცვლა არ ხდება, თუკი საქმე მექანიკურ შეცდომასთან ან ისეთ შემთხვევასთან არ გვაქვს, რაც დავას არ გამოიწვევს. ჩემი აზრით, ერთი ქალაქი უნდა დაიწეროს ფრჩხილებით, მეორე - მის გარეშე. შენ თუ განსხვავებულად ფიქრობ, ჯერ განხილვის გვერდზე უნდა დაგეწერა. – BruTe () 20:58, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ამაზე მოუწერია ზემოთ დათოსაც. არ მინახავს და მე მაგიტომ მოგწერე. – BruTe () 20:59, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ტრიპოლის მრავალმნიშვნელოვნების გვერდი საერთოდ არ არსებობდა, შეგიძლია ნახო, რომ ახლახანს შევქმენი--GagaVaa 21:00, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

Request

Greetings.

Could you create the article en:Azerbaijan–European Union relations in Georgian Wikipedia?

Thank you.

აბაშის სოფლები

გაგა გამარჯობა თუ ამ სოფლებს უკვე სოფლის სტატუსი აქვთ, მაშნ აბაშაზე გადამისამართებაა არასწორი. --ჯაბა 1977 09:47, 20 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა გამარჯობა. მე არ მიმიღია გადამისამართების გადაწყვეტილება. არსებობდა უკვე კვათანა და კაპანასთვის და ნოღოხაშისთვის იგივე სტანდარტში მოვაქციე უბრალოდ. არ მინახავს ნამდვილად ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. --GagaVaa 09:52, 20 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

აა, მე ბოლო შენი ცვლილება ვნახე და მაგიტომ მოგწერე ასე. ამჟამად ესენი სოფლები არიან ანუ? — ჯაბა 1977 09:59, 20 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ოფიციალურ საიტზე უწერიათ, კი.--GagaVaa 10:00, 20 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

მაშინ ასე შევთანხმდეთ. გადამისამართებები წავშალოთ, რადგან არასწორია და დავწეროთ სტატიები ამ ახალ სოფლებზე. — ჯაბა 1977 10:04, 20 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

რათქმაუნდა გეთანხმები, უბრალოდ ჯერჯერობით არაფერი ინფორმაცია ამ სოფლებზე არ მაქვს მე პირადად სახელის გარდა:(--GagaVaa 10:07, 20 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

შევთანხმდით გაგა. როდესაც ინფორმაცია იქნება, მერე დავწეროთ. — ჯაბა 1977 10:09, 20 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ანუ ეს სტატია, აბაშა მოსახლეობის ინფორმაციას ამჟამად შეიცავს ოთხივე დასახლებულ პუნქტზე, მოსახლეობაც რაც წერია ანუ ჯამშია მოცემული. ახალი აღწერის სრულ ინფოს არ აპირებებს ნეტა საქსტატი, რომ დადოს მაგას ველოდებით რამდენი ხანია--GagaVaa 10:10, 20 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ეგ ინფო კარგა ხანია დადებულია. მე ცხრილი მაქვს გადმოტვირთული საიტი აღარ მახსოვს. — ჯაბა 1977 10:13, 20 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

იქნებ მომაწოდო? --GagaVaa 10:15, 20 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

კი ბატონო, მაგრამ სად, როგორ? — ჯაბა 1977 10:20, 20 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

იმეილი მოგწერე ჰენგაუთზე (გუგლის ჩატზე) და სმს მოგწერ. --GagaVaa 10:30, 20 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ფშატი

ფშატი [1] — დაკოპირება ადვილია. ბმულები რომ გააკეთო სტატიაში კარგი იქნება.--ცანგალა () 18:19, 2 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

რაღაც პროგრამული ხარვეზია, ეტყობა ისტორია აირია, მე ჩასმული მქონდა, თან რა დაკოპირებაზე მეუბნები ერთადერთი ადამიანი ვარ მემგონი აღმოსავლეთ ევროპაში ფშატზე ხარისხი რომ აქვს დაცული, ჩემი სადიპლომოდან ამოვკრიბე ინფორმაცია:)--GagaVaa 14:33, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
ისტორია არეული არ არის. სტატიაზე მხოლოდ შენ ხარ ისტორიით და ბოლოში ოთოჯი. ამიტომ გთხოვ ბმულები გააკეთო სტატიაში. --ცანგალა () 18:27, 8 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფა მწერალი

ინფოდაფაში ნურაფერს ნუ შეცვლი რადგან რამდენიმე სტატიის გამო მთლიანად ინგრევა სტრუქტურა--დათო1010 16:16, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

იმერეთის სამეფო

გაგა გამარჯობა, იმერეთის სამეფო გაუქმდა 1810 წელს, იმერეთის ოლქი შეიქმნა 1811 წელს. ასე რომ შენი ცვლილება სტატიაში იმერეთის სამეფო არაა ადეკვატური. --ჯაბა 1977 20:25, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ეტყობა გამეპარა შეცდომა, კიდევ უნდა გადავხედო და გავასწორებ აუცილებლად--GagaVaa 20:26, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ოკ. --ჯაბა 1977 20:28, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

კი ვნახე რაზეც მეუბნები, ეგ მე არ დამიწერია, უკვე ეწერა სტატიაში და უბრალოდ ინფოდაფაში გადავიტანე--GagaVaa 20:32, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში სად იმერეთის სამეფოში? --ჯაბა 1977 20:34, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად იმერეთის სამეფოზე მეუბნებოდი, სხვა სტატიაში ამერია.--GagaVaa 20:37, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
კი სექციასაც ეგ დასათაურება მივეცი :) — ჯაბა 1977 20:39, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
იმერეთის ოლქზე რომ გავუკეთე გაგრძელება ხო, ეგ უბრალოდ ლოგიკურად მივაბი სიმართლე გითხრა არ დავკვირვებივარ, თუმცა რუსულ ვიკიზე წერია არის გარკვეული ტექსტი. В 1804 году имеретинский царь Соломон II принял покровительство России. В 1811 году Имеретинское царство было преобразовано в Имеретинскую область Российской империи. --GagaVaa 20:46, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია და მით უფრო რუსული ვიკიპედია არა წყარო. გარდა ამისა, იმერეთის ოლქი ადმინსიტრაციული ერთეულია, ხოლო მანდ ვწერთ მსხვილ ერთეულებს, ამ შემთხვევაში იმპერიას. მადლობა. — ჯაბა 1977 20:54, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

წყაროდ არ მომიყვანია, უბრალოდ მიგითითე. მსხვილ ერთეულებზე კი ვფიქრობ ცდები. შეგიძლია წამყვან ვიკიპედიებს გადახედო, აპრობირებული აქვთ კონკრეტული ტერიტორიული მემკვიდრეობითობითობა--GagaVaa 20:57, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ვიკიპედია მოგყავს წყაროდ როდესაც მაგ სტატიაში ძალიან ბევრი ლიტერატურაა მითითებული წყაროდ. — ჯაბა 1977 20:59, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

წყაროდ ვიკიპედია არ მომყავს კიდევ ვიმეორებ:), უბრალოდ მითითებას ვაკეთებ, ვიკის სტანდარტის რაც შეგიძლია ნახო ინგლისური და რუსული ვიკიპედიების მაგალითზე, არ გადამიმოწმებია, მაგრამ როგორც მახსოვს სამართალ მემკვიდრეობა გაგრძელებული აქვთ მაგ საქართველოს დრ --- საქართველოს სსრ --- საქართველო და არა საქართველოს დრ-- საბჭოთა კავშირი ---საქართველო იგივე ჩეჩნეთზე და სხვა უფრო წვრილ რეგიონებზეც ვრცელდება--GagaVaa 21:05, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

სხვათაშორის საქართველოს დრ-ს საბჭოთა კავშირი ვერ დაეწერებოდა სამართალმემკვიდრედ რადგან სსრკ ლამის ორი წლის მერე ჩამოყალიბდა. მანამდე კი ნამდვილად საქართველოს სსრ უნდა ყოფილიყო. --ჯაბა 1977 21:08, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

უბრალოდ მაგალითი დავწერე, ერთ-ერთი რგოლი წარუმატებლად გამოვიდა, მთავარია აზრი გადმოვეცი--GagaVaa 21:12, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
;) --ჯაბა1977 21:15, 4 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
@Jaba1977: დღეს ვნახე და ინგლ ვიკიში საერთოდ შეუცვლიათ სტანდარტი, ეტყობა მსგავსი კამათები, რომ არ ყოფილიყო, წინა და შემდეგი უახლოესი (და არა უშუალო) სამართალმემკვიდრეები უწერიათ. მაგ იხილე en:Georgian Soviet Socialist Republic - GagaVaa 08:19, 5 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
უკაცრავად, მხოლოდ ქვემოთ ჩამოუტანიათ, პრინციპი მემგონი იგივეა, თუმცა არა მკაფიოდ განსაზღვრული— GagaVaa 08:25, 5 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ოთარ ჩახუნაშვილი

სტატია ოთარ ჩახუნაშვილი იხმარე ქართული ბრჭყალები „....“ (ქვევით, ზევით) და არა ორივე ზევით. მითითებულ სტატიაში გაასწორე. მხოლოდ კოპირება არ არის საკმარისი ვებ.ტგვერდიდან. წწ. მაგივრად წლები, — და არა -. ყვეაფერს მიაქციე ყურადღება. ქსე-ში დაბ. ადგილიც ეწერა და ჩაამატე ხოლმე.--Zangala განხილვაწვლილი 07:18, 19 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვასწორებ, რათქმა უნდა ჩემ სტატიებზე „დაკოპირებულის“ თქმის უფლებას არავის მივცემ:)— GagaVaa 07:25, 19 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
ოკ. „დაკოპირებულის“ თქმის უფლებას არავის მივცემ — მივესალმები.--Zangala განხილვაწვლილი 10:51, 19 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
დაბადების ადგილი რატომ ამოიღე? ქსე-ში იყო მითითებული.--Zangala განხილვაწვლილი 10:52, 19 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
ინფოდაფაში ჩავწერე დაბადების თარიღი, ვანის რაიონი მაშინ არ არსებობდა.--GagaVaa 10:54, 19 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ზაზა ტყეშელაშვილი

ზაზა ტყეშელაშვილი (დ. 19 მარტი, 1965) — ყოფილი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე .... — ამჟამად ქართველი აღარ არის. მაშინ მიუთითე ახალი ეროვნება.--Zangala განხილვაწვლილი 11:18, 19 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

????? ცანგალა თუ არ იცი შეგახსენებ, რომ ვიკიპედიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მომხმარებელი და არაერთი წელია ქართული ვიკიპედიის შემმოწმებელი ვარ, რაც ვიკიმომხმარებლებმა მომანიჭეს, შესაბამისად მე პირიქით სხვების მიერ დაწერილ ინფორმაციებს ვამოწმებ. ვიკიში ჩემი სტატიები ნამდვილად არ არის ყველაზე ცუდი და თუ არ გყოფნის კომპეტენცია და ამავდროულად ბევრი უქმე დრო გაქვს მე მიგითითებ რამდენი სტატიაა ვიკიში, რასაც ხელი სჭირდება და ჯობია იმას მიხედო, რამდენჯერმე გავატარე უკვე შენი კომენტარები, ჩასაფრებული პოზიცია ვიკიში მომგებიანი არ არის. იმუშავეთ და ხელს ნუ უშლით მომხმარებლებს. დავამატებ, რომ თუ ნახავ რაიმე მექანიკურ შეცდომას, მაგ. ზემოაღნიშნული შეგიძლია თვითონვე გაასწორო, და არ არის საჭირო პანიკის აწევა და ყოველ ნახევარ საათში მითითებების გაცემა. აქ მუშაობენ ადამიანები და არა რობოტები. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება თქვენი მომართვის ფორმაზე, რომელიც ცოტა შეურაცხმყოფელად მეჩვენება და მომავალში გთხოვთ ნებისმიერი მომართვისას გამოიყენოთ ისეთი ტერმინები როგორებიცაა: გამარჯობა, უკაცრავად, მადლობა, ეს ვიკიურთიერთობას უფრო სასიამოვნოს გახდის. მადლობა — GagaVaa 11:40, 19 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა Gaga.vaa, შეიძლება ყოველ წუთსაც მოგმართო, თუ დავინახე შეცდომა, რომ მომავალში გაითვალისწინო, მითუმეტეს არაერთი წელია ქათული ვიკიპედიის შემმოწმებელი ხარ (ხართ). რასაკვირველია შემეძლო გამესწორებინა, მაგრამ ამას შენ (თქვენ) (არ ვიცი როგორ მოგმართო) ალბათ ვერ ან არ ნახავდი. პატივისცემით და წარმატებები --Zangala განხილვაწვლილი 18:40, 22 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიკიფიცირება

გაგა გამარჯობა. ალექსანდრე საჩინოელი და კიდევ სხვა სტატიებს ვიკიფიცირება სჭირდება. — ჯაბა 1977 06:34, 25 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გადატანა

გაგა, სალამი. ძალიან გთხოვ, გაიხსენო - კატეგორიები კი არ გადაგვაქვს, არამედ ვქმნით ახალ კატეგორიებს და მერე ვიკიდატაში ხელახლა ვუთითებთ ბმულებს. ყველა შესაბამის სტატიაში მაინც მოგიწევს ხელით კატეგორიების ჩანაცვლება და კატეგორიის გადატანისას სტატიები ახალ კატეგორიაში, ბუნებრივია, არ გადადის. თუ ამ გადატანას მარტო იმისთვის აკეთებ, რომ გაამარტივო და ვიკიდატაში აღარ ცვალო ცალკე სახელები, ეს გასაგებია, მაგრამ სხვა მხრივ - არაფერს იძლევა. --Abandoner განხილვაწვლილი 12:09, 20 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა--GagaVaa 12:10, 20 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

დაუსრულებელი სტატია

სალამი. აია (სარაგბო კლუბი) - აქ ჩასმულია დამუშავების თარგი. იქნებ დაასრულო. გმადლობ. --Abandoner განხილვაწვლილი 18:17, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ჩობან ნოინი

ჩობან ნოინი — რამე ხომ არ შემეშალა? თუ ვინ ამ უშავებს შენ ჩაგწერე.-- ცანგალა 16:19, 6 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

თემიკო ჭიჭინაძე

თემიკო ჭიჭინაძე — თხოვნაა ვიკიპედიის წესებიდან გამომდინარე მიუთითო კატეგორია:დაბადებული (თვე და რიცხვი) კატეგორია:დაბადებული (წელი) კატეგორია:გარდაცვლილი (თვე და რიცხვი) და კატეგორია:გარდაცვლილი (წელი) --ცანგალა 19:55, 12 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

კი აუცილებლად--GagaVaa 20:03, 12 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გაგა, ამ სტატიას სჭირდება საერთაშორისო ბმულები. --ჯაბა 1977 14:37, 2 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა 2

მოგესალმებით! გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, გელით შეხვედრაზე. --Mehman 97 14:44, 3 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია

ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფიოა — მომხმარებელი დათო1010 ეძებს თარგის პრობლემას. გთხოვ ჯერ არაფერი არ შეცვალო. შეიძლება ცენტრალურად არის პრობლემა.--ცანგალა 19:01, 8 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ოკ მადლობა ინფორმაციისთვის --GagaVaa 19:02, 8 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

დეივიდ სიმენი

დეივიდ სიმენი — ამასაც იგივე პრობლემა ხომ არ აქვს, როგორც ფეხბურთელებს ინფოდაფა ქვევით ჩადის. --ცანგალა 07:15, 9 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

კი, არც ესაა გამონაკლისი--GagaVaa 10:47, 9 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ამ სტატიაში თქვენი ჩასმულია დამუშავების თარგი, წესებისამებრს ის ხომ მხოლოდ 1 კვირა უნდა დარჩეს და ნუ დავარღვევთ წესებს. პატივისცემით — ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 16:50, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

სულეიმან დიასამიძე

სულეიმან დიასამიძე — ბიოგრაფიებში ვწერთ დაბადებისა და გარდაცვალების კატეგორიებს.--ცანგალა 18:24, 14 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე — სხვაობაა დაბადების თარიღში.--ცანგალა 18:22, 17 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ინფორმაციისთვის

კონსტანტინე აფხაზი — დაბადების თარიღის კატეგორიას რომ ამატებ ბარემ მარილი მოაყარე და გარდაცვალების თარიღიც კატეგორიაც მიაყოლე. მადლობა.--ცანგალა 07:26, 18 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

კობა ტყეშელაშვილი

კობა ტყეშელაშვილი — დაბადების რიცხვი, თვე და წელი არის მისათითებელი.--ცანგალა 08:50, 20 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

სასურველია თვე და რიცხვიც. მადლობა.--ცანგალა 20:18, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
თვე და რიცხვი არცერთ საიტზე არაა მითითებული და ხო არ დავურეკავ:)--GagaVaa 20:48, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

სიახლეები

გაგა გამარჯობა, წესია ასეთი, როცა სიახლეებს ამოშლი ის უნდა გადაიტანო შესაბამისი დღის სტატიაში. ახლა მე გავაკეთე, შემდეგისთვის გაითვალისწინე. თან გურანდა გაბუნია 4-ში გარდაიცვალა და სიახლეებში მაგასაც შევასწორებ. --ჯაბა 1977 21:23, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

მე მაპატიე, არ ვიცოდი ნამდვილად, მადლობა. ხო რიცხვი მექანიკურად შემეშალა ეტყობა და ზოგადადაც არც მთლად გადასარევად გავაფორმე მემგონი, მაგრამ ვასწორებ--GagaVaa 21:25, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:ბადრი ბეგალიშვილი

იხ. განხილვა:ბადრი ბეგალიშვილი — გადახედე.--ცანგალა 19:13, 10 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ერთმანეთის ნათესავები არ არის. გადახედე დაბ. წლებს.--ცანგალა 11:25, 11 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
აშკარად სხვა პიროვნებაზეა საუბარი. ეტყობა იგივე სახელს და გვარს ატარებდა, გადავხედავ უფრო დეტალურად--GagaVaa 13:13, 11 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
კი ბატონო, მე პირადად წყაროს ვერ მივაგენი.--ცანგალა 17:27, 11 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: გავასწორე ჩემი შეცდომა იყო, ორი სხვადასხვა ალექსანდრე ბეგალიშვილი არსებობს--GagaVaa 08:52, 19 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#განხილვა:კალიბეკი, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა.--ცანგალა 07:15, 2 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ჩიჯავაძეთა სათავადო

გამარჯობა გაგა. ჩიჯავაძეთა სათავადო გთხოვ დაასრულო. თარგი არ ამოვიღე, რადგან ამ შემთხვევაში წასაშლელი იქნებოდა. --ჯაბა 1977 09:06, 9 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ცოტა დაკავებული ვარ, დავასრულებ ამ კვირაში-Gaga.vaa განხილვაწვლილი 14:39, 10 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

კვლავ სიახლეების შესახებ

კვლავ სიახლეებზე გაწუხებ: ახალი სიახლის დამატების შემდეგ ძველი გადადის დღის მოვლენებში. თუ ბოლო მოვლენა გარდაცვალებაა, უბრალოდ ვწერთ გარდაცვლილებში.--Wiki - ჯაბა 17:52, 2 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ხო აშკარად ვჩქარობ და შეცდომებს ვუშვებ, გავითვალისწინებ--Gaga.vaa განხილვაწვლილი 17:59, 2 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ნუგზარ ჯუღელი

ნუგზარ ჯუღელი სტატიას, როდესაც აკოპირებ, ნუ გავიწყდება ქართულ ვიკიპედიაში ქართული ბრჭყალები („“).--ცანგალა 19:52, 4 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

Community Insights Survey

RMaung (WMF) 00:48, 7 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

რაიბულ თოდუა

რაიბულ თოდუა ნუ გავიწყდება კატეგორიებში თვე და რიცხვის ჩაწერა. ეს ვიკიპედიის წესია!!!--ცანგალა 04:57, 8 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვმუშაობთ ბატონო:) --Gaga.vaa განხილვაწვლილი 10:28, 8 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

Reminder: Community Insights Survey

RMaung (WMF) 18:56, 20 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

Reminder: Community Insights Survey

RMaung (WMF) 15:27, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ისევ და ისევ სიახლეებზე

ისევ და ისევ სიახლეებზე გაწუხებ: ახალი სიახლის დამატების შემდეგ ძველი გადადის დღის მოვლენებში.--Wiki - ჯაბა 14:26, 6 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

გიორგი კვინიკაძე

სტატიის განხილვის გვერდზე ვერ ვწერ, რადგან დაბლოკილი ვარ. გიორგი კვინიტაძე იხ. [2], სადაც ვკითხულობთ „ივანე მხოლოდ 13 წლის იყო, როდესაც გვარი კვინიტაძედ შეიცვალა და რუსეთის არმიას შეუერთდა“.--ცანგალა 18:01, 14 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: მადლობა, მე ვერ ვიპოვე ვერსად. დავაბრუნებ მაშინ სტატიაში. დედის გვარია ჩიქოვანი თუ რა შუაშია მაინც ვერ გავიგე.--Gaga.vaa განხილვაწვლილი 17:22, 15 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: ბოდიში არ დავაკვირდი, ანუ ეს ივანეზეა საუბარი მამამისზე. გიორგის გვარი დაბადებიდან კვინიტაძე ყოფილა.--Gaga.vaa განხილვაწვლილი 17:28, 15 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]