მაქს ფრიში: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ დაემატა კატეგორია:შვეიცარიელი მამაკაცი რომანისტები გაჯეტ HotCat-ით |
მ დაემატა კატეგორია:შვეიცარიელი დრამატურგები გაჯეტ HotCat-ით |
||
ხაზი 31: | ხაზი 31: | ||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1991]] |
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1991]] |
||
[[კატეგორია:შვეიცარიელი მამაკაცი რომანისტები]] |
[[კატეგორია:შვეიცარიელი მამაკაცი რომანისტები]] |
||
[[კატეგორია:შვეიცარიელი დრამატურგები]] |
00:37, 15 ივნისი 2020-ის ვერსია
მაქს ფრიში (Max Frisch; დ. 15 მაისი, 1911, ციურიხი — გ. 4 აპრილი, 1991, იქვე) — შვეიცარიელი არქიტექტორი, დრამატურგი და რომანისტი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანულენოვანი ლიტერატურის აღიარებული წარმომადგენელია. თავის შემოქმედებაში ფრიშმა ადამიანის პიროვნების, ინდივიდუალიზმის, პასუხისმგებლობის, ზნეობისა და პოლიტიკური მიმართულების პრობლემები დააყენა.[27] ომის შემდგომ გამოცემებს მისი ირონიული შტრიხი გადასდევს. ფრიში ოლტენის ჯგუფის წევრი იყო.
ბიოგრაფია
მაქს რუდოლფ ფრიში 1911 წელს ციურიხში არქიტექტორ ფრანც ბრუნო ფრიშისა და კაროლინა ბეტინა ვილდერმუთის ოჯახში დაიბადა. გიმნაზიის დასრულებისთანავე 1930 წელს მან ციურიხის უნივერსიტეტში ჩააბარა და გერმანული ლიტერატურის შესწავლას შეუდგა, თუმცა ორ წელიწადში მამამისის გარდაცვალებით გამოწვეული უსახსრობის გამო სწავლისთვის თავის დანებება მოუწია. სამაგიეროდ, მან შვეიცარიაში ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ში დაიწყო ჟურნალისტად და მესვეტედ მუშაობა. 1933 წელს მან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა, 1935 წელს პირველად ეწვია გერმანიას.
1936-41 წლებში ფრიში არქიტექტურას სწავლობდა. მისი პირველი და აქამდე ცნობილი პროექტი 1942 წელს გახორციელდა ციურიხის ცენტრში საზოგადოებრივი აბანოს სახით.
1947 წელს ციურიხში ის ბერტოლტ ბრეხტს შეხვდა. 1951 წელს ფრიში როკფელერის ნდობით დაჯილდოვდა და ერთი წელიწადი აშშ-ში გაატარა. 1955 წლის შემდეგ ის მხოლოდ არასაშტატო ავტორად მუშაობდა. თავისი გამოცდილება ომისშემდგომი ევროპის შესახებ ფრიშმა 1946-49 წლებით დათარიღებულ დღიურში საკმაოდ ხატოვნად აღწერა. დღიური შემდგომი რომანების წინასწარ მონახაზებსაც მოიცავს.
1950-60-იან წლებში ფრიშმა ისეთი ნაწარმოებები შექმნა, რომელთაც სულ მალე მსოფლიო აღიარება ხვდათ წილად. ნაწარმოებებში ფრიშს თანამედროვე საზოგადოებაში არსებული გაუცხოებისა და პოიროვნული თვითშეცნობის პრობლემა გამოაქვს პირველ პლანზე. ესენია: „მე სტილერი არ ვარ“ (1954 წ.), Homo Faber (1957 წ.) და „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“ (1964 წ.). დამატებით, მან რამდენიმე მაღალინტელექტუალური პოლიტიკური დრამაც დაწერა : „ანდორა და ფაიერაიზერები“. ფრიში პერიოდულად განაგრძობდა თავისი დღიურიდან ნაწყვეტების გამოქვეყნებას. ნაწყვეტები მედია-რეპორტაჟებს და პარადოქსულ კითხვარებს შეიცავდა, როგორიცაა მაგალითად: „პიროვნული რეფლექცია და რეპორტაჟი“. 1969 წელს მას შეუყვარდა ქალი, სახელად ანტონია ქუიქი .
მაქს ფრიში 1991 წელს ციურიხში კიბოთი გარდაიცვალა. ფრიდრიხ დიურენმატთან ერთად მაქს ფრიში XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შვეიცარიელ მწერლად სახელდება. ფრიში საპატიო მეცნიერის წოდებით დაჯილდოებულია 1962 წელს მარბურგის უნივერსიტეტის მიერ, გერმანია, ბირმინგჰემის უნივერსიტეტის მიერ 1980 წელს და 1987 წელს ბერლინის უნივერსიტეტის მიერ. ფრიშს ბევრი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული: Georg-Büchner-Preis 1958 წელს, Friedenspreis des Deutschen Buchhandels 1976 წელს და Heinrich-Heine-Preis 1989 წელს. 1965 წელს მას იერუსალიმის ჯილდო ერგო საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფლების წამოწევისათვის.
ლიტერატურა
- Butler, Michael (1976) The Novels of Max Frisch (London)
- Butler, Michael (1985) The Plays of Max Frisch (London)
- Butler, Michael (1994) Andorra, Grant and Cutler Study Guide, 2nd edition, London
- Kieser, Rolf, ed. (1989) Max Frisch: Novels, Plays, Essays, The German Library Series, Continuum, New York
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 6.0 6.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ 7.0 7.1 Discogs — 2000.
- ↑ 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 9.0 9.1 Theaterlexikon der Schweiz / Hrsg.: A. Kotte
- ↑ 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 12.0 12.1 Kritisches Lexikon der Gegenwartsliteratur / Hrsg.: H. L. Arnold, H. Korte — 1978.
- ↑ 13.0 13.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 14.0 14.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Фриш Макс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Academy of Arts, Berlin — 1696.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118536109 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://muse.jhu.edu/journals/modern_drama/v013/13.3.szydlowski.pdf
- ↑ http://www.jstor.org/stable/2904309
- ↑ http://www.bizjournals.com/cincinnati/stories/2010/08/02/story22.html?page=all
- ↑ http://www.szepmuveszeti.hu/exhibitions/st-gallen-adventures-hartung-tpies-uecker-and-the-erker-phenomenon-386
- ↑ http://www.nytimes.com/1983/07/10/books/who-killed-wife-no-6.html
- ↑ https://www.literaturpreisgewinner.de/belletristik/wilhelm-raabe-preis
- ↑ https://www.friedenspreis-des-deutschen-buchhandels.de/alle-preistraeger-seit-1950/1970-1979/max-frisch
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118536109 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Frish, Max (1911–1991). In Suzanne M. Bourgoin and Paula K. Byers, Encyclopedia of World Biography. Detroit: Gale Research, 1998. Retrieved April 18, 2007.