გიორგი კვინიტაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კვინიტაძის ნამდვილი გვარი ყველა წყაროში მითითებულია კვინიტაძე.
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:General Giorgi Kvinitadze.jpg|მინი|200პქ|გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე]]
[[ფაილი:General Giorgi Kvinitadze.jpg|მინი|200პქ|გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე]]
[[ფაილი:Cholokashvili and Kvinitadze.jpg|მინი|200პქ|გიორგი კვინიტაძე და [[ქაქუცა ჩოლოყაშვილი]]]]
[[ფაილი:Cholokashvili and Kvinitadze.jpg|მინი|200პქ|გიორგი კვინიტაძე და [[ქაქუცა ჩოლოყაშვილი]]]]
'''გიორგი კვინიტაძე''' (ნამდვ. გვარი – '''ჩიქოვანი''') (დ. [[21 აგვისტო]], [[1874]] ― გ. [[7 აგვისტო]], [[1970]]) — [[ქართველები|ქართველი]] სამხედრო მოღვაწე, გენერალი, [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დრ-ის]] შეიარაღებული ძალების პირველი და ბოლო მთავარსარდალი.
'''გიორგი კვინიტაძე''' (დ. [[21 აგვისტო]], [[1874]] ― გ. [[7 აგვისტო]], [[1970]]) — [[ქართველები|ქართველი]] სამხედრო მოღვაწე, გენერალი, [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დრ-ის]] შეიარაღებული ძალების პირველი და ბოლო მთავარსარდალი.


==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[1874]] წელს [[დაღესტანი|დაღესტანში]]<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/content/radio-liberty-anniversary-giorgi-kvinitadze/24921390.html საუბარი გიორგი კვინიტაძესთან (1)]. „[[რადიო თავისუფლება|რადიო თავისუფლების]]“ არქივიდან.</ref>, პოლკოვნიკ [[ივანე კვინიტაძე|ივანე კვინიტაძის]] ოჯახში. დაამთავრა [[თბილისის კადეტთა კორპუსი]] და [[პეტერბურგი|პეტერბურგის]] ქვეითთა სასწავლებელი. [[1894]] წელს უკვე ოფიცერი იყო. სამხედრო სამსახური დაიწყო [[ვლადიკავკაზი|ვლადიკავკაზის]] 153-ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა [[პოლონეთი|პოლონეთში]]. [[1904]] წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო [[რუსეთ-იაპონიის ომი|რუსეთ-იაპონიის ომში]]. [[1910]] წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს, 1915 წლის დეკემბერში კვინიტაძეს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. იგი აქტიურად მონაწილეობდა არზრუმის (ერზერუმის) ციხის აღებაში, რისთვისაც დაჯილდოვდა წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. რუსეთის [[რუსეთის რევოლუცია|1917 წლის რევოლუციას]] კვინიტაძე გენერალ-მაიორის წოდებით შეხვდა. 1917 წლის მაისიდან იყო კავკასიის მე-15 ქვეითი პოლკის მეთაური.
დაიბადა [[1874]] წელს [[დაღესტანი|დაღესტანში]]<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/content/radio-liberty-anniversary-giorgi-kvinitadze/24921390.html საუბარი გიორგი კვინიტაძესთან (1)]. „[[რადიო თავისუფლება|რადიო თავისუფლების]]“ არქივიდან.</ref>, პოლკოვნიკ [[ივანე კვინიტაძე|ივანე კვინიტაძის]] (ნამდვ. გვარი – ჩიქოვანი) ოჯახში. დაამთავრა [[თბილისის კადეტთა კორპუსი]] და [[პეტერბურგი|პეტერბურგის]] ქვეითთა სასწავლებელი. [[1894]] წელს უკვე ოფიცერი იყო. სამხედრო სამსახური დაიწყო [[ვლადიკავკაზი|ვლადიკავკაზის]] 153-ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა [[პოლონეთი|პოლონეთში]]. [[1904]] წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო [[რუსეთ-იაპონიის ომი|რუსეთ-იაპონიის ომში]]. [[1910]] წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს, 1915 წლის დეკემბერში კვინიტაძეს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. იგი აქტიურად მონაწილეობდა არზრუმის (ერზერუმის) ციხის აღებაში, რისთვისაც დაჯილდოვდა წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. რუსეთის [[რუსეთის რევოლუცია|1917 წლის რევოლუციას]] კვინიტაძე გენერალ-მაიორის წოდებით შეხვდა. 1917 წლის მაისიდან იყო კავკასიის მე-15 ქვეითი პოლკის მეთაური.


[[1918]] წელს, როდესაც [[საქართველო|საქართველომ]] დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა, რათა ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ეროვნული არმიის მშენებლობისათვის. 1918 წლის დასაწყისიდან იყო ქართული საარმიო კორპუსის I დივიზიის მეთაური. 1918 წლიდან [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის რესპუბლიკის]] შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის თანაშემწე. [[1918]]-[[1921]] წლებში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამ თანამდებობაზე ის პირველად იმყოფებოდა 1918 წლის მაის-სექტემბერში, ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გენერალი კვინიტაძე ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი.
[[1918]] წელს, როდესაც [[საქართველო|საქართველომ]] დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა, რათა ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ეროვნული არმიის მშენებლობისათვის. 1918 წლის დასაწყისიდან იყო ქართული საარმიო კორპუსის I დივიზიის მეთაური. 1918 წლიდან [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის რესპუბლიკის]] შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის თანაშემწე. [[1918]]-[[1921]] წლებში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამ თანამდებობაზე ის პირველად იმყოფებოდა 1918 წლის მაის-სექტემბერში, ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გენერალი კვინიტაძე ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი.

17:40, 14 ივნისი 2020-ის ვერსია

გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე
გიორგი კვინიტაძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი

გიორგი კვინიტაძე (დ. 21 აგვისტო, 1874 ― გ. 7 აგვისტო, 1970) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი, საქართველოს დრ-ის შეიარაღებული ძალების პირველი და ბოლო მთავარსარდალი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1874 წელს დაღესტანში[1], პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის (ნამდვ. გვარი – ჩიქოვანი) ოჯახში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ქვეითთა სასწავლებელი. 1894 წელს უკვე ოფიცერი იყო. სამხედრო სამსახური დაიწყო ვლადიკავკაზის 153-ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა პოლონეთში. 1904 წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წლის დეკემბერში კვინიტაძეს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. იგი აქტიურად მონაწილეობდა არზრუმის (ერზერუმის) ციხის აღებაში, რისთვისაც დაჯილდოვდა წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციას კვინიტაძე გენერალ-მაიორის წოდებით შეხვდა. 1917 წლის მაისიდან იყო კავკასიის მე-15 ქვეითი პოლკის მეთაური.

1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა, რათა ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ეროვნული არმიის მშენებლობისათვის. 1918 წლის დასაწყისიდან იყო ქართული საარმიო კორპუსის I დივიზიის მეთაური. 1918 წლიდან ამიერკავკასიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის თანაშემწე. 1918-1921 წლებში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამ თანამდებობაზე ის პირველად იმყოფებოდა 1918 წლის მაის-სექტემბერში, ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გენერალი კვინიტაძე ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი.

1918 წლის ბოლოს ის იყო სომხეთ-საქართველოს ომის სადახლო-შულავერის ფრონტის საველე შტაბის უფროსი. 1919 წლის მარტიდან იყო ახალციხე-ახალქალაქის ამზრების გენერალ-გუბერნატორი და რეგიონის ქართული გარნიზონის სარდალი. 1919 წლის სექტემბრიდან ქართული სამხედრო სკოლის უფროსი. 1920 წლის მაის-ოქტომბერში მეორედ ეკავა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტი. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაუბრუნდა სამხედრო სკოლას. 1921 წლის თებერვალ-მარტში კვლავ იკავებდა მთავარსარდლის პოსტს. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ საქართველო დატოვა.

მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული, 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა. 1985 წელს, პარიზში, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა დასტამბა გიორგი კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე („Мои воспоминания в годы независимости Грузии, 1917–1921“).

ცოლად ჰყავდა (1911 წლიდან) თავადის ასული მარიამ მაყაშვილი (1889-1960). ჰყავდა სამი ქალიშვილი: იდა, თამარი და ნინო. ნინოს ქალიშვილია ფრანგული კინოს ვარსკვლავი მარიამ დ'აბო.

ლიტერატურა

სქოლიო