ჯემალ ჭკუასელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჯემალ ჭკუასელი''' (დ. 18 მაისი, 1935, შემოქმედი) — ქართველები|...
(განსხვავება არ არის)

13:53, 6 ივნისი 2020-ის ვერსია


ჯემალ ჭკუასელი (დ. 18 მაისი, 1935, შემოქმედი) — ქართველი მომღერალი, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1990).

ბიოგრაფია

დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი 1970 წელს.

1971-1973 წლებში იყო გარდაბნის რაიონის მთავარი აგრონომი; 1976-1979 წლებში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი. 1986 წლიდან საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (1999 წლიდან ეწოდა "ერისიონი") სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორია; 1997 წლიდან არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 2015 წელს მიენიჭა "ხელოვნების ქურუმის" წოდება.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

    • 2016 - თბილისის საპატიო მოქალაქე
    • 1995 - ღირსების ორდენი
    • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
    • 1984 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

წყარო

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 403