ვლადისლავ არძინბა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 60: ხაზი 60:
ვლადისლავ არძინბა დაიბადა 1945 წლის 14 მაისს [[სოხუმის რაიონი]]ს სოფელ [[ეშერა|ეშერაში]] გრიგოლი არძინბასა და ნაძეჟდა იაზიჩბას ოჯახში.
ვლადისლავ არძინბა დაიბადა 1945 წლის 14 მაისს [[სოხუმის რაიონი]]ს სოფელ [[ეშერა|ეშერაში]] გრიგოლი არძინბასა და ნაძეჟდა იაზიჩბას ოჯახში.


არძინბას მამა, [[მეორე მსოფლიო ომი]]ს ინვალიდი, ომამდე და ომის შემდეგ ასწავლიდა სკოლაში, იქვე მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა არძინბას დედაც.
არძინბას მამა, [[მეორე მსოფლიო ომი]]ს ინვალიდი, იყო სოფელ ეშერის საშუალო სკოლის დირექტირი, ხოლო 1948 წლიდან იმავე სკოლის ისტორიის მასწავლებელი, იქვე მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა არძინბას დედაც.

დაწყებითი განათლება რუსულ საშუალო სკოლაში მიიღო.


===სამეცნიერო საქმიანობა===
===სამეცნიერო საქმიანობა===

07:03, 31 მაისი 2020-ის ვერსია

ვლადისლავ არძინბა
აფხ. Владислав Арӡынба
ვლადისლავ არძინბა აფხ. Владислав Арӡынба
სეპარატისტული აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ნოემბერი 1994 – 12 თებერვალი 2005
მემკვიდრესერგეი ბაღაფში

სეპარატისტული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ივლისი 1992 – 26 ნოემბერი 1994
მემკვიდრესოკრატე ჯინჯოლია

დაბადებული14 მაისი, 1945
ქვემო ეშერა, სოხუმის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვლილი4 მარტი, 2010
მოსკოვი, რუსეთი
ეროვნებააფხაზი
მეუღლესვეტლანა ჯერგენია
შვილებიმადინა
პროფესიაპედაგოგი
ხელმოწერა

ვლადისლავ გრიგორის ძე არძინბა (აფხ. Владислав Григори-иԥа Арӡынба; დ. 14 მაისი, 1945, სოფ. ეშერა, აფხ. ასსრ — გ. 4 მარტი, 2010, მოსკოვი) — აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა ისტორიკოსი-აღმოსავლეთმცოდნე, ხეთოლოგი, 1990–1994 წლებში სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის დე-ფაქტო მეთაური.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

ვლადისლავ არძინბა დაიბადა 1945 წლის 14 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ ეშერაში გრიგოლი არძინბასა და ნაძეჟდა იაზიჩბას ოჯახში.

არძინბას მამა, მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი, იყო სოფელ ეშერის საშუალო სკოლის დირექტირი, ხოლო 1948 წლიდან იმავე სკოლის ისტორიის მასწავლებელი, იქვე მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა არძინბას დედაც.

დაწყებითი განათლება რუსულ საშუალო სკოლაში მიიღო.

სამეცნიერო საქმიანობა

1966 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორიის მიმართულებით. იმავე წელს სწავლა გააგრძელა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ასპირანტურაში, სადაც 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1985 წელს სადოქტორო დისერტაცია, მცირე აზიის ძველი ხალხების ისტორიასა და კულტურაზე.

1987-1989 წლებში იყო აფხაზური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი.

სსრკ-ს უმაღლესი საბჭო

1989 წლის 2 ივნისს ვ. არძინბა, ფ. ისკანდერის, ბ. შინქუბასა და ა. გოგუასთან ერთად აფხაზეთის ასსრ-მ წარმომადგენლებად მიავლინა სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა სხდომაზე, სადაც 10 წუთიანი გამოსვლით ისაუბრა აფხაზი ხალხის უფლებების შელახვაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე[1][2]. მოგვიანებით, იმავე წელს არძინბა აირჩიეს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. უმაღლეს საბჭოში მან აირჩია ნაციონალური პოლიტიკის კომისიაში მუშაობა, რომელსაც იმ დროისათვის ხელმძღვანელობდა გ. ტარაზევიჩი. აღნიშნულ პოსტზე ყოფნისას მან სსრკ-ს ავტონომიური ერთეულების უფლებების გასაზრდელად კანონში 50-მდე ცვლილება შეატანინა, რის გამოც მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების იყო ყველა მოკავშირე ქვეყნის ხელმძღვანელობა. მას ასევე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მ. გორბაჩოვთანაც.

არძინბა, როგორც სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ანატოლი ლუკიანოვის თანამოაზრე, ედუარდ შევარდნაძის ოპოზიციას წარმოადგენდა, რომელიც პერესტროიკის ერთ-ერთი ლიბერალი დამცველი იყო, არძინბა კი მოსკოვის ყველაზე რეაქციულ ძალებს უჭერდა მხარს.

არძინბა ჯერ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარედ, ხოლო 1990 წლის 4 დეკემბერს კი აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული. არძინბამ სწრაფად მოახერხა ძალაუფლების გამყარება და არჩევნებამდე გაცემულ დაპირებებს უღალატა [წარმოამდეგენლობით ორგანოში] ქართველთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით; მას შემდეგ, არძინბა დამოუკიდებლად ცდილობდა აფხაზეთის მართვას; თბილისთან საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რამაც საბოლოოდ 1991 წლის შეთანხმებამდე მიიყვანა და აფხაზებს ფართო წარმომადგენლობა მიანიჭა. როცა უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართა, არძინბამ ჩამოაყალიბა პრეზიდიუმი, რომელის შემადგენლობაშიც იყვნენ: სამი აფხაზი (მისი ჩათვლით), სამი ქართველი, ორი რუსი და ერთი სომეხი. რადგანაც ეთნიკური პოლარიზაცია ძლიერი იყო, წევრები იძულებულები იყვნენ მხარე აერჩიათ: ერთ-ერთმა რუსმა წევრმა ქართველთა მხარე აირჩია, ხოლო მეორემ და სომეხმა წევრმა - აფხაზების. არძინბმამ წარმატებით შეძლო კოალიციის შექმნა, რომელიც აფხაზურ კონტროლს გარანტირებულს ხდიდა.

არძინბას სახელს უკავშირდება აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შექმნა, რომელიც მონო-ეთნიკური იყო და მხოლოდ ეთნიკური აფხაზებისაგან შედგებოდა.

აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ არძინბას ხელმძღვანელობით აღადგინა აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის მოქმედება, რომლის მიხედვით, აფხაზეთს მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა სსრკ-ის შემადგენლობაში. აფხაზეთის ომის დროს ის იყო აფხაზეთის არმიის სამხედრო სარდალი. 1994 წლის 26 ნოემბერს აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და მიიღო ახალი კონსტიტუცია. საბჭოს გადაწყვეტილებით, ვლადისლავ არძინბა არჩეულ იქნა მის პრეზიდენტად.

1994 წლის 4 ნოემბერიდან აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი. 1999 წლის 3 ოქტომბერს პირდაპირი არჩევნების გზით მეორე ვადით იქნა არჩეული და თანამდებობაზე დარჩა 2005 წლის იანვრამდე.

ვლადისლავ არძინბა 2010 წლის 4 მარტს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • Владислав Ардзинба, «Моя жизнь», Сухум, 2018
  • Cornell, Svante E, Autonomy and Conflict: Ethnoterritoriality and Separatism in the South Caucasus – Case in Georgia, p.168. Department of Peace and Conflict Research, Report No. 61. Uppsala
  • Kaufman, J. Stuart, Modern Hatreds: The Symbolic Politics of Ethnic War, p. 117. Cornell University Press, New York, 2001

სქოლიო

  1. Съезд народных депутатов СССР, бюлетень №9, часть 1, от 2 июня 1989 года. с. 46-52
  2. «Известия», №155, 4 июня 1989 года