ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎უაზრო განხილვა?!: მოეხსენით უაზრო ბლოკი ცანგალას!
ხაზი 132: ხაზი 132:

===მოეხსენით უაზრო ბლოკი [[მომხმარებელი:Zangala|ცანგალას]]!===
===მოეხსენით უაზრო ბლოკი [[მომხმარებელი:Zangala|ცანგალას]]!===
ეს თემა შემადგენელია წინა თემისა, რომელიც მოყვა [[განხილვა:არნოლდ შონბერგი|შ(ე/ო)ნბერგის განხილვას]]. არ მინდა თავი მოგაბეზროთ და პათეთიკური გამოვიდე, შეგნებულად არ შევალ [[ქსე]]-ს შეფასებაში და იმის მტკიცებაში ენის ახალი ნორმა რა არის და სად წერია ამჟამად, ან საერთოდ გვაქვს თუ არა, მაგრამ უაზრო ბლოკზე რეაგირება აუცილებელია - ეს ყველას (შე)გვეხება!{{ping|Kober}}, {{ping|Alsandro}}, {{ping|OpusDEI}}, {{ping|Henry McClean}}, {{ping|M.}}, {{ping|გიო ოქრო}}, {{ping|Surprizi}}, {{ping|პაატა შ}}, {{ping|BRUTE}}, {{ping|Vano3333}}, {{ping|Lasha-george}}, {{ping|Ventusa}}, {{ping|Gaga.vaa}}, {{ping|Giorgi Balakhadze}}, და სხვებს, ვინც წინასწარსჯული დამოკიდებულება არ აქვს ამ საკითხისადმი.
ზემოხსენებული განხილვა ერთპიროვნულად [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%93_%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98&diff=prev&oldid=3878812 უაზროდ მიიჩნია] ადმინმა მიხეილმა და თვითნებურად, ყოველგვარი კონსესუსი გარეშე და [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%93_%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98&diff=prev&oldid=3877989 იმ ერთადერთი არგუმენტით], რომ თავად [[ქსე]]-ს არ აღიარებს (და მას [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%3A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%93_%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98&type=revision&diff=3878407&oldid=3878358 ცანგალას გაჯიუტებას უწოდებს]), [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%93_%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98&diff=3878822&oldid=3878813 დაბლოკა განხილვა და გადაიტანა] „შ'''ო'''ნბერგი“ „შ'''ე'''ნბერგზე“.
ამის დარად, გაგრძელდა მსჯელობა [[განხილვა:ფიოდორ დოსტოევსკი/არქივი 1|დოსტოევსკის სახელის გარშემო]], რომელიც 2008-2014 წწ მიმდინარეობდა. ისევ, წყაროების გარეშე, მხოლოდ სუბიექტური და წინმსწრებადსჯული მოსაზრებებით („თანამედროვე“, „ყველა ასე წერს“ და მსგავსი, [[ქსე]]-ს მოძველებულობაზე მითითება, ირიბად ცანგალას მისამართით შეურაცხყოფა - „ქსე-ს გაფეტიშებაზე“ მითითება) და ბოლოს, ცანგალას სრულებით ლეგიტიმურ [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A0_%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98_1&diff=next&oldid=3879266 კონტრ-არგუმენტის წაყრუებით] ('''რომ თუ „ფიოდორი“ არ უნდა ითარგმნოს „თედორედ“, მაშინ არც „მიხაილოვიჩი“ უნდა ითარგმნოს „მიხეილს ძედ“!''') — გადატანა შესრულდა და გვერდიც დაიბლოკა (საშური ერთსულოვნებით, თუმც „მიხაილი“ დარჩა „მეხეილად“)!
ამ პრეცენდენტის შესაბამისად, მომხმარებელმა ცანგალამ მსგავსი გამოწვევის წინაშე მყოფ რამდენიმე სტატიაში დააფიქსირა, რომ „იხ. [[განხილვა:ფიოდორ დოსტოევსკი]] — ამ განხილვის მიხედვით ეს უნდა იყოს:.. მაგ.:[https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%3A%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94_%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98&type=revision&diff=3879405&oldid=3879404], [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%3A%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0_%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98_%28%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%29&type=revision&diff=3879406&oldid=3879403], [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0_%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98&diff=3880036&oldid=3879397] და სხვები. — '''სწორედ ეს საქციელი ჩაუთვალეს ცანგალას „რესურსის არამიზნობრივი გამოყენებად“''' და ადმინმა [[მომხმარებელი:David1010|დავითმა]] [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:Zangala&diff=prev&oldid=3879426 დაუბლოკა განხილვის გერდების რედაქტირების უფლება]! სიტყვები არ მყოფნის ამის შესაფასებლად!
მადლობა ვიკიკოლეგებს [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%3AZangala&type=revision&diff=3880388&oldid=3879429 საღი აზრის დაფიქსირებისთვის] ცანგალას განხილვის გვერდზევე. ვფიქრობ აუცილებელია და გადაუდებელია ამ ყოვლად უაზრო ბლოკის მოხსნა! '''მივმართავ ადმინებს ეყოთ გონიერება და იმოქმედონ ადეკვატურად!''' --[[User:Rastrelli F|Rastrelli]] [[User Talk:Rastrelli F|F]] 08:18, 24 მაისი 2020 (UTC)
ეს თემა შემადგენელია წინა თემისა, რომელიც მოყვა [[განხილვა:არნოლდ შონბერგი|შ(ე/ო)ნბერგის განხილვას]]. არ მინდა თავი მოგაბეზროთ და პათეთიკური გამოვიდე, შეგნებულად არ შევალ [[ქსე]]-ს შეფასებაში და იმის მტკიცებაში ენის ახალი ნორმა რა არის და სად წერია ამჟამად, ან საერთოდ გვაქვს თუ არა, მაგრამ უაზრო ბლოკზე რეაგირება აუცილებელია - ეს ყველას (შე)გვეხება!{{ping|Kober}}, {{ping|Alsandro}}, {{ping|OpusDEI}}, {{ping|Henry McClean}}, {{ping|M.}}, {{ping|გიო ოქრო}}, {{ping|Surprizi}}, {{ping|პაატა შ}}, {{ping|BRUTE}}, {{ping|Vano3333}}, {{ping|Lasha-george}}, {{ping|Ventusa}}, {{ping|Gaga.vaa}}, {{ping|Giorgi Balakhadze}}, და სხვებს, ვინც წინასწარსჯული დამოკიდებულება არ აქვს ამ საკითხისადმი.
ზემოხსენებული განხილვა ერთპიროვნულად [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%93_%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98&diff=prev&oldid=3878812 უაზროდ მიიჩნია] ადმინმა მიხეილმა და თვითნებურად, ყოველგვარი კონსესუსი გარეშე და [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%93_%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98&diff=prev&oldid=3877989 იმ ერთადერთი არგუმენტით], რომ თავად [[ქსე]]-ს არ აღიარებს (და მას [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%3A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%93_%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98&type=revision&diff=3878407&oldid=3878358 ცანგალას გაჯიუტებას უწოდებს]), [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%93_%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98&diff=3878822&oldid=3878813 დაბლოკა განხილვა და გადაიტანა] „შ'''ო'''ნბერგი“ „შ'''ე'''ნბერგზე“.
ამის დარად, გაგრძელდა მსჯელობა [[განხილვა:ფიოდორ დოსტოევსკი/არქივი 1|დოსტოევსკის სახელის გარშემო]], რომელიც 2008-2014 წწ მიმდინარეობდა. ისევ, წყაროების გარეშე, მხოლოდ სუბიექტური და წინმსწრებადსჯული მოსაზრებებით („თანამედროვე“, „ყველა ასე წერს“ და მსგავსი, [[ქსე]]-ს მოძველებულობაზე მითითება, ირიბად ცანგალას მისამართით შეურაცხყოფა - „ქსე-ს გაფეტიშებაზე“ მითითება) და ბოლოს, ცანგალას სრულებით ლეგიტიმურ [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A0_%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98_1&diff=next&oldid=3879266 კონტრ-არგუმენტის წაყრუებით] ('''რომ თუ „ფიოდორი“ არ უნდა ითარგმნოს „თედორედ“, მაშინ არც „მიხაილოვიჩი“ უნდა ითარგმნოს „მიხეილს ძედ“!''') — გადატანა შესრულდა და გვერდიც დაიბლოკა (საშური ერთსულოვნებით, თუმც „მიხაილი“ დარჩა „მეხეილად“)!
ამ პრეცენდენტის შესაბამისად, მომხმარებელმა ცანგალამ მსგავსი გამოწვევის წინაშე მყოფ რამდენიმე სტატიაში დააფიქსირა, რომ [[განხილვა:ფიოდორ დოსტოევსკი/არქივი 1|ამ განხილვის მიხედვით]] ეს უნდა იყოს: .. მაგ.:[https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%3A%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94_%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98&type=revision&diff=3879405&oldid=3879404], [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%3A%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0_%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98_%28%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%29&type=revision&diff=3879406&oldid=3879403], [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0_%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98&diff=3880036&oldid=3879397] და სხვები. — '''სწორედ ეს საქციელი ჩაუთვალეს ცანგალას „რესურსის არამიზნობრივი გამოყენებად“''' და ადმინმა [[მომხმარებელი:David1010|დავითმა]] [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:Zangala&diff=prev&oldid=3879426 დაუბლოკა განხილვის გერდების რედაქტირების უფლება]! სიტყვები არ მყოფნის ამის შესაფასებლად!
მადლობა ვიკიკოლეგებს [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%3AZangala&type=revision&diff=3880388&oldid=3879429 საღი აზრის დაფიქსირებისთვის] ცანგალას განხილვის გვერდზევე. ვფიქრობ აუცილებელია და გადაუდებელია ამ ყოვლად უაზრო ბლოკის მოხსნა! '''მივმართავ ადმინებს ეყოთ გონიერება და იმოქმედონ ადეკვატურად!''' --[[User:Rastrelli F|Rastrelli]] [[User Talk:Rastrelli F|F]] 08:18, 24 მაისი 2020 (UTC)

08:28, 24 მაისი 2020-ის ვერსია

უთანხმოება ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება.

უთანხმოება
კონტროლი
ეს გვერდი განკუთვნილია ნებისმიერი სახის უთანხმოების განსახილველად.
ეს გვერდი განკუთვნილია ქართულენოვან ვიკიპედიაში წარმოქმნილი ინციდენტების განსახილველად, რომლებიც საჭიროებენ ადმინისტრატორებისა თუ გამოცდილი მომხმარებლების ჩარევას. ამ გვერდზე შეტყობინების დატოვება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.
• გთხოვთ, შეტყობინებას თან დაურთოთ ბმული ინციდენტის გვერდზე.
• გთხოვთ, არ გადაუხვიოთ თავდაპირველად წამოჭრილ თემას.
• გთხოვთ, აქ მოწერამდე მაქსიმალურად ეცადოთ ინციდენტის ამოწურვა სხვა საშუალებებით.

განხილვა:მარტვილის მუნიციპალიტეტის დროშა

განხილვა:მარტვილის მუნიციპალიტეტის დროშა — გთხოვთ, უყურადღებოთ ნუ დატოვებთ. შეურაცხყოფას ვერავისგან ვერ ავიტან. მიღებულ ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში, სადაც მომხმარებელი:Jaba1977 დაინტერესებული იყო, რომ მიგვეღო I პოზიცია (ამისათვის მომხმარებელი:Jaba1977 როგორ მოიქცა — ვიკი საზოგადოებამ კარგად იცის), სადაც ნათლივ წერია „სტატიებს უნდა მიეთითოს მხოლოდ რაც შეიძლება წვრილი, ქვედა დონის კატეგორია, რადგან ეს კატეგორიები მაინც თავს იყრის უფრო მსხვილ, ზედა დონის კატეგორიაში.“ „მხოლოდ რაც შეიძლება წვრილი, ქვედა დონის კატეგორია, “ — როგორ უნდა გავიგო?

მე ვექვემდებარები და პატივს ვცემ ვიკი საზოგადოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მაწყობს იგი თუ არა. მე პირადად ვემხრობოდი II პოზიციას — „გარკვეულ სტატიებში, წვრილ, ქვედა დონის კატეგორიასთან ერთად, დასაშვებია ერთი რომელიმე მსხვილი, ზედა დონის კატეგორიის მითითებაც, რადგან ის წვრილი კატეგორიების გარდა, ერთად მოუყრის თავს მსგავს სტატიებსაც და მკითხველისათვის უფრო თვალსაჩინოდ სანახავი იქნება.“ სამწუხაროდ II პოზიცია ვიკი-საზოგადოებამ არ მიიღო. --ცანგალა 09:33, 28 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

Zangala-ს შესახებ

მეგობრებო. მომხმარებელ Zangala-ს უკვე ვერ ვითვლი მერამდენედ ვუთხარი რომ არ უნდა დაარედაქტიროს საკონკურსო სტატიები, ბუნებრივია მას ეს არ ესმის და განგებ აკეთებს ცვლილებებს მოირიგი პროვოკაციისათვის. მე მაქვს კონკრეტული მიდგომა საკონკურსო სტატიების მიმართ. თითოეულ კონკურსის მონაწილეს აქვს ვადა 8 თებერვლიდან 8 მარტამდე. ისიანი ამ პერიოდში უნდა სტატიებს დაწერენ და უნდათ უკვე დაწერილებს განავრცობენ. ამის გამო მათ ხელი არ უნდა შევუშალოთ. მომხმარებლებს რომ ხელი არ შეეშალოთ და ჟიურის წევრებსაც მარტივად შესაფასებელი გაუხდეს სტატიები ამისათვის საჭიროა კონკურსის ვადის გასვლამდე მათ ხელი არ მოვკიდოთ. საკმაოდ უცნაურ ფენომენთანნ გვავქვს საქმე. თან გვეძახიან რომ ჟიურის წევრებმა გაასწორეთ მერე ეგ სტატიებიო, თან კიდევ თავად ასწორებენ, რაც ჩემთვის ცოტა გაურკვეველია. გთხოვთ მიაქციოთ ამ მოხმარებელს ყურადღება და დაანახოთ რამდენად საჭიროა ამ სტატიების ხელუხლებლად შენარჩუნება კონკურსის შეფასებამდე. --Wiki - ჯაბა 13:28, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ, მე არ ვარ ჩართული ამ პროექტის დაგეგმარებაში და ნაკლებად ვიცნობ მის სპეციფიკას. კონფლიქტისა და გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია პროექტის წეს-წყობილებაში გაიწეროს პუნქტი სტატიების რედაქტირების გარკვეული დროით შეზღუდვასთან (შემოსაზღვრასთან) დაკავშირებით. მე, პირადად, თავისუფალ ენციკლოპედიაში მსგავსი იდეები არ მომწონს, მაგრამ კონფლიქტებისა და გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად და აგრეთვე ვიკიპედიის გარემოების სტაბილურობის შესანარჩუნებლად სრულიად შესაძლებელია მსგავსი დროებითი მექანიზმის ამოქმედება. უნდა გვესმოდეს, რომ ვიკიპედიელების გარკვეული ჯგუფი ყოველთვის იქნება არაკოლეგიალური და მტრულად დაგეშილი ერთმანეთის მიმართ. ეს ადამიანური ხარისხია. - OTOGI Messages 15:49, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ოთო. სტატია როცა საკონკურსოა და კონკურსანტი ფასდება, ეს თავისთავად მოიცავს იმას რაც ზემოთ დავწერე. ვფიქრობ ამის შესახებ წესის დაწერა დიდი ბიუროკრატიაა. გეთანხმები, რომ მასე გაუგებრობას თავიდან ავიცილებთ, რადგან დაგეშილი ადამიანები არსებობენ. მე მგონი მე და ცანგალა ამის დაწერის შემდეგ შევთანხმდით მოქმედების მარტივ მეთოდზე. აი აქ. --Wiki - ჯაბა 16:00, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

მესმის ყველაფერი, მაგრამ როდესაც გამოსავალი არ არსებობს საჭიროა მოქმედება და ზოგჯერ წითელი ხაზის გადაკვეთა. თუკი არსებობს ზეპირი შეთანხმება მთლად უკეთესი. მე, ვფიქრობ, ხელოვნურად არის ატეხილი ამხელა ამბავი, იმისათვის, რომ წარმოიქმნას მორიგი კონფლიქტი. - OTOGI Messages 16:06, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები. ვფიქრობ ეს საკონფლიქტო არ გახდება, გამომდინარე მითითებულ გვერდზე არსებული შეთანხმებიდან. --Wiki - ჯაბა 16:11, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირებაზე აკრძალვას არ ვეთანხმები. სტატიის დახვეწა ცუდი არ არის. ჟიურის წევრების მიერ გასწორების ცუდი გამოცდილების გამო ვასწორებთ :) არანაირი კონფლიქტი და გაურკვევლობა არ იქნება. შეფასებით კი შეაფასებთ იმ სახით, როგორიც იქნება. სტატიაში გასწორების თარგის ჩასმა ან სხვა სახის რედაქტირება ხელს არაფერს უშლის. გიო ოქრო 17:21, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
[მხოლოდ] თეორიის დონეზე: საკონკურსო სტატიები შეიძლება შეიქმნას ვიკიპედია:კონკურსი/კონკურსის სახელი/სტატიის სახელი სახელთა სივრცეში, რომელშიც დარჩება კონკურსის დასრულებამდე. კონკურსის დასრულებისთანავე კი გადავიტანოთ სახელთა ძირითად სივრცეში.--Melberg მიწერა 17:51, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

გიო ოქრო შეკითხვა მაქვს. კატეგორიას რო ჩაამატებ და ეს ფასდება ჟურის მიერ, სწორია? არ უნდა აცალო საკონკურსო პერიოდში მომხმარებელს? შენ ხომ ამით მომხმარებელს გზას უჭრი კონკურსში გამარჯვებისკენ? ეს გაიაზრე რომ ეთანხმები დარედაქტირებას? --Wiki - ჯაბა 18:05, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

Melberg, მე მგონი ასე რთული იქნება, ჯერ ერთი რომ ახალ მომხმარებლებს დავაბნევთ და მეორეც საქმე მოგვემატება და ჩვენ არ გვაქვს ის რესურსი რომ ამ ოდენობის სტატიები გადაიტანოს სახელთა სივრცეში. ნუ ეს ჩემი აზრია. --Wiki - ჯაბა 18:09, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
ახლა ვნახე, იხ. მომხმარებლის განხილვა:Luka shenko1994, სადაც კონკურსანტს მივუთითე დაიცვას ქართული ვიკიპედიის სტანდარტები, მაგრამ სამწუხაროდ... მომხმარებელი:Jaba1977-მა სტატიის განხილვის გვერდზე შენიშვნის წერის უფლება მომცა. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ კონკურსანტები ქმნიან სტატიებს, სადაც წითლად ტოვებენ კატეგორიებს (რაც არ არის მისასალმებელი, საინტერესოა თქვენი აზრი). ახალი კატეგორია მათ უნდა შექმნან და არა ჩვენ დაგვიტოვონ სამუშაოდ. ერთ სტატიაში ჩავასწორე წითელი ბმული და ჯაბამ უკან დააბრუნა. იხ. ლიანა კალმახელიძე. კატეგორიებიც ჟიურის წევრებმა გაალურჯონ. სამწუხარო ის არის, რომ ჩამოუყალიბელია კონკურსის წესი. მასში უნდა ჩაიდოს, რომ შესწორების უფლება არ გვაქვს, მაშინ პრობლემა არ შეიქმნებოდა. პრობლემას თქვენ ქმნით და არა ცანგალა. აქაც გავიმეორებ „დემოკრატიაა, სადაც ყველაფრის უფლება აქვს მოქალაქეს რისი აკრძალვაც არ არის“. --ცანგალა 18:18, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

იქააც აგიხსენი, აქაც გეუბნები. კატეგორიების შექმნა თუ გინდა შექმენი, ეგ სტატიაზე არ აისახება და არც შეფასების კრიტერიუმებშია გაწერილი და თავისთავად არც შეფასებაზე მოქმედებს. მაგრამ ის საკითხები რაც ფასდება თქვენ არ უნდა დაარედაქტიროთ. ეს გზას უჭრის მომხმარებელს გამარჯვებისაკენ მიმავალ გზაზე. მას სრული უფლება აქვს კონკურსის პერიოდში დაუბრუნდეს სტატიას და დაარედაქტიროს. ამას წესი კი არა გააზრება სჭირდება. არც შენ და არც შენი მეგობრები კი არ იაზრებთ რას გწერთ და ისე წერთ პასუხებს. --Wiki - ჯაბა 18:22, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

დავიჯერო დაკოპირებული სტატიები „გზას უჭრის მომხმარებელს გამარჯვებისაკენ მიმავალ გზაზე“? წარმატებები კონკურსს, კონკურსანტებს და ჟიურის წევრებს. --ცანგალა 18:48, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა სტატიის დარედაქტირების უფლება აქვს 8 მარტამდე და უნდა ვაცალოთ არ დაარედაქტირებს, არ შეფასდება. --Wiki - ჯაბა 18:54, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ვეთანხმები მომხმარებელი:Melberg-ს. პრობლემაც მოიხსნება. ასე, რომ მომავალში ასე ჩატარდეს კონკურსები.--ცანგალა 19:24, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

მსგავსი პრაქტიკა იყო და აბდაუბდა ქმნიდნენ სტატიებს ახალი მომხმარებლები. --Wiki - ჯაბა 19:34, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია:ვიკიპედია:ნატახტარი:საკონკურსო სტატიები აგერ იხილეთ ზუსტად 9 წელია ველოდებით ამ სტატიების გადატანას სახელთა სივრცეში. ფაქტია მაგ მიდგომამ არ გაამართლა. ზემოთაც ვახსენე არაა საკმარისი რესურსები მსგავსი დამატებითი აქტივობებისთვის. და კიდევ ერთი კონკურსი როგორ ჩატარდება ამას კონკურსის ჩამტარებლები გადაწყვეტენ. --Wiki - ჯაბა 19:40, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვუაი, ვიკის პირველი კონკურსი <3 რა კაი რაღაცა გამახსენე. ამ სტატიების დიდი ნაწილი არც იმსახურებს გადატანას ძირითად სივრცეში :D მაშინ გაცილებით დაბალი მოთხოვნები გვქონდა.--Melberg მიწერა 19:52, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
მე მგონია ეგენი სუყველა წასაშლელია. თუმცა ფაქტია 9 წელი შემოგვრჩა. :) განხილვაც ნახე. :) --Wiki - ჯაბა 19:54, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
9 წლის შემდეგ ჩვენც გავიზარდეთ და საქართველოს ახალგაზრდებიც და შეძლებენ ვიკიპედია:კონკურსი/კონკურსის სახელი/სტატიის სახელი სახელთა სივრცეში სტატიების ჩაწერას. მე პრობლემას ვერ ვხედავ. სირთულეებს უნდა გამკლავება. „კიდევ ერთი კონკურსი როგორ ჩატარდება ამას კონკურსის ჩამტარებლები გადაწყვეტენ. “ — ისე უნდა გადაწყვიტონ კონკურსის ჩამტარებლებმა, რომ ქართულ ვიკიპედიას პრობლემა არ შეექმნას როგორც დღეს (ეს განხილვაც ამას ეძღვნება). ასე, რომ მომხმარებელი:Melberg-ის შემოთავაზება ცუდი არ არის. მით უმეტეს პრაქტიკა ქართულ ვიკიპედიაში გვქონია. --ცანგალა 20:10, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

აქ რა პრობლემები იქმნება და რატომაც იქმნება ყველასთვის ცხადია. ამაში განხილვა:ჯუდით კოლინზი აი ამითაც დავრწმუნდი. ხელოვნური პრობლემების შექმნა გეხერხება შენც და შენს მეგობრებსაც. მოკლედ არ ინერვიულო იმაზე კონკურსს როგორ ჩავატარებთ. მთავარია ხელოვნური პრობლემები არ შექმნათ. --Wiki - ჯაბა 20:22, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელთა ნაწილს აქვს სრული აუტანლობა, მიუღებლობა ახალი მომხმარებლების მოზიდვის, მათი გამოჩენისა და ამისათვის ჩატარებული კონკურსების მიმართ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ფონდ ვიკიმედიის და მისი პროექტების პოლიტიკას, ამ დროს, არც გამოსავალს გვთავაზობენ, მხოლოდ კონფლიქტები, უხეშობა, ისტერიკა. წერტილი. ასე გაგრძელება არ შეიძლება! — Mikheil მიწერა 20:25, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
მომხმარებელი:MIKHEIL-მა სტატია ნინო არაზაშვილის გასწორების შემდეგ შეამჩნია, რომ სტატია საკონკურსოა და დააბრუნა უკან თავისი ნამუშევარი (ყოჩაღ). აი, რატომ არის კარგი მომხმარებელი:Melberg-ის შემოთავაზება. მაგრამ თქვენ გეზარებათ მუშაობა და აბრალებთ ახალი მომხმარებელი ვერ შეძლებსო. როდესაც კონკურსანტი დაინტერესებულია ის ყველაფერს შეძლებს. ხომ ხედავთ 9 წლის წინანდელი უვარგისი სტატიებიც კი არ წაგიშლიათ და წარმომიდგენია რა დაემართება იმ უვარგის სტატიებს, რომლებიც პირდაპირ ქართულ ვიკიპედიაში მოხვდა მიმდინარე კონკურსისა და სხვა კონკურსების შედაგად. მიხეილ, აი რა არის სრული აუტანლობა, ჯაბა, აი რა არის ხელოვნური პრობლემების შექმნა. MIKHEIL და ჯაბა, ოდესღაც თქვენც იყავით ახალი მომხმარებელი, გქონდათ რამე პრობლემა ცანგალასგან? ვიკიშეხვედრები ვინ დაარსა — ცანგალამ. ერთი წლის განმავლობაში აქტიურ ახალ მომხმარებელს ვინ ურიგებდა საკუთარი ხარჯებით ჭიქებს ვიკიპედიის ლოგოს გამოსახულებით — ცანგალა. ზუსტად რომ ახალი მომხმარებლებს ხვდებოდათ ეს საჩუქარი. ასე, რომ ნუ მაბრალებ MIKHEIL, „რომ სრული აუტანლობა, მიუღებლობა ახალი მომხმარებლების მოზიდვის, მათი გამოჩენისა“. ეს ყველაფერი ფაქტებია და არა ცანგალას მოგონილი.--ცანგალა 21:13, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
ადრე როგორი იყავი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ახლა როგორი ხარ, როგორც რედაქტორი ახალ მომხმარებელთა მიმართ, ფაქტი კი სახეზეა. თანაც, როდის იყო, ვიკიშეხვედრებს ახალი მომხმარებლები მოჰყავდა? კარგად ჩაიხედე საკუთარ თავში და გააანალიზე. ჩვენ როცა მოვედით, სხვა დრო იყო, მას შემდეგ 10 და 15 წელი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა. რამდენი აქტიური მომხმარებელი მოდის წელიწადში თავის ნებით, როგორც ჩვენ? იქნებ გაიხსენო? — Mikheil მიწერა 21:17, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
„ადრე როგორი იყავი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“ — საინტერესოა როგორ მოგწონს შენი ნათქვამი. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც. ცანგალა არც 10-15 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ვიკიშეხვედრებს ახალი მომხმარებელი კი არ მოჰყავდა, არამედ მომხმარებლები, რომლებიც მხოლოდ ეკრანის იქით ვსაუბრობდით (მე გერმანიიდან, ალსანდრო — ნიუ-ირკიდან, ისლანდი — იაპონიიდან, თქვენ — საქართველოდან) მათი შეხვედრა-გაცნობა ხდებოდა. 10-15 წლის წინ უფრო ძლიერი გუნდი მოხვედით, ვიდრე ახლა ძალით შემოყვანილები. აი ეს არის სხვაობა. MIKHEIL, ნებით ხარ მოსული. „მთავარია, ახლა როგორი ხარ, როგორც რედაქტორი ახალ მომხმარებელთა მიმართ, ფაქტი კი სახეზეა.“ — ახლაც იგივე ვარ. უბრალოდ ახალი მომხმარებლები შენნაირი არ არიან. „რამდენი აქტიური მომხმარებელი მოდის წელიწადში თავის ნებით, როგორც ჩვენ? იქნებ გაიხსენო?“ — ცუდის შემოყვანას ჯობია სულ არ იყოს. ახალ მომხმარებლებს ქართული ვიკიპედია არ აინტერესებთ. ჩემი წარსული ვიკიპედიაში იმიტომ დავწერე, რომ ახალ მომხმარებლებს ჩემ თავს ისე აცნობ როგორც არაადამიანურ პიროვნებას. ეს კი მასე არ არის. და ეს შენც ძალიან კარგად იცი. --ცანგალა 21:48, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
აქვე დამავატებდი საღი მოაზროვნე მომხმარებლები არ მოგწონთ. ეს თქვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება. თუნდაც ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში შეგახსენებ. როგორ ჩატარდა ეს კენჭისყრა ორივემ ვიცით.--ცანგალა 21:54, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად რომ სწორად აღნიშნა მიხეილმა, ადრე რა იყავი მნიშვნელობა არ აქვს, ახლა კი შეგცვალა ვიკიპედიაში ხელმძღვანელი ჯგუფის ჩამოყალიბებამ და მასში შენმა არ ყოფნამ (იბოღმები ვიღაცის ხელმძღვანელობაზე და ამას სააშკარაოზე წერ და ახალი მომხმარებლები კარგად ხედავენ რაც ხარ და ვინც ხარ, ჩვენ არავის არ წარმოვაჩენთ ცუდად, ყველაფერს საკუთარ თავს შენ უკეთებ). ახლა სხვანაირი ხარ: ადრე ამას არ წერდი, ახლა წერ. ფაქტია შეიცვალე. ყველა წესს არღვევ ოღონდ ახალ მომხმარებელზე (რომლებიც ჩვენი მოყვანილია) ცუდი თქვა. აგერ შენი ზემო მესიჯიც ამის დასტურია. --Wiki - ჯაბა 03:45, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

აქვე დავამატებ: ცხრა წლის წინ შენც ადმინი იყავი და ეგ სტატიები არც შენ წაშალე. სხვისკენ ხელს ნუ იშვერ. საკუთარი ხარჯებით ჭიქებს არიგებდი და მაგისათვის პატივისცემას ითხოვ? როცა საკუთარი ხარჯებით ვიკიპედიის პოპულარიზაციისათვის საქართველოს ყველა რეგიონის 30 სკოლა მოვიარე და შენ ფეისბუკზე თუ აქ როგორ მლანძღავ ხომ არ დაგავიწყდა? რა ცილი არ დამწამე, რეები არ იძახი, ჩემს პირადს შეეხე, მერე მეჰმანის ლანძღვაც დაიწყე ეროვნების თუ კუთხურობის ნიშნით, შენის დაწერილ პოსტებს ფეისბუკზე უკვე შლიან... აღარაფერს ვამბობ იმაზე მე რომ ხაშურელი ვარ რას წერდი... და კიდევ ჩვენ გიქმნით ცუდ იმიჯს? სანამ ასე გააგრძელებ არაფერი გამოგივა. მომხარებლებს თავად წარმოუჩენ საკუთარ თავს ციდად და ვერ გიშველის ვერც ჭიქების დარიგებაზე საუბარი და ვერც იმ ისტორიების მოყოლა ერთ-ერთ სკოლაში როგორ მოგპარეს საათი და მასწავლებლებთან რომ არ ჩაუშვი. და ბოლოს აქ როგორც გჩვევია გაცდი სასაუბრო თემას და მეც შესაბამისად გიპასუხე. წარმატებებს ვერ გისურვებ ამ გზაზე, მაგრამ დროა გონს მოეგო. სხვის წარმატება სანამ გაგაბოროტებს წარმატებას ვერ მიაღწევ. მე ასეთი ცანგალა არ მომწონს. მე ისეთი ცანგალა მომწონს რომელიც ვიკიპედიაზე და მის განვითარებაზე ზრუნავდა. დაუბრუნდი ძველ საქმიანობას. --Wiki - ჯაბა 04:58, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL:, @David1010: აქ გაიჟღერა ორმა წინადადებამ ამ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. ჩემი აზრით, ამდენი ლაპარაკი ამ საქმეს ართულებს. ვინც ეწინააღმდეგება კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობას და სიმშვიდეს ვიკიპედიაში იმ მომხმარებლების მიმართ სამართლიანად უნდა გატარდეს ადმინისტრაციული ზომები. ზოგიერთი რეპლიკა საერთოდ არ არის კავშირში ამ პრობლემასთან. ვიკიპედიას ნუ დაამსგავსებთ სოციალურ ქსელს. დღითი დღე ვრწმუნდები სოციალური ქსელების საზიზღრობაში და ბედნიერი ვარ, რომ არასდროს მისარგებლია მსგავსი ქმნილებებით. თუმცა, ამ ტალახის სროლებით და მსგავსი რეპლიკებით ვემსგავსებით სოციალურ ქსელებს. გესმოდეთ! ვიკიპედია თავისუფალი, არაკომერციული პროექტია, არც ადმინისტრატორს, არც ბიუროკრატს, არც რედაქტორს (თუმცა ისინიც რედაქტორები არიან) ვიკიპედიაში არაფერი არ ევალებათ, საერთოდ არაფერი. ვიკიპედია კრაუდსორსინგის ტექნოლოგიით გაეშვა და ის მხოლოდ და მხოლოდ მოხალისეებისაგან შედგება. როდესაც ადამიანი საპირისპიროს გიმტკიცებს და ცდილობს ჩაგითრიოს კონფლიქტში, ის არის პროექტის ჩვეულებრივი მტერი. მე, მოვუწოდებ ადმინისტრატორებს მიაქციონ ამას ყურადღება. @Jaba1977: ნუ აყვები პროვოკაციას. ჭორ-ბიუროს დაემსგავსა უკვე ვიკიპედია და დროა ბოლო მოეღოს ამ ყოველივეს. - OTOGI Messages 07:30, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

დისკუსია სულ სხვა მიმართულებით წავიდა. ჯერ ჩემს მიმართ დასმულ კითხვებს გავცემ პასუხს
1) კატეგორიას რო ჩაამატებ და ეს ფასდება ჟურის მიერ, სწორია? — ჟიური ხედავს ვინ რა გააკეთა, თანაც მომხმარებლები, რომლებიც წერენ და არ იციან ვიკის ზოგიერთი „წესი“, უფრო მეტს იგებენ. მე, ჩვეულებრივ, შეცდომებს განხილვის გვერდებზეც ვუთითებ.
2) არ უნდა აცალო საკონკურსო პერიოდში მომხმარებელს? — მომხმარებელს ვაცდი. ვსვავ შესწორების თარგებს, რომლითაც ავტორი ხელმძღვანელობს რედაქტირებისას.
3) შენ ხომ ამით მომხმარებელს გზას უჭრი კონკურსში გამარჯვებისკენ? — არა. მაგალითად, არის გამოცდილება, რომ სტატიაში, სადაც ადრინდელი კონკურსის დროს შესწორება არავინ შეიტანა და არც თარგი განათავსა, ჟიურიმ ჩვეულებრივ შეაფასა, თვითონ სტატიაში კი რეები წერია ღმერთმა იცის. დასკვნა: ჟიური ხშირად არ ეცნობა ტექსტს სრულყოფილად.
4) ეს გაიაზრე რომ ეთანხმები დარედაქტირებას? — დიახ, შესაბამისი არგუმენტები დავწერე.
ახლა, პირადად ვეთანხმები Melberg-ის წინადადებას (ცოტა განსხვავებული ვარიანტი მომივიდა თავში ადრე, მაგრამ ესეც კარგია). არავის აქვს უფლება თავისუფალ ენციკლოპედიაში რაიმე აკრძალვები დააწესოს (სტატიებს ეხება) თუნდაც დროებით (გამონაკლისია მუშაობის პერიოდში განთავსებული თარგით აკრძალვა). გიო ოქრო 07:55, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა, ახალი მომხმარებლებს კი არ უჭერ მხარს, არამედ შენს მოსწავლეებს, რომლებით ქულებს იწერ, როგორც პედაგოგი და არა როგორც ვიკიპედიელი. უბრალოდ ვიკიპედიას იყენებ ქულების დასაწერად პადაგოგიურ მოღვაწეობისთვის. აი, ეს არის უბედურება და აქ საუბრობ, რომ ვიკიპედიისთვის ზრუნავ? ამას, ყველა ხედავს. ის შენი მოსწავლეებიც. თუ საქართველოს ყველა რეგიონის 30 სკოლა მოიარე ძალიანაც კარგი — საქართველო გინახავს. ძალიან კარგია საქართველოს ყოველი კუთხე (მეც მოვლილი მაქვს , ფეხით ხევსურეთიდან თუშეთში ვარ გადასული). ახლა კი შეგცვალა ვიკიპედიაში ხელმძღვანელი ჯგუფის ჩამოყალიბებამ და მასში შენმა არ ყოფნამ (იბოღმები ვიღაცის ხელმძღვანელობაზე და ამას სააშკარაოზე წერ და ახალი მომხმარებლები კარგად ხედავენ რაც ხარ და ვინც ხარ, ჩვენ არავის არ წარმოვაჩენთ ცუდად, ყველაფერს საკუთარ თავს შენ უკეთებ). — ამაში ვერ დაგეთანხმები. იცი რატომ? ზუსტადაც მიხეილმა შემომთავაზა კვლავ ადმინობა (ერთ-ერთ შეხვედრაზე), რაზეც უარი ვუთხარი. და ჩემი სახლის მისამართი უნდა ყოფილიყო ვიკიმედიის მისამართი. იცოდი? ამ უკანასკნელზე უარი არ მითქვამს (შეგიძლია ჰკითხო მათ), მაგრამ ვიკიპედია განხილვა:1918 და მომხმარებელი:Deu დაბლოკვამ, რომელსაც მუდმივი ბლოკი მიიღო და კიდევ მრავალმა განხილვებმა ფორუმზე (რატომღაც ვერ მივაგენი), და მე მათ წინააღმდეგი ვიყავი, რასაკვირველია მისამართზე აღარ უთხოვიათ ჩემთვის. ასე, რომ ცდები, რომ ხელმძღვანელობა მსურს და მშურს, სასაცილოა. ახლა რაც შეეხება საათის მოპარვას. საათის არა გეშლება კარტის. და როდის მოხდა ესეც უნდა დაგეწერა. ეს მოხდა 1989 წელს 9 აპრილის ტრაგედიის დღეებამდე, როდესაც ხაშურიდან 7-8 ჩემთვის უცნობი მოსწავლეები რუსთაველის გამზირზე მიტინგზე იყვნენ ჩამოსულები, რომლებსაც ღამის გასათევი არ ჰქონდათ, სახლში წავიყვანე და ღამე გავათევინე და მათ მომპარეს კარტი, რომელიც ვათხოვე, რომ არ მოეწყინათ. დავარეკინე მშობელთან ხაშურში, რომ მათ არ ენერვიულად, დავაპურე და ლოგინი გავუშლე. აი ეს ფაქტი იყო და არა მხოლოდ საათის მოპარვა, როგორც შენ მოკლედ აღნიშნე. ჯაბა, ესეც გაიხსენე მომხმარებლის განხილვა:ITshnik/არქივი 3#გაფრთხილება, (სადაც წერ, ცანგალამ ამ დიდმა დიპლომატმა მაზოლზე დამაჭირა ფეხი. იმედია ჩემს ნერვებს აღარ შეეხები. და კონსტრუქციულად იმუშავებ. წარმატებები.) — ცხონებულმა გიორგიმ ელ. ფოსტით მომწერა, რომ ავად არის და ჯაბა უხეშად მწერსო. მერე ისე კარგად იმუშავა, რომ ადმინიც გახდა. შენ იმდენი უხეშობა გქონდა, რომ ადმინობის მოხსნის კანდიდატი იყავი და რომ იგრძენი საკუთარი თხოვნით დაწერე განცხადება და მოიხსენი ადმინობა. მე რომ უფროსობა მდომოდა ჩემს დროს 14 აქტიური ადმინისტრატორი იყო. კვლავ დემოკრატია იყო. ახლა? --ცანგალა 08:14, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: კონფლიქტი მოგვარებულია, მე პირადად საკონკურსო სტატიებს არ ვეხები. სხვას რას გულისხმობ? როცა გლანძღავენ ხმა არ ამოვიღოთ?--ცანგალა 08:15, 28 თებერვალი 2020 (UTC) და აქვე დავამატებ Otogi, კარგად დაწერე „მოხალისეებისაგან შედგება.“ და არა ძალით მოყვანილებით. --ცანგალა 08:25, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა ამხელა დისერტაციების წერას საქმეს მიხედო არ გინდა? მე სხვა რაღაცეებიც მოგწერე, მაგრამ რატომღაც არ უპასუხე (არ გაწყობს და ხალხი შეცდომაში შეგყავს სხვა საკითხზე ყურადღების გადატანით). აქედან დასკვნა: შენთან ლაპარაკი არ შეიძლება. შენთან ყველაზე კარგი ვარიანტია დუმილი, რაც არ გსიამოვნებს. აბა ჰე ახლა და კიდევ ერთხელ გირჩევ რაზეც შევთანხმდით ის საქმე აკეთე, ჩვენც წაგვადგები და კონკურსანტებსაც. საბედნიეროდ დღეს ყველაფერი კარგადაა, ისეა შენ რომ არ გაგიხარდება. --Wiki - ჯაბა 12:42, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე ყველაფერზე შემიძლია პასუხის გაცემა. გადახედე ადმინისტრატორობის სტატისტიკას. ჯაბა, შეგახსენე. ვიკიპედია:ადმინისტრატორები/ადმინები (ნახე შენი ადმინობის წვლილი, რომ მოკურცხლე სასწრაფოდ). შეცდომაში მე არავინ შემყავს სხვა საკითხების მეშვეობით. დღესაც ისეა როგორც მე გამეხარდება, ცდები. მე შენთან არაფერზე ვარ შეთანხმებილი, კიდევ ერთხელ გიმეორებ მე შენი მოსწავლე არ ვარ. როგორც Otogi-მ აღნიშნა ქართული ვიკიპედია „მოხალისეებისაგან შედგება.“ და ყველა იმას აკეთებს რასაც თვლის საჭიროდ, ჯაბას ჭკუაზე ცანგალა არ დადის. -ცანგალა 12:53, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჯერ სტატიის წერის კონკურსები რა უბედურებაა ვიკიპედიაში, ეს არის საკითხავი. ნება მიბოძეთ ეჭვი შემეპაროს მერკანტილური ზრახვებით სტატიების copy/paste-ერებისგან ისეთი მოხალისე ვიკიპედიელის დადგომაში, რომელიც მომავალში უანგაროდ რამეს გააკეთებს ვიკიში. კაი ჯანდაბას კონკურსები, მარა თემები რატომ არის ასეთი უსარგებლო და კონკურსი მხოლოდ კონკურსისთვის, რომელსაც არაფერი სასარგებლო არ მოაქვს არც ვიკისთვის და არც ქართულენოვანი ადამიანის, ახალგარზდა თაობის განვითარებისთვის? ვიღაც ქალი-ტორიადორების და მსახიობების შესახებ სტატიები ვის რაში სჭირდება, ზოგ მაგ პირს ალბათ ოჯახშიც არ იცონობენ კარგად, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ეს არის რესურსების, მათ შორის ვიკიმედიის რესურსების ფუჭი ხარჯვა. ამდენი აქტიუალური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც სტატიების რაოდენობა და მათი მოცულობა მინიმალურია ან საერთოდ არ არის. მეორეც, არასწორად მიმაჩნია ძირითადი გვერდების საკონკურსოდ და საცდელ ლაბორატორიად გამოყენება. მელბერგის შეთავაზება, განსხვავებულ სახელთა სივრცეში სტატიის შექმნის შესახებ, სრულად ესადაგება მსგავსი კონკურსების ჩატარების ფორმატს. რამდენად გაერკვევა კონკურსანტი ეს უკვე თვითონ კონკურსანტის და ორგანიზატორ-კურატორების პრობლემაა და არა რიგითი იუზერის ან ვიკიპედიის. -- OpusDEI 13:21, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

Zangala, სიტყვები შეარჩიე. არსად არ „მომიკურცხლავს“, ამ ბედნიერებას შენ ვერ მოგანიჭებდი აქ ვარ და ასე გავაგრძელებ მუშაობას. შენ ერთი მომხარებლის (ჰენრის) გაგდებას ხომ ტრაბახობ? ჩემზე ამას ვერ გააკეთებ დამიჯერე. მე მგონი უკვე ზედმეტებში გადახვედი და სჯობს დაასტოპო. შემდეგი მსგავსი მესიჯი და გაფრთხილებას მიიღებ. --Wiki - ჯაბა 14:07, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა, მე არავინ არ გამიგდია (ჰენრის ვგულისხმობ) და აქედან გამომდინარე არც ვტრაბახობ. რამდენჯერ წავიდა და ახალი სახელით დარეგისტრდა. რაც შეეხება სიტყვებს „მოგიკურცხლავს“ ადმინობიდან ვგულისხმობ. შენი გაგდების სურვილი არც მაქვს. მოვიწყენ 😁 და ამას მე არ დავუშვებ. ხომ ხედავ რამდენი მომხმარებელია კონკურსით უკმაყოფილო OpusDEI, Otogi, გიო ოქრო, Melberg — სხვა ფორმატს გთავაზობს, რომელსაც ვემხრობით. თუ გრძნობ, თუ რას დაამსგავსე ქართული ვიკიპედია. როგორც Otogi-მ აღნიშნა ქართული ვიკიპედია „მოხალისეებისაგან შედგება“ . სამწუხაროდ ეს უკვე ასე არ არის. მე შენთან დავასრულე საუბარი. რაც გინდა ის დაწერე. შენს პროვოკაციებს არ წამოვეგები.--ცანგალა 14:43, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

საბედნიეროდ არსებობს ბევრი მოწმე ვისთანაც იტრაბახე ჰენრის გაგდება. პოპულისტობას შეეშვი, აქ პროვოკაციას მხოლოდ შენ აწყობ, რადგან ზემოთ დამიწერეს არ აჰყვეო (ე. ი. შენ აწყობ და მე მითხრეს არ აჰყვეო). ვიკიპედია სწორედ შენ დაამსგავსე საშინელ დაწესებულებას შენივე ბიუროკრატიული მეთოდებით, საბედნიეროდ ვიკიპედიის მართვა აღარ გამოგდის და ამის გამო ვიკიპედიას აზარალებ შენც და ისინიც ვინც აიყოლიე. კონკურსი როგორ ჩატარდება შენ ვერ გადაწყვეტ, ამას გადაწყვეტს ვიკიპედიის ბორდი და როგორც გადაწყვეტს მეც იმას დავეთანხმები. შენ კი გიმეორებ ხელოვნურ, სამარცხვინო პრობლემებს ნუ ქმნი, აი ასეთებს. --Wiki - ჯაბა 15:23, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

პატარა ჩართვა: მე არ ვარ უკმაყოფილო კონკურსით - პირიქით, ძალიან კმაყოფილი ვარ. ზემოთ კომპრომისული ვარიანტი დავწერე, ისიც თეორიულად განსახილველი.--Melberg მიწერა 15:25, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ცნობისთვის, ვიკიპედიას ბორდი არ ჰყავს (როგორც ამას წლების განმავლობაში ავრცელებდით 😂). გიო ოქრო 15:27, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

და იმასაც ვერავინ გადაწყვეტს, მე რომელ სტატიას ვერ დავარედაქტირებ. თუკი განთავსდება მელბერგის მიერ შემოთავაზებულ სახელთა სივრცეში, კიბატონო, ხელს არ ვახლებ, მაგრამ როდესაც ძირითად სახელთა სივრცეშია, შეზღუდვის მიზეზი და გამართლება (წესის საფუძველზე) არ არსებობს. გიო ოქრო 15:32, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

Melberg, მადლობა რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდე საზოგადოებას და ცანგალას პოპულიზმი კიდევ ერთელ დაგვანახე ნათლად. --Wiki - ჯაბა 15:34, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ხოლო Melberg, სხვა ფორმატს გვთავაზობს, როგორიცაა ვიკიპედია:კონკურსი/კონკურსის სახელი/სტატიის სახელი სახელთა სივრცეში სტატიების ჩაწერას — ასე სწორია? თავისთავად კონკურსის მომხრე ხარ, რადგან ჟიურის წევრი ხარ. სიტყვა „ხოლო“ უნდა დამეწერა და გაურკვევლობას ადგილი არ ექნებოდა. --ცანგალა 15:36, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
მე არ გავუსვამდი ხაზს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ჟიურის წევრობასა და კონკურსის მხარდაჭერას შორის) პირიქით, არ მოგატყუებ და ეს ჟიურის წევრობა-ღა მაკლდა, რომ თავი ჩამოვიხრჩო საქმეების გამო :)--Melberg მიწერა 15:38, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

მელბერგ, სტატიების შეფასებამდე არაფერი გაბედო. :))--Wiki - ჯაბა 15:42, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

Lasha-george და Georgiano

მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანია ვაკვირდები ორ მომხმარებელს, Lasha-george და Georgiano-ს აღმოვაჩინე, რომ ზუსტად ერთნაირი რამეები ახასიათებთ:

1. სექციების რიგითობას ვერ ფლობენ: 1 და 2.
2. ერთნაირად არასწორად ჩასვეს სქოლიო ლიტერატურის მითითების გარეშე. 1 და 2
3. ერთი ინტერესები (აფხაზეთის ისტორია, თუმანოვის წყაროები...)
4. საუბრის ერთნაირი სტილი

მეტს არ გავაგრძელებ. მე ვფიქრობ ჩეკიუზერმა უნდა გადაამოწმოს. --Wiki - ჯაბა 08:14, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებლის განხილვა:Georgiano/არქივი 1 (H.McC. (მომწერეთ) 14:14, 14 ივლისი 2012 წლიდან), ხოლო მომხმარებლის განხილვა:Lasha-george/არქივი 1 (ILIA განხილვა 18:14, 1 თებერვალი 2016 წლიდან). საკუთარ თავს წერს (ვგულისხმობ განხილვის გვერდს)? მომხმარებლის განხილვა:Georgiano/არქივი 1#სანდო მომხმარებელი მიანიჭა მომხმარებელი:Otogi-მ. თუ სანდო მომხმარებლის სტატუსი აქვს, პრობლემის გარეშე შეუძლია Lasha-george სტატიების დამოწმება. აკეთებს ამას? თუ არა მაშინ ეს ორი მომხმარებელი სხვადასხვაა. შეიძლება ვცდები.--ცანგალა 08:51, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, კარგია მეც ვცდებოდე. ამიტომ სჯობს ჩეკიუზერმა შეამოწმოს. --Wiki - ჯაბა 09:00, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ისე მე ვთვლი სანდო მომხმარებლის სტატუსი ჩამოსართმევი აქვს. --Wiki - ჯაბა 09:02, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

უი, შემეშალა. სანდო მომხმარებელი — ეს შემმოწმებელი არ არის.--ცანგალა 09:11, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
თუ არსებობს საეჭვო ვითარება, შევამოწმოთ მაშ. --Mehman 97 12:16, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
ნამდვილად არ მგონია რომ ერთი და იგივე მომხმარებელია, მაგრამ სანდოს სტატუსის ჩამორთმევაზე მეც მსგავსი შეხედულება მაქვს. გიო ოქრო 17:45, 12 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
ჩეკიუზერმა დაადასტურა, რომ ტექნიკურად კავშირში არ არიანო. --Wiki - ჯაბა 19:47, 12 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
Lasha-george@ka.wikipedia პასუხიც უნდა დაწეროს მაშ.--ცანგალა 14:06, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
მოგესალმებით ყველას, ერთი და იგივე არ ვართ მე და Georgiano ნამდვილად, არც სტატიებში ვბაძავ და არც აქამდე ვიცნობდი (ალბათ დაემთხვა ჩვენი "ერთნაირი სტილი"). უბრალოდ ჩემი სტატიების ცვლილებებს აკეთებს, როგორც შემმოწმებელი ცვლის მათ, არადა თუ არ ვცდები არ არის შემმოწმებელი. მაგალითად ძველი ქართლის სამეფოს გვერდი, რომლის ინფოდაფა შესაბამისობაში მოვიყვანე, მან გადააკეთა და ამბობს, რომ ამჟამად განთავსებული, პოლიტიკური სტატუსიდან (რომელიც ინფოდაფაშია განთავსებული დაკლიკებით უნდა გადახვიდე დაბლა რედაქტირების თარგებთა და არა ინფოდაფაში დაასრულო აზრი, ამბობს რომ ძალიან გაბერილი ინფოდაფა გამოდის.) (იხ. განხილვა:ქართლის სამეფო (ძველი) და თქვენი აზრი დააფიქსირეთ). წინასწარ მადლობა.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:45, 15 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:ალექსი ანტონოვი

გთხოვთ, დაგვეხმაროთ საკითხის გადაწყვეტაში. იხ. განხილვა:ალექსი ანტონოვი მადლობა.--ცანგალა 05:42, 3 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:მიხეილ ერისთავი

განხილვა:მიხეილ ერისთავი — ვერ ვთახმდებით და ერთად გადავწყვიტოდ.--ცანგალა 12:21, 8 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:ყველა წმინდანის დღე

განხილვა:ყველა წმინდანის დღე — განვიხილოთ ერთად Copyright. ჩემი აზრით წაშლის კანდიდატია.--ცანგალა 18:33, 9 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

როგორ ეძებ უთანხმოებებს და როგორ გინდა უთანხმოება იყოს. ყველა განხილვა აქ რომ გადმოგაქვს ხვდები უკვე რომ სასაცილოა? --Wiki - ჯაბა 18:38, 9 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
აქ მაშინ გადმოვიტანე, როდესაც შენ სტატიიდან {{წაშლის კანდიდატი|}} თარგი ამოიღე.--ცანგალა 18:52, 9 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

და ზედა ორი განხილვა რისთვის გადმოიტანე? --Wiki - ჯაბა 19:52, 9 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატიის განხილვის გვერდი არ გეყო და ახლა ფორუმზე გსურს დისკუსია. წინა ორი სტატია ამ დისკუსიას არ ეხება. ცალკე გახსენი თემა და გიპასუხებ. გთხოვ, ჩემს პირად განხილვის გვერდს ნუ გამოიყენებ.--ცანგალა 19:56, 9 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჩემი შენ გითხარიო. :) ვის რა სურს ვიკი-საზოგადოებამ კარგად იცის. ფორუმზე ახალ-ახალ სექციებს შენ ხსნი საერთოდ უადგილოდ. უკაცრავად, მაგრამ ახალი სექციის გახსნით ბედნიერს ვერ გაგხდი. შენი საქმე ხომ დავა და კამათია ქართულ ვიკიპედიაში. ხოდა წერე, გახსენი ახალი სექციები და იკამათე. უბრალოდ მე მართლა ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც წინა ორ სექციაში დაგაიგნორეს. --Wiki - ჯაბა 05:25, 10 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

რომელ დაიგნორიბას გულისხმობ? აქ არც უნდა დაეწერათ. მაგდენიც კი არ გესმის. სტატიის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს და ერთ განხილვაში საკითხი გადაწყდა. მეორეში მხოლოდ სამნი ვიღებთ მონაწილეობას, ხოლო მესამეში განხილვა:ყველა წმინდანის დღე , საინტერესოა რომელი ადმინი (@David1010:, @MIKHEIL:, @Otogi:) იტყვის, რომ Copyright არ არის. და რომელი ადმინი იტყვის, რომ {{წაშლის კანდიდატი|}} ამოღება წესის დარღვევა არ არის. საინტერესოა @Mehman97:-ის აზრი, რომელიც „წესების დამცველია“. @Melberg: და @Beqabai: მათი აზრი მაინტერესებს. ყველა წმინდანის დღე 1. აკმაყოფილებს თუ არა ენციკლოპედიურ მნიშვნელობის კრიტერიუმს, 2. არის თუ არა Copyright. 3. {{წაშლის კანდიდატი|}} ამოღება არის თუ არა წესის დარღვევა. -ცანგალა 06:57, 10 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
საავტორო უფლებები სტატიაში არ ირღვევა: წმინდანთა ჩამონათვალი ვერ ჩაითვლება ავტორისეული შექმნის, ან ინტერპრეტაციის, ან გადამუშავების, ან საავტორო უფლებების წარმოშობის გამომწვევი სხვა ქმედების აღმძვრელად. თუმცა, მე მაქვს კითხვები ამ სტატიის ინტერვიკებთან. --Melberg მიწერა 07:09, 10 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ამ სტატიაში სუბარია მხოლოდ „ყველა წმინდანის დღე – დღე როდესაც მოიხსენიება საქართველოში წამებული“ —ალბათ სათაურიც უნდა შეიცვალოს, რადგან საქართველოს შესახებ არის და არა ყველა წმინდანზე. — ამას ვწერ განხილვის გვერდზე. იხ.განხილვა:ყველა წმინდანის დღე --ცანგალა 07:25, 10 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

უაზრო განხილვა?!

რა წესზე დაყრდნობით იქნა გადატანილი არნოლდ შენბერგი და მით უფრო დაბლოკილი განხილვა:არნოლდ შონბერგი, გარდა ადმინის სუბიექტური შეფასებისა: „უაზრო განხილვა დასრულებულია, სტატია გადატანილია და გადატანა დაცულია მხოლოდ ადმინისტრატორებზე. გმადლობთ! — Mikheil მიწერა 10:15, 22 მაისი 2020 (UTC)“. მე ვერც კონსესუსი ვიპოვე და ვერც უტყუარი არგუმენტი, დამავალებთ თუ ამიხსნით და მეტს თავს არ შეგაწყენთ. --Rastrelli F 10:48, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ეს არის თვითნებობა. ერთპიროვნულად დაბლოკვა მიუღებელია. მომავალში ასეთ საკითხებში ჩაერევა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომლებიც უმტკივნეულოდ გადაწყვეტენ პრობლემებს ქართული სალიტერატურო ენის ნორმებთან დაკავშირებით.--ცანგალა 14:23, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
მივმართავ ვიკიკოლეგებს: იყავით ფრთხილად! Mikheil-მა მადლობა გადამიხადა ამ თემის გახსნისთვის ნაცვლად იმისა, რომ აეხსნა თავისი სადავო საქციელი, თუმცა ყველასთვის ცხადია ადამიანი როდესაც თვითნებობს, ის არც ახსნა-განმარტებებს იძლევა. ჰა ჰა „წარმატება“ გვისურვოს ბოლოში. შესაბამისად, ვიფიქრე სხვა ადმინებს მოვნიშნავ-თქო რეაგირებისთვის, მარა ამასობაში მეორე ადმინი ცენზურას ამკვიდრებს თურმე! ბოლშევიზმი სხვა არაფერი იყო, გარდა განსხვავებული აზრის დევნისა, თანაც ძალადობრივი გზით. ეს მათთვის, ვისაც საბჭოეთი ელანდება სახელთა ტრანსკრიფციის ძველ წესებში და განსხვავებული აზრის გამო ვიკიპედიის უმთავრესი რესურსის — მონაწილეების დევნაზე, რეაქცია არ აქვს. გულწრფელად - ძალიან გულდასაწყვეტი სიტუაციაა! "God help and breed you all." — John Lennon. 16:37, 23 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

მოეხსენით უაზრო ბლოკი ცანგალას!

ეს თემა შემადგენელია წინა თემისა, რომელიც მოყვა შ(ე/ო)ნბერგის განხილვას. არ მინდა თავი მოგაბეზროთ და პათეთიკური გამოვიდე, შეგნებულად არ შევალ ქსე-ს შეფასებაში და იმის მტკიცებაში ენის ახალი ნორმა რა არის და სად წერია ამჟამად, ან საერთოდ გვაქვს თუ არა, მაგრამ უაზრო ბლოკზე რეაგირება აუცილებელია - ეს ყველას (შე)გვეხება!@Kober:, @Alsandro:, @OpusDEI:, @Henry McClean:, @M.:, @გიო ოქრო:, @Surprizi:, @პაატა შ:, @BRUTE:, @Vano3333:, @Lasha-george:, @Ventusa:, @Gaga.vaa:, @Giorgi Balakhadze:, და სხვებს, ვინც წინასწარსჯული დამოკიდებულება არ აქვს ამ საკითხისადმი.
ზემოხსენებული განხილვა ერთპიროვნულად უაზროდ მიიჩნია ადმინმა მიხეილმა და თვითნებურად, ყოველგვარი კონსესუსი გარეშე და იმ ერთადერთი არგუმენტით, რომ თავად ქსე-ს არ აღიარებს (და მას ცანგალას გაჯიუტებას უწოდებს), დაბლოკა განხილვა და გადაიტანა „შნბერგი“ „შნბერგზე“.
ამის დარად, გაგრძელდა მსჯელობა დოსტოევსკის სახელის გარშემო, რომელიც 2008-2014 წწ მიმდინარეობდა. ისევ, წყაროების გარეშე, მხოლოდ სუბიექტური და წინმსწრებადსჯული მოსაზრებებით („თანამედროვე“, „ყველა ასე წერს“ და მსგავსი, ქსე-ს მოძველებულობაზე მითითება, ირიბად ცანგალას მისამართით შეურაცხყოფა - „ქსე-ს გაფეტიშებაზე“ მითითება) და ბოლოს, ცანგალას სრულებით ლეგიტიმურ კონტრ-არგუმენტის წაყრუებით (რომ თუ „ფიოდორი“ არ უნდა ითარგმნოს „თედორედ“, მაშინ არც „მიხაილოვიჩი“ უნდა ითარგმნოს „მიხეილს ძედ“!) — გადატანა შესრულდა და გვერდიც დაიბლოკა (საშური ერთსულოვნებით, თუმც „მიხაილი“ დარჩა „მეხეილად“)!
ამ პრეცენდენტის შესაბამისად, მომხმარებელმა ცანგალამ მსგავსი გამოწვევის წინაშე მყოფ რამდენიმე სტატიაში დააფიქსირა, რომ ამ განხილვის მიხედვით ეს უნდა იყოს: .. მაგ.:[1], [2], [3] და სხვები. — სწორედ ეს საქციელი ჩაუთვალეს ცანგალას „რესურსის არამიზნობრივი გამოყენებად“ და ადმინმა დავითმა დაუბლოკა განხილვის გერდების რედაქტირების უფლება! სიტყვები არ მყოფნის ამის შესაფასებლად!
მადლობა ვიკიკოლეგებს საღი აზრის დაფიქსირებისთვის ცანგალას განხილვის გვერდზევე. ვფიქრობ აუცილებელია და გადაუდებელია ამ ყოვლად უაზრო ბლოკის მოხსნა! მივმართავ ადმინებს ეყოთ გონიერება და იმოქმედონ ადეკვატურად! --Rastrelli F 08:18, 24 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]