განხილვა:არნოლდ შონბერგი: განსხვავება გადახედვებს შორის

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 44: ხაზი 44:
შეჯამების მცდელობა: [ყველა] ვიკიპედიაში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, სტატიის სახელი უნდა იყოს ის, რაც ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული აკადემიურ ლიტერატურაში. ამავე პრაქტიკიდან გამომდინარე, უპირატესობა ენიჭება არა ზოგად მიმომხილველ აკადემიურ წყაროებს (ჟურნალი, გაზეთი, ენციკლოპედია), არამედ დარგობრივი ავტორიტეტის მქონე გამოცემებსა და ავტორებს. ასევე, როდესაც კონკრეტული ტერმინი ენაში უკვე შემოსულია, მასთან მიმართებაში უცხოენოვანი ბგერის გადმოცემის წესის გამოყენება არარელევანტურია (რადგანაც იგივეა, პატარა ლურსმანი ჩაქუჩის ნაცვლად უროთი ჩააჭედო). როდესაც [ამ შემთხვევაში] ადამიანის გვარი და სახელი ქართულ ენაში უკვე შემოსულია, ჩვენ უნდა გამოვიდეთ არა უცხოენოვანი ბგერის გადმოცემის წესიდან, არამედ არსებული აკადემიური ლიტერატურიდან. შონბერგის შემთხვევაში აშკარაა, რომ ქართულ ენაში დამკვიდრებულია შ'''ო'''ნბერგი გადმოტანა (იგივე შემიძლია ვთქვა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქზე - ფხენიანი დამკვიდრებული ფორმაა, რომელიც არ უნდა შეიცვალოს, იმის მიუხედავად, რომ ამ ქალაქის სახელი ფიონიანგია). --[[მომხმარებელი:Melberg|<font color="red">M</font><font color="black">elberg</font>]] <small><sup>[[მომხმარებელი განხილვა:Melberg|<span style="color:grey">მიწერა</span>]]</sup></small> 09:53, 22 მაისი 2020 (UTC)
შეჯამების მცდელობა: [ყველა] ვიკიპედიაში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, სტატიის სახელი უნდა იყოს ის, რაც ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული აკადემიურ ლიტერატურაში. ამავე პრაქტიკიდან გამომდინარე, უპირატესობა ენიჭება არა ზოგად მიმომხილველ აკადემიურ წყაროებს (ჟურნალი, გაზეთი, ენციკლოპედია), არამედ დარგობრივი ავტორიტეტის მქონე გამოცემებსა და ავტორებს. ასევე, როდესაც კონკრეტული ტერმინი ენაში უკვე შემოსულია, მასთან მიმართებაში უცხოენოვანი ბგერის გადმოცემის წესის გამოყენება არარელევანტურია (რადგანაც იგივეა, პატარა ლურსმანი ჩაქუჩის ნაცვლად უროთი ჩააჭედო). როდესაც [ამ შემთხვევაში] ადამიანის გვარი და სახელი ქართულ ენაში უკვე შემოსულია, ჩვენ უნდა გამოვიდეთ არა უცხოენოვანი ბგერის გადმოცემის წესიდან, არამედ არსებული აკადემიური ლიტერატურიდან. შონბერგის შემთხვევაში აშკარაა, რომ ქართულ ენაში დამკვიდრებულია შ'''ო'''ნბერგი გადმოტანა (იგივე შემიძლია ვთქვა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქზე - ფხენიანი დამკვიდრებული ფორმაა, რომელიც არ უნდა შეიცვალოს, იმის მიუხედავად, რომ ამ ქალაქის სახელი ფიონიანგია). --[[მომხმარებელი:Melberg|<font color="red">M</font><font color="black">elberg</font>]] <small><sup>[[მომხმარებელი განხილვა:Melberg|<span style="color:grey">მიწერა</span>]]</sup></small> 09:53, 22 მაისი 2020 (UTC)
::აუცილებლად გადასატანია. --[[მომხმარებელი:Mehman97|<span style="color:#ff0500">'''''Mehman'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Mehman97|<span style="color:#0500ff">'''''97'''''</span>]] 10:05, 22 მაისი 2020 (UTC)
::აუცილებლად გადასატანია. --[[მომხმარებელი:Mehman97|<span style="color:#ff0500">'''''Mehman'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Mehman97|<span style="color:#0500ff">'''''97'''''</span>]] 10:05, 22 მაისი 2020 (UTC)
:::ეს ინსინუაციაა მხოლოდ და არა ენის ნორმებზე დაყრდნობით გამოცემული წყაროებით გამყარებული!--[[User:Rastrelli F|<span style="color:#000000;font-family:Brush Script Std;font-size:13pt">Rastrelli</span>]] [[User Talk:Rastrelli F|<span style="color:#000000;font-family:Brush Script Std;font-size:13pt">F</span>]] 10:08, 22 მაისი 2020 (UTC)

10:08, 22 მაისი 2020-ის ვერსია

არნოლდ შნებერგი — ქსე, ტ. 10, გვ. 715, თბ. 1986--ცანგალა 11:27, 10 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: — შენბერგი წერია. გიო ოქრო 08:12, 23 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები.--ცანგალა 08:36, 23 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

გვარის წარმოთქმა ქართულ აკადემიურ სივრცეში

გვაქვს აკადემიური წყარო(ები), სადაც კომპოზიტორის გვარი გამოყენებულია, როგორც შნბერგი. ამ შემთხვევაში საუბარია წიგნზე XX საუკუნის მუსიკის ისტორია (ლექციები), ავტორი ქეთევან ბოლაშვილი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, 2011, ISBN 9789941919701.

არის სხვა წყაროებიც (მაგალითად, იმავე ავტორის „იგივეობის პრინციპი XX საუკუნის მუსიკალურ კომპოზიციაში // მუსიკისმცოდნეობის საკითხები. სამეცნიერო შრომების კრებული. თბილისი, 2003 – გვ. 64-72“, „არნოლდ შონბერგის მხატვრულ-ესთეტიკური შეხედულებები (შემოქმედების ამერიკული პერიოდის წერილების მიხედვით) // ამერიკის შესწავლის საკითხები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005“; განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო „მუსიკის რეპეტიტორი“ და ა.შ.), თუმცა, რთულია მათი ისეთი ფორმით მოპოვება, რომ ციტირებისთვის გამოდგეს.

ილიას უნივერსიტეტის და კონსერვატორიის პროფესორების მხრიდან ონლაინ შეხვედრებზე უკვე გამოითქვა უკმაყოფილება კონკრეტულად ამ სტატიის და ამ გვარის გამო (როგორც მოსალოდნელი იყო). აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ „შონბერგი“, შესაძლოა, ლინგვისტურად გაუმართავი, მაგრამ ტრადიციულად მიღებული გამოთქმაა, როგორც „უოშინგტონი“ და „ვაშინგტონი“. ამის გაუთვლისწინებლობა ერთ-ერთი ფაქტორია, რაც სწორედ იმ მომხმარებლის გაუცხოვებას და უნდობლობას იწვევს, რომლისთვისაც, რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია ეს სტატია. ამიტომ, შემომაქვს წინადადება, გვერდი „არნოლდ შენბერგი“ გადატანა მოხდეს გვერდზე „არნოლდ შონბერგი“ და სხვა სტატიებშიც შევიდეს შესაბამისი შესწორება. - Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 06:13, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

გადასატანია. ის არგუმენტი, რომ ქსე-ს შემდეგ მისი წონის წყარო არ გვაქვს, აქ უკვე აღარ გამოდგება. — Mikheil მიწერა 08:59, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმებით, გადასატანია უახლესი წყაროს მიხედვით. 30+ წლის ლიტერატურაზე დაყრდნობა მხოლოდ მაშინ შეიძლება როდესაც ახალი წყარო არ მოიპოვება.--დათო1010 10:43, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
იხ. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#გერმანული აგრეთვე უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი გვ. 372 თბ. 1989. აქვე დავამატებ, რომ ილიას უნივერსიტეტის და კონსერვატორიის პროფესორები შუქია აფრიდონიძე არ არიან. შუქია აფრიდონიძეც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. სანამ რეფორმა არ მოხდება ქართულ სალიტერატურო ენაში 30 წელი კი არა თუნდაც 100 წელი იყოს გავლილი უნდა დარჩეს ძველი წესით.--ცანგალა 16:11, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
XX საუკუნის მუსიკის ისტორია (ლექციები), ავტორი ქეთევან ბოლაშვილი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, 2011, ISBN 9789941919701 წიგნის გამოცემაა და არა Ö შემოტანა ქართულში. წიგნის გამოცემას ყველა ისე წერს როგორც სურს არავინ იყურება დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#გერმანული წესში.--ცანგალა 16:19, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ქსე-მდე იყო შენბერგი იხ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ასე რომ ქეთევან ბოლაშვილს წიგნის გამოცემამდე უნდა ჩაეხედა შენბერგის მართლწერაში. რის საფუძვეკლზე დაწერა შონბერგი? --ცანგალა 16:33, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
აი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას უთხარით, რომ შეცდომით უწერიათ და ქეთევან ბოლაშვილი მართებულია.--ცანგალა 16:38, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: ამ ყველაფერში მართალი ხარ და არავინ გედავება. საქმე იმაშია, რომ ეს პიროვნება იყო აშშ-ის მოქალაქე და სწორედ ამიტომ მისი გვარი გამოითქმის როგორც შონბერგი. რა თქმა უნდა, არც უნივერსიტეტის წარმომადგენლებს დარჩებოდათ უყურადღებოთ გვარის გადმოცემის ასეთი ფაქტი, მაგრამ აქ საქმე არა გერმანულ, არამედ ინგლისურ ენასთან გვაქვს და სწორედ ამიტომ მოიხსენიებენ არაგერმანული წარმოთქმით. თუმცა სტატიაში აუცილებლად ჩაიწერება, რომ მისი გვარი გერმანულზე დაყრდნობით იქნება როგორც შენბერგი და პრობლემაც მოგვარდება, ხოლო ძირითადი სათაური დავტოვოთ ინგლისურზე დაყრდნობით როგორც უფრო გავრცელებული ფორმა. - OTOGI Messages 17:04, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საუბარია შნბერგზე, არა როგორც ლინგვისტურად სწორ ფორმაზე, არამედ როგორც ქართულ აკადემიურ სივრცეში (რაშიც იგულისმება აკადემიური მუსიკის სივრცე და არა ლინგვისტიკის), ასევე, ქართულ მუსიკალურ წრეში გავრცელებულ და ტრადიციად დამკვიდრებულ ფორმაზე, რომელიც, დიახ, (ვეთანხმები @Otogi:-ს, ემყარება „ამერიკანიზებულ“ პრონონსს. ენობრივი რეგულაციების რელევანტურობაზე აქ აღარ გავჩერდები, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არაფერ შუაშია. იგივე რეგულაციები გვეუბნება, რომ ტრადიციულად დამკვიდრებული „არასწორი“ ფორმები დასაშვებია. ჩემი მიზანია, პირველადი ფორმა (სტატიის სათაური და სხვა სტატიებში გამოყენებული ფორმა) იყოს შონბერგი, ხოლო შესაბამისი ინფორმაცია გერმანული წარმოთქმის თაობაზე, რასაკვირველია, დარჩეს სტატიაში. - Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 17:25, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
აშშ-ში ცხოვრობდა, ავტორი წერს (ინგლისური წარმოთქმა: [ˈʃɜːrnbɜːrɡ] (აქ ემატება), ასევე შონბერგი ინგლისური წარმოთქმა: [ˈʃoʊn-] (oʊ — ეს მხოლოდ არის?) (აშშ). ხედავ რამდენი წარმოთქმაა. ქართულში კი გერმანული წარმოთქმაა დამკვიდრებული 1925 წლიდან ქართულ ენაში და დღემდე არსებობს (წყაროები მივუთითე ზევით). ქეთევან ბოლაშვილის 2011 წელს ერთი წიგნის დაწერით გვეუბნება მართებულიაო. მისი წიგნის დაწერით ქართული სალიტერატურო ენის ნორმა არ იცვლება, ამას კომისია სჭირდება, სადაც თავმჯდომარე და წევრები ჰყავს. რად გვინდა ინგლისურიდან (აშშ-ის ინგლ.) შემოტანა, როდესაც არსებობს ქართული წყარო და იგი არის გერმანულიდან. აშშ-ში მისი გვარი იწერებოდა Arnold Schoenberg (გერმანულ ვიკიში წერია), რომელიც აგრეთვე oe=ö (გერმანელებს თუ არ აქვთ ö დაწერის საშუალება წერენ oe (ამჟამადაც)) და ორივე შემთხვევაში იკითხება. ამით იმის თქმა მსურს, რომ შენბერგმა გერმანული დამწერლობისთვის არ უღალატია. მე, რომ დღეს ახალი წიგნი დავწერო 2020 წელს შენბერგით მერე კვლავ იქნება, რადგან უფრო ახალი წყარო იქნება ვიდრე 2011 წელი. სანამ წიგნის დაწერას და გამოცემას შეუდგებოდა წყაროები უნდა მოეძებნა. თავისი შეცდომის აღიარება არავის სურს. და ბოლოს, რომ მეუბნები არავინ გედავებაო, აბა ეს განხილვა რა არის. ქსე-ეს იგდებენ მასხრად და ა. შ. ქსე-ზე უკეთესი რა არის საქართველოში შექმნილი მიმითითონ და გავჩუმდები.-ცანგალა 17:34, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Anry.kiknavelidze: შენი მიზანი უნდა იყოს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა და არა, რომ ქეთევან ბოლაშვილმა წიგნი გამოსცა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანო. მისი დაწერილი წიგნი ქართული სალიტერატურო ენის ნორმა არ არის. ახლობლობით არ უნდა კეთდებოდეს საქმე. ეს საზოგადოებას დაღუპავს. და კიდევ ვიკიპედია არ არის ის ადგილი რომ ტრადიციულად დამკვიდრებული „არასწორი“ ფორმების დამკვიდრება გააგრძელოს, პირიქით ხელი უნდა შეუწყოს მის გამოსწორებას..--ცანგალა 17:41, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ცნობისათვის, ქალბატონ ქეთევანს არ ვიცნობ, ამიტომ „ახლობლობაზე“ აპელირება ცილისწამებაა. - Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 17:55, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Anry.kiknavelidze: მაშინ გიხდი ბოდიშს. კვლავ ვიმეორებ დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#გერმანული (ჩემი დაწერილი არ არის), სადაც წერია ö ან oe — ე (და არა იო ან ო): Köln — კელნი (და არა კიოლნი ან კოლნი), Schönberg — შენბერგ-ი (და არა შონბერგი), Röntgen — რენტგენი, Wilamowitz-Moellendorf — ვილამოვიც-მელენდორფი, Ötztaler Alpen — ეცტალის ალპები.--ცანგალა 18:30, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Anry.kiknavelidze: en:Arnold Schoenberg, სადაც წერია US also /ˈʃn-/ იკითხება o როგორც code-ში. ე. ი. ოუ (აშშ) და არა მხოლოდ ო.--ცანგალა 19:16, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ცანგალ, რაღაცას არ იგებ ან ვერ იგებ. ასე რობოტული მოქმედება ცოცხალ ენციკლოპედიაში მიუღებელია. მოიცა, მაგ ენის ნორმების დარღვევა რამდენი გვხვდება უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში თუნდაც? გაგახსენო? th რომ ტ-დ არის გადმოტანილი ზოგ სახელებში, მაგალითად. აღარ გავაგრძელებ. აქ ეს საკითხი მხოლოდ შენი გაჯიუტებით მაინც არ გადაწყდება. წარმატებები! — Mikheil მიწერა 20:46, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
აქ ჩემი ჯიუტობა არ არის უფრო თქვენი. თქვენ არ გსურთ დაექვემდებაროთ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს. ჩვენ შეთახმებულები ვართ, რომ ვიკიპედია ნორმების დამდგენი კომისია არ არის. გეთანხმები არის ხოლმე ბეჭდვითი შეცდომები — ეს ყველგან ხდება. იქნებ მაგ წიგნში უფროა შეცდომა (en:Arnold Schoenberg, სადაც წერია US also /ˈʃn-/ იკითხება o როგორც code-ში). ალბათ ავტორს ოუ არ მოეწონა და ო დატოვა ქართულში. არც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ? ყველგან შეცდომა როგორ არის ამაზე არ დაფიქრებულხარ? ბიბლიოთეკასაც (გავიგებ მაგასაც რამდენად სანდონი არიან) არ ენდობი მაშინ სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შევეკითხოთ თუ რომელია მართებული. არც შენ, არც მე და არც წიგნის ავტორს არ გვაქვს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების შეცვლის უფლება. ამის პრიორიტეტი ოფიციალურად აქვს სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და არა ქართული ვიკიპედიის ჩვეულებრივ მომხმარებლებს. შენ ხარ ერთ-ერთი ადმინი — ეს არ ნიშნავს ხარ ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. ქეთევან ბოლაშვილი — არის ავტორი წიგნისა, სადაც გვარის თარგმანი გააკეთა არასწორად და მომავალი თაობა სწავლობს შეცდომით. შუქია აფრიდონიძე უფრო კომპეტენტურია (ნორმებს ადგენს), ვიდრე წიგნის ავტორი. თუ ჟურნალისტობ ეს უნდა გესმოდეს და პასუხისმგებლობაც უნდა გქონდეს, რომ არ დაირღვეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. ცოცხალ ენციკლოპედიაშიც მიუღებელია ვაკეთოთ ისე როგორც ჩვენ გვსურს — უნდა დავექვემდებაროთ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს. აბა ვწეროთ ვის როგორც გვსურს? დავუჯეროთ ენათმეცნიერებებს. --ცანგალა 22:04, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ქეთევან ბოლაშვილს არ მოუგონია შონბერგი, არც გვარის თარგმანი გაუკეთებია არასწორად, ამიტომ განგებ არასწორად ნუ აპელირებთ ამ წიგნზე, რომელიც წყაროს მაგალითად მაქვს მოყვანილი. ჩემს მოვალეობად ვთვლი, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორო (იმათთვის, ვისთვისაც გამეორებას აზრი აქვს), რომ ეს არის ტრადიციულად მიღებული ფორმა ქართულ მუსიკალურ სივრცეში და აკადემიურ მუსიკალურ სივრცეში. ათწლეულებია, ასე ვსწავლობთ და ასე ასწავლიან, ასე მოვიხსენიებთ, ვწერთ საკონცერტო პროგრამებში და ა.შ. ეს ხდებოდა ზემოხსენებული წიგნის გამოსვლამდეც. კომპეტენციებზე და კომისიებზე საუბარი, კიდევ გავიმეორებ ამასაც, აქ სრულიად უადგილოა და ცოტა არ იყოს, უპატივცემულობაც. - Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 05:40, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Anry.kiknavelidze: გთხოვ, მოუთითო როდის შეიცვალა შენბერგი შონბერგად. მაგალითად, არასოდეს შეცვლილა ყოველთვის იყო სტამბლი, მაგრამ გავრცელებული ფორმა არის სტამბლი. ქართულ ვიკიპედიაში სტამბოლი გვაქვს სტატია. ქეთევან ბოლაშვილი — პროფესორი და თავის საქმის კარგი მცოდნე. მე არაფერს ვსაუბრობ პირადად მასზე. დარწმუნებული ვარ მისი წიგნიც შინაარსობრივად სტუდენტებისთვის სასარგებლოა (თუ რამე მაქვს დაწერილი მასზე ცუდად — ვიხდი ბოდიშს). მე მხოლოდ იმაზე ვსაუბრობ, რომ მის წიგნში შონბერგია და შენ გვეუბნები ქეთევან ბოლაშვილის წიგნის მიხედვით უნდა იყოს შონბერგი — ეს არის მიუღებელი. თუ ქეთევან ბოლაშვილი მისაღებია, მისაღები უნდა იყოს შუქია აფრიდონიძე — პროფესორი და თავის საქმის კარგი მცოდნე, ლინგვისტი, რომელმაც უცხოენოვაან ბგერათა გადმოცემის წესების თაობაზე მონაწილეობა მიიღო და კვლავ იღებს მონაწილეობას. Anry, ორივე თავისი საქმის კარგი მცოდნეა და ამიტომ უნდა დავუჯეროთ ორივეს. ლინგვისტი გვეუბნება შნბერგი, ხოლო მეორე ხელოვნებათმცოდნე ქმნის წიგნს შინაარსობრივად და თემატურად სუპერს. ამ წიგნის გამოცემამდე კიდევ სად შეგხვდა შნბერგი (კულისებს არ ვგულისხმობ)? და Anry, მაინტერესებს /ˈʃɜːrnbɜːrɡ/, US also /ˈʃoʊn-/ შენ როგორ კითხულობ? მხოლოდ რომელში კითხულობ? იმის მაგივრად, ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ დაბრუნდეს სწორი ფორმა, ზრუნავთ იმაზე, რომ არასწორი ფორმა იქნეს კვლავ გავრცელებული. და კიდევ რუსულს უფრო ავრცელებთ იხ. Ё შეესატყვისება ქართულ „ჲო“-ს, ზოგ შემთხვევაში „ო“-ს. რუსეთი ოკუპანტიო გაიძახით და მის ენის ნორმებს ამკვიდრებთ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში. ისმის კითხვა რატომ რუსული და არა ქართული შენბერგი.--ცანგალა 06:30, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Otogi: რადგანაც განხილვაში ჩაერთე მაინტერესებს en:Arnold Schoenberg მხოლოდ -ს რომელ ტრანსკრიფციაში /ˈʃɜːrnbɜːrɡ/, US also /ˈʃoʊn-/კითხულობ. პირველში დამატებული, ხოლო მეორე oʊ წერია o როგორც code-ში. --ცანგალა 06:30, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
თუ ქართულ ლიტერატურაში დამკვიდრებულია შონბერგი, და თუ ეს დადასტურებულია აკადემიური ლიტერატურით, უნდა აღვიქვათ, როგორც დამკვიდრებული გამონაკლისი. არც ფხენიანია კორეულად ფხენიანი, მაგრამ დამკვიდრებული გამონაკლისია.--Melberg მიწერა 06:36, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: რომელ ქართულ ლიტერატურას გულისხმობთ? ქსე, უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (ö ან oe — ე (და არა იო ან ო): Köln — კელნი (და არა კიოლნი ან კოლნი), Schönberg — შენბერგ-ი (და არა შონბერგი), Röntgen — რენტგენი, Wilamowitz-Moellendorf — ვილამოვიც-მელენდორფი, Ötztaler Alpen — ეცტალის ალპები), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა — ეს ყველაფერი არის ქართული სალიტერატურო ენის ნორმა. შენ რომ წიგნს თარგმნი ან დაწერ ისე როგორც შენ გსურს ან მე — ქართული სალიტერატურო ენის ნორმა არ არის. რატომ ამკვიდრებთ რუსულს? ახლა რაც შეეხება კორეულს, ჩინურს და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნების (პაკისტანი, შრი-ლანკა, ნეპალი, ბირმა ტაილანდი, ვიეტნამი და ა.შ.) — „უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში“ წერია, რომ გამართეს ძირითადად რუსულის მიხედვით. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამ სახელებში გვხვდებოდა ბგერა ჰ, რომელიც რუსულში არ არის, ეყრდობოდნენ უცხოური ენციკლოპედიების ჩვენებას. და კიდევ რატომ არ გსურს რუსულიდან (ოკუპანტის ენიდან) დამკვიდრებული გასწორდეს ქართულზე? ამას ვერ ხვდები? თუ კორეულს ასწორებ ინგლ.- გერმანულმა რა დაგიშავა? და მაინტერესებს en:Arnold Schoenberg მხოლოდ -ს რომელ ტრანსკრიფციაში /ˈʃɜːrnbɜːrɡ/, US also /ˈʃoʊn-/ კითხულობ. ვინც ნორმა მიიღო იმან უნდა შეცვალოს და არა წიგნების არასწორმა თარგმანმა.--ცანგალა 07:32, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: კიდევ ერთხელ გავიმეორებ და გეტყვი, რომ გეთანხმები ყველაფერში. თუმცა, აქ არ გვაქვს საუბარი გერმანულ ენაზე. ქართულ სივრცეში, როგორც ეს ირკვევა ინგლისურიდან გამომდინარე დამკვიდრდა ალტერნატიული ფორმა შონბერგი. წყაროს რაც შეეხება მაგ., იხ. საბჭოთა ხელოვნება, მე-7 გვერდი, სადაც შონბერგია მოხსენიებული ან შენგელია, ო. ექსპრესიონიზმი და არნოლდ შონბერგი, საბჭოთა ხელოვნება 1980, N9, გვ. 68-75. მე ამითი იმის თქმა მინდა, რომ ქართულ სივრცეში საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული დამკვიდრდა ფორმა შონბერგი. ამ ფაქტს ხომ ვერ გავექცევით ?. გასაგებია, რომ გერმანულიდან შენბერგია და მეც ვადასტურებ ამას, მაგრამ აქ ამაზე არ გვაქვს საუბარი. აქაც შონბერგია, გვ. 244 რაც იმაზე მეტყველებს, რომ დღეს უფრო შონბერგს უწოდებენ. თუმცა სტატიაში, ჩავწეროთ, რომ მისი გვარი გერმანულზე დაყრდნობით შენბერგია. რატომ ცხარობ ასე ვერ ვხვდები... - OTOGI Messages 08:05, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: დიდი მადლობა. შენ რომ იმუშავე ასე სხვებს არ უმუშავიათ. ისევ და ისევ რუსულიდან Ё არის შემოტანილი და არა ამერიკულიდან. მაგ დროს ამერიკა შორს იყო. en:Arnold Schoenberg მხოლოდ -ს რომელ ტრანსკრიფციაში /ˈʃɜːrnbɜːrɡ/, US also /ˈʃoʊn-/კითხულობ. იქნებ ამაზეც მიპასუხო. რატომღაც არავინ არ მპასუხობს.--ცანგალა 08:30, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ინგლისური [oʊ] სხვადასხვანაირად არის შემოსული, ისევ ტრადიციების გამო ალბათ. მაგალითად, Sherlock Holmes არის [hoʊmz] ან [hoʊlmz], მაგრამ შემოსულია „ჰოლმსი“, ან იგივე code, რომელიც შემოსულია, როგორც კოდი, რუსულიდან თუ საიდან, რა მნიშვნელობა აქვს. თუ კოდის მაგივრად ქოუდი შემოვიღოთ? :) - Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 09:13, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: მე ვერ გაგცემ პასუხს, ვინაიდან ჩემი დამკვიდრებული არ არის შონბერგი. ეს დღეებია ძალიან მკაცრი ხარ :). - OTOGI Messages 09:22, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: - არსებობს გამონაკლისები, რომლებიც ენაში მკვიდრდება არა ისე, როგორც ტრანსკრიფციის წესებით უნდა დამკვიდრებულიყო. მე როგორ ვხვდები, შონბერგი გამონაკლისია.--Melberg მიწერა 09:32, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ერთი რამ ვერ გავიგე, მომხარებელ ცანგალას მოყავს არაერთი გამოცემა წყაროდ (მითითებული ზევით არაერთხელ) და ამის საპირისპიროდ მხოლოდ ერთი წიგნი და ინსინუაციებია ბგერის სწორ გამოთქმაზე, არგუმენტი?! ამ ფაქტის ყურადღების მიღმა დატოვება და შემდეგ გაცხარებაზე მითითება — ეს რა ლოგიკაში წერია?! --Rastrelli F 09:41, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Rastrelli F: 1925 წელს გამოქვეყნებული საგაზეთო სტატია ვერ ჩაითვლება თანაბარ წყაროდ 2011 წელს გამოცემულ მონოგრაფიასთან შედარებით :)--Melberg მიწერა 09:44, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ჯერ ერთი „ლექციების კრებული“ (და რომელი წყაროთი სარგებლობს ავტორი გვარის მართლწერისას უცნობია (ეგება სულაც ასე ასწავლეს?!)) და არა მონოგრაფია, და რომც იყოს მონოგრაფია — თემა პირის ბიოგრაფია იქნებოდა და არა მისი გვარის ტრანსკრიფციის საკითხები! მეორეც, მარტო სტატია არ მოუყვანია ცანგალას (ქსე, უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი)! R. 10:03, 22 მაისი 2020 (UTC)

შეჯამების მცდელობა: [ყველა] ვიკიპედიაში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, სტატიის სახელი უნდა იყოს ის, რაც ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული აკადემიურ ლიტერატურაში. ამავე პრაქტიკიდან გამომდინარე, უპირატესობა ენიჭება არა ზოგად მიმომხილველ აკადემიურ წყაროებს (ჟურნალი, გაზეთი, ენციკლოპედია), არამედ დარგობრივი ავტორიტეტის მქონე გამოცემებსა და ავტორებს. ასევე, როდესაც კონკრეტული ტერმინი ენაში უკვე შემოსულია, მასთან მიმართებაში უცხოენოვანი ბგერის გადმოცემის წესის გამოყენება არარელევანტურია (რადგანაც იგივეა, პატარა ლურსმანი ჩაქუჩის ნაცვლად უროთი ჩააჭედო). როდესაც [ამ შემთხვევაში] ადამიანის გვარი და სახელი ქართულ ენაში უკვე შემოსულია, ჩვენ უნდა გამოვიდეთ არა უცხოენოვანი ბგერის გადმოცემის წესიდან, არამედ არსებული აკადემიური ლიტერატურიდან. შონბერგის შემთხვევაში აშკარაა, რომ ქართულ ენაში დამკვიდრებულია შნბერგი გადმოტანა (იგივე შემიძლია ვთქვა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქზე - ფხენიანი დამკვიდრებული ფორმაა, რომელიც არ უნდა შეიცვალოს, იმის მიუხედავად, რომ ამ ქალაქის სახელი ფიონიანგია). --Melberg მიწერა 09:53, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

აუცილებლად გადასატანია. --Mehman 97 10:05, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეს ინსინუაციაა მხოლოდ და არა ენის ნორმებზე დაყრდნობით გამოცემული წყაროებით გამყარებული!--Rastrelli F 10:08, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]